ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა – სპეციალურად დამუშავებული ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ჯარას თაფლის წარმოების შესახებ მონაცემების …

#ბულვარი ჩვენია – კამპანია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

#ნუ დათმობ ბავშვობას  #ბულვარი ჩემია შენია ჩვენია  #მე მიყვარსბათუმი – ამ და სხვა ჰეშთეგებით ფეისბუქზე სოციალური კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ბათუმის ბულვარის შენარჩუნების და ბულვარში ცათამბჯენების შენების მოწინააღმდეგეები ბულვარში გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აზიარებენ იმის დასტურად, რომ ბათუმის ბულვარს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „24 საათში ატვირთეთ ბათუმის ბულვარში გადაღებული ბავშვობის ან ახალი ფოტო, დააკოპირეთ ტექსტი და …

შოთა გუჯაბიძე ძეგლების საბჭოდან დათხოვნაზე: ახვლედიანმა და რიჟვაძემ გული მოიფხანეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან დღეს დათხოვნილი შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობა სააგენტოს სხვა დირექტორებსაც ჰქონდათ, ზაურ ახვლედიანმა კი ეს მოახერხა და ამით რიჟვაძესთან ერთად „გული მოიფხანა“. ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას თავად რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ძეგლების საბჭოში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და როგორია მისი …

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

ნამდვილად 16 სართულის აშენებას გეგმავს „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში, თუ მომავალში ისევ მოითხოვს პროექტში ცვლილებას რამდენიმე სართულის დამატების მოთხოვნით? – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი დღეს არ გვაქვს და რომც გვქონდეს, ის მაინც არ იქნებოდა სარწმუნო, რადგან „ამბასადორის“ პროექტთან დაკავშირებით ბათუმში დაინტერესებული მოქალაქეები ბევრჯერ მოატყუეს. ეჭვები, რაც ამ კომპანიის ბულვარში საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში ხმამაღლა გამოითქვა, ფაქტობრივად, …

6 კადრი ბათუმის ძველი ბულვარიდან | ფოტოამბავი

ბულვარის გაშენება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო ბათუმში. ქვიშითა და ქვით დაფარულ სანაპიროზე ურმებით მოჰქონდათ მიწა და ყრიდნენ, რომ მცენარეების დარგვისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნილიყო. ბათუმის ბულვარი მალე იქცა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად და დღემდე ასეა. ბათუმის ბულვარის ბევრი ფოტო არსებობს, თუმცა ამჯერად გთავაზობთ იმ ფოტოებს, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი საზოგადოებისთვის.

ვინ არიან ხელოვნებათმცოდნეები, რომლებმაც ბულვარში 16  სართულის აშენება დაუშვეს

როგორ გამოჩნდება 16-სართულიანი შენობა ქალაქის შემოსასვლელიდან – ძირითადად ამ საკითხზეა აქცენტირებული ხელოვნებათმცოდნეების კვლევა „ამბასადორის“ პროექტზე. სწორედ ეს კვლევაა პროექტის შეთანხმების ერთ-ერთი საფუძველი – ზაურ ახვლედიანი, ანუ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ ის ეყრდნობა „კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების და არქიტექტორების დასკვნებს.“ ხელოვნებათმცოდნეების – გიორგი პატაშურისა და ვალერი კალანდაძის 9 გვერდზე მომზადებულ კვლევაში დიდი დოზით მიმოიხილავენ ბულვარის გარშემო …

„ეს არის კორუფცია“ – საბჭოს წევრი ბათუმის ბულვარში 16 სართულის აშენებაზე 

„როგორც ჩანს, რაღაცები დალაგდა იქ და რიჟვაძემ უკან დაიხია. ახვლედიანი რიჟვაძის წინ მორბენალი კვიცი არ არის. გახსოვთ, მან თქვა, რომ წინააღმდეგ იყო“, – ასე აფასებს შოთა გუჯაბიძე „ამბასადორი ბათუმისთვის“ ბულვარში 16-სართულიანი [დამატებით 3 მიწისქვეშა სართულით] სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე დათანხმებას. ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოს წევრია და ეწინააღმდეგება ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ პროექტის მასშტაბის …

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ის ინგლისურენოვან კრებულში „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომისა“ და „იკომოს-საქართველოს“ სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებს ეხება. „…კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტალების ინტიმურ-კამერული …

ვინ იხეირებს ფარნავაზ მეფის 69-ში ისტორიული სახლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნით

„შენობას არ გააჩნია არანაირი ღირებულება კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით“, – ასეთი არგუმენტით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ფარნავაზ მეფის #69-ში ერთსართულიან საცხოვრებელს სახლს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ ამ მისამართზე წლების წინ ძველი სახლი დაანგრიეს და ახალი ააშენეს. „ბათუმელებმა“ კი გამოარკვია, რომ ეს ასე არ არის და სახლის ძველი, აგურით ნაშენი კედლები, უბრალოდ, ბათქაშითაა …

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი  გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ …

ხულოს სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 12 ოქტომბერს მოაწერა. ბრძანება, რომლითაც ძეგლის სტატუსი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე კიდევ 11 ობიექტს [მათ შორის ბორჯომის რკინიგზის სადგურს] მიენიჭა, 16 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. ბეღლეთის ხიდის აგების თარიღად ბრძანების დანართში XII საუკუნეა მითითებული. ისტორიკოსი შოთა …

ბათუმში სახლს სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის N69-ში მდებარე შენობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, შენობისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ განცხადებით მესაკუთრეებმა მიმართეს. ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ კუთხის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანებით. „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, …

რატომ შეწყდა პეტრას ციხეზე შშმ პირებისთვის ლიფტების მოწყობის ტენდერი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პეტრას ციხესთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. თუმცა, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 21 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერი 22 სექტემბერს შეწყვიტა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარი იყო. ტენდერში მონაწილე შპს „იმგო“ კი, სააგენტოს ლიფტების მონტაჟს 157 500 ლარად სთავაზობდა. კომპანიამ სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა. როგორც შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტებიდან ირკვევა, სააგენტომ …

წისქვილების სოფელი და სხვა – როგორ აპირებენ ჭვანის ხეობის მთავარ ტურისტულ ადგილად ქცევას

შუახევის სოფელ ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური პროექტის შესადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 279 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა მომზადდეს. თაღოვანი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია მისასვლელი ბილიკის, ხიდის, ღია პარკინგის, ბელვედერი[ები]ს, ვიზიტორთა ცენტრის, ამფითეატრის და სხვა ობიექტების დაპროექტება. კონცეფციის მიხედვით, ჯამში, სოფელ ხაბელაშვილების და მის მიმდებარე …

„გელათის გალავანი ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია“ – სააგენტო ჩამონგრეულ ნაწილს აღადგენს

„გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და საფრთხის შემცველია როგორც დამთვალიერებლებისათვის, ასევე მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. სააგენტო, ამ ეტაპზე, გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დასავლეთის ცენტრალური მონაკვეთის ჩამონგრეული ნაწილის გადაუდებელ რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტომ სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 24 აგვისტოს მიმართა. დოკუმენტების მიხედვით, …

ძველი სახლის ახალი ელფერი [ფოტო]

ბათუმში რეაბილიტირებული ისტორიული სახლები დაგარწმუნებთ, რომ მცდარია წარმოდგენა – „ძველ სახლებს არაფერი ეშველება და გამოსავალი მხოლოდ მათი დანგრევაა“. ბევრი უიმედო მესაკუთრეც კი, რომელიც უკვე რეაბილიტირებულ სახლში ცხოვრობს ან ხელოსნებს, რომლებიც მისი სახლის რეაბილიტაციას ეს-ესაა ასრულებენ, დეტალებზე ეკინკლავება და სახლის სილამაზით იწონებს თავს. ახლა მათი უმეტესობა იმაზე დარდობს, რომ „ირგვლივ მაღალსართულიანები წამოასკუპეს“. რეაბილიტირებული სახლების გარშემო, ძველ …

პეტრას ციხის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ლიფტებს დაამონტაჟებენ

ქობულეთში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. ძეგლთან, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 5 ლიფტის შეძენა-მონტაჟისთვის, სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარია. პეტრას ციხესთან 2 ცალი დახურული და 3 ცალი ღია ტიპის ლიფტი დამონტაჟდება. პირველი ორი – პეტრას ციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ეზოში, ხოლო დანარჩენი …

სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნარჩვის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნარჩვი ქართული ყველის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც სვანეთში ამზადებენ. ნარჩვი ძროხის ყველისგან მზადდება. ახალ ყველს ფშვნიან, ამატებენ მარილს და ხის სპეციალურ ყუთში ათავსებენ, რომელსაც შემდეგ სიმძიმეს დაადებენ, რომ ყველი დაიწნეხოს და დაიწუროს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 13 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს …

ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

„ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება დღეს, 30 ივლისს გამოქვეყნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, ბრძანებაში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. სააგენტოს იურიდიულმა …

ყოფილი პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ შეითანხმა

ბათუმში ევროპის მოედანზე ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდება. შენობას არსებული სახით აღადგენენ. შენობის პროექტი ძეგლების საბჭომ დღეს, 10 ივლისს განიხილა, რის შემდეგაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. შენობის არსებული სახით აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ სპეციალისტები და მიიჩნევდნენ, რომ ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას პირვანდელი ფასადი უნდა დაებრუნებინა და მოშოებოდა ფიგურებიანი ფასადის ნაწილი, რომლებიც წინა …

მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება 

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი აშენდება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 56 ათას 600 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 6 ივლისს, გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვეში, სამინისტროს მიერ წარდგენილი სამუშაოების შესრულების ფინანსური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 26 …

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა – დეპარტამენტი

გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების მისაღებად მზადაა. ბაღში, სადაც სუბალპური და ალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეების მრავალფეროვნებაა, სტუმრებისთვის საპიკნიკე და საკემპინგე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღში შესვლა უფასოა. ბაღის მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი, მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე პერიოდია. წლის დანარჩენ დროს იქაურობა თოვლითაა დაფარული. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ …

ჩოხა-ახალუხს და მთაში ლუდის ხარშვას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს: „ქართველების იდენტობის სიმბოლს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს“. მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. სააგენტოს იურიდიულ …

სახლი გურიაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა სახლს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. დოკუმენტის თანახმად, სახლი 1912-1914 წლებშია აგებული და იგი კალანდაძეების ოჯახის საკუთრება იყო. სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით სააგენტოს მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მიმართა. კალანდაძეების სახლის შესახებ აქვეყნებს ფეისბუქზე ინფორმაციას და ფოტომასალას „იკომოს საქართველო“, სადაც ვკითხულობთ, რომ  გადმოცემის …

რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი

„ბათუმელებმა“ მოიპოვა შპს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებარე პროექტის რენდერი, რომელსაც კომპანია ორი წელია ასაიდუმლოებს. ამ რენდერის მიხედვით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი. აშენებს თუ არა კომპანია შეთანხმების შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს – კომპანიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამ მშენებლობის არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, რადგან …

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ …

ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას

„ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან“, – ბათუმში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავენ …

ამ სახლში მონანიება გადაიღეს, ის გულგრილობას ეწირება – წერილი პროკურატურას

„140 წლის იტალიური სახლი, რომელიც ბაროკოს სტილშია ნაშენები, რატომ უნდა შეეწიროს პასუხისმგებელი უწყებების გულგრილობას. ფილმი მონანიება ამ სახლში გადაიღეს და სცენარში ძეგლების დაცვაზეა ლაპარაკი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ესმის“, – ასე სრულდება წერილი, რომლითაც ბათუმში, ფარნავაზ მეფის #51-ში მცხოვრებლებმა პროკურატურას დღეს, 3 ივნისს  მიმართეს. ამ მისამართზე, ბათუმისთვის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ორსართულიანი სახლი …

ძველი სახლის ახალი სიცოცხლე ბათუმში – ძეგლი რესტავრაციის შემდეგ [ფოტო]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია ბათუმში, ჟორდანიას #14-ში, თითქმის დასრულებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ამ სახლის რესტავრირებაში 400 000 ლარი დაიხარჯა. სპეციალისტის დახასიათებით, „შენობა მნიშვნელოვანია თავისი მაღალი სამშენებლო ოსტატობით და გემოვნებით განაწილებული კლასიცისტურ-ბაროკული დეკორით. სახლის სიახლოვე ზღვასთან უზრუნველყოფს მისი ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობებს. ამჟამად ორსართულიანი შენობის ფასადი კლასიცისტური და ბაროკული სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტებითაა შემკული.“ კომპანია …

რას უპირებს სააგენტო ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე დამწვარ სახლს

ბათუმში, ბარათაშვილის #25-ში, ხანძრისგან დაზიანებული სახლის აღდგენის მოთხოვნით მოქალაქეებმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართეს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომაც შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ამ სააგენტომ უნდა მიიღოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახურავს ხანძარი 28 მარტს გაუჩნდა, დაიწვა სახურავი და მეორე სართულის ნაწილი, ხოლო ნაწილი წყლის ჭავლმა დააზიანა. კმდს-ს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, სააგენტო სახლის დამწვარი ნაწილის …

ბათუმში 19 შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭეს ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ 

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭომ ბათუმში „გეოგრაფიკის“ რეკომენდებული 23 სახლიდან 19-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამ შენობებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება საბჭომ 13 მარტს მიიღო. შესაბამისი ოქმის მოპოვება კი მხოლოდ დღეს, 19 მარტს, შევძელით. ოქმის მიხედვით, დარჩენილი 4 სახლისთვის სააგენტომ სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით თქვა უარი, რომ „შენობებს აღარ აქვთ შემორჩენილი …

კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ კინოთეატრ „აპოლოს“ შენობას ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლების საბჭომ 13 მარტს მიიღო. კინოთეატრი „აპოლო“ 1910 წელს სწორედ ამ შენობაში გაიხსნა და მისი პირვანდელი სახელწოდებაც „აპოლო“  იყო. ისტორიულ შენობას არამარტო ძველი სახელი, არამედ პირვანდელი იერსახეც 2011 წელს დაუბრუნდა, როცა განახლებულ შენობაში კინოთეატრი ისევ გაიხსნა. „აპოლო“ ერთ-ერთია იმ შენობებს …

„ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით“ – როგორ გადააქციეს ბათუმი კიტჩად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე – ახალი მშენებლობები ისტორიულ ზონაში. შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის მოხსენება შემდეგ საკითხებს შეეხო: არსებული ვითარება ბათუმის ისტორიულ ნაწილში; დაგეგმილი და განხორციელებული სამშენებლო პროექტები და მათი ზეგავლენა ქალაქზე; საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორ და რას აშენებენ ისტორიული ქალაქების დაცულ ზონებში, როგორ იცავენ ბალანს ახალ მშენებლობებსა და კულტურული …

ქობულეთში, ციხისძირის ყოფილი რუსული სკოლის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე ყოფილი რუსული სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება 2020 წლის 17 თებერვალს შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, ყოფილი რუსული სკოლის შენობა, რომელიც სოფელ ციხისძირში მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით [არქიტექტურულად] ღირებულ ობიექტად ჩაითვალა. შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. ნაკვეთი [3303 კვ.მ …

„არა ჩაბეტონებას“ – დღეს ბათუმში „რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში, შპს „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 15 საათზე „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს დაიწყება. აქციის ორგანიზატორებმა ფეისბუქზე გამოაქვეყნეს რამდენიმე განმარტება იმაზე, თუ რატომ აპროტესტებენ „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამჯენების მშენებლობას და დაწერეს ასევე იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც აქციაზე გააჟღერებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, მშენებლობას აპროტესტებენ იმის გამო, რომ: …

დაცვა თუ არ შეგვიძლია, ნუ ჩავანაცვლებთ ბეტონით – ფრანგი პროფესორი ბათუმზე

ისტორიკოს ჟაკლინ ხრისტიენის ღია წერილი _____________________ ისევ ძალიან მესიამოვნა ბათუმის ნახვა. ისევ მოვიხიბლე უნივერსიტეტით, მისი ზღვისპირა ხედებისა და ბულვარის/პარკის ბრწყინვალებით. დავრწმუნდი ასევე, რომ ქალაქი ვითარდება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ახალი უბნები. სხვათა შორის, ამ შენობების ზოგიერთი ნაწილი მშვენიერია! მაგრამ, თუ საქართველოს სურს გერმანელი, იტალიელი და ფრანგი ტურისტების მოზიდვა (და თქვენი ქვეყანა უკვე საინტერესო ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა), უნდა …

Exit mobile version