უკრაინის ომში მონაწილე ქართველმა ექიმმა ჯილდო მიიღო ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის

უკრაინის ომის მონაწილე ქართველმა ექიმმა, ქეთი ლეშკაშელმა უკრაინის წმინდა პანტელეიმონის ორდენი მიიღო უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. წმინდა პანტელეიმონის ორდენის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონია დღეს, 27 ივლისს გაიმართა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, ესაა უკრაინის სამედიცინო ოსკარი, რომელიც ექიმებს სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ. დაჯილდოების შესახებ ფეისბუქზე წერს ქეთი ლეშკაშელიც. „ჩემთვის …

„რუსებს არ აქვთ მაღალი ტემპი, გარღვევების ძალა არ შესწევთ“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსები დიდი მსხვერპლის ხარჯზე, ნელი ტემპით ახერხებენ რაღაცნაირად წინ წაწევას. ეს იმდენად ნელა ხდება, რომ უკრაინელები ახერხებენ შემდეგი თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას,“ – უკრაინაში ომს ისევ ყურადღებით აკვირდება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, წლის ბოლომდე ისევ განახლდება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, მანამდე კი, რუსები პოკროვსკის აღებას ეცდებიან. პოკროვსკის აღების შემთხვევაში, მეტი პირობით მივლენ მოლაპარაკებაზე რუსებიო …

„ამ ტემპით რუსეთს 90 წელი დასჭირდება უკრაინის ოკუპაციისთვის“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსების მოტოციკლეტებსა და სკუტერებზე გადაჯდომა არაფერს შველის – პირიქით ასე უფრო კარგი სამიზნე ხდები: უკრაინელები უფრო დიდი სიამოვნებით ააფეთქებენ მოტოციკლეტიან ჯარისკაცს,“ – გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს, მორიგი ინტერვიუს დროს რუსეთის არმიის ახალ მიდგომაზე ვკითხეთ – მოტოციკლეტები ჯავშანტექნიკის ნაცვლად. ვახტანგ კაპანაძის აზრით, ეს რუსების მხრიდან ინოვაციას კი არა, სისუსტეს აჩვენებს და იმასაც, რომ რუსებს ჯავშანტექნიკის განადგურებას …

„დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის [რუსეთის] შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში,“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით უკრაინელების წარმატებულ შეტევაში ეს მნიშვნელოვანი მომენტიც გამოიკვეთა. პოლკოვნიკს აქამდეც ჰქონია ეჭვი, დრონებით ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ რუსებს, რუსეთის ტერიტორიიდან აფრენდნენ დრონებსო. „არცერთ …

„პუტინს არ აწყობს, ფრონტიდან ჯარისკაცები დაუბრუნდნენ სოციალურად დაუცველ რუსეთს“ – ინტერვიუ

„არაფრით არ იყო საინტერესო ეს აღლუმი. ბოლომდე ვერც კი ვუყურე. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტანსაცმელი კინოსტუდიიდან გამოიტანეს და ძველი იარაღი გვაჩვენეს,“ – 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე. „პუტინს გვერდით რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ეყოლება, რაზე უნდა ელაპარაკო?“ – კითხვას სვამს გენერალი და მერე გვიყვება, რა …

„ის ხალხი, ვისაც უნდა მოემზადებინა რუსეთისთვის ჯარისკაცები, უკვე განადგურდა უკრაინაში“ – ინტერვიუ

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, აშშ-ს შეთანხმება უკრაინასთან რუსეთისთვის მკაფიო სიგნალია: „ეს არის სიგნალი, რომ რუსეთს მიანიშნებენ: თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და არ დაამყარებს მშვიდობას, თუ არ დათმობს პოზიციებს, რაც დღეს აქვს, ადრე თუ გვიან, ის დამარცხდება ომში და უფრო მძიმე რეალობასთან ექნება შემდეგ თვალი გასასწორებელი,“ – მიიჩნევს ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, ამ …

„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან

„პუტინს 9 მაისამდე რაღაც წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა. ის ვერც კურსკს ათავისუფლებს ბოლომდე, თუმცა დიდი მცდელობა აქვს,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან საჰაერო თავდასხმების გააქტიურება რუსეთში ჭურვების საწყობის განადგურებას უკავშირდება. „ეს იყო რუსებისთვის დამახასიათებელი, გაბოროტებული პასუხი იმაზე, რაც მათ უკრაინელებმა დამართეს. უკრაინელებმა 22 აპრილს, სოფელ კურზაჩისთან მდებარე …

„უკრაინას უპირატესობა აქვს იარაღის ხარისხში, მომზადებასა და დაზვერვაში“ – ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთი ვერანაირად ვერ ახორციელებს წარმატებულ შეტევას. რამდენით წაიწია წინ რუსეთმა 2025 წლის დასაწყისიდან, მეტრებს თუ არ ჩავთვლით?!“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთი ძირითადად პოლიტიკური არგუმენტით აგრძელებს ომს უკრაინაში – თუ ომის შეწყდება, პუტინი ვეღარ მოატყუებს ხალხს, სამშობლოსთვის ვიბრძვით და ამიტომაც გვიჭირსო. გადამდგარი გენერლის აზრით, უკრაინელებმა დრონების ტექნიკაც დახვეწეს: უკვე …

„პუტინის ბუნკერიდან გამოსვლა ამას მიანიშნებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები არც ისე ინტენსიურია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რუსეთი აუცილებლად მივა, მანამდე კი კრემლს იმის წარმოჩენა სურს, რომ ეს უკრაინის სურვილია და არა რუსეთის. გადამდგარი გენერალი განმარტავს, რომ რუსებს არც კურსში აქვთ …

„უკრაინამ რუსეთთან ბრძოლა იცის და გამარჯვება შეუძლია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„უკრაინის მიტოვება სისულელეა,“ – ტრამპის მიდგომებზეა განაწყენებული პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. იგი დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, მაგრამ პოლკოვნიკი ხაზს უსვამს ბზარს აშშ-ს და ევროპას შორის – ევროპა აშშ-ს საიმედო პარტნიორად აღარ განიხილავს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, ახალ ეტაპზე გადადის ევროპისა და უკრაინის ურთიერთობა. ევროპაში დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის შექმნაზე ფიქრი დაიწყეს და იციან, რომ უკრაინაა ერთადერთი ქვეყანაა, …

„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ, ამაშიც ეტყობა რუსებს როგორ უჭირთ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ გადაადგილებისთვის, ამაშიც ეტყობა რუსებს, რომ უჭირთ,“ – გვიპასუხა გადამდგარმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, როცა მას რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლისთავზე მხარეების დანაკარგებსა და რესურსებზე ვკითხეთ. სამხედრო ანალიტიკოსი ამ თემაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს სატელიტურ ფოტოებზე: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სავსე ღია საწყობები ნახევრად დაცარიელებულაო, ამბობს. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინასაც სჭირდება გაძლიერება, …

„კრემლმა ვერ გამოიცნო უკრაინელების ჩანაფიქრი“ – რა ხდება კურსკში

„უკვე სულ სხვა პოზიციით მივა იქ უკრაინა,“ – გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება კონკრეტული პირობით მივიდეს და დაკავებული კურსკის რუსეთისთვის დაბრუნების სანაცვლოდ ხერსონის და ზაპოროჟიეს გათავისუფლება მოითხოვოს. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რუსეთის საზღვართან უკრაინელების აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა რუსები დააბნიეს, თითქოს დაცვისთვის ემზადებოდნენ და უცებ შეტევა წამოიწყესო. „ახლა რუსები ცდილობენ …

„რუსებმა 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრით წაიწიეს წინ“ – გადამდგარი გენერალი ომზე და მის დასრულებაზე

„რუსები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან წინსვლას – 3 თვის განმავლობაში 3 კილომეტრი წაიწიეს წინ,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში. გენერლის დაკვირვებით, მხარეებს 2024 წლის ბოლომდე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა მოუწევთ. რუსეთს აშშ-ში ტრამპის მობრუნების იმედი აქვს და მანამდე ტემპის შენარჩუნებას ცდილობსო, – ამბობს გენერალი. „რუსეთისთვის ყველაზე დიდი რესურსი არის ირანის …

თითქოს ვიღაცამ მოსწავლეობა წამართვა – 16 წლის ლიზა უკრაინიდან საქართველოში

„მეთერთმეტე კლასში ვარ. მეშვიდეში ვიყავი, როცა ბოლო გაკვეთილი ჩამიტარდა სკოლაში. მას მერე ჩემს კლასელებს, მასწავლებლებს მხოლოდ ეკრანზე ვხედავ, ონლაინგაკვეთილებზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოზარდობის საუკეთესო წლები წამართვა ვიღაცამ. 2 წელი კოვიდის გამო ვიყავით სახლში ჩაკეტილები. მერე ომი დაიწყო და არავინ იცის, როდის დასრულდება“- ეს 16 წლის ლიზა იუხიმიკის მონათხრობია, რომელმაც დედასთან ერთად დატოვა უკრაინა ომის …

2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – ვიდეო

დღეს, 16 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა, ორგანიზაცია „მეიდან ბათუმის“ წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. დღეს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ფოტოგამოფენით აღნიშნეს 2 წლისთავი მასშტაბური ტერორისტული აქტიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა. „დღეს მეორე წლისთავია მარიუპოლის ტერორისტული აქტიდან. …

ვინ იყო ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს დაკრძალეს

9 მარტს უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლი ნოდარ ნასიროვი დაიღუპა საბრძოლო დავალების შესრულებისას. 27 წლის ქართველი იეზიდი, ნოდარ ნასიროვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დარჩა მამა, ძმა, მეუღლე და რამდენიმე თვის შვილი. ქართული ლეგიონის დაღუპული მებრძოლის მამა და ძმა თბილისში ცხოვრობენ. ნოდარის მეუღლე უკრაინელია, მისი სურვილით ნოდარი კიევის ოლქში, კერძოდ ზელენი ბორში დაკრძალეს გუშინ, 12 მარტს, სოფელ …

ვსწავლობ და თან ვმუშაობ – ბათუმში მცხოვრები მეათეკლასელი უკრაინიდან

„უკრაინაშიც ხშირად ვმუშაობდი მოხალისედ. ბევრ ადამიანს ვეხმარებოდი, განსაკუთრებით ზაფხულობით, არდადეგებზე, როცა ბევრი დრო მქონდა. ახლა რთული პერიოდი გვიდგას და მინდა ჩემს ოჯახს ტვირთი შევუმსუბუქო, ამიტომ გადავწყვიტე მემუშავა. ბევრი მოსწავლე არ მყავს, მაგრამ ჩემი ფული მაქვს. როცა მუშაობ პასუხისმგებლობის გრძნობა გამოგიმუშავდება და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე იწყებ ფიქრს. ეს ნაბიჯი ადრე თუ გვიან ყველას გადასადგმელი გვაქვს, როცა ჩავაბარებთ …

მხოლოდ გამარჯვების გვჯერა უკრაინელებს, სხვა შედეგს არ განვიხილავთ – 2 წელი ომის დაწყებიდან

24 თებერვალს  2 წელი სრულდება, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ელენა ბელიკოვა ბათუმში 2022 წლის მარტში ჩამოვიდა. საქართველოში ჩამოსვლამდე დიდი და რთული გზა გამოიარა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა და სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა. ელენა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ლექციებს კითხულობდა. ახლა ბათუმში მყოფ უკრაინელებს უწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ომის ტრავმებთან გასამკლავებლად. …

პუტინი უკან ვეღარ დაიხევს, ანუ რა ხდება უკრაინაში ომის 2 წლის თავზე – ინტერვიუ გენერალთან

„უკრაინა ძირითადად გადასულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ამ გამოფიტვას ემსახურება ასეთი მცირე წარმატებებიც, რაც რუსეთს ძალიან დიდი ფასი უჯდება: ცოცხალი ძალა, სხვა დანაკარგები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს რესურსები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას. განსაკუთრებით ცოცხალ ძალაზეა ლაპარაკი,“ – დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა, რომელსაც ვკითხეთ, რა ჩანს მისთვის ამ გადასახედიდან, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის …

შსს პასუხობს, რა საგანი ტივტივებს გონიო-კვარიათის სანაპიროზე

გონიო-კვარიათის სანაპირო წყლებში სპეციალისტები შეისწავლიან, რა საგანი ტივტივებს სანაპიროსთან. დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ნიკოლეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზღვაში, შესაძლოა, საზღვაო ნაღმი იყოს. „შორიდან პლასტმასის ტივტივა ან სხვა საგანი მეგონა და მის ამოღებას ვაპირებდი, მაგრამ რადგან ის საკმაოდ სქელი რკინის ფენით იყო დაფარული, მისი ამოღებისგან თავი შევიკავე. აღნიშნული ფაქტის შესახებ …

ქართველი ჟურნალისტი ხარკოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმაში მოჰყვა

წუხელ, გვიან ღამით, უკრაინის ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებულ ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი რეპორტიორი დავით კაჭკაჭიშვილი იმყოფებოდა. დავით კაჭკაჭიშვილი ამ ეტაპზე თურქული სააგენტო „ანადოლუსთვის“ მუშაობს. ჟურნალისტის თქმით, სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა. დავით კაჭკაჭიშვილი პირდაპირ ჩართვაში გვიან ღამითვე მოუყვა „ანადოლუს“ მაყურებელს იმის შესახებ, რომ ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ ადამიანები, განადგურდა ერთ-ერთი სასტუმრო და დაიწვა მანქანები, …

ბათუმში პატარა ხერსონელმა ბიჭმა პუტინისთვის სასაფლაო ქვიშაში მოაწყო – უკრაინელი ფსიქოლოგი

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, ბათუმსა და თბილისში უკრაინის რამდენიმე ათასი მოქალაქე ჩამოვიდა ხერსონიდან, ზაპოროჟიედან, მარიუპოლიდან და აღმოსავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. ომს გამოქცეული უკრაინელი ლტოლვილების პირველი ტალღის შემოსვლისთანავე საქართველოში გაჩნდა ომით დაზარალებული მოქალაქეების მხარდამჭერი და დასახმარებელი მექანიზმები. უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის მომსახურება დანერგა, მოხალისეობრივად მოქმედებდა …

„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ

„არ ვიცი, ვინ როგორ შეძლებს მომზადებას გაზაფხულამდე, მაგრამ ომი ჩიხში შევიდა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის არც გაზაფხულზე ელის ფართომასშტაბიან დაპირისპირებას. „ორივე მხარე ახლა ცდილობს, რომ ბუნებრივი ეფექტი გამოიყენოს თავისი ოპერატიული პაუზისთვის და გაზაფხული – ზაფხულის კამპანიისთვის. ეჭვი მეპარება, ზამთრის განმავლობაში დიდი აქტიურობა იყოს გამომდინარე იმ გამოფიტვით, რასაც ორივე მხარე განიცდის,“ – გვიყვება …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 305 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 5 288 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 9 958 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 7 389 ერთეული [+14] MLRS – 867 ერთეული [0] საზენიტო საბრძოლო …

„ქეა კავკასიას“ ტრენინგები ბათუმში უკრაინელი ლტოლვილებისთვის

„ქეა კავკასიამ“ ბათუმში 3-5 ნოემბერს ტრენინგების სერია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ბიზნესის მფლობელების გაძლიერებას საქართველოში. ტრენინგები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბუღალტერია, გადასახადები, ბიზნესის დაგეგმვა, იურიდიული ასპექტები, მარკეტინგი და სოციალური მედია მცირე ბიზნესისთვის. სესიები მორგებულია უკრაინელ მეწარმეებზე,  რაღა მათ მიიღონ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მცირე ბიზნესის წარმატებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად. „ქეა კავკასია“ აღნიშნავს, რომ მცირე …

გაქცევა მოგვიწია დიქტატორისგან, რომელიც შეიშალა – რას ჰყვება რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე, 38 წლის ანატოლი პოტეხინი 2022 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან ერთად, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ანატოლი ჯერ თბილისში ჩავიდა, რომ შეესწავლა როგორი მდგომარეობაა, რეალურად ღირდა თუ არა აქ გადმოსახლება, საბანკო ბარათების აღება, ბიზნესის …

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„უკრაინელები ახლა ცდილობენ ვერბოვოსთან გაფართოებას, რადგან რობოტინოსთან ისინი ხდებიან სამი მხრიდან დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, სჭირდებათ გაფართოება, რომ ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგის ბოლომდე ვერ სწვდებოდეს ცეცხლი. ფაქტობრივად, ეს პლაცდარმის შექმნის მცდელობაა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის რუკას აკვირდება და თავის მოლოდინს გვიზიარებს – დარჩენილი სიმაღლეებიც თუ წარმატებით დაიკავეს უკრაინელებმა, შემდეგ გაუადვილდებათ წინსვლა, მარიუპოლამდე დაბლობიაო. …

ვფიქრობ, პრიგოჟინის გვამი შენახული ჰქონდათ, ჩაალაგეს და ჩამოაგდეს – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„პუტინს იგივე ბედი ელის, რაც პრიგოჟინს – თუ დამარცხდა. და დამარცხდება აუცილებლად,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელმაც 2023 წლის 14 ივლისს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პრიგოჟინი მოკლეს ან მოკლავდნენ, რადგან რუსეთში შეუძლებელია ამბოხზე სახელმწიფოს სხვა რეაქცია ჰქონდეს. პოლკოვნიკის დაკვირვებით, პუტინი ამჯერად კლანების დაპირისპირებას აკონტროლებს, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა უკრაინაა, ვისთან ომსაც ვერ იგებს. „შიდა …

ერთად გამარჯვებისკენ – 24 აგვისტოს ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ თარიღის აღსანიშნავად ბათუმში საქველმოქმედო ბაზრობა და უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 17:00 საათზე ევროპის მოედანზე საქველმოქმედო ბაზრობით დაიწყება. „ჩვენი მიზანია შევაგროვოთ თანხა 100 ტაქტიკური პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრების შესაძენად. ჩვენ მას გავუგზავნით უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსათვის,“ – ნათქვამია ორგანიზატორების …

რუსეთის და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულების ახალი წესი ქართული ბანკებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი დაამტკიცა. „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს ევალებათ რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელონ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ან ნაღდი ფულის ტრანსპორტირებით დაკავებული პირისთვის ნაღდი უცხოური ვალუტის [აშშ დოლარი/ფუნტი სტერლინგი/ევრო] მიწოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფულის ტრანსპორტირება ხდება …

მოქალაქეები ბათუმში რუსეთიდან შემოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

დღეს, 27 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ნავსადგურში რუსეთიდან შემოსულ საკრუიზო გემთან საპროტესტო აქცია გაიმართება. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე ინიციატორს ესაუბრა, ერთ-ერთი თაზო მახარაძეა. მისი თქმით, რუსეთიდან გემი არც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს და არც მანამდე არ უნდა შემოსულიყო საქართველოში, რადგან რუსეთი ოკუპანტია. „ველოდებით ადამიანებს და ვაპირებთ საპროტესტო პერფორმანსს. რა თქმა უნდა, ეს გემი არ უნდა შემოსულიყო …

ხელისუფლება ამ რუსული გემით უნდა გავამგზავროთ რუსეთში – ელგუჯა ბაგრატიონი

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო გემი „ასტორია გრანდე“ შემოვიდა, რომლის ბორტზე მყოფი რუსი ტურისტები არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამბობენ, რომ აფხაზეთი რუსეთმა საქართველოსგან „გაათავისუფლა“. „მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარებში რამდენიმე რუსი ტურისტი ამბობს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, ერთ-ერთი მათგანი კი ღიად აცხადებს, რომ მას დარღვეული აქვს  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, თუმცა …

როგორ ეხმარებიან უკრაინულ არასამთავრობოებს საქართველოში – ვიდეო

500-ზე მეტი დღეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 500 დღეზე მეტია ბათუმში, ევროპის მოედანზე, იკრიბებიან უკრაინელები და აპროტესტებენ რუსული არმიის შეჭრას უკრაინაში და სრულმასშტაბიან ომს. პირველი აქცია ბათუმში 2022 წლის 24 თებერვალს გაიმართა. იმ დღეს, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ომი დაიწყო. აქციაზე გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელორუსები. 500 დღეზე მეტია უკრაინელებს …

რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ დილის 5 საათზე შემოვა

რუსეთიდან, ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი ბათუმში ხვალ, 27 ივლისს, ადრე დილით შემოვა. ვებპორტალ Marine Traffic-ის მიხედვით, რომელზეც გემების მიმოსვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში, ხვალ, დაახლოებით დილის ხუთ საათზე შემოვა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ბათუმის ნავსადგურშიც. საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE პალაუს დროშის ქვეშ ცურავს. ბათუმამდე ის იმყოფებოდა თურქეთის პორტ ამასრაში. ბათუმიდან გემი …

„რუსეთის მოქალაქემ ბინის კარზე გაკრული სტიკერები ჩამომიხია“ – მოქალაქე

ინჟინერი ქეთი ყურმაშვილი თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მან საკუთარი ბინის კარებთან, ლიფტსა და სადარბაზოს კედელზე უკრაინის სოლიდარობის გამომხატველი პლაკატები გამოაკრა. კედლებზე ასევე ნახავთ სტიკერებს წარწერით: „Fuck Russia“, „რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნახუი“. გუშინ საღამოს კი ამ შინაარსის სტიკერები, ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მეზობელმა კაცმა ჩამოუხია, რომელიც რუსეთის …

ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლის გზა 2008 წლის ომიდან უკრაინაში – ედიშერ კვარაცხელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების გამნაღმველი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში დაიღუპა 2022 წლის 10 ოქტომბერს, ნაღმზე აფეთქდა. როგორც ედიშერის ძმა, ბაკურ კვარაცხელია გვიყვება, ედიშერის მამაც რუსეთს ებრძოდა აფხაზეთის ომში და ედიშერს ბავშვობიდანვე აინტერესებდა სამხედრო საქმე. ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეც იყო. მისი დაღუპვის შემდეგ კვარაცხელიას ოჯახს უამრავი სამხედრო ჯილდო გამოუგზავნეს უკრაინიდან. „2008 …

Exit mobile version