კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

რა ბედი ეწია ბათუმის ბულვარის გენგეგმას

21.02.2022
რა ბედი ეწია ბათუმის ბულვარის გენგეგმას

ბათუმის ბულვარის გენგეგმის საბოლოო ვარიანტი ჯერ ისევ არ არის მზად. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს თებერვლის ბოლოს. ამის შემდეგ დოკუმენტი უნდა გაასაჯაროონ.

ამ ეტაპზე ბულვარის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს, რა ცვლილებები შევიდა დოკუმენტის პირველად ვარიანტში. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შენიშვნების ნაწილი შპს „ბაუ დიზაინმა“ [მიმწოდებელი კომპანია] გაითვალისწინა, რამდენიმე შენიშვნის შეტანაზე კი უარი თქვა.

მესამე ეტაპზე ბულვარს ეგრეთ წოდებული გაიდლაინები უნდა ჩაჰბარდეს. ძირითადი დოკუმენტი უკვე ჩაბარებულია, თუმცა ბულვარის ადმინისტრაცია კორექტირებულ დოკუმენტს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროებს.

დოკუმენტის ბოლო ვერსიის ჩაბარების შემდეგ, ბულვარის ადმინისტრაციამ ის საჯარო განხილვისთვის უნდა გამოაქვეყნოს.

საჯაროდ განხილვის შემდეგ კი დოკუმენტს  ბათუმის მერიას გადაუგზავნიან – მერია ბულვარის, როგორც ქონების მესაკუთრეა და ის მართვაში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის აქვს გადაცემული, რომლის დაქვემდებარებაშიც მუშაობს ბულვარის ადმინისტრაცია.

მერია, თავის მხრივ, ბულვარის გენგეგმის საბოლოო ვერსიას საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად. ამ დროისთვის სავარაუდოდ უკვე დასრულებული იქნება შუალედური არჩევნები [2 აპრილი] ბათუმის #4 სამაჟორიტარო უბანში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა ასევე, რა ეტაპზეა ბათუმის გენგეგმის დოკუმენტის მომზადების პროცესი. „ერთ კვირაში იქნება ამ საკითხთან დაკავშირებული შეხვედრა და მაშინ მოგაწვდით ინფორმაციას“, – გვითხრეს მერიაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: