ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან

13.02.2022
ბათუმში ავარიული ძეგლების სარეაბილიტაციოდ პროექტებს შეისყიდიან

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს.

ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში:

[checklist]

  • მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.
  • დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და შიდა ეზოს, გვერდითი ფასადი] სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.

[/checklist]

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 20 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე [9.02.2022] პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 100 000 ლარის ჯამური ღირებულების ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება“.

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ნებართვის მისაღებად.

ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლი / 12.02.2022

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლი / 12.02.2022

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: