დიდი მსხვერპლი გვაქვს, მაგრამ ბახმუტს რუსები ვეღარ აიღებენ – ვანო ნადირაძე ფრონტის ხაზიდან

ბოლო დღეებში კიევი რამდენჯერმე გახდა რუსული ბომბების სამიზნე, თუმცა ომის ყველაზე ცხელი ხაზი ისევ ბახმუტის მიმართულებაზე გადის. რა მოლოდინები აქვთ მებრძოლებს და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქართველ მებრძოლს უკრაინაში ვანო ნადირაძეს ესაუბრა. ბატონო ვანო, რა მიმართულებაზე იმყოფებით თქვენ ამჟამად და რა შეგიძლიათ გვითხრათ მიმდინარე ბრძოლებზე? კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე ვარ ახლა, ამ წუთისთვის …

„დედა სამხედრო ჟურნალისტია, მამა იბრძვის“ – უკრაინელი მეომრების შვილები ბათუმში ჩამოიყვანეს

ირა 14 წლისაა. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში ლვოვიდან. მალე უკან უნდა დაბრუნდეს. ირას დედა ექიმია, მამა – სამხედრო პირი. ომის დაწყებიდანვე ირას მამა უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა ქვეყნის დასაცავად. ახლა უკრაინის საზღვარს იცავს ბელარუსის მხარეს, საიდანაც ნებისმიერ წამსაა მოსალოდნელი თავდასხმა. „ჩემს ქვეყანაში ახლა რთული დრო დგას. რუსეთის აგრესიას უამრავი უდანაშაულო უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოში თავს …

რუსები არ უყვართ ჩეჩნებს და დაღესტნელებს, საქართველო ტოლერანტია – რუსეთის მოქალაქე

22 წლის ანდრეი გრომოვი საქართველოში მოსკოვიდან 2 კვირის წინ ჩამოვიდა ლარსის გავლით. ამბობს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია არ ყოფილა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ანდრეი ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესები კრიპტოვალუტას უკავშირდება, რაც, მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია. ანდრეი IT სპეციალისტია. ამბობს, რომ საქართველოში სულ მცირე 1 წლით აპირებს დარჩენას. ქვეყნის …

მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი

„ბოლოს ტელეფონს საერთოდ აღარ ვპასუხობდი, იმდენი მწერდა, რომ უკრაინაში სურდა საბრძოლველად წამოსვლა,“ – უკრაინიდან ახლახან დაბრუნებული  ვაჟა ცეცაძე აღწერს, რამდენად ძლიერია საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მუხტი. თადარიგის ოფიცერი ვაჟა ცეცაძე სადაზვერვო ოცეულის მეთაურია, სამხედრო მიმართულებით 17-წლიანი გამოცდილება აქვს და დაახლოებით 5 თვე იბრძოდა უკრაინაში. ვაჟა ცეცაძემ უკრაინიდან მიმართა საჯაროდ პრემიერ ღარიბაშვილსაც, როცა პრემიერმა თქვა, რომ …

რატომ აწყობს რუსეთს ომის გაყინვა? – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსები ვეღარ გააქტიურდებიან, ერთადერთი, დაცვას თუ გააძლიერებენ ესაა,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში და ხედავს საფრთხეს, რომ ზამთარში თუ უკრაინა აქტიურ კონტრშეტევას ვერ შეძლებს, რუსეთი გაზაფხულისთვის საომრად ისევ მოემზადება. „უკრაინა იღებს იმ იარაღს, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს გაძლიერება ზამთარში“, – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გვიმარტავს, უკრაინელების განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა ბახმუტშიც როგორ …

მუქარა მოქალაქეობის წართმევაზე და „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება რუსეთის ინტერესებშია – ქაცარავა

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. დღეს, ასევე, მმართველი პარტიის წევრებმა იმაზე  გაამახვილეს ყურადღება, რომ კანონის თანახმად უკრაინაში მებრძოლები მოქალაქეობას დაკარგავენ. დეპუტატ ღუდუშაურის განცხადებას უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა გამოეხმაურა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. „ბათუმელები“ დავით ქაცარავას უკრაინაში დაუკავშირდა. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, …

უკრაინაში მებრძოლი ღარიბაშვილზე – დასანანია, ვინც საერთო მტრის მიმართ არ ერთიანდება

მირო ვანაძე ბათუმელი სპორტსმენია. ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მირო ვანაძე მოხალისე გახდა. ის პურს აცხობდა და კიეველებს უფასოდ ურიგებდა. მოგვიანებით ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. „ბათუმელებმა“ უკრაინაში მყოფ მირო ვანაძესთან ინტერვიუ სოციალური ქსელით ჩაწერა. რა იყო თქვენთვის ბრძოლებში ჩართვის მთავარი მოტივაცია? ომში წასვლის …

„მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ“ – ინტერვიუ

„ეს ჰაიმარსისგან განსხვავებით მოძრავ სამიზნესაც არტყამს, ლაზერული ძიების და დამიზნების სისტემა გააჩნია…“ – ახალ აღჭურვილობაზე გვესაუბრება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, M-270-ის ანალოგზე, რაც თურქეთს მიუწოდებია უკრაინისთვის. „ბაირახტართან“ ერთად იმუშავებს ეფექტიც შესაბამისი იქნებაო,“ – დასძენს ის. გადამდგარი გენერლის აზრით, მდინარე დნეპრის გადალახვა ახლა უკრაინელებს გაუჭირდებათ. „მდინარის მეორე მხარეს მოწინააღმდეგეა, ეს მდინარის ფორსირება გამოდის… საპონტოვნე გადასასვლელები დასჭირდებათ, …

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

„ჩვენთვის ეს მესამე ტრაგედიაა. ბაბუა, ჭიჭინი ცაავა, რუსებმა მოგვიკლეს აფხაზეთში, მამამ, ედემი ცაავამ, ბაბუას ამბის მერე ხელში იარაღი აიღო და ისიც მოგვიკლეს. და ახლა უკვე ალიკაც,“ – ლიკა ცაავა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას და, თავისი ოჯახის ტრაგედიაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს, უკრაინის მხარეს 30 ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან …

ვიყიდოთ 100 გენერატორი უშუქოდ დარჩენილი უკრაინელებისთვის – კამპანია „გაუზიარე სინათლე“ 

„გაუზიარე სინათლე, Поділися Світлом!“ – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც ომში მყოფი უკრაინის დენის გენერატორებით დახმარებას ითვალისწინებს. რუსეთი უკრაინაში მიზანმიმართულად ანადგურებს ელექტროენერგიისა და წყლის ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ჩვენ, 90-იანებს გამოვლილ ადამიანებს, ძალიან კარგად გვესმის, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. თუმცა 90-იანებისგან განსხვავებით, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მათ დავეხმაროთ. გაჩნდა …

„როცა გაქცევა დაიწყება რუსი სამხედროების, მაშინ შეიქმნება საფრთხე რუსეთისთვის“ – ინტერვიუ

„პუტინი ომის დასრულების გაბუნდოვანებას ცდილობს,“ – გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ამჯერად ამ ტაქტიკით ცდილობს ევროპას აჩვენოს, ზამთრის გადატანა მისთვისაც რომ იქნება რთული. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინამ ახლა უნდა შეძლოს კულმინაციის წერტილამდე მიიყვანოს რუსები, თავად კი, ძალების შევსება შეძლოს, გადაჯგუფებაც. „დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინა ამას მოახერხებს,“ – დაიმედებულია გადამდგარი გენერალი და მაგალითად …

ვუყურებდით, როგორ ჩაახოცვინეს რუსი მებრძოლები უკნიდან მისეულ ჩეჩნებს – ქართველი მებრძოლი 

„ახლა მოგიყვებით ერთ საინტერესო ამბავს,“ – უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში, ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის სარაკეტო დაბომბვის შესახებ გვიყვება ნიკა ჭურაძე, ქართველი მებრძოლი, რომელიც ახლაც ფრონტის ხაზზეა. მას „ბათუმელები“ სოციალური ქსელით ესაუბრა იმაზე, თუ რა შეიცვალა ბრძოლის ველზე მას შემდეგ, რაც რუსებმა ხერსონიდან უკან დაიხიეს. „სანთებელა აღარ ჩააქრო, უყურებს და ამბობს: ეს S-300 მართლაც რომ აფეთქებულიყო?“  „იმ ღამით …

„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

„…ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ომის გარდამტეხი ეტაპი გაზაფხულზე გამოჩნდება, მანამდე კი გააჩნია, ვინ უკეთ შეძლებს თოვლში შეუმჩნევლად გადაადგილებას, ჯარისკაცების ზამთრის შესაბამისად აღჭურვას და მათთვის ცხელი საკვების მიწოდებას. ვახტანგ კაპანაძე  …

უკრაინელები ბათუმში ზამთრის კამუფლაჟებს ქსოვენ ჯარისა და შეიარაღების გადასარჩენად

ბათუმი. ფარნავაზ მეფის ქუჩა №46. ერთ მოზრდილ ოთახში კედლებზე ბადეები ჰკიდია. ათიოდე ქალი და კაცი მისდგომია რამდენიმე ბადეს. ყველა კვადრატი თეთრი ნაჭრით უნდა გაკვანძონ და ამოქსოვონ. ბადე ნელ-ნელა თეთრ კამუფლაჟად იქცევა. ბათუმიდან, ხელით ნაქსოვ კამუფლაჟებს, მალე უკრაინაში წაიღებენ. ზამთარი მოდის. როცა უკრაინაში გათოვდება, ტანკებს, ჰაიმარსებსა და სხვა საბრძოლო ტექნიკას ეს თეთრი საფარი დაფარავს და რუსი …

ბახმუტთან რუსეთის შეტევას წარმატება ვერ ექნება – ინტერვიუ გენერალთან

„გააჩნია, ვინ როგორ უპოვის მოწინააღმდეგეს სუსტ მხარეს,“ – მიიჩნევს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც ომს აქტიურად აკვირდება. მას ვკითხეთ, რა შესაძლებლობა გააჩინა ხერსონში რუსების უკან დახევამ უკრაინელებისთვის? „არა მგონია, რომ ერთიანი ნახტომით რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყოს უკრაინელების მხრიდან, რადგან ზამთარი ყოველთვის ართულებს ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას…“ – გვითხრა გენერალმა და განმარტა, რატომ აწყობთ ახლა უკრაინელებს „ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატება“. მისი …

„უკრაინაში მინდა დაბრუნება, ველოდები ომი დამთავრდეს“ – მე-20 სკოლის მოსწავლე უკრაინიდან

ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულ სექტორზე, ომის გამო იძულებით გადაადგილებული 900 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით 100 უკრაინელი მოსწავლე სკოლამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე, მაისის თვეში მიიღო. ახლა კი უკრაინულ სექტორზე ყველა საფეხურის კლასია გახსნილი პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. მე-20 სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა დავითაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით ამაღელვებელი ომსგამოქცეულ ბავშვებთან შეხვედრის პირველი …

როგორ ამართლებენ ხერსონის „ჩაბარებას“ რუსი პროპაგანდისტები – დაუმარცხებელი გასვლა

„დაუმარცხებლად გასვლა“ – ასეთი სინონიმი მოუძებნეს ხერსონის დატოვებას რუსმა პროპაგანდისტებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეა გულმოდგინედ ცდილობენ, რუსეთის სარდლობის გადაწყვეტილება გაამართლონ. მას შემდეგ, რაც სერგეი შოუგუმ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის ბრძანება გასცა, რუსეთის საინფორმაციო სივრცე ორად გაიყო – რუსი ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მარცხად მოიხსენიებდა, ომის მომხრე საზოგადოების …

როგორ სწავლობენ ქართულს უკრაინელი ბავშვები ბათუმში

შაბათობით, დილის 11 საათიდან, 26 მაისისა და ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთასთან თუ ჩაივლით ბათუმში, ძველი ბელეტაჟის ღია ფანჯრებიდან ბავშვების გაბმულ, მხიარულ სიმღერას გაიგონებთ – ქართულ ანბანს, სიტყვებს, ფერებს, თვლას, წელიწადის დროებს და ბევრ სხვა რამეს უკრაინელი ბავშვები თამაშითა და სიმღერით სწავლობენ. ქართული ენის გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირაში ორჯერ ტარდება. ბავშვებმა სამ თვეში ელემენტარული სასაუბრო სიტყვები …

თუ პუტინს მიიმწყვდევენ ვირთხასავით, შეიძლება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს – ინტერვიუ

„ზამთრის მოახლოება და ამინდის ცვლილებები დაეტყოთ, რა დროსაც საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობა ქვეითდება ღრუბლიანობის და ნისლის გამო, ასევე რთულდება ფარულად გადაადგილების და შენიღბვის შესაძლებლობები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც გასულ კვირაშიც ყურადღებით აკვირდებოდა ბრძოლის ველს. გადამდგარი გენერლის აზრით, გადამწყვეტი წარმატებისთვის უკრაინას სჭირდება არამხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობა შესაბამისი რაოდენობით, არამედ ამ აღჭურვილობის ერთდროულად მიწოდება. „ვერ იქმნება …

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა 711 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს, რუსეთის 9 789 მოქალაქე კი ინდივიდუალურ მეწარმედაა უკვე დარეგისტრირებული საქართველოში. ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 112 733 ქვეყანაში დარჩა. „ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ ივლისში მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქონება …

საქართველოს მოქალაქეობა გვინდა, რუსეთის არა – მობილიზაციას გამოქცეული ძმები

34 წლის ვასილი ნიკიტინი საქართველოში რუსეთიდან ერთი თვის წინ, 22 სექტემბერს ჩამოვიდა ძმასთან ერთად – ლარსის გზით. ვასილს და მის 27 წლის ძმას, საშას, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია ეხებოდათ. ომში გაწვევა მათ არ მისვლიათ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან გამოიძახებდნენ. პეტერბურგში ვასილიმ დატოვა მეუღლე, მშობლები, ნათესავები, მეგობრები, სახლი, მანქანები და ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. …

აქ რაც ხდება ჰგავს ბუჩას – რას ჰყვება ქალი, რომელიც ოკუპირებულ ხერსონში ცხოვრობს

რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა 2022 წლის ბოლომდე დაიბრუნებს ხერსონს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს გაჰყავთ ქალაქიდან ფინანსური სტრუქტურები, საოკუპაციო ხელისუფლება და დაჭრილები. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს საინფორმაციო ოპერაცია და მანიპულაციაა, რათა შექმნან ილუზია, რომ ხერსონში ყველაფერი დაკარგეს რუსებმა. ამასობაში კი ხერსონში რჩებიან ადგილობრივები, რომლებიც უარს ამბობენ …

ხერსონთან „ღრიჭოები“ ამოავსეს რუსებმა, ამიტომ შენელდა უკრაინელთა წინსვლა – ინტერვიუ

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რასაც ამერიკა გადასცემს უკრაინას. გერმანულ „აირისთან“ ერთად შეიძლება ერთმანეთის გადაფარვა, მაგრამ მთავარია ახლა რაოდენობა – რა რაოდენობას მიაწვდიან ამ NASAMS – ებს უკრაინას?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ისევ თანამედროვე და ნატო-ს სტანდარტის აღჭურვილობის რაოდენობასა და მის დროულად მიწოდებაზეა დამოკიდებული უკრაინის ბედი, თუმცა გადამდგარ გენერალს აღარ …

„ტანსაცმელს მაინც ვუყიდდი ბავშვებს“ – უკრაინელი ლტოლვილები 300-ლარიან დახმარებას ვერ იღებენ

უკრაინელი კატერინა პოპოსიევა ხელვაჩაურში, სახლის სხვენზე ცხოვრობს. ქალი პირველკლასელ შვილთან ერთად ქართველმა ოჯახმა შეიფარა, თუმცა არ იცის როდემდე შეძლებს ეს ოჯახი მისი და მისი შვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას. კატერინა საკვებ პროდუქტებს თვეში ერთხელ, ან 2-3 კვირაში ერთხელ იღებს პარტია „ლელოს“ ოფისიდან, სადაც უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამოსს, მედიკამენტებსა და პროდუქტებს მოხალისეები აგროვებენ. კატერინას თვეში დაახლოებით 60 ლარის ღირებულების …

ხერსონი თუ დატოვეს რუსებმა, ყირიმიდანაც ავტომატურად გავლენ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით, რუსეთი ამ არჩევანის წინაშეა. „თუ სამხრეთს დათმობს რუსეთი, ამ გზით ის მოახერხებს ძალების გადაწყობას დონბასში…“, – გვიყვება ლაშა ბერიძე. მისი აზრით, თუ რუსეთს სამხრეთის მიმართულებას, ანუ დონბასს და ყირიმს დათმობს, დონბასის შენარჩუნებას შეძლებს და, შესაბამისად, ომსაც გაახანგრძლივებს. პოლკოვნიკის შეფასებით, სარაკეტო თავდასხმების გააქტიურება, თუ ირანული დრონებით შეტევა უფრო …

„ირანი ტერორიზმის სპონსორია“ – უკრაინელების აქცია ბათუმში ირანის საკონსულოსთან

„ირანი ტერორიზმის სპონსორია! ირანი ტერორიზმის სპონსორია!“ – ისმოდა შეძახილები დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, ირანის საკონსულოს წინ, სადაც ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს რუსეთისთვის დრონების მიყიდვის წინააღმდეგ. „ვაპროტესტებთ იმას, რომ ირანის ხელისუფლება ყიდის რუსეთზე კამიკაძე-დრონებს, „შაჰიდებს“, ეს დრონები კი ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს, კლავენ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს თანამემამულეებს. გვინდა, რომ ირანი არ იყოს ტერორიზმის სპონსორი,“ …

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა“ – სხალთელი ეპისკოპოსის მორიგი კრემლისტური ქადაგება

„კიევი არის რუსული ქალაქების დედა… ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა, რუსები იყვნენ ყველა… რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია იქნება ერთი სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს ყოველთვის ერქვა წმინდა რუსეთი, ეს აღდგება და მეფე ეყოლება,“ – მორიგ პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი, რასაც საპატრიარქო ისევ არ იმჩნევს. ეპისკოპოსი სპირიდონი გამორჩეულია კრემლისტური გზავნილების ტირაჟირებით და სიძულვილის ენით. 3 დღის წინ …

„რუსეთს ომის ბიუჯეტი აღარ აქვს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„რუსებს აღარ აქვთ მოლოდინი, რომ გავლენ დონეცკის საზღვრამდე… მათ ახლა ყველაზე მეტად ამოსუნთქვა სჭირდებათ,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსები სარაკეტო დარტყმებს გაძლიერებით ეცდებიან დაზამთრებამდე მისვლას. გადამდგარ გენერალს გაზაფხულამდე გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს. გაზაფხულზე კი, ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, თუ უკრაინა შესაბამისად არ აღჭურვეს და ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმა ვარ წამოიწყო, რუსეთმა ახალი …

„კარგია რუსების აქ ყოფნა ქართველებისთვის” – მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 30 წლის ვალერი ტუტაევი ბათუმში სექტემბრის მეორე ნახევარში ჩამოვიდა, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებისთანავე. ამბობს, რომ მან ქვეყნიდან გამოღწევა მოასწრო, მაგრამ ბევრი მისი ნაცნობი რუსეთს ვეღარ ტოვებს – საზღვრის კვეთის უფლება არ აქვთ, რადგან ვისაც მობილიზაციის გაწვევა მიუვა, მათ შესახებ ინფორმაცია საზღვარზეც აქვთ. ვალერის მონათხრობის მიხედვით, არის შემთხვევები, როცა თვითმფრინავის ბილეთები უუქმდებათ რუსეთის დატოვების მსურველებს. …

უნდა იყოს რუსი მწერლების სახელობის ქუჩები ბათუმში? – რას ფიქრობენ ქართველი მწერლები

პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩა კვეთს მიხეილ ლერმონტოვის ქუჩას, ლერმონტოვის – ალექსანდრე პუშკინს, პუშკინის კი ალექსანდრე გრიბოედოვის – ბათუმის დიდი, ხალხმრავალი და გამტარი ქუჩები დღემდე რუსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობისაა. ბათუმში ასევე არის გოგოლის, ლომონოსოვის, ჩკალოვისა და გაგარინის ქუჩები. „ბათუმელებმა“ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურათმცოდნეებს ჰკითხა, უნდა იყოს თუ არა ბათუმში რუსი მწერლების სახელობის ქუჩები. „ვიღაც …

ბირთვული საფრთხე და საქართველო – ინტერვიუ პროფესორთან

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური, ბირთვული საფრთხეები გაჩნდა. ბირთვული იარაღის გამოყენების მზარდ საფრთხეზე საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები და სპეციალისტები – რომ არ არის გამორიცხული რუსეთმა, მაგალითად, დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მათ შორის შავ ზღვაში. როგორია უნდა დაიცვა თავი ბირთვული რადიაციისგან? არსებობს თავშესაფარი? როგორ …

ქვეყანას, სადაც არ არიან პოეტები, გამარჯვება არ შეუძლია – უკრაინელი ავტორი ბათუმის ფესტივალზე

ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მესამე დღის სტუმარი სერჰი ჟადანი იყო. ცნობილი უკრაინელი მწერალი, პოეტი და მუსიკოსი. სერჰი ჟადანი ხარკოვში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო. რა შეუძლიათ პოეტებს და რა შეუძლია ლიტერატურას ომის დროს? – ამ კითხვას სერჰი ჟადანმა და მისმა თანამოაზრეებმა თავიანთი მოხალისეობრივი საქმიანობით გასცეს პასუხი. ოდესის ლიტერატურულ …

„პუტინს ახლა მხოლოდ 3 გზა დარჩა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„დიდი აჯაფსანდალია რუსეთის გენერალურ შტაბში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც სამხედრო მობილიზაციის პროცესს აკვირდება რუსეთში. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, რუსებს დაზამთრების იმედი აქვთ: „ორ თვესაც მაგიტომ იძახიან, მობილიზებულები რომ შეიყვანონ ფრონტის ხაზზე“, ამასობაში კი, უკრაინელებს კონტრშეტევის კარგი ტემპის პარალელურად, ახალი აღჭურვილობაც მიუღიათ დასავლეთიდან. „ეს ახალი ჭურვი ფეთქდება გარკვეულ სიმაღლეზე – თუ სანგარი გადახურული არ …

პუტინის რუსეთს ცინიკური, უგრძნობი ადამიანები სჭირდება – ამერიკელი მწერალი

5 ოქტომბერს, ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც წელს ბათუმში იმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამერიკელმა მწერალმა ენ ეპლბაუმმა გახსნა. ისტორიკოსი, მწერალი, პულიცერის პრემიის მფლობელი ენ ეპლბაუმი ფესტივალს ონლაინ ესწრებოდა. მან ვრცელი სიტყვით მიმართა ბათუმში, ფესტივალზე მისულ სტუმრებს. მოგვიანებით კი დისკუსია გაიმართა, რომლის მოდერატორი მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იყო. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ ენ ეპლბაუმის სიტყვას, რომელიც მან …

დასავლეთის პაციფიზმი და წერის ხელოვნება – ფესტივალის მეორე დღე ბათუმში

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში ოდესის ლიტერატურული ფესტივალის მეორე დღეა. ფესტივალი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წელს ბათუმში იმართება. ბათუმში ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები, დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებების დიდი ნაწილი ღიაა და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ფესტივალის დღევანდელი პროგრამა ასე გამოიყურება:  11:00-12:00 საათზე – შეხვედრა უკრაინელ საბავშვო მწერალ ჰალინა ვდოვიჩენკოსთან და წიგნის …

მაშინ ჯარიც არ გვქონდეს… მერე ვიღაც მოვა და საჭმელსაც წაგვართმევს – ხედვა უსაფრთხოებაზე

„დიდია ეს ჩამონათვალი… როცა აგერ, 40 კილომეტრშია მტერი, უპილოტო საფრენი აპარატები კარგი იქნებოდა, მაგალითად, ასევე კონტრბატარეული სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო კონტროლის საერთო სისტემაში ჩართვა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, გიორგი სურმავა, რომელსაც ამჯერად საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. რა შეიძლება ვთხოვოთ პარტნიორებს რუსული აგრესიის მასშტაბის გათვალისწინებით? – ვკითხეთ სამხედრო ექსპერტს. გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, …

Exit mobile version