ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის დაზიანებული ფრესკების აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში იმყოფებოდნენ ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს. შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას …

ბათუმის ისტორიული შენობები ძეგლის სტატუსის მოლოდინში

ბათუმში მდებარე 43 ისტორიული სახლისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა განიხილოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები 2017 წლის იანვარში გადაიგზავნა თბილისში, თუმცა მიანიჭებენ თუ არა ძეგლის სტატუსს ამ სახლებს, ჯერ ისევ გაურკვეველია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ საკითხი დამუშავების პროცესშია და მასზე საბჭოს, რომელიც განიხილავს …

20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის

ბათუმის მერია ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში, ხვალ, 5 ივლისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. საზოგადოება „ბათომი“, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და …

პირველი აფთიაქი, ფული და ბიზნესინტერესები

 

პირველი აფთიაქის დაგეგმილი ნგრევის შეჩერება 13 აპრილის მდგომარეობით იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც სულ რაღაც ორი წლის წინ სხვა ძეგლების გადარჩენისთვის თავად იბრძოდნენ. ახლა ისინი საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ და შესაბამისი კოლექტიური სახელიც ჰქვია – ხელისუფალი. მათ, თავიანთი წინამორბედის მსგავსად მიაჩნიათ, რომ ინვესტორისგან მიღებული სიკეთე უფრო მეტია, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობა. ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული ყოფილი #1 აფთიაქის შენობის დანგრევის სურვილი ხელისუფლებამ უკვე დაადასტურა. ახლა ჯერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოზეა. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოც ვერ შეძლებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას – საზოგადოების ჯერი დადგება. 

ერთსართულიანი ბათუმი

 

ერთსართულიანი სახლები და ბელეტაჟები ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქის განაშენიანებისთანავე გამოჩნდა, ზოგან სავაჭრო სახლი იყო, ზოგან – საცხოვრებელი. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა – ერთსართულიანი, ძველი ბათუმი თანდათან ქრება.

Exit mobile version