ჯგუფურ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 5-5 ათასი ლარი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. საუბარია პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ქობულეთის ოფისთან 22 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე, სადაც აქციის 3 მონაწილეს სცემეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 31 მარტს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბრალდებულები „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდათ. …
Tag Archives: ბათუმის საქალაქო სასამართლო
სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე
ბათუმში, საპროტესტო აქციაზე პუტინის და ირაკლი ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებული ადამიანები გაათავისუფლეს. მათი ადმინისტრაციული საქმეების განხილვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გადადო. საპროტესტო აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე პირველ მარტს დააკავეს. საია-ს შეფასებით, ეს დაკავება უკანონო იყო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლების სტანდარტით გათვალისწინებულ უფლებებში ჩაერია. „არ ვეთანხმებით პროცესის გადადებას,“ – უთხრეს სასამართლო სხდომაზე …
Continue reading “სათითაოდ ვუჩივლებ ყველა პოლიციელს, რომლებმაც დამაკავეს – ირაკლი კუპრაძე”
გონიოში მშენებლობაზე მუშებს ხელფასი სასამართლოში ჩივილის შემდეგ გადაუხადეს
ბიზნესმენსა და სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა – მას შემდეგ, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა 12-მა ადამიანმა სასამართლოს მიმართა, დამსაქმებელმა მათ ხელფასი გადაუხადა და მორიგება შედგა. ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ 2020 წლის ნოემბერში წერდა. მუშებმა მაშინ თქვეს, რომ მათ კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს. გონიოში, სასტუმროს მშენებლობაზე, ეს ადამიანები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყვნენ დასაქმებული. სახელფასო …
Continue reading “გონიოში მშენებლობაზე მუშებს ხელფასი სასამართლოში ჩივილის შემდეგ გადაუხადეს”
„ცხოვრება აღარ შემიძლია“ – 13 წლის ნინიზე მოძალადეს 7.6 წელი მიუსაჯეს I საქმის მასალები
„ყველას გიხდით ბოდიშს, ვიცი დავაშავე, მაგრამ უკვე გვიანია. ცხოვრება აღარ შემიძლია, მთელი ღამე ვერ ვიძინებ და მირჩევნია სამუდამოდ დავიძინო. მე ბებიასთან მივდივარ,” – ეს 13 წლის ნინის უკანასკნელი წერილია. ნინი გასული წლის 10 თებერვალს საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ეს წერილი კი, მათემატიკის რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე მინაწერი ნინის ჯიბეში იპოვეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე …
რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში
გაფრთხილება: სტატია შეიცავს ინფორმაცის მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. მხოლოდ გასულ წელს ბათუმში მოსამართლეებმა პედოფილიის 6 საქმე განიხილეს. სისხლის სამართლის 6 საქმე 7 მოზარდს ეხება, მათ შორის ერთ გოგოს, რომელზეც 7 წლის ასაკიდან ძალადობდა საკუთარი ბიძია. ეს შემთხვევები სასამართლოში დახურულ კარს მიღმა განიხილება. „ბათუმელებმა“ საქმეები პერსონალური ინფორმაციის დაცვით გამოითხოვა. პედოფილიის საქმის მასალებიდან ამ დანაშაულის შესახებ ბევრი …
Continue reading “რას ჰყვებიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები ბათუმში”
გაუპატიურების საქმე ბათუმის სასამართლოში – ქალის ჩვენება და ბრალდებულის ადვოკატის ვერსია
„გამომეღვიძა… შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, ვკიოდი, ეს რა გააკეთე-მეთქი, ის კი ისე გრძნობდა თავს, თითქოს ცუდი არაფერი ჩაუდენია,“ – ეს ამონარიდია დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებიდან. გამოძიება უცხოელი ტურისტი ქალის გაუპატიურებას ბათუმელ ჯ.კ.-ს ედავება. დღეს, 16 თებერვალს, ამ საქმეზე მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მოწმეების ჩვენებები მოისმინა. ბრალდებული კაცი, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან წინასწარ პატიმრობაშია, ბრალს არ აღიარებს. შემთხვევა …
რა ხდება, როცა რემონტი გაგიფუჭეს – კიდევ რა საქმეები განიხილება წლობით ბათუმის სასამართლოში
„ჩემი ნერვიულობა და შფოთვა მას შემდეგ დაიწყო, როცა ბინა ვიყიდე და რემონტი დავიწყე,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ირინა სოსელია. მე-4 წელია იგი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებას ელის და ზიანის ანაზღაურებას კაცისგან, რომელმაც ახალნაყიდი ბინა გაურემონტა. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ის ხელოსნებმა დააზარალეს, რადგან რემონტი უხარისხოდ გაუკეთეს. სასამართლოსთვის მიმართვიდან 4 წლის შემდეგ მოქალაქის სარჩელზე სასამართლო პროცესი ჯერ …
„დაასრულე ბეტონყმობის“ ავტორი ბათუმში 50 ლარით დააჯარიმეს
მოსამართლე კობა გოცირიძემ 50 ლარით დააჯარიმა მოქალაქე, რომელმაც ბათუმში პოლიციის შენობას მიახატა სტენსილი – „დაასრულე ბეტონყმობა“. შენობაზე სტენსილის უნებართვოდ მიხატვისთვის პოლიციელებმა გიორგი ანანიძე 2021 წლის 16 დეკემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით. გიორგიმ სტენსილი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბარს დაახატა, რომელსაც საერთო კედელი აქვს პოლიციის შენობასთან. კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ნებისმიერ შენობაზე უნებართვოდ შესრულებული მხატვრობისთვის, თუმცა უფლებადამცველების და ასევე …
Continue reading “„დაასრულე ბეტონყმობის“ ავტორი ბათუმში 50 ლარით დააჯარიმეს”
რა უთხრა კაცმა მოსამართლეს, რომელსაც 12 წლის შვილი კორპუსის ჩამონგრევის გამო დაეღუპა
“მანამდე მტვრევისგან საშინელი ხმაური ისმოდა კორპუსში… პირველი სართულიდან მოდიოდა ეს ხმები დაახლოებით 10 დღე, ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობდით,” – ხმადაბლა დაიწყო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევის ამბის გახსენება გია შომახიამ. მან დღეს, 10 თებერვალს, სასამართლოს ჩვენება მისცა. გია შომახიამ 8 ოქტომბრის ტრაგედიის დროს 12 წლის დათა და ცოლი დაკარგა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებში …
ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან
“მე მოვითხოვ სამართლიანობას,”- კატეგორიული ხმით მიმართა მოსამართლეს მოკლული კაცის მეუღლე ვარდო ბ.-მ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება დღეს, 8 თებერვალს, “ბათუმის ბულვარში კერძო კაცის მკვლელობის საქმეზე”. ამ საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. ეს შემთხვევა გასული წლის 21 ივლისს მოხდა – ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში კერძო დაცვის თანამშრომელი ჯუმბერ ბ. მოკლეს, ის 57 წლის …
Continue reading “ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან”
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის სასამართლოში შემცირდა, საპროცესო – გაიზარდა
გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა შემცირდა, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი კი – გაიზარდა. სტატისტიკურ მონაცემებს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2021 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, სულ 28 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მოსამართლეებმა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 38 გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. სასამართლოს სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი – 2021 წელს 736 საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, 2020 წელს …
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა 7 წლის თავზე ხელახლა უნდა დაიწყოს
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა ხელახლა უნდა დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე ხშირად საუბრობს, 7 წლის განმავლობაში ათეულობით პატიმარზე არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაწყებული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არ დასრულდა. 7 წლის შემდეგ ამ საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. ამ შემთხვევაში …
Continue reading “ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა 7 წლის თავზე ხელახლა უნდა დაიწყოს”
„ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს
„ეს არაა ნორმალური, ხალხო, ამას არ შევეგუებით,“ – მიმართა სასამართლოს სხდომის დროს ბათუმის მე-6 განყოფილების პოლიციელს მოქალაქე გიორგი არობელიძემ. მისი თქმით, მასზე და კიდევ ორ პირზე 18 დეკემბერს ღამით პოლიციის შენობაში ფიზიკურად იძალადეს. დაკავებულებიდან ორი – გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები არიან. ეს უკვე მესამე გახმაურებული შემთხვევაა, როცა მოქალაქეები ჰყვებიან, ბათუმის პოლიციის …
Continue reading “„ეს ცემამდე დაწერეთ, თუ ცემის შემდეგ?“ – კითხვა მე-6 განყოფილების პოლიციელებს”
ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჯერად ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს. უცნობია, როდემდე იქნება ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბათუმის სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნას არ ჩქარობს. 2016 წლიდან 2021 წლის აგვისტომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი იყო. ის სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. აგვისტოდან სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე დავით კეკენაძე ასრულებდა, რომელიც უკვე …
Continue reading “ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ჯუმბერ ბეჟანიძე ასრულებს”
მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს სხდომისას აქციაზე დაკავებულ 4 პირს
მოსამართლე სალიხ შაინიძემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის დროს დაკავებულ ოთხივე პირს. 26 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე 4 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეული იყო. „მოსამართლის გადაწყვეტილება ლმობიერი იყო,“ – ამბობს გია ხალვაში, რომელიც აქციაზე …
Continue reading “მოსამართლემ შენიშვნა მისცა ბათუმის საკრებულოს სხდომისას აქციაზე დაკავებულ 4 პირს”
ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს
„სახეზეა ხელშეშლა გამოხატვის თავისუფლებაში“, – ასე შეაფასა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ხომერიკმა თემურ გორგაძის სუსის შენობასთან დაკავება და შემდეგ მისთვის 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება. სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძე გაამართლა და გააუქმა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება. თემურ გორგაძემ სასჯელი სრულად მოიხადა – ის 5 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თემურ გორგაძე „გირჩის“ ბათუმის …
Continue reading “ქუთაისმა გააუქმა ბათუმელი მოსამართლის გადაწყვეტილება – გორგაძე გაამართლეს”
ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს”
„ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს, არავითარი მოთხოვნა ჩემ მიმართ პოლიციას არ ჰქონია,” – ამბობს გია ხალვაში, რომელიც 26 ნოემბერს უმაღლესი საბჭოს წინ აქციაზე დააკავეს. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ იმას, რომ ბათუმის ახალი ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცა მაშინ, როცა ახალი საკრებულო უკვე არჩეულია, თუმცა იქ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აღარ აქვს. გია ხალვაში ყოფილი პოლიციელია და ბათუმის მერობის დამოუკიდებელი …
Continue reading “ყოფილი პოლიციელი, რომელიც აქციაზე დააკავეს: “ვერ გავიგე, რატომ დამაკავეს””
7.6 წელი მიუსაჯეს 14 წლის ნინიზე სექსუალურად მოძალადეს – ქობულეთში დაღუპული გოგოს საქმე
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“. 14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული. მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის …
რას გადაწყვეტს მოსამართლე – პოლიციამ ქალი სუსთან ვიდეოს გადაღების გამო დააკავა
სუსთან 13 ნოემბერს აქტივისტის დაკავება მოსამართლემ არალეგიტიმურად მიიჩნია, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია. დღეს, 19 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ “თამარ კურატიშვილის საქმის” განხილვა დაასრულა. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დასაჯოს თუ არა აქტივისტი სუსის შენობასთან მდუმარე პერფორმანსის მოწყობისთვის, სადაც ხუთმა ქალმა გაშალა ბანერი – “ჩვენც დაგვიჭერთ”? ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება თამარ კურატიშვილის მიერ გადაღებული …
Continue reading “რას გადაწყვეტს მოსამართლე – პოლიციამ ქალი სუსთან ვიდეოს გადაღების გამო დააკავა “
რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video
„ნებისმიერ ფასად ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის. ნუ ეგონება „ოცნებას“, რომ შევეგუებით რუსულ მმართველობას და არ ვიბრძოლებთ სუვერენიტეტისთვის,“ – გვითხრა „სირცხვილიას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ კურატიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. დღეს, 15 ნოემბერს, თამარ კურატიშვილის საქმის განხილვა პარასკევამდე გადაიდო. იგი ზუსტად 43 საათი იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და დაკავებიდან 5 საათის შემდეგ შეახვედრეს ადვოკატს. მანამდე მას ადვოკატთან დაკავშირების …
Continue reading “რას ჰყვება ქალი, რომელიც პოლიციამ დააკავა და ადვოკატი ვერ პოულობდა – Video”
„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე
„მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, მან მოაწყო საჩვენებელი პროცესი და სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე „გირჩის“ ლიდერების დაპატიმრებაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ თავისი გადაწყვეტილებით, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი ფუტკარაძე, 4 დღით დააპატიმრა. ამავე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ გორგაძე კი, 5 დღე იქნება პატიმრობაში. 500 ლარით დააჯარიმეს „გირჩის“ კიდევ …
Continue reading “„მოსამართლემ სამაგალითოდ დასაჯა დემონსტრანტები“ – საია სუსთან დაპატიმრებულებზე”
რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ბათუმში ბათილი ბიულეტენის ნამდვილად მიჩნევაზე. საუბარია ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის შემთხვევაზე – ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი მკაფიოდ ჩანს, კომისიამ იმიტომ მიიჩნია ბათილად, რომ მას კუთხე ჰქონდა დაზიანებული. საოლქო საარჩევნო კომისია ამ საჩივარზე უბნის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას დაეყრდნო, რომელმაც თქვა, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული ყუთში. საოლქო კომისიამ უარი თქვა …
Continue reading “რა გადაწყვიტა მოსამართლემ „ბათილი ბიულეტენის საქმეზე“”
პატიმრების წამების საქმე ბათუმის ციხეში – რატომ არ ასრულებენ 7 წელი მოწმეების დაკითხვას
ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის განხილვა მე-7 წელი გრძელდება ბათუმის სასამართლოში და არ დასრულებულა. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი 2021 წლის არჩევნებზეც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცოცხი „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოა. ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას სასამართლო პროცესები 2014 წელს დაიწყო. ბრალდებულები, რომელსაც პროკურატურა პატიმრების …
9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში
„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა. ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, …
Continue reading “9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში”
სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა „ბათუმში კორპუსების ჩამონგრევის საქმეზე“ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ოქტომბერს, გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვა. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი …
Continue reading “სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს – კორპუსის ჩამონგრევის საქმე”
„ყურადსაღებია“ – საოლქო კომისია ჟურნალისტის საჩივარს განიხილავს, ოღონდ არ იცის როდის
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თამარ ნერგაძის საჩივრის განხილვა გადაწყვიტა სასამართლო ჩარევის შემდეგ. 4 დღის წინ, 6 ოქტომბერს, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე ოფიციალურად უარი თქვა. დღეს, 10 ოქტომბერს, ამ საქმეზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საოლქო კომისიას მოუწოდა, გადაწყვეტილება შეცვალოს. სასამართლო განხილვა საოლქო კომისიას დღევანდელ განკარგულებაში, რომელიც საღამოს 5 საათზე …
ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ
„გადაშალეთ კოდექსი და ნახეთ,” – მიმართა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის იურისტს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც დღეს, 10 ოქტომბერს მედიაგამოცემა “ბათუმელების” და მისი ჟურნალისტის – თამარ ნერგაძის სარჩელი განიხილა. ჟურნალისტს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე ბათუმის საოლქო კომისიამ უარი უთხრა და ამიტომ მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს. თუ საბოლოოდ საოლქო …
Continue reading “ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ”
უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია
„ჩვენ არაფერი ვიცით,“ – შუა ქალაქში უკანონო კორპუსების მშენებლობაზე საუბარი აშინებთ ადამიანებს, რომლებიც გოგოლის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული და მიმდინარე უკვე 9 კორპუსის სამეზობლოში ცხოვრობენ. მაშინ, როცა უკანონო მშენებლობა არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ 2 ახალი კორპუსი ემატება და ხელისუფლება იმასაც კი მალავს, თუ რა შენდება, მოქალაქეები თვლიან, რომ დუმილი სჯობს. დღემდე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია …
Continue reading “უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია”
925 ბათილი ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის სასამართლოს მიმართავს
ბათუმის #7 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ლელოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა. „ლელო“ ყურადღებას ამახვილებს გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაზე – მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში სულ 13 საარჩევნო უბანია და ჯამში 925 ბიულეტენი გაბათილდა. „შეუსაბამოდ დიდი რაოდენობაა და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის …
Continue reading “925 ბათილი ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის სასამართლოს მიმართავს”
„რა დაზიანდა ამით?“ – მოსამართლის კითხვები აჭარის ტელევიზიის საქმეზე
„კონკრეტულად რა დოკუმენტით მტკიცდება საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა?“ – ჰკითხა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს – გიგა ჩხარტიშვილს. მან სერიოზული ბრალდების პასუხად მაუწყებლის ბიუჯეტი დაასახელა, რომელსაც ისევ მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორმა ვერ დაასახელა შიდა ან გარე აუდიტის მომზადებული რომელიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძველს …
Continue reading “„რა დაზიანდა ამით?“ – მოსამართლის კითხვები აჭარის ტელევიზიის საქმეზე”
ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები
პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება. საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს. „მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში …
Continue reading “ბათუმში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – სასამართლო საქმის დეტალები”
„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
„14 წლის ნინის საქმეზე“ სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია. საუბარია 2021 წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 …
Continue reading “„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს”
გერმანელ მუსიკოსზე ძალადობაში ბრალდებული ხელწერილით გამოუშვეს
გერმანელ მუსიკოსზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ ხელწერილის დადება შეუფარდა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვიულმა მიიღო დღეს, 2 აგვისტოს. ბრალდებულისთვის პროკურატურა 5 ათასი ლარი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. საუბარია გერმანელ მუსიკოსზე, სასცენო სახელით Phase Fatale, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში მას ჰომოფობურ ნიადაგზე დაესხნენ თავს. პროკურატურამ ლ.ჭ.-ს ბრალი …
Continue reading “გერმანელ მუსიკოსზე ძალადობაში ბრალდებული ხელწერილით გამოუშვეს”
ბათუმში ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე გაამწესეს
ბათუმში ივლისიდან ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. მას ბათუმში მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა – დავით კეკენაძე 1994-2001 წლებში მაშინდელ აჭარის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა. შემდეგი ორი წელი კი, იგი აჭარის პროკურორი იყო. 2002 წლიდან დავით კეკენაძე ისევ მოსამართლეა ამჯერად საჩხერის სასამართლოში, 2003 წლიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეა, 2006 წლიდან კი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. …
Continue reading “ბათუმში ახალი მოსამართლე დავით კეკენაძე გაამწესეს”
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის სააპელაციოში გადადის
მოსამართლე დავით მამისეიშვილი სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადადის. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ არჩეული მოსამართლე. დავით მამისეიშვილი 2013 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას დავით მამისეიშვილი 9 აგვისტოდან შეუდგება. ჯერ უცნობია, ვინ იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.
სექსზე უარის გამო კაცმა ქალი დანით მოკლა, მას 35 ჭრილობა ჰქონდა – განაჩენი
„ეს ექსპერტიზის დასკვნაა. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ქალს სიცოცხლეში მიაყენა კაცმა 35 ჭრილობა. ყოველ ჯერზე, როცა დანას ურტყამდნენ, ქალი ამას გრძნობდა და აუტანელ ტკივილს განიცდიდა…“, – თქვა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ სასამართლო სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას. დღეს, 26 ივლისს, 43 წლის ბრალდებულ ზაზა დავითაძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი …
Continue reading “სექსზე უარის გამო კაცმა ქალი დანით მოკლა, მას 35 ჭრილობა ჰქონდა – განაჩენი”