„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ. „ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა. „თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. „თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.  „შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ …

„აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცებთან მოგიწევს გაშიშვლებაო“ – რა მოსთხოვა ქალს პოლიციამ

„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო.  მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს. იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა …

რას ჰყვება დედა, რომელიც სახელმწიფოს შვილის გადასარჩენად წამლის დაფინანსებას სთხოვს

„თუკი პოლიციის მანქანაზე ძვირფასი არ გახდა ჩვენი შვილების სიცოცხლე, კი, პოლიტიკაშიც ჩავერთვებით, რადგან დედის მთავარი მიზანია შვილი გადარჩეს“- ამბობს თამარ იარაჯული, რომელიც რამდენიმე წელია ორი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. თამარ იარაჯული სახელმწიფოს შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებას სთხოვს. რა გზას გადიან დედები შვილების გადასარჩენად საქართველოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა თამარ იარაჯულს. ქალბატონო თამარ, დიდი ხანია …

ზურაბ ცეცხლაძე ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერს

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე პატიმრობაში მყოფ ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობაზე წერს. ფეისბუქზე 18 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბ ცეცხლაძე წერს, რომ ანასტასია პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა რამდენიმე დღის წინ. მისი თქმით, ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით. რამდენიმე საათი …

ქალი პოლიტიკოსები შშმ შვილის დედის, ევა შაშიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში პოლიტიკოსმა ქალებმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას. „ჩვენ, ქალი პოლიტიკოსები, ვდგავართ ერთად და მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ წინასწარ პატიმრობაში მყოფ ქალს, ევა შაშიაშვილს, ქვრივს, მარტოხელა დედას, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი. მას დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია. ჩვენ, როგორც ქალები, დედები და პოლიტიკოსები, ვიაზრებთ …

„შშმ ქალთა ალიანსი“ ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

„შშმ ქალთა ალიანსი“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას მიმართავს. ტექსტში, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გავრცელდა, ჩამოთვლილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან ევა შაშიაშვილი. „ქალბატონი ევა შაშიაშვილი უკვე მეორე თვეა, რაც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ევა შაშიაშვილი არის ონკოლოგიური პაციენტი და …

„სამშობლოს ცვლიან ძალაუფლებაზე და ეს არის ღალატი“- ემიგრანტი ბელგიიდან

ეკატერინე კერესელიძე 27 წელია ევროპაში, კერძოდ, ბელგიაში ცხოვრობს. ის საქართველოდან 1998 წელს წავიდა, თუმცა სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. „ბათუმელებთან“ ეკატერინე კერესელიძე საუბრობს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და იმ მითებზე, რითაც „ოცნების“ პროპაგანდა ხალხის მოტყუებას ცდილობს. „90-იანი წლების ბავშვი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად მახსოვს, რა პერიოდები გამოიარა საქართველომ. უშუქობა, უწყლობა იყო თბილისში და, ზოგადად, საქართველოში. ბელგიაში …

როგორ ქალებს ებრძვის „ოცნება“ რუსთაველზე

„ქალი არ არის არც ერთი, რაღაც სხვა ჯიშია“, „სად ხედავთ აქ ქალებს?“, „30 აკაცუკი მოვიდა საარჩევნო შტაბთან“ – ამ სიტყვებით მოიხსენია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქართველი ქალები, რომლებიც მის საარჩევნო შტაბთან „ოცნების“ პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდნენ. შტაბიდან გამოვარდნილმა „ოცნების“ მხარდამჭერმა კაცებმა ჯერ შუა თითი აჩვენეს პროტესტში მყოფ ქალებს, შემდეგ გენიტალიებზე მოიკიდეს ხელები, ბოლოს კი ქალებს ფიზიკურადაც …

„ჩემი ორსული მეუღლე 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის“ – მოქალაქე

„ჩემი ცოლი დააჯარიმეს 5000 ლარით, რუსთაველის გადაკეტვას ედავებიან“ – წერს საპროტესტო აქციების მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი დათო სიმონია ფეისბუქზე. დათო სიმონიას მეუღლე, ქეთი ბახტაძე 5 თვის ორსულია. მათ კიდევ ჰყავთ 3 წლის შვილი. ქეთის დაჯარიმებამდე დათოც დააჯარიმეს. ახლა ოჯახი, რომელიც ბავშვს ელოდება, 10 ათასი ლარითაა დაჯარიმებული. „პოლიციის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე რომ ვიდექით, ამისთვის გვაქვს გადასახდელი 10 …

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდელი აქტივისტი კერენ ესებუა, დღეს, 23 მაისს, ზუგდიდის სასამართლომ 3 500 ლარით დააჯარიმა. მას და კიდევ ერთ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას, „ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. აქტივისტებს 20 მაისს, ზუგდიდში „ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა სოსო ქუხილავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სოსო ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას …

„ველოდები, რომ დამაკავებენ, გამომკეტავენ“- ზუგდიდელი ქალი აქტივისტი

23 მაისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აქტივისტი ქალების – კერენ ესებუას და მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართება. ზუგდიდელ ქალებს „ოცნების“ პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა შეურაცხყოფისთვის უჩივის. კერენ ესებუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მას სასამართლო დარბაზშივე დააკავებენ. „ეს დაკვეთა მოდის კობახიძისგან, პაპუაშვილისგან, ზარქუასთან და პირდაპირ კალაძისგან, რადგან მათ გვითხრეს, რომ დავისჯებით სამაგალითოდ, რომ შემდგომ ვერც …

როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია ქალების წინააღმდეგ – დისკუსია

„კაცი ქალზე ჭკვიანია“, „კაცი უკეთესი მმართველია“, რომ „კაცს უფრო მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ოჯახს არჩენს“, – ამ და სხვა გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებისას, არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ კაცები უფრო მეტად ჩანან პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ. თუმცა ასეთ დროს ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რა გარემოებები უშლის ხელს ქალებს განვითარებაში. როგორ მუშაობს გენდერული დეზინფორმაცია …

„ჩვენი პატიმრობა უნდოდათ“ – აქტივისტი ქალები ზუგდიდიდან

მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდელი აქტივისტი ქალები არიან. ისინი გვიყვებიან, როგორ იბრძვიან ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მარიამი საპროტესტო აქციებზე „ბალაკლავის“ ტარებისთვის რვაჯერ დააჯარიმეს. „ვცდილობთ გავაშარჟოთ სისტემა და წარმოვაჩინოთ ისე, თითქოს ცირკის მონაწილეები არიან. ჩემი ჩუსტებით და ხალათით მისვლაც სასამართლოში ერთ-ერთი ხერხი იყო სისტემის დასაცინად“- ამბობს მარიამი. „გვინდა ვაჩვენოთ პოლიციურ რეჟიმს, რომ არ ვაღიარებთ მათ კანონებს …

„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

„100-ლარიანებო“ „ნაბო*რებო“ „დედას მოგი***ავ“ „შენი დედა შე*…“ „გადაიღე ყ** არ მომაჭამო“ „პასპორტი გადამიღე, მოდი, გაჩვენებ როგორ უნდა გადამიღო“ ეს არის მცირე ჩამონათვალი გინების იმ ნიაღვრიდან, რაც თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისმოდა 2 თებერვალს ქალების მისამართით. ამ დღეს შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა განსაკუთრებული სიტყვიერი აგრესია გამოიჩინეს ქალების მიმართ. ეს იყო გინება, ლანძღვა, შეურაცხმყოფელი ფრაზები.  „ქალის სახე …

„რეჟიმს ეშინია ქალების“ – „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ

ხვალ, 11 თებერვალს 18:00 საათზე, „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმელი ქალები ერთიანდებიან მზია ამაღლობელისთვის, რომელიც რეჟიმის პატიმარია და 30-ე დღეა, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „ავტორიტარულ რეჟიმს ეშინია ქალების, რომლებიც იბრძვიან, ხმამაღლა საუბრობენ და ერთმანეთის გაძლიერებით ქმნიან ცვლილებებს. ამიტომ, ბათუმელი ქალები ვერთიანდებით მზიასთვის! გელოდებით ხვალ. ხმაურისთვის თან იქონიეთ ქვაბების თავსახურები, დოლები, ნებისმიერი …

„ჩემნაირი ქალები რუსეთში 3 ადგილას არიან: ციხეში, კუბოში ან ემიგრაციაში“- ლილი ფულარიანი

ლილი ფულარიანი ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალია. ასევე პრემია „კატო მიქელაძის“ ფინალისტი და ილიაუნისა და ჯიპას ყოფილი ლექტორი. ის სამი წლის წინ თბილისიდან საცხოვრებლად ბაღდათში, სოფელ დიმში გადავიდა, სადაც დასთან ერთად აღადგინა 120 წლის ხის ძველი, მშობლიური ოდა – „ნინოსეული“. ლილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და რეპრესიებს ეხმაურება. „ჩემი სტუდენტობის მეგობარი, ლექსო, რომელიც გამოქვეყნებულ სიაშია, მელაპარაკა …

გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას, ამას არ შევეგუებით – „საფარი“

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ არ აპირებს დარეგისტრირდეს რეესტრში, რომელიც რუსული კანონის საფუძველზე შექმნა სახელმწიფომ. დღეს, 2 სექტემბერს, ორგანიზაციამ ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა ფეისბუქში. „საფარი“ რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს. ჩვენ, სხვა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად, ვაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ჩვენ არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ გვიკრძალავენ ქალებისა და ბავშვების დახმარებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას …

„ქალი რომ გაიაზრებს, ისე კაცი ვერ გაიაზრებს“ – რას ფიქრობენ მაჭახლის ხეობაში ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე

„ქალები უფრო სუფთები არიან, მამაკაცები კი კორუფციისკენ არიან მიდრეკილები,“ „ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალი უფრო შორსმჭვრეტელია“, „ქალები უფრო წინდახედულები არიან, მეტად ფიქრობენ“, „გლეხებს რომ მოუსმენენ, გლეხი ქალებისთვის რომ იფიქრებენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ“, – ეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა მოსაზრებებია. „ბათუმელებმა“ მათ ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე, მით …

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …

„ოცნებამ“ კვოტირება იმისთვის გააუქმა, რომ ფულიანი კაცები ჩაესვა სიაში“

„ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგრეთ წოდებული გამსვლელი სია წარადგინა, სადაც 22 დასახლებული პირიდან არცერთი არ არის ქალი. „ოცნებამ“ ბოლო სასესიო სხდომაზე გააუქმა კვოტირების სავალდებულო მოთხოვნაც, რომელიც პოლიტიკაში ქალების ჩართულობას და გაძლიერებას უწყობს ხელს. მთავარ სცენაზეც, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიესალმა, მხოლოდ კაცები იდგნენ. როგორ ცდილობს „ოცნება“ გააქროს ქალები პოლიტიკური ველიდან და …

„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება“ – ემიგრანტი

„ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს, რომ ომი არ იქნება. ევროპა ნიშნავს უსაფრთხოებას. ევროპა, რომელსაც მე წლებია ვაკვირდები, არის ადამიანზე ორიენტირებული სამყარო. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები პრობლემა. ან თუ აქვს პრობლემა, სახელმწიფოს რითაც შეუძლია, ვალდებულია დაეხმაროს და მტრისას თუ არ დაეხმარა. სახელმწიფო ვალდებულია საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის საკითხებში დაეხმაროს მოქალაქეს. ევროპა არ არის ერთი პატარა ქალაქი …

„დასვენების დღეებში გოგოები ჩემთან ქარგვას სწავლობენ“ – ვინ ქმნის ხელნაკეთ ნივთებს აჭარაში | გამოფენა-გაყიდვა

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩვენი ყურადღება მიიპყრო მზევინარ ირემაძეა. მას წინ აჭარული ტრადიციული ნაქარგობები ელაგა: „აჭარული ნაქარგობის ტრადიცია …

ნინო და მისი ხელნაკეთი გმირები – მინდა, ოდესმე თოჯინების მუზეუმი გავაკეთო

დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე საქორწინო გვირგვინებს ამზადებს დედოფლებისთვის მაღაზიაში, სამსახურის დასრულების შემდეგ კი შინ ბრუნდება, მიუჯდება ქსოვილების, ძაფების გროვას და თოჯინას კერავს – ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირს, სხვადასხვა ხასიათის, გარეგნობის, სხვადასხვანაირ პერსონაჟებს. „ვერ ვისვენებ, როცა შინ დაუმთავრებელი თოჯინა მელოდება. ერთი სული მაქვს მივიდე სახლამდე და მისი ხასიათი გამოვძერწო. ჩემი მიზანი არ არის ლამაზი თოჯინების კეთება. …

როდის ერგება ქონება არარეგისტრირებულ ცოლს? – უზენაესი სასამართლოს განმარტება

რა შემთხვევაში შეიძლება ერგოს არარეგისტრირებულ მეუღლეს ქონება? – „ბათუმელები“ ბათუმში მცხოვრებ 83 წლის „ციალა პერტიას საქმეზე“ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნო. „წინამდებარე საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ 1985 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელე მამკვიდრებელთან, მის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში. არავის სადავოდ არ გაუხდია, რომ იგი მამკვიდრებელთან 29 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას …

3 შვილის დედას ახალგაცნობილი კაცი მასთან ქორწინებას აიძულებდა – რა თქვა სასამართლომ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, შარშან საქართველოში ადევნებისა და უკანონო თვალთვალის [სსკ-ის 151 მუხლის პრიმა ერთი] 118 ფაქტი დაფიქსირდა, 2022 წელს კი – 115. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ადევნების მსხვერპლი გახდა, ზუგდიდში მცხოვრები ხატია [სახელი შეცვლილია] იყო. ხატიას, რომელსაც 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ახალგაცნობილი კაცი – მერაბი აედევნა. პროკურატურის ვერსიით, კაცი ქორწინებაში მყოფ ქალს …

ქალს თანასოფლელ ზურასთან ჰქონდა ურთიერთობა – რა თქვა მოსამართლემ პირადი კადრების გადამღებ კაცზე

რა ხდება, როცა ქალის დამორჩილებას ფარულად გადაღებული კადრებით ცდილობენ? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს რამდენიმე განჩინებას გაეცნო 2023 წლიდან დღემდე: საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების, პირადი საიდუმლოს ხელყოფას ეხება, ასევე ადევნებას, რომელიც 2017 წლიდან გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ამ კატეგორიის საქმეებში მსხვერპლი ძირითადად ქალია – მოძალადის ცოლი, ან ყოფილი ცოლი. „ანას საქმეში“ კი [სტატიაში სახელები შეცვლილია], …

ხელისუფლებავ: რიჟვაძევ, ივანიშვილო, გვითხარით, სად ვიცხოვროთ – ქალების აქცია ბათუმში

დღეს, 3 მარტს, ბათუმში უსახლკარო და მარტოხელა ქალებმა აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით, ისინი საცხოვრების გარეშე არიან დარჩენილნი და ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. აქციაზე იმყოფებოდა მარტოხელა დედა მაგული ფუტკარაძეც, რომელმაც გვითხრა, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი საცხოვრებელი ბინა წლების წინ, სწორედ შვილის მკურნალობის გამო გაყიდა. დღეს კი დედაც და შვილიც ღია ცის …

შვილები როცა გაიზარდნენ, დიდი თავისუფლება ვიგრძენი – 44 წლიდან დაწყებული ახალი საქმე

ცოტა ხნის წინ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, სილამაზის სალონი დახურა. წლობით მუშაობდა იტალიური ბრენდების თავის მოვლის საშუალებების ტრენერად, ბიზნესი მთლიანად მისი იყო და საქმეც მოსწონდა, მაგრამ მიხვდა, რომ ,,გადაიწვა“ და საჭირო იყო სიახლეები, რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა, რაშიც მთლიანად გადაეშვებოდა და მთელ დროს ისე დაუთმობდა საქმეს, რომ არ დაიღლებოდა: „ასე დავხურე ჩემი ძველი ბიზნესის ყველა …

რა ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან ქალები და მათ შორის შშმ პირები აჭარიდან – „მე მინდა ხელოვნება“

6 სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალი აჭარიდან ერთ სივრცეში თავიანთმა ნამუშევრებმა შეკრიბა. ბათუმში,  ჟორდანიას 4 ნომერში, სოციალურ კაფე „სოციუმში“ დაგხვდებათ აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები. იზა, ნათია, თეონა, მარია, მზიური, ნათია – მათ 17 თებერვალს გამართულ პრეზენტაციაზე შევხვდით და ვთხოვეთ …

როგორ დაამარცხა მესამე სტადიის სიმსივნე 56 წლის ქალმა

„როცა დიაგნოზი გავიგე, ექიმმა ორივე ხელზე მომკიდა ხელები, თვალებში შემომხედა და მითხრა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ იქნები დამფრთხალი თაგვივით, ვერ დაგეხმარებითო. შინაგანი რწმენა და განწყობა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე იმ დღეს იმედიანად წამოვედი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 56 წლის ლალი არაბული. ლალიმ მკერდის მესამე სტადიის სიმსივნეზე გაიმარჯვა. ლალი არაბული 15 წელია …

გოგოს რა გინდა ჯარში, ბიჭები აღარ მიდიან – რატომ წავიდა რეზერვში 20 წლის მეზღვაური ქალი | ვიდეო

„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე. მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი …

10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა. შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა. მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. …

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში“ – 84 წლის ქალი

„ჩემი სახლი რომ მქონდეს? ყველა უსახლკაროს მოვიყვანდი სახლში, ალბათ ყველას შევიფარებდი სანამდეც გავწვდებოდი. მიუსაფარ ძაღლებსაც მივიყვანდი სახლში. გული მიკვდება უსახლკარო ადამიანებს და მიუსაფარ ძაღლებს რომ ვუყურებ. ყოველდღე ვყიდულობ პურს და ქობულეთში რვა ძაღლს ვაპურებ, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილებს. უნდა ნახოთ, როგორ შემომცქერის 16 თვალი, როგორ მელოდებიან რომ ვაჭამო, პატრონებისგან ქუჩაში გამოყრილი ჩემი ძაღლები“, – ამბობს 84 …

„ჩვენთან ყოველ დღე 10 ბავშვი იბადებოდა, ამიტომ ქობულეთი ჩემი ოჯახია“ – 89 წლის გინეკოლოგი

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი ____________________ როცა ასაკზე ვკითხეთ, კითხვითვე მოგვიგო – თქვენი აზრით, რამდენი წლის ვიქნებიო, თუმცა პასუხს არ დაელოდა და გაზეთების დასტისკენ მიგვითითა, რომელსაც სათვალის გარეშე კითხულობს. გულსუნდა მდივანი მაისში 90 წლის გახდება, ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის და გული ისევ ახალგაზრდა აქვს. ჯანმრთელად რომ არ ვიყო, მეხუთე სართულზე ხომ ვერ ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემი ნაოჭები …

„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო

46 წლის ინჟინერს, ანა ნაკაშიძეს, ახლახან გლობალური ჯილდო გადაეცა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობისთვის. ანა ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორია. რას ცვლიან ქალები ამ სფეროში და რა იწვევს გენდერულ დისკრიმინაციას კარიერულ გზაზე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“. ქალბატონო ანა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ ჯილდოს შესახებ? რისთვის აიღეთ კონკრეტულად, რა საქმიანობისთვის? არსებობს ასეთი …

რატომ სძულთ „ოცნების“ კაცებს აქტიური პარლამენტარი ქალები

„შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. გაიარე რა, ფარჩაკი, ბანძი. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს, ანი წითლიძეს. უზრდელობის რეკორდი მოხსნა „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტარ თეონა აქუბარდიას. „მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და …

Exit mobile version