მოსამართლე როინ კახიძემ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი ადამიანი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, კიდევ ორის პროცესი კი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით გადაიდო. გუშინ, 27 მაისს, ბათუმში აქციაზე სულ 30 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, აქედან 9 გუშინ გაათავისუფლეს ხელწერილით. მოსამართლეს ჯერ არ განუხილავს იმ ბრალდებულების ოჯახის წევრების საქმე, რის გამოც გაიმართა ეს საპროტესტო აქცია. ერთ-ერთი ბრალდებულის, რეზო …
Tag Archives: ბათუმის საქალაქო სასამართლო
რატომ არ იწყებს სასამართლო ნათია კაპანაძის საქმის განხილვას – სარჩელი 1 წლის წინ შევიდა
აჭარის ტელევიზიაში კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორების შემდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ეს საქმეები ჯერ არ განუხილავთ და ამის მოლოდინი არც არავის ჰქონია, რადგან პანდემიის პირობებში სასამართლო პროცესების დიდი ნაწილი გადადებულია, ან იგი დისტანციურ რეჟიმში იმართება. თუმცა სასამართლოს არც ზუსტად ერთი წლის წინ შესული სარჩელი განუხილავს – 2019 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით აჭარის …
„მე არც წყენა მინდა და არც შუაში დარჩენა“ – სამსახურიდან წასულმა სასამართლო დავა მოიგო
პანდემიის დროს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა ერთ-ერთმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც კერძო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე ყოფილ დასაქმებულს დირექტორთან უთანხმოება თანამშრომლებისთვის გასაცემი ბონუსების საკითხზე ჰქონდა. კამათის შემდეგ ყოფილმა მენეჯერმა დირექტორს მისწერა: ,,ამ საუბრის შემდეგ მუშაობის გაგრძელება აღარ მინდა, აპრილის ბოლოსთვის სამსახურიდან წასვლას ვფიქრობ. ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონ ი–ნს ინფორმაციას …
„ადვოკატების ამ მოწონებას ცუდად გამოიყენებენ“ – დისტანციური სასამართლო პროცესების საფრთხე
„საზოგადოების თვალი აღარ არის სასამართლო პროცესზე. საზოგადოება პროცესს, მართალია, მდუმარედ ესწრება, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი გავლენა მართლმსაჯულების ობიექტურობის ხარისხზე,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. ის უკვე იყო ერთ-ერთი სასამართლო ონლაინპროცესის მონაწილე. 24 მარტიდან სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც დისტანციური წესით იმართება. ზოგიერთი ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, რომ დისტანციური პროცესი მოსწონს. მთავარი არგუმენტი, რასაც ადვოკატები …
ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი
დაზარალებულის მოსყიდვისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ბრალდებულის დეიდა გაასამართლეს. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული კაცის დეიდა დაზარალებულს, რომელსაც სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება უნდა მიეცა, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა, 500 ამერიკული დოლარი მისცა და სთხოვა, სასამართლოში საერთოდ აღარ მისულიყო. განაჩენის მიხედვით, ეს შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა – ვიდრე ყაჩაღობის საქმეზე დაზარალებულის ჩვენებას მისცემდა, შეხვედრა რესტორანში შედგა. პროკურატურამ ბრალდებულის …
Continue reading “ბრალდებულის დეიდამ მოწმის მოსყიდვა 500 დოლარით სცადა – განაჩენი”
ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს
ხულოში, სოფელ ხიხაძირში, მომხდარი მკვლელობის საქმეზე რემზი ბ.-ს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ამავე თემაზე: ხულოში 40-წლამდე კაცი მოკლეს ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, სოფლის ცენტრში კაცი მოკლა და მიიმალა. იმავე დღეს მან პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. დაპირისპირების დროს ორი პოლიციელი …
Continue reading “ხულოში მომხდარი მკვლელობისა და პოლიციელებზე თავდასხმისთვის პირს 22 წელი მიუსაჯეს “
სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ
სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებთ, თუ უშუალოდ პროცესის მონაწილე არ ხართ. კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სასამართლოში სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს, მაგალითად, სარჩელები და განცხადებები კანცელარიის ნაცვლად სასამართლოს ფოიეში მოთავსებულ ყუთში უნდა მოათავსოთ. ფოიეში ვერ შეხვალთ, თუკი მანდატური ტემპერატურას გაგიზომავთ და მაღალი გექნებათ. სასამართლოში შესვლამდე ხელები სადეზინფექციო ხსნარითაც უნდა დაიმუშაოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეკომენდაციები …
Continue reading “სასამართლო სხდომებზე დასწრებას დროებით ვეღარ შეძლებთ”
რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დამნაშავედ მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები მ.ხ. იგი ერთ-ერთ ქუჩაზე ქვეითს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. განაჩენის მიხედვით, მ.ხ. უკუსვლით მოძრაობდა, როცა იგი ქვეითს დაეჯახა. დაზარალებულს ექიმებმა მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მ.ხ.-მ თავი სრულად დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას, დაზარალებულის ჩვენების გარდა. მოსამართლემ ამ საქმეზე …
Continue reading “რით დასაჯა მოსამართლემ მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრაზე დაეჯახა”
„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს
„საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, ჩაძინებული ვიყავი და რემზიმ გამაღვიძა, წამოდი სოფლის ცენტრში, ახალი „პივები“ ექნებათ მოტანილი და დავლიოთო, წავედით…“ – ხულოში, სოფელ ხიხაძირში მომხდარ მკვლელობას ასე იხსენებს მოწმე ზაურ ა. ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რემზი ბ.-თან ერთად შემთხვევის ადგილზე იყო. ეს ამბავი გასული წლის 25 ივნისს მოხდა. პროკურატურის ვერსიით, რემზი ბ.-მ სოფლის ცენტრში კაცი მოკლა …
Continue reading “„ორივეჯერ კაფეში ესროლა“ – ხულოში მომხდარი მკვლელობა, სადაც 2 პოლიციელიც დაჭრეს”
სასჯელი თურქეთიდან ტყის გავლით შემოპარვისთვის
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა გ.ხ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. გ.ხ. საქართველოს მოქალაქეა და იგი თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა. განაჩენის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში გ.ხ.-მ „თურქეთის რესპუბლიკიდან მთების და ტყის გავლით ფეხით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე 447-ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში, სადაც სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს შეჩერებულ იქნა …
Continue reading “სასჯელი თურქეთიდან ტყის გავლით შემოპარვისთვის”
ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 500 ლარით დააჯარიმა ქობულეთში მცხოვრები კაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლს ფული არ გადაუხადა. საქმეში მეორე ბრალდებულიც იყო, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა – მას ტაქსში ჩაჯდომიდან სახლში ასვლამდე ეძინა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ტაქსი ორმა ადამიანმა ბათუმში, საბაგიროსთან დაიქირავა. მგზავრები ტაქსის მძღოლმა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში აიყვანა. ბრალდებულს, რომელსაც ტაქსის მძღოლის და მისი …
Continue reading “ქობულეთელი კაცი 500 ლარით დააჯარიმეს ტაქსის მძღოლის „გადაგდებისთვის“”
4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ორ ქალს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ქალები 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა და დეიდა იყვნენ და ბავშვებს ბათუმში, ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტეს. „ტრეფიკინგის მუხლზე საპროცესო შეთანხმება არ …
Continue reading “4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ”
სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა
აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი – ტარიელ ქათამაძე უჩივის. დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ სკოლაში სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და დირექტორმა განაცხადა, რომ სკოლის პედაგოგებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი დაფიქსირდა. ტარიელ ქათამაძემ თავდაპირველად განათლების სამინისტროს მიმართა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე რეაგირება მოითხოვა, მაგრამ სამინისტრომ საქმის შესწავლასა და დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებაზე უარი …
Continue reading “სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – სასამართლო დავა”
მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე
„ხელის დარტყმის მაგვარი იყო… შეიძლება ჩათვალოთ ისეც და ასეც,“ – უპასუხა პროკურორს ბათუმის ციხის კონტროლიორმა, რომელმაც დღეს, 17 თებერვალს, ჩვენება მისცა „პატიმრების წამების საქმეზე”. ეს საქმე მეექვსე წელია განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოწმის თქმით, ის 1996 წლიდან მუშაობს ბათუმის ციხეში, 2009 წელს ბრალდებულები ბათუმის ციხეში პატიმრებზე არ ძალადობდნენ და ის ხდებოდა, რაც “დარღვევების აღმოფხვრას” სჭირდებოდა. …
Continue reading “მოსამართლე ციხის თანამშრომელს: ვინმე ხომ არ გაშინებთ? – პატიმრების წამების საქმე”
გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ არ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელიც ერთ-ერთ ბანკს 20 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას სთხოვდა. დავის საგანი ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც მსესხებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეული იყო. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მის მემკვიდრეს ბანკმა სესხის – 20 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა. ეს სესხის ნაშთია, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, …
Continue reading “გარდაცვლილის მემკვიდრეს დაზღვეული სესხის დაბრუნება მოსთხოვეს – სასამართლო დავა”
შემაკავებელი ორდერის მიუხედავად კაცი ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა – განაჩენი
შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან ორ დღეში მ.ბ. ყოფილ ცოლთან სილამაზის სალონში მივიდა. ღამის საათებში ბრალდებული ყოფილ ცოლს ტელეფონზე ურეკავდა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა. მ.ბ.-ს ამის უფლება შემაკავებელი ორდერის მიხედვით არ ჰქონდა. განაჩენის მიხედვით, პოლიციელებმა მ.ბ.-ს წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი მაშინ გამოსცეს, როცა ის ცოლთან უკვე განქორწინებული იყო. ამ ორდერის მიხედვით, ბრალდებულს არ ჰქონდა ყოფილ ცოლთან ფიზიკურად …
მარიხუანას შენახვისთვის კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
მარიხუანას შენახვისთვის ქობულეთში მცხოვრები რ.ც. სისხლის სამართლის წესით – 1000 ლარით დააჯარიმეს. პირადი ჩხრეკის დროს მას 79,78 გრამი გამომშრალი მარიხუანა ამოუღეს. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ მიუჩნევია. ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად გასამართლა, რაც გულისხმობს „მცენარე კანაფის, ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, …
Continue reading “მარიხუანას შენახვისთვის კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს”
სხვის ანგარიშზე შევიდა და ფული მოიპარა – განაჩენი
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ქურდობისთვის მოსამართლემ ბათუმში მცხოვრებ გ.ვ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაუთვალა გამოსაცდელი ვადით. ბრალდებულმა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ ანგარიშზე ორჯერ მოახერხა შესვლა. განაჩენის მიხედვით, ორივე შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში მოხდა – დაზარალებულად ცნობილი ლ.კ. ერთ-ერთი კომპიუტერიდან ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ საკუთარ ანგარიშზე შევიდა. „…დაათვალიერა მის მიერ სისტემურ ელექტრონული ფორმით განთავსებული ფსონი, …
Continue reading “სხვის ანგარიშზე შევიდა და ფული მოიპარა – განაჩენი”
ქობულეთში ქმარი ცოლს სასაფლაოზე ახრჩობდა – განაჩენი
„…ქობულეთის მუნიციპალიტეტში ს.-ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.ბ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ. კერძოდ: არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ.ბ.-ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა თავის არეში, რის შემდეგაც ხელები მოუჭირა ყელზე… დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია განაჩენში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობისთვის ქობულეთში მცხოვრებ კაცს 120 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდეს. ბრალდებულმა …
Continue reading “ქობულეთში ქმარი ცოლს სასაფლაოზე ახრჩობდა – განაჩენი”
1000 ლარი ჯარიმა სათამაშო აპარატის მონიტორის გატეხვისთვის
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვიოლეტა ფორჩხიძემ, 1000 ლარით დააჯარიმა პირი სხვისი ქონების დაზიანებისთვის. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ერთ-ერთ სლოტკლუბში ყოფნისას თამაშის დროს ხელის დარტყმით განზრახ დააზიანა სათამაშო აპარატის სენსორული მონიტორი“. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სლოტკლუბისთვის მიყენებული ზიანი 1160 ლარია. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენა აღიარა და უდავოდ მიიჩნია პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი …
Continue reading “1000 ლარი ჯარიმა სათამაშო აპარატის მონიტორის გატეხვისთვის”
ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა”
“ხდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა… სისტემა იყო, ყველამ იცის, რაც ხდებოდა,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ნოდარ შავლიძემ. ის ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომელია. იმ წლებში, როდესაც მოწმეების თქმით, პატიმრებს აწამებდნენ, ნოდარ შავლიძე ოპერატორ-მორიგეს პოზიციაზე მუშაობდა. “ბათუმის ციხის უფროსების საქმის” განხილვა დღეს, 31 იანვარს, განახლდა. დღეს მოსამართლემ ბათუმის ციხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მოისმინა. ბათუმის …
Continue reading “ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა””
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა – ბრალდებული გამართლდა
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ნ.ფ. მას გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ედავებოდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ საქმეში მოსამართლისთვის არსებითი პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, რომელიც ურთიერთსაპირისპირო იყო და წინააღმდეგობრივი წერილობით მტკიცებულებებთან. შემთხვევა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა – ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქობულეთთან ახლოს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე …
რა ბედი ეწიათ ბათუმში, ტაიმასაჟის სალონებში დაკავებულებს
„პროსტიტუციის ხელშეწყობის“ მუხლით დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საუბარია ძველ ბათუმში გასული წლის 9 დეკემბერს პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდზე – პოლიციელები რამდენიმე მასაჟის სალონში ერთდროულად შევიდნენ. მაშინ შსს-მ გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც ქალები, ისე კაცები. ბათუმის საქალაქო სასამართლომ …
Continue reading “რა ბედი ეწიათ ბათუმში, ტაიმასაჟის სალონებში დაკავებულებს”
ქობულეთში დედამთილი რძლის ცემისთვის გაასამართლეს
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 80 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა ქობულეთში მცხოვრებ ქალს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ქალმა თავის რძალს, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, „ხელის სახის არეში დარტყმით და ხელის კისერში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“. ძალადობის შემთხვევამდე ოჯახში მისულმა პოლიციელებმა შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და დედამთილს რძალთან კომუნიკაცია აუკრძალეს. მაშინ დაზარალებული ამბობდა, …
Continue reading “ქობულეთში დედამთილი რძლის ცემისთვის გაასამართლეს”
რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ
“ერთადერთი უდანაშაულო მხოლოდ თქვენ ხართ,” – ამ სიტყვებით მიმართა დღევანდელ პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არჩილ ვანაძეს. ის ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი ბრალდებული იყო “მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე”, რომლის განხილვაც დღეს დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვის მუხლით და წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან …
Continue reading “რა თქვეს არჩილ ვანაძემ და გია ერმაკოვმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ”
გიორგი ერმაკოვს 7 წელი მიუსაჯეს, არჩილ ვანაძე – გაათავისუფლეს
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება დღეს, 27 იანვარს, გამოაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია არჩილ ვანაძე და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. არჩილ ვანაძე დაკავების ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. რაც შეეხება ეგარსლან ლომაძეს, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად …
Continue reading “გიორგი ერმაკოვს 7 წელი მიუსაჯეს, არჩილ ვანაძე – გაათავისუფლეს”
მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დამნაშავედ მიიჩნია კაცი, რომელიც ბათუმში ავტომანქანით მოძრაობის დროს ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 2018 წლის 31 დეკემბერს მოხდა – ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში ავტომანქანა მეეზოვეს დაეჯახა, რომელიც სახლში ბრუნდებოდა. დაზარალებული საშუალო ასაკის კაცი იყო. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა „ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია …
Continue reading “მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა და მეეზოვე დაიღუპა, პირობითად დასაჯეს”
პირმა ავტომანქანა მოიპარა და ჯართში ჩააბარა – 7 წელი ციხეში
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.ჟ.-ს ავტომანქანის ქურდობისთვის. მოპარული ავტომანქანა ბრალდებულმა იმავე დღეს ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. განაჩენის მიხედვით, მ.ჟ.-მ ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გაჩერებული ავტომანქანის მისაკუთრება შეძლო. ჯართის მიმღები პუნქტიდან ამოღებული ავტომანქანა WOLKSWAGEN GOLF-ი ექსპერტიზამ 800 ლარად შეაფასა. განაჩენის მიხედვით, უცნობია, რამდენ ლარად მიჰყიდა მოპარული მანქანა ბრალდებულმა ჯართის მიმღებ პუნქტს. ბრალდებული …
Continue reading “პირმა ავტომანქანა მოიპარა და ჯართში ჩააბარა – 7 წელი ციხეში”
ბათუმის სასამართლომ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – 2019 წელი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სულ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო, ნაწილობრივ გამამართლებელი – 13. სტატისტიკურ მონაცემს ბათუმის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს. 2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 29, ნაწილობრივ გამამართლებელის – 12. 2017 წელს კი, გამამართლებელი განაჩენი 31 საქმეზე დადგა, ნაწილობრივ გამამართლებელი – 19 საქმეზე. 2019 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ბათუმის საქალაქო სასამართლოში …
Continue reading “ბათუმის სასამართლომ 23 გამამართლებელი განაჩენი მიიღო – 2019 წელი”
კაცის სხეულში 26 გრამი „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს
8 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსლან რ.-ს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. მის სხეულში „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს. შემთხვევა 2019 წლის მარტში მოხდა. სამართალდამცველებმა რუსლანი მარგარიტა ხ.-სთან ერთად მაშინ შეაჩერეს ჩხრეკისთვის, როცა მათ სარფის საბაჟო გადმოკვეთეს და ბათუმისკენ მოდიოდნენ. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ წყვილს ნარკოტიკი შემოჰქონდა, თუმცა ჩხრეკის …
Continue reading “კაცის სხეულში 26 გრამი „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს”
„ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ – პატიმარი, რომელმაც ციხის ადმინისტრაციას საქმე მოუგო
„ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ბატონო მოსამართლევ,“ – მიმართა პატიმარმა ნუგზარ თაბაგარმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ნუგზარ თაბაგარი სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ანუ „ბათუმის ციხის“ ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა. მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი მე-3 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. დღეს, 27 დეკემბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნუგზარ თაბაგარის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათუმის ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი …
სასჯელი 6 ძირი კრიპტომერიის უკანონოდ მოჭრისთვის
6 ძირი კრიპტომერიის მოჭრისთვის ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში მცხოვრები ზ.მ. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებულს ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას ედავებოდა გამოძიება. ეს მუხლი ითვალისწინებს იმ ადამიანისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისგების დაწესებას, რომელიც მანამდე ადმინისტრაციული წესით არის სახდელდადებული ასევე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვისთვის. გამოძიების მტკიცებით, ზ.მ.-ს ქმედებით სახელმწიფოს 1410 ლარის ზიანი მიადგა. ბრალდებულმა არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად …
Continue reading “სასჯელი 6 ძირი კრიპტომერიის უკანონოდ მოჭრისთვის”
“დანა ორჯერ არ დამირტყამს”- პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
„გამოვიყენებ დუმილის უფლებას,“ – მიმართა სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ბრალდებულმა გელა ჭაღალიძემ. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი გაიმართა. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. …
Continue reading ““დანა ორჯერ არ დამირტყამს”- პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს”
მარიხუანის გამოძალვისთვის სამ პირს 15 წლამდე პატიმრობა ელის
მარიხუანის გამოძალვისა და ჯგუფური ყაჩაღობისთვის სამ ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. შემთხვევა ჩაქვის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებულად ცნობილმა მამუკა ა.-მ პოლიციაში დარეკა და თქვა, რომ მასთან სახლში სამი კაცი მივიდა და მარიხუანას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ კი სახეზე დანა დაადეს და ყურის მოჭრით ემუქრებოდნენ. დაზარალებულს სხეულზე …
Continue reading “მარიხუანის გამოძალვისთვის სამ პირს 15 წლამდე პატიმრობა ელის”
„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ბრალდებულის ძმას 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს
„პოლიციელის დაჭრის საქმეში“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დ.ჭ.-ს სასამართლომ 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. დ.ჭ. სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს ღამით დააკავეს ადმინისტრაციული წესით, როცა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ოთარ თავართქილაძე დანით დაჭრეს. გამოძიებამ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დ.ჭ.-ს ძმა – გ.ჭ. დააკავა. ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ჯერ არ …
ყალბი facebook-ით პირმა ბათუმში 22 ადამიანს ფული გამოსტყუა
სხვისი სახელით შექმნილი ფეისბუქპროფილით გ.ი.-მ არაერთი ადამიანი მოატყუა და 13 643 ლარის მიღება შეძლო, მან ყალბი ფეისბუქგვერდებით 22 ადამიანი მოატყუა. ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო. საქმის მასალების მიხედვით, ოცდაორივე შემთხვევა თითქმის იდენტურია – გ.ი. ქმნიდა ფეისბუქსში სხვის პროფილებს და მეტი დამაჯერებლობისთვის იმ ადამიანების ფოტოებს ტვირთავდა, ვის სახელზეც აკეთებდა ახალ გვერდს და …
Continue reading “ყალბი facebook-ით პირმა ბათუმში 22 ადამიანს ფული გამოსტყუა”