4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა. ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება …

ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირი, ვისაც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, შეურაცხადია. სასამართლოს მორიგ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ეს მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია და იმ სამი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც დასკვნას ხელს აწერენ. ამავე დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ჯანმრთელი იყო. თუკი ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ იქნება მიჩნეული, სასჯელს მ.მ. სამედიცინო-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის …

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა …

ბათუმის მერიისა და ხულოს გამგეობის მაღალჩინოსნების საქმე გრძელდება

შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის …

პირველი მოწმე, ვინც პროკურატურამ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხა

მოწმე ბ.ბ. პროკურატურამ მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანდასწრებით სასამართლოში დაკითხა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საგამოძიებო ეტაპზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოწმის დასაკითხად ახალი წესი გამოიყენა – მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა პროკურატურა მოწმის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მოწმე …

პოლიციელები არადამაჯერებელი ჩვენებისთვის ჯერ არ დაისჯებიან

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას …

პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს

„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების …

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა

პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს. როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის …

ქალის ცემაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ბრალდებულის საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს მ.დ.-ს საქმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ედება ბრალი. ვინაიდან მძიმე ბრალდებებს შორის ერთ-ერთი გაუპატიურებაა, სხდომები დახურულია. საქმის მასალების მიხედვით, მ.დ-მ ქალს ჯერ თავისუფლება აღუკვეთა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა და ბოლოს გაძარცვა. ბრალდებული წარდგენილი ბრალდებებიდან მხოლოდ ცემის ფაქტს აღიარებს. „დანარჩენ ბრალდებებზე პროკურატურის მტკიცებულება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის …

კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში

კოტ-დივუარის მოქალაქის, ა.მ.-ს საქმის განხილვის გადადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს 21 მარტს კიდევ ერთხელ იმის გამო დასჭირდა, რომ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და პროკურატურის ცნობით, მათთვის უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ. ა.მ.-ს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია განიხილება. პროკურატურა თაღლითობაში ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თანხის, 92 …

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია. „თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – …

სასამართლომ ექიმი უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა

„ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი ლ.ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.  ექიმის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მას შემდეგ შეადგინა, როცა კლინიკაში 4 თვის ჩვილი – გაბრიელ ხალვაში გარდაიცვალა. ბავშვს კლინიკაში  თავდაპირველად ალერგიული შეტევა დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი, გაბრიელი მწვავე ვირუსული ინფექციით სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სააგენტოს  …

ქურდული სამყაროს წევრობის საქმე ბათუმის სასამართლოში

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის საქმეს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. საქმის მასალების მიხედვით, თბილისიდან ბათუმში სტუმრად ჩამოსული გ.მ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა და ფულს სძალავდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, თურქეთის მოქალაქეს სარფის საბაჟოზე ახალშეძენილი მანქანის გადაყვანაში დაეხმარა. ბრალდებულის ადვოკატის, ნოდარ მგელაძის თქმით, თურქეთის მოქალაქე …

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლოს დარბაზში დააკავეს

„სხვა დროს სასამართლო ასეთი ლმობიერი აღარ იქნება“ – ამ ფრაზით დაასრულა დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სხდომა. მან ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულ ს.ს.-ს 3 თვით პატიმრობა და 100 საათის ოდეობით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. მოსამართლის მოთხოვნით, ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი მანდატურებმა სასამარლოს დარბაზშივე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ს.ს.-მ ცოლს რამდენჯერმე სცემა. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა ს.ს., როცა მან …

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ …

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს დღეს სასამართლო სხდომის გადადება ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მ.მ-ს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლით პატიმრობა, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდება. „სურვილი არ მაქვს დავესწრო სასამართლო სხდომას“, – ეს ამონარიდი ბრალდებულის წერილიდან მოსამართლემ წაიკითხა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებული კონკრეტულად 24 თებერვლის სხდომის …

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა

ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის – დავით ხალვაშის, იგივე „ქელფეთას“ ჩვენება მოისმინა. დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს. „ისე ვიმუშავე, ერთი შემთხვევითი გასროლა არ ყოფილა“, „მე …

უკანონო სამედიცინო საქმიანობის სავარაუდო შემთხვევის განხილვა სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის ექიმის – ლ.ა.-ს საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა. „თუკი სასამართლო დაადასტურებს  სააგენტოს პოზიციას, ექიმი 1000 ლარით დაჯარიმდება და მას აეკრძალება საქმიანობა იმ მიმართულებით, რომელშიც შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს“ – უთხრა …

„ლავას ოღლის“ ახლობლების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღეს ბ.ი.-ის საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოისმინა. ბ.ი. ე.წ. კანონიერი ქურდის – მინდია გ.-ს, მეტსახელად „ლავას ოღლის“ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელია. სამართალდამცველებმა ბ.ი. ნარკოტიკების შენახვა-ტარების გამო გასული წლის სექტემბერში დააკავეს. 2015 წლის სექტემბერში პოლიციამ იმავე ბრალდებით „ლავას ოღლის“ კიდევ 4 ახლობელი დააკავა ზედიზედ, მათ შორის, სამს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-მოხმარების გარდა, …

ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“  …

„უპრეცედენტო შემთხვევა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პირველად განიხილა მკვლელობის საქმე ისე, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი მისთვის სასამართლო დარბაზში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას არ იჯდა. ზ.ს.-ს მძიმე დანაშაულის – განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი, მაგრამ სასამართლო განხილვამდე მას აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა. ბრალდებული ზ.ს. დღეს თავისი ადვოკატების გვერდით იჯდა და იქედან პასუხობდა მოსამართლის …

სასამართლო განხილვა ქობულეთში ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვები ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელის, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვა დაიწყო. 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ხანძარმა გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის -„სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ართმელაძეს პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. წინასასამართლო სხდომაზე ზაზა ართმელაძის ადვოკატმა მტკიცებულებების ნაწილის …

Exit mobile version