მხატვარი, რომელმაც ლაპარაკი და სუნთქვა თავიდან ისწავლა

მხატვარ-დიზაინერმა ელენე რამიშვილმა 12 წლის წინ თავიდან დაიწყო ისეთი ჩვეულებრივი რამეების სწავლაც კი, როგორიცაა სიარული, ლაპარაკი, ყლაპვა და სუნთქვა. ელენეს მძიმე დაავადება სტრესის შედეგად განუვითარდა. „აღარც ხელ-ფეხი მიმუშავებდა, მაგრამ ყველაფერთან ერთად რომ არ დამეკარგა საქმეც, რაც მიყვარდა, დავიწყე პატარ-პატარა მძივების ასხმა. ხელები, რომლებიც არ მემორჩილებოდა, ისევ ჩემი გახდა. ასე დავიწყე პატარ-პატარა ნივთების, მერე კი კოლექციების …

როგორ დარჩა ტურისტად ჩამოსული უკრაინელი იულია ხულოში

32 წლის უკრაინელი იულია ბელიავსკა ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. იულია საქართველოში პირველად 2013 წელს, მეგობართან ერთად ჩამოვიდა, როგორც ტურისტი. „ყირიმიდან ვარ. რომ წამოვედი ყირიმი უკრაინას ეკუთვნოდა. თავს უკრაინელად ვთვლი, უკრაინის მოქალაქეობა მაქვს.  პირველად რომ ჩამოვედი, არ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა. ეს არ იყო ჩემი მიზანი,“ – ამბობს იულია და დასძენს, რთულია …

რატომ დაბრუნდა მერი წალკაში – „არსად არ წავალ, ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობები“

„ჩვენთან შაბათ-კვირასაც ყველა მუხლჩაუხრელი შრომობს, გაუჩერებლივ. დედაჩემი არასდროს მინახავს გაჩერებული, 24 საათი მუშაობს. ევროპაში ვუყურებდი მოხუცებს, რომლებიც შაბათ-კვირას დადიოდნენ პარკებში, სკვერებში, ძაღლებთან ერთად სეირნობდნენ, ხატავდნენ, კითხულობდნენ, ქსოვდნენ… ძალიან საინტერესო, სასიამოვნო იყო ჩემთვის ამის დანახვა. წარმოვიდგენდი ხოლმე დედაჩემს და მამაჩემს, ხელიხელჩაკიდებულები როგორ სეირნობდნენ წალკის ლამაზ პარკში და ვიძახდი, ასეთი დრო როდის დამიდგება-მეთქი. აი, ჩემი მშობლები როდის …

ჩემს კლასელ გოგოებს არ უსწავლიათ, მე ვისწავლე და დამოუკიდებელი ქალი ვარ – 60 წლის მკერავი

მკერავი მზიური მარკოიძე ეკომიგრანტია აჭარიდან, რომელიც ბოლო 8 წელია წალკაში ცხოვრობს. იგი ბავშვობიდან კერავს და ამბობს, რომ კერვის გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმოუდგენია და ეს საქმე ნებისმიერ განწყობაზე მყოფს ეხმარება. მისთვის კერვის პროცესი საუკეთესო თერაპიაა. მზიური 60 წლისაა. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ბევრი გამოცდილებაც დააგროვა და ყოველ ჯერზე …

ბათუმში დღეს აქცია და მსვლელობა გაიმართება ფემიციდის წინააღმდეგ

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში საპროტესტო აქციები იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბათუმში,  საქალაქო სასამართლოსთან, 15:30 საათზე გაიმართება აქცია და შემდეგ მსვლელობა გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორთა თქმით, სასამართლო ხშირად გირაოთი ათავისუფლებს ქალზე ძალადობაში ბრალდებულ კაცებს, რის შემდეგაც ისინი კლავენ მეუღლეებს, ყოფილ მეუღლეებს ან პარტნიორებს. …

რას მკურნალობს მემთეური ქალების მცენარეული მედიცინა – კვლევა

ქალები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ ბუნებასა და მცენარეებით მკურნალობის მეთოდებს. ზრუნვის ეს პრაქტიკა დღეს ძირითადად სოფლებში, უფრო კი მაღალმთიან რეგიონებშია შემორჩენილი. სწორედ ამ ცოდნის მოძიებისა და პრაქტიკის მოკვლევის მიზნით მკვლევარი ქალების გუნდი ამ ზაფხულს აჭარის იალაღებზე ავიდა. მულტიმედიური კვლევა მცენარეების შესახებ მაღალმთიანი აჭარის მემთეური ქალების ცოდნის შეგროვებასა და დოკუმენტაციას ისახავდა მიზნად. „აჭარის …

როგორ აღმოჩნდა 2 შვილის დედა თავშესაფარში – „ის დღეები რომ მახსენდება, სხეულში ახლაც მსუსხავს“

„მახსენდება, როგორ დამტოვა ექიმმა სამშობიაროდ ოთახში მთელი ღამით მარტო და მეგონა, რომ მე და ჩემი შვილი მოვკვდებოდით, როგორ ველოდებოდი გათენებას, რომ ვინმეს მაინც შემოეღო კარები. მახსენდება ის დღეები, როცა მშიერ, მძინარე ბავშვებს დავყურებდი და მეშინოდა, რომ ძილში მოკვდებოდნენ შიმშილისგან… როცა ის დღეები მახსენდება, მთელს სხეულში ახლაც მსუსხავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნატალია აივაზიანი, 53 წლის ქალი, …

ირანელი კაცებიც ქალების გვერდით ვართ, ერთად ვიბრძვით უფლებებისთვის – აქცია ბათუმში

დღეს, პირველ ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ირანელი ქალების მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. აქციაზე როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. „ირანელი ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი და კაცი უნდა იყოს თანაბარი, პირველ რიგში, ეს არის ყველაზე მთავარი. ირანში ქალებს წართმეული აქვთ ბევრი უფლება, განქორწინების დროს, მემკვიდრეობის მიღების თუ სხვა მხრივ, ქალის უფლებები დარღვეულია. ეს არ …

ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა

27 წლის ესმა ანანიძემ ხულოდან დაახლოებით 10 000 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა „აწარმოე საქართველოსგან“ და ნოემბრის ბოლოს, მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის მოსამზადებელ პირველ სასწავლო ცენტრს გახსნის. ესმას ცენტრს „ABC ROOM“ ჰქვია. როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი გვიყვება, ცენტრის გახსნას მასთან ერთად ამ იდეის ბევრი გულშემატკივარი ელის, განსაკუთრებით კი მოსწავლეები. ესმა მოსწავლეებს სასწავლო ცენტრში გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მიიღებს …

როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანის მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს და, ასევე, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ქედის მერიამ პროგრამისთვის 6740 ლარი გამოყო. რა და როგორ გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში? – „ბათუმელები“ პროგრამის ავტორს, თეა შარაშიძეს ესაუბრა. …

ქალი, რომელიც უშვილობის გადასახადს იხდიდა – კანონი სსრკ-ში

სსრ კავშირში უცოლო, უქმრო, მარტოხელა და უშვილო მოქალაქეები იბეგრებოდნენ. ბრძანებასაც ასე ერქვა: „უცოლო, უქმრო, მარტოხელა და მცირეოჯახიან მოქალაქეთა გადასახადის შესახებ“. ეს ბრძანება სსრკ-ში 1941 წლის ნოემბრიდან 1992 წლის იანვრამდე მოქმედებდა. გადასახადის გადამხდელები იყვნენ  სსრკ-ს მოქალაქეები, 20-დან 50 წლამდე უშვილო კაცები და ქორწინებაში მყოფი 20-დან 45 წლამდე ქალები. გადასახადის ოდენობა დაბეგრილთა ხელფასისა და სამუშაო ადგილის მიხედვით …

აჭარაში ყველა მერი და საკრებულოს თავმჯდომარე კაცია – სად არიან ქალები

აჭარის ექვს მუნიციპალიტეტს (ბათუმი, ქობულეთი, ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) ექვსი მერი და საკრებულოს ექვსი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თორმეტ წამყვან პოზიციაზე მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილნი. აჭარის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს არც ერთი თავმჯდომარე და არც ერთი მერი ქალი არ არის. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეთა საერთო რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტებში თვრამეტია. საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეებიც აჭარის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, კაცები არიან. საკრებულოს თავმჯდომარის …

როგორ ცხოვრობს თბილისიდან ჩამოსული ლილი დიმში, სოფლის მაშენებელ ქალებთან ერთად

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი,  ილიაუნის და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ლილიმ ერთი წლის წინ დატოვა თბილისი და საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი მშობლიური ოდა „ნინოსეული“. ლილის მიზანი „სოფლის შენებაა“, რაც მისთვის სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებით იწყება. ლილი „ბათუმელებთან“ სოფელში გადასახლების ერთი …

ხელსაქმე, როგორც ჰობი და შემოსავლის წყაროც – დიანა ხულოდან

28 წლის დიანა ჩოგაძე ხულოს სოფელი ელენიძეებიდანა. დიანა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყო, როცა ხელსაქმით დაინტერესდა და მას შემდეგ არ შეუწყვეტია ეს საქმე. ამ დროის განმავლობაში დიანას ხელსაქმე უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. დიანა დღეს უკვე ამზადებს სანათებს, სამზარეულოს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ნივთებს. ასევე, ქსოვს და ქარგავს. მისი თქმით, ყველაზე მეტად ძველი ნივთების განახლება …

ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტად აქციეს – სამირა ბაირამოვა „ოცნების“ მხარდამჭერზე

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას მარნეულის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს „შინ ევროპისკენ“ ბუკლეტების დარიგებაში. სამირას მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ირმა ზარქუა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია [სავარაუდოდ, მარნეულის მერიის თანამშრომელი]. ის სამირას მიმართ შეურაცხმყოფელ სტატუსებს სოციალურ ქსელებში ისევ წერს. გუშინ კი სამირას დისკრედიტაცია მისი პირადი ცხოვრების ხელყოფით სცადა. რას ნიშნავს, როცა აქტივისტ ქალს …

ქალი ქედიდან, რომელიც 25 წელზე მეტია მარწყვის ბაღს უვლის

54 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. იგი 25 წელზე მეტია, რაც მარწყვის ბაღს უვლის. როგორ გახდა პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერი ქალი გამოცდილი მებაღე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? ასმათი გვიყვება, რომ 90-იან წლებში, როცა დაქორწინდა, ძალიან ძნელი ცხოვრება დაუდგა მას და მის ოჯახს. გამუდმებით ფიქრობდა, რის გაკეთება შეეძლო საკუთარი თავისა და ოჯახის …

იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს

48 წლის ია ბერიძე შუახევში, უჩამბის თემში, სოფელ სამოლეთში ცხოვრობს და უკვე 6 წელია, რაც  მისივე გაშენებულ ჟოლოს ბაღს უვლის. ია ამბობს, რომ მის სოფელში ჟოლო არავის მოჰყავდა და იმდენად ხშირად ეკითხებოდნენ როგორ ახერხებდა ამას თავად, რომ ბოლოს ჟოლოს ბაღის გაშენება გადაწყვიტა. იფიქრა, რომ ჟოლო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო. „ჩემს იდეას თავიდან ყველა სიცილით შეხვდა. …

პირველი სამხედრო მფრინავი ქალი დამოუკიდებელი საქართველოდან

36 წლის ეკატერინე ქვლივიძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალია. შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს შევიდა. სამხედრო მუნდირი ბავშვობიდანვე იზიდავდა და მტკიცედ სწამდა, რომ სამხედრო საქმე ერთადერთი რეალური გზა იყო ქვეყნის დასაცავად. საკუთარ ოცნებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდა, სახლში ფიქრობდნენ, გაიზრდება და სამხედრო მფრინავობასაც გადაიფიქრებსო. მხოლოდ დედა იყო მის მხარეს. ეკა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო საგარეჯოს …

კერძო საკუთრების გარეშე და შრომა, რომელიც არ ჩანს – რას ჰყვებიან ქალები ხულოდან

რას ფიქრობენ ხულოში ქალები შინ შრომაზე, ერთმანეთის ცხოვრებაზე, აქტიურ ქალებზე, მდუმარების დარღვევაზე, ოჯახში ფუნქციების გადანაწილებასა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე? საიდან იწყება ოჯახში ძალადობა, რას ვიტანთ და რაზე ვჩუმდებით. რა სოციალური მდგომარეობაა ქორწინება ქალისთვის ერთი სოფლის – დიდაჭარის მაგალითზე – ეს არის რეალურად ერთად ცხოვრების სურვილი, თუ ერთგვარი თავშესაფრის ძიება ქალისთვის, რომელსაც არ მიუწვდება ხელი განათლებაზე, …

20 წლის გოგო, რომელიც ლოკომოტივის მართვას სწავლობს

20 წლის მარიამ გვეტაძე პროფესიულ კოლეჯში ლოკომოტივის მართვის პროგრამაზე სწავლობს. მატარებლით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, იმ დღიდან, როცა გრძელ ლიანდაგზე მოსრიალე ვაგონები დაინახა. მოეწონა მწყობრში ჩამდგარი ბორბლების მონოტონური ჟღერადობაც. მარიამი ამბობს, რომ მას შემდეგ სულ მემანქანეობაზე ფიქრობს. იყო პერიოდი, როცა მხატვრობაზე ან არქიტექტორობაზე ფიქრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ბავშვობის შთაბეჭდილებებმა სძლია. ამბობს, რომ მისი არჩევანი ოჯახში …

ეს არის ავღანური სამოსი და კულტურა – აქცია twitter-ზე

ცნობილი ავღანელი ქალი ბაჰარ ჯალილი, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობდა, სოციალურ ქსელ twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ქალების ტანისამოსს ჰეშთეგით – ეს არის ავღანეთის კულტურა. ბაჰარ ჯალილიმ ეს აქცია მას შემდეგ წამოიწყო, რაც მსოფლიო მედიამ გამოაქვეყნა ავღანელი ქალების ფოტო უნივერსიტეტიდან. ამ ფოტოზე ქალები შემოსილნი არიან შავი სამოსით და სახეც დაფარული აქვთ. #ავღანელიქალები #არშეეხოჩემსტანსაცმელს – #ავღანეთისკულტურა – ეს …

ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო – ატელიეს მეპატრონე პანკისიდან

მარეტ გელაევა პანკისის ხეობაში ცხოვრობს და საკუთარი პატარა ატელიე აქვს. ატელიეში ძირითადად თავად კერავს. დედა და უმცროსი დები ეხმარებიან, როცა ბევრი შეკვეთა ერთად უგროვდება. ასე კი ხშირად ხდება, რადგან მარეტს დიდი ხანია ატელიე აქვს და ბავშვობიდან კერავს. „პანკისში ქალებს ძირითადად გრძელი კაბები აცვიათ, ზედატანიც გრძელმკლავიანი უნდა იყოს, ბევრი ქალი შებურულია, სპეციალური სამოსია ამისთვის საჭირო. ასეთს …

„ოცნება“ ქალების გარეშე აჭარაში

როცა საკითხი ქალებსა და კაცებს შორის ადგილების გადანაწილებას ეხება, „ოცნება“ თავისივე ინიცირებული კვოტირების სისტემის საზღვრებში რჩება. მმართველი პარტია თვითმმართველობის ორგანოების მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად 99-პროცენტით კაცებს ირჩევს. ვინ არიან „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ამ საკითხზე კრიტიკის მოსმენის შემდეგ „ოცნების“ ლიდერები გვირჩევენ დავიცადოთ და სიებში შევიხედოთ. სიებში ქალების ჩაწერის აუცილებლობა კი სწორედ კვოტირების სისტემით განსაზღვრული …

აჭარაში დღეს 5 ქალს და 2 კაცს 100 წელი შეუსრულდა

დღეს, 2 ივლისის, აჭარაში შვიდ ადამიანს შეუსრულდა 100 წელი. ერთ-ერთი მათგანი ხულოში, სოფელ დიოკნისში მცხოვრები ზულბიე ძირკვაძეა. ზულბიეს 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს. დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში 100 წელს გადაცილებული სულ 51 ადამიანი ცხოვრობს. წლის ბოლომდე კი კიდევ სამ ადამიანს შეუსრულდება ასი წელი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-1000 ლარი გადასცა …

მახსოვს დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები – უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი

1918 წლის 8 თებერვალი დგას. უნივერსიტეტის კედლები ხალხს ვეღარ იტევს. პირველი და იმ დროისთვის მთელ კავკასიაში ერთადერთი უნივერსიტეტი ამ დღეს აკაკი ჩხენკელის სიტყვებით იხსნება: „ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და …

რატომ გადავიდა სოფელში საცხოვრებლად ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლილი

ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ახალგაზრდა ქალი, ლილი ფულარიანი გრეის ჰოპერის ჯილდოზე წარადგინეს. ეს ჯილდო საქართველოში წელს პირველად დაწესდა. დაჯილდოება დღეს, 2 ივნისს, გაიმართება. ლილი ფულარიანი და მისი ორგანიზაცია „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები“, თანამოაზრეებთან ერთად რეგიონებში მცხოვრებ ქალების მხარდაჭერაზე პირველად სამი წლის წინ დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ კარიერულ წინსვლაში დაეხმარებოდნენ. მათ ეს გამოუვიდათ. წელს კი თავად ლილიმაც …

რას ყვებიან ქალები მთიდან თავიანთ შრომაზე 

მაისის ბოლო დღეებში თუკი ხულოს ცენტრში ადგილობრივებს ჰკითხავთ, რა ხდება ახლა მათ ბაღებსა და ბოსტნებში, გიპასუხებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაასრულეს და ამოსუნთქვის დროა. ამას კაცები გეტყვიან, თუმცა თუკი რომელიმე სოფლის გზას დაადგებით, ორღობეებიდან, სადაც ახლა გვირილები და ყაყაჩოები ხარობს, შენიშნავთ ქალებს, მზის გულზე რომ შრომობენ მწვანე სიმინდის ყანებსა თუ კარტოფილის ნაკვეთებში. „ჩემთვის, ფიქრებში ვმუშაობ,“ …

 3200 ლარი მკითხველისგან – ქალები ბანკში საპენსიო სესხებს და ვალებს გადაიხდიან

„ბათუმელების“ მკითხველმა რამდენიმე ქალის მხარდასაჭერად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 3200 ლარი გადმორიცხა. პირველი ქალი ნონა ტურაშვილი შვილთან ერთად ქუთაისში, ორ ოთახში ცხოვრობს. ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ქალებს სპეციალური მედიკამენტების მიღება ესაჭიროებათ, რაც ყოველთვიურად შემოსავლის ნახევარი უჯდებათ. წამლები რომ ეყიდათ, დედა-შვილმა ბანკიდან საპენსიო სესხი გამოიტანა. მათი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 38.43%-ია.  ხელშეკრულების თანახმად, …

ქართველმა სტუდენტებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს

სამი ქართველი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდმა მართლმსაჯულების საერთაშორისო კონკურსში  გაიმარჯვა. ნინო საყვარელიძე, მარიამ გეგუჩაძე და ანა ჯიქია გამარჯვებული გუნდის წევრები არიან. ისინი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან. ნინო საყვარელიძე კი, რომელიც საუკეთესო სპიკერადაც დასახელდა, ლუქსემბურგშიც გაემგზავრება სტაჟირებაზე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში.  გამარჯვებული გუნდის წევრებს „ბათუმელები“ ესაუბრა. ნინო საყვარელიძე „თავისუფალ უნივერსიტეტში“ სწავლობს, მარიამი და ანა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის …

პირველი ქართველი ოლიმპიელი ქალი, ვისი მამაც „ტროიკამ“ დახვრიტა

ეს ცაში აჭრილი პატარა ტანმოვარჯიშე მედეა (მზია) ჯუღელია. ფოტოზე ალბათ 12, 13 წლისა თუ იქნება. მოგვიანებით გოგო, როცა 27 წლის გახდება, შორეული ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებს. ამის შემდეგაც ტანმოვარჯიშის პროფესიულ ცხოვრებაში უამრავი გამარჯვება იქნება. ზემოთ ხსენებულ წელს გამართული ჰელსინკის მე-15 ოლიმპიადა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ შედგა ქართველ სპორტსმენთა …

მანგლისიდან ევროპაში – ევა ბრიუნელის გზა მსოფლიო სიმფონიური მუსიკის სამყაროში

„შემთხვევით დავესწარი ევა ბრიუნელის დირიჟორობით გამართულ კონცერტს. უნდა გამოვტყდე, წინასწარ ,,მომზადებული“ ვიყავი. როგორც გაზეთებით, ისე ნაცნობთა აზრით, უარყოფითი შეხედულება მქონდა. ეს კიდე არაფერი. ჩვენ, მამაკაცებს, ქალის ასეთ ასპარეზზე გამოსვლა სასაცილოდ არ გვყოფნის… ეს მეტისმეტად სერიოზული საქმეა და ამ სერიოზულ დარგში ,,სერიოზული“ მამაკაცის გარდა ვერავინ წარმოგვიდგენია. ქალების დირიჟორობა კაფე-რესტორნების ესტრადას არ გასცილებია და გასაკვირიც არ არის, …

ქეთევანი – ქალი არქიტექტორთა ოჯახის 125-წლიანი დინასტიიდან

ჭიათურის მაღაროსთან უნივერსიტეტის სამთო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი დგას, პრაქტიკა უნდა გაიაროს, მაღაროელები არ უშვებენ: გადმოცემაა ასეთი, თუ მაღაროში ქალი ჩავა, იქ უბედურება დატრიალდებაო, ეუბნებიან.  ბედად მხცოვანი და პატივსაცემი სამთო ინჟინერი დგას ახლომახლო. ჩავყვები გოგოს მაღაროში, მოხუცი ვარ, დღე-დღეზე უნდა გავქრე და თუ რამე დამემართება, ჯანდაბასო, ამბობს. სტუდენტს ცრურწმენის არ სჯეროდა, არც არაფრის ეშინოდა. იმ დღეს …

ქართველი ქალების პროფესიონალიზმი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს – კარლ ჰალცერი

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალების მნიშვნელოვან როლზე და მათ გაძლიერებაზე  საუბრობს. „ამ ქვეყანაში (საქართველოში) ორწელიწად-ნახევარია, რაც ვიმყოფები. ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები,  ჟურნალისტები,  აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები თუ პოლიტიკოსები როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად. ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად …

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია შფოთავს. პატარა სერგო ავადაა. ექიმები ვერაფერს შველიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება. კონსილიუმი დახურულ კარს მიღმა ბჭობს, რით უშველონ ბერიას შვილს. ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით კარი უცერემონიოდ იღება. მრგვალსათვალიანი კაცი შემოდის და ადგილს პროფესორების გვერდით იკავებს. დუმს ყველა. სიჩუმეს კონსილიუმის წევრი ერთადერთი ქალი არღვევს. ,,ექიმებს გვაქვს უფლება შემოვიდეთ და …

„შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო“ – ათასი მშობლის მარში ბათუმშიც გაიმართება

26 თებერვალს ბათუმი შეუერთდება 1000 მშობლის მარშს, რომელიც ამავე დღეს თბილისში იგეგმება. 1000 მშობლის მარშის მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნაა. მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. „გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო! #გამო – თქვი, #გამო – დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი. #მომისმინე #პროტესტის 100 დღე არის …

„ნინის გამო“ – ქალთა მოძრაობა ასდღიან კამპანიას აანონსებს 14 წლის გოგოს საქმეზე

დღეს, 12 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა ქალთა მოძრაობამ, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“, რადგან პრობლემა, რაც ამ ბავშვს ჰქონდა და ვერ მოუგვარა სახელმწიფომ, არის სისტემური და უამრავი სამინისტროა ამაში გარეული, რომელთაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ, „საფარის“ ხელმძღვანელმა. იგი ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკურ …

Exit mobile version