რამდენი ბრალდებული გაამართლეს წელს ბათუმის სასამართლოში

იანვრიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის 159 საქმიდან 14 შემთხვევაში მიიღო გამამართლებელი განაჩენი. კიდევ ორ საქმეზე სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია. სტატისტიკურ მონაცემს 2021 წლის პირველი ექვსი თვის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, სულ სასამართლოში ივნისის ჩათვლით სისხლის სამართლის 664 საქმე შევიდა, აქედან  წინასწარ გამოძიებაში დაბრუნდა 4 საქმე, ხოლო 522 საქმე …

გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა

მერი მამუკაშვილი, რომელმაც ბათუმის ბულვარში პოლიციელები დაწყევლა, როცა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს, მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა. „არ ველოდი, თუ ბათუმის სასამართლოში ასე მოხდებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერი მამუკაშვილმა. ის „გირჩის“ მხარდამჭერია და სასამართლო პროცესზე იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა. პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მერი მამუკაშვილის წინააღმდეგ 15 მაისს შეადგინეს. …

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე” განაჩენი დადგა

„სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სამივე ბრალდებულს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე ეხება 3 ბრალდებულს, რომლებიც ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ …

ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებმა სასამართლოში დავა წააგეს

„ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ მეწილეებმა სასამართლო დავა წააგეს. გადაწყვეტილება მოსამართლე როინ კახიძემ მიიღო. საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“. ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. იმისთვის, რომ ექიმების კომპანიას პირნათლად …

მოსამართლემ “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე” დაასრულა და თქვა – “ფაქტები ხელისგულზეა” 

„ფაქტები ხელისგულზეა“, – აღნიშნა დღეს, 5 ივლისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმის“ განხილვა დაასრულა. თუმცა განაჩენის გამოცხადება გადადო. წინა სხდომაზე მოსამართლემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებასაც დიდი ალბათობით გეტყვითო. „ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ რამდენიმე საკითხზე მჭირდება სამართლებრივი მსჯელობა,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მას შემდეგ, როცა მან ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. ადვოკატმა კი დასკვნითი სიტყვა …

რას ჰყვებიან ოცნების ქალაქში მკვლელობაზე: „იწევდნენ ბრალდებულის დედისკენ“

„თვითონ მიგვიყვანა ოცნების  ქალაქის მიტოვებულ ქოხში, ფანჯრის მინებიც ჩამტვრეული იყო, ქოხი მიწაზე იდგა, წითელი თუნუქები ჰქონდა გარედან, ადრე დილას მივედით იქ, თენდებოდა… დანა მართლაც იმ ქოხში დაგვხვდა. დიდი ზომის შავტარიანი დანა იყო, ჩონჩხი იყო ზედ გამოსახული,“ – უთხრა მოსამართლეს გამომძიებელმა გია ბახტაძემ მკვლელობის ამბავზე, რომელიც 3 იანვარს ღამით მოხდა „ოცნების ქალაქში“. გამომძიებელმა იმის საჩვენებლად, რომ …

2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ტოგონიძემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები 

„ვერ ვიქნები აქციების წინააღმდეგი, მაგრამ შესაძლებელია აქცია გაიმართოს ისე, რომ არ გადაიკეტოს გზა. პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია ტროტუარზეც,“ – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, რომელმაც დღეს, 25 ივნისს, „კარვების გაშლის საქმეზე“ სამი პირი 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში. ბათუმში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 პირის საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა, …

ოპოზიციონერი პოლიციელებს: “ჩვენ გავიკეთებთ აწი სამხრე კამერებს” – კარვების გაშლის საქმე

„არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას,“ – ასე დაიწყო „კარვების გამო მოქალაქეების დაკავების საქმის“ გახსენება პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 25 ივნისს, შედგა. პოლიციელების თქმით, აქციის მონაწილეები 20 ივნისს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და შენობის პიკეტირებას აპირებდნენ კარვების გაშლით. თუმცა აქციის მონაწილეებს და არც ჟურნალისტებს 20 ივნისს აქციაზე არ გაუგიათ ამ მიზეზის შესახებ. იმ დღეს …

რა თქვეს მოწმეებმა „ნათია კაპანაძის საქმეზე“

„საეთერო ბადიდან სერიალების და მხატვრული ფილმების ამოღებამ გამოიწვია რეიტინგის კლება. ეს წინასწარ ვიცოდით და ვეუბნებოდით კიდეც, რომ ასე იქნებოდა, რადგან ვიცით, სატელევიზიო მედიის ყველაზე ლოიალური სეგმენტი პენსიონერი ქალბატონები არიან,“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ანალიტიკოსმა, თამარ მოცრიძემ. ეს კომპანია ტელევიზიების რეიტინგებს ითვლის. თამარ მოცრიძემ დღეს, 23 ივნისს, როგორც სპეციალისტმა, ისე მისცა ჩვენება …

როცა აქციაზე პოლიცია კარავს არ გაშლევინებს – არის თუ არა ეს თვითნებობა?

„პოლიცია ჩაერია შეკრების უფლებაში, მას ჰქონდა ვალდებულება, განემარტა, რატომ არ მიეცათ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება, თუ ასეთი შეზღუდვის საფუძველი არსებობდა,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე 20 ივნისს ბათუმში მომხდარ ამბავზე – პოლიციელებმა განმარტების გარეშე აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს, 7 მონაწილე დააკავეს და მხოლოდ ეს თქვეს: „აქ კარავს ვერ გაშლით“. …

„ბოტების სკანდალის“ შემდეგ აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა

ბერდია ბერიძე, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატიდან „ბოტების სკანდალის“ შემდეგ გაათავისუფლეს, სამსახურში აღადგინეს. ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა, აჭარის მთავრობა გათავისუფლებულ თანამშრომელს მოურიგდა. ბერდია ბერიძე აჭარის მთავრობაში IT სპეციალისტად მუშაობდა და იგი გასული წლის 31 მარტს გაათავისუფლეს. მანამდე კი, თორნიკე რიჟვაძეს „ბოტების სკანდალის“ თემაზე მოწია განმარტებების გაკეთება – თორნიკე რიჟვაძე „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, ამ დროს აჭარის …

ვინ არიან ახალი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმში დანიშნეს

ბათუმში ორი ახალი მოსამართლე გაამწესეს – კოტე ჭილაია და ლევან ყოლბაია. ისინი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს მიიღო – ქვეყნის მასშტაბით 46 მოსამართლე გაამწესეს. კოტე ჭილაია სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ დრომდე მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. 2003 წლიდან ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად, 2009 წლიდან კი, …

ქედაში ბიძაშვილის მკვლელობის საქმეზე საპროცესო გაფორმდა

„ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე“ ბრალდებულ გია ბერიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს პირველი საქმე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა არსებითი განხილვის მორიგ პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა ანუ ბრალდებულმა ბრალი აღიარა და მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, გია ბერიძე 8 წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს, 5 წელი …

„ბინა 4 წლის წინ გავაქირავე და ვეღარ ვიბრუნებ“ – დავა გამოსახლებაზე

„ბინა გავაქირავე 4 წლის წინ და ვეღარ ვიბრუნებ, ჩემს ბინაში საერთოდ ვეღარ შევდივარ,“ – ამბობს ბათუმელი ქეთევან ძაგანია. მან გამოსახლების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ქეთევან ძაგანია გვიყვება, რომ საკუთარი ბინა ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, ინგა შ.-ს მიაქირავა. პრობლემები კი, პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. „ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, შემეცოდა და 250 ლარად მივაქირავე, თან …

გაუპატიურების საქმე ბათუმში – „მტკიცებულება არ არსებობს, ქალის ჩვენების გარდა“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაუპატიურების საქმეზე დღეს, 16 ივნისს წინასასამართლო სხდომა შედგა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა საქმის არსებითი განხილვის გადაწყეტილება მიიღო. გამოძიება გაუპატიურებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას მ.ა.-ს ედავება. მას ქალმა უჩივლა, ვისთანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო. ადვოკატ მალხაზ ზოიძის თქმით, ცოლ-ქმართან ერთად ცხოვრობდა ბრალდებულის შვილიც წინა ქორწინებიდან. „ჩვენ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, მტკიცებულება არ …

მოსამართლე „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის“ საქმეზე – შემეცვალა წარმოდგენა

“ეს საქმეც შევა ანგარიშებში, ბატონო მოსამართლევ,” – ირონიულად მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, როცა მოსამართლემ ადვოკატის არგუმენტების გათვალისწინებაზე უარი თქვა. “სააკაშვილის ზღვიდან შესაძლო შემოპარვის საქმის” დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა სასაზღვრო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, რუსლან დოლიძის, როგორც მოწმის ჩვენების წაკითხვა ითხოვეს. მიზეზი – მოწმე უკვე დიდ ბრიტანეთშია სასწავლო პროგრამით და წლის ბოლომდე საქართველოში ვერ დაბრუნდება. …

ბიძაშვილი ჭორების გამო მოკლა – მოწმის ჩვენება სასამართლოში

“ორივე ხელი ავაფარე, მაგრამ მე ის ვერ შევაჩერე, ორჯერ დაარტყა დანა, პირველად მუხლთან ახლოს ჩაარტყა, მეორედ – მარცხნივ, გულის მხარეს. ის ჩაიკეცა…” – გაუჭირდა მოწმეს ზურაბ ბ.-ს ძმისშვილის მკვლელობის გახსენება, რასაც თავად შეესწრო. მოწმე გასული წლის 2 ოქტომბერს ქედაში მოკლული 32 წლის კაცის, მურმან ბ-ის ბიძაა. მან დღეს, 14 ივნისს, ნაფიც მსაჯულებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

მოსამართლემ „რივიერას“ საქმეზე სხდომა სარჩელის შეტანიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩანიშნა

შპს „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ჯუმბერ ბეჟანიძეს წელიწად-ნახევრის განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული. ამ სარჩელით მოსარჩელე – ორგანიზაცია „ბათომი“, საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან [საია] ერთად, ბათუმის საკრებულოს მიერ განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] ბათილად ცნობას ითხოვს. მოსამართლეს მომჩივანმა ორჯერ ოფიციალურად, წერილობით შეახსენა სარჩელის შესახებ და მოუწოდა დროულად ჩაენიშნა სხდომა, თუმცა უშედეგოდ. მოსამართლე …

კიდევ ერთი საქმე, სადაც კანონიერ ქურდ „ენცოს“ სატელეფონო ზარები ფიგურირებს 

„მითხრა, კანონიერი ქურდი ვარ, ენცო და უნდა მოხსნა ეს ყადაღები, ჩემი არ გეშინიაო?… ასევე მითხრა, შენ როგორ გგონია, ვინ ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქში მერებსო? ლაშა კომახიძე მე გავათავისუფლეო,“ – გვიყვება სოფო ნებიერიძე. მას კომპანია „ბათინვესტის“ მეწილესთან, რომლის დირექტორადაც მუშაობდა, სასამართლო დავა აქვს და ამბობს, რომ ემუქრებიან. სოფო ნებიერიძის თქმით, მას კანონიერ ქურდთან გასაუბრებამდე კომპანიის მეწილე, …

“თოფი სახეში დაუმიზნა ძმას და ესროლა” – მკვლელობის საქმე

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ,” – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა ბონდო გ.-მ. მას ძმის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებული 54 წლისაა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ძმას საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან სახეში ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, აპრილში. საქმის მასალების მიხედვით, ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონება იყო. ისინი საერთო ეზოთი სარგებლობდნენ და ცხოვრობდნენ …

“სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეში” მესაკუთრე იახტის დაბრუნებას ითხოვს

უნდა დაუბრუნდეს თუ არა იახტა მესაკუთრეს? – იკითხა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა და საქმიდან იახტის მესაკუთრის თხოვნის წერილი ამოიღო. იახტა, სადაც უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, გასული წლის ნოემბრის შემდეგ ფოთის პორტში დგას. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას …

დავა “ბათუმის სამშობიარო სახლზე”, სადაც დირექტორს სამსახურში არ უშვებენ

„ექიმებმა, რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლის აქციების 70 პროცენტს ვფლობთ, კრება ჩავატარეთ, მე ამირჩიეს დირექტორად, მაგრამ სამშობიაროში არ მიშვებენ და ამ ცვლილებას არც საჯარო რეესტრი არეგისტრირებს,“ – ამბობს ნანა შერვაშიძე, რომელიც ბათუმის სამშობიაროში აქციების 15 პროცენტს ფლობს და ამჯერად სასამართლოში საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამშობიარო სახლის ირგვლივ ორი დავა მიმდინარეობს. ერთ საქმეში მეწილეები …

საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ის, რომ არ ხარ ჯიგარი ლექტორი და ქულას ტყუილად არ წერ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენი გათავისუფლების საფუძველია,“ – მიმართა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა. დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე როინ კახიძემ „ვაჟა ანანიძის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ …

ბათუმში ბანკიდან 3.5 მილიონი ლარი მოიპარეს

„ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი მილიონობით თანხის დაკარგვაა. „ლიბერთი ბანკი“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმ თანამშრომლებს ედავება, ვისთანაც შრომითი ხელშეკრულებები უკვე შეაჩერა. საქმეს მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, ბანკიდან 2 მილიონ 533 ათასი ლარი, 202 ათასი ამერიკული დოლარი და 80 ათასი ევროა დაკარგული. სხვადასხვა ტრანზაქციით 37 …

რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

დღეს, 18 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე უკრაინის 2  მოქალაქისა და საქართველოს 1 მოქალაქის საქმე განიხილება. ბრალდებულები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და უკვე მე-6 თვე პატიმრობაში იმყოფებიან. „თქვენს აცილებას ვითხოვთ, პირველ რიგში,“- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე, ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი პროკურორების მიერ წარმოდგენილი მოწმეების მოსმენას დაიწყებდა. ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული …

„ისე ვიკივლე, დანა გადააგდო“ – მოლარე, რომელიც ვერ დააყაჩაღეს

“დილის 11-ის ნახევარი იქნებოდა, როცა ლომბარდში მობილური ჩამაბარეს, მობილურებს კარადაში ვინახავთ, ტელეფონი იქ შევდე და როცა შემოვტრიალდი, უცებ დავინახე სხვა კაცი იდგა ჩემ წინ – ხელში დანა ეჭირა. ფული, ფული მომეციო,” – ამ სიტყვებით მოსამართლე დავით მამისეიშვილს მზია ბ.-მ მიმართა. მზია მოლარეა და მისი დაყაჩაღება ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ლომბარდში სცადეს. დამყაჩაღებელს ლომბარდიდან ფული არ წაუღია …

ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს სასაფლაოზე შესვლის მცდელობისთვის

უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი 1000 ლარით დააჯარიმეს. ის პოლიციელებმა 2 მაისს ადმინისტრაციული წესით მაშინ დააკავეს, როცა საფლავზე შესვლას აპირებდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო. 2 მაისს კი, უმაღლესი საბჭოს წევრი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა სასამართლომ. „საერთოდ არ იყო მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომ მე რამე წინააღმდეგობას ვუწევდი პოლიციას. მხოლოდ სამი პოლიციელი წარმოადგინეს მოწმედ, მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. …

რითი სჯიან კაცებს, რომლებიც ცოლებს სცემენ

„…სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, ე. ბ. სისტემატურად ამცირებდა, აშანტაჟებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ, უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა თავის მეუღლეს, რის გამოც დაზარალებული მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას…“ – ვკითხულობთ განაჩენში, რომელიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2021 …

მოსამართლე ფარულ ჩანაწერებსაც მოუსმენს – 14 წლის ნინის საქმე

20 ათასი ლარი გირაო თავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლე დავით მამისეიშვილს დღეს, 5 მაისს, გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა დავით საფარიძემ შესთავაზა. ის ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის ბაბუას – სოლომონ ცეცხლაძის ადვოკატია. მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა და ნინის ბაბუა ისევ პატიმრობაში დატოვა. „მომეტებული საფრთხის შემცველია ამ ეტაპზე… მაღალი რისკია, რომ შესაძლოა ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება …

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობის გამო სცემა, მას ყოფილმა ცოლმაც უჩივლა

კაცმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის სცემა. ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევის შემდეგ ლევანს [სახელები შეცვლილია] ყოფილმა ცოლმაც უჩივლა. ეს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა. განაჩენის მიხედვით, ლევანმა ცოლს სახლის დაულაგებლობისთვის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. „…არასრულწლოვანი შვილის – საბას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ კი, სახის არეში დაარტყა ხელი ორჯერ, ერთხელ დაარტყა ხელი მარცხენა წინამხრის …

2 წელი სასამართლოში ჩივილიდან – საია ნათია კაპანაძის საქმის გაჭიანურებაზე

დღეს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის და რადიოს ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ნათია კაპანაძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ის მრჩეველთა საბჭომ დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. სასამართლოს დღემდე არ დაუწყია ნათია კაპანაძის საჩივრის განხილვა. ნათია კაპანაძის გადაყენება ბევრმა ჯგუფმა შეაფასა, როგორც „ხელისუფლების ინტერესი“. საია ამ ფაქტს აფასებს, როგორც …

„ბიძიად ვთვლიდი“ – გაუპატიურება ბათუმში, როცა კაცი ამბობდა, რომ ქალს მხოლოდ სცემა

„ბიძიად ვთვლიდი, ერთად ვცხოვრობდით, იცოდა, რომ საყვარელი მამაკაციც მყავდა…“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სალომემ [სახელები შეცვლილია] გაუპატიურების საქმეზე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა განიხილა. დაზარალებულისგან განსხვავებით, ბრალდებული კაცი ირწმუნებოდა, რომ მან ქალს მხოლოდ სცემა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ და გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონდა. ამ ორი პირის გარდა ჩვენება სასამართლოს მხოლოდ ბრალდებულის დისშვილმა …

ბათუმში მსაჯულებს არჩევენ – ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე

“იმოქმედებს, კი,” – ჯერ თავის დაკვრით დაადასტურეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებმა, შემდეგ კი სიტყვით, როცა მათ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა: “დავუშვათ, დარწმუნდით, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ემოციურად იმოქმედებდა თქვენზე?” ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს არჩევენ. მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა და ადვოკატმა კითხვები დაუსვეს. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს …

„ავტობუსის მოსაცდელთან სანადირო თოფიდან გაისროლა და 2 კაცი წაიქცა“ – განაჩენი

„მოვიდა და მითხრა, ამ კაცს ვეძებო, წადი და ხვალ მოძებნე, ასე ჯობია-მეთქი, ვუთხარი. მერე ხელკავი გავუკეთე და მისი გაბრუნება ვცადე. ამ დროს ვიგრძენი, რომ კოსტუმს შიგნიდან რაღაც ჰქონდა ჯიბეში, მკვრივი საგანი, გვერდზე გავიწიე, მოვტრიალდი და ამ დროს გავიგონე გასროლის ხმა, მე ამ დროს ალექსანდრეს [სტატიაში სახელები შეცვლილია] შევხედე და გასროლის ხმა კიდევ ერთხელ გავიგონე – …

ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

“900-მდე განცხადებით მივმართეთ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ – რა სამართლებრივი საფუძვლებით გაათავისუფლეს სამსახურიდან ვაჟა ანანიძე,” – მიმართა მოსამართლე როინ კახიძეს ანა ბერძენიშვილმა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტია და სასამართლოში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი …

„ხალიჩაში გაახვია და ჭოროხის პირას დააგდო“ – ბათუმში მომხდარი მკვლელობის განაჩენი

„…ჭარნალიდან გირეკავთ, ჭოროხისპირას ვარ და აქ მოკლული კაცის გვამია… მე მონადირე ვარ… ის ნოხშია გახვეული, ფეხები ზეწრით შეკრული, დანაც აქვე გდია, სამანქანე გზიდან 200 მეტრი იქნება, მეტი არა,“ – ეს შეტყობინება 112-ზე გასული წლის 12 მაისს შევიდა. ამ დროისთვის პოლიციელები უკვე 13 დღე ეძებდნენ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ ნეჯეთ ე. – ს. გამოძიება 30 აპრილს იყო დაწყებული …

Exit mobile version