ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ავარიული სახლების პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის სათათბირო საბჭოს სხდომები კი დახურულია. საკრებულოს წევრი მერიაში შესულ განაცხადებს და პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით ითხოვს – ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც საკრებულოს წევრს მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ, რომელი ავარიული სახლის პროექტი მოიწონეს, რომელ კომპანიას მისცეს …
Tag Archives: მშენებლობა ბათუმში
18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად ბათუმის ცენტრში
ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების განაცხადები ბათუმის მერიაში თანდათან იზრდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესი პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრში მდებარე ავარიული სახლებით არის დაინტერესებული და ორსართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ მინიმუმ 15-სართულიანი კორპუსების აშენება სურთ. კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ შპს „ემ-კვადრატი“ ბათუმში ფიროსმანის #1-ში, ზღვასთან ახლოს ავარიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე, ახალი, 18-სართულიანი …
Continue reading “18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად ბათუმის ცენტრში”
რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება
ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განმარტებით, ბათუმის მერიას „ვოქსის“ კორპუსიდან დაზარალებულები ქირით არ გაუყვანია, რადგან ისინი თავად გადავიდნენ ახლობლებთან: „შესაბამისი მომართვიანობის შემთხვევაში ვიმსჯელებთ და დავეხმარებით მათ.“ რაც შეეხება ზიანს, რომელიც კოპურში მცხოვრებლებს მიადგა, მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. გარდა იმისა, რომ რესტორანი „ვოქსი“ დაიწვა, მერიას ამჟამად ხანძრისგან კიდევ ორი ბინის შესაძლო დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია. მერიაში ჯერ …
Continue reading “რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება”
სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ
ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავენ, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ – მეორე ეტაპი] ხელვაჩაურის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკრებულო დოკუმენტის დამტკიცებას მორიგ სხდომაზე გეგმავს. გდგ – დოკუმენტი 16 საკადასტრო ერთეულის, ჯამში 15 941 კვ. მეტრის დაგეგმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტი მოიაზრებს მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, დამხმარე და კომერციული ობიექტების …
Continue reading “სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ”
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 8-სართულიან სახლს ააშენებენ – ესკიზი
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 78-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო პირობა ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესყიდვას გულისხმობს, მათ შორის არის ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მერია 8-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ 6-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, მათ შორის, ერთი სართული ბოლო წლებში დაუშენებიათ. …
1 მილიონი ამოიღო მერიამ მშენებლობის ნებართვებისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან
ბათუმის მერია ელოდება დოკუმენტს, რომელმაც ქალაქის განაშენიანების წესები უნდა განსაზღვროს: სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რომლის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი იხარჯება დამუშავების პროცესშია. პარალელურად კი ქალაქში სამშენებლო ნებართვების გაცემის ტენდენცია ბოლო წლების ტემპის შესაბამისად გრძელდება. 2022 წელს, 10 თვეში, მშენებლობის ნებართვისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით ბათუმის მერიამ, ჯამში, მილიონზე მეტი ლარი ამოიღო. უშუალოდ მშენებლობის მოსაკრებლის …
კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ
დააკმაყოფილებს თუ არა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენებული მრავალბინიანი კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლის სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს? დაექვემდებარება თუ არა ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პროექტები 41-ე დადგენილებას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტს ადგენს? ამ კითხვებზე ბათუმის მერიისგან მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც კოდექსში შესაბამისი ცვლილების დამტკიცების პროცესში და ვერც მაშინ, როცა ეს ცვლილება სახალხო დამცველმა …
Continue reading “კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ”
ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება
ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლს, რომლის ნაწილიც 9 წლის წინ დაიწვა, ისევ აწვიმს. არა და სახლის ნაწილი მერიამ სწორედ გადარჩენის მიზნით გამოისყიდა კერძო პირებისგან. ბათუმში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ისტორიული სახლი თუ ძეგლიც კი, უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი მაღლივი კორპუსები ააშენეს. მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ …
Continue reading “ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება”
კომპანია კაჩინსკების ქუჩაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის ნებართვას ითხოვს
ბათუმში არსებობს პრაქტიკა, როცა სამშენებლო კომპანიები საკუთარ ტერიტორიას მაქსიმალურად ითვისებენ მშენებლობისთვის და ბოლოს ახსენდებათ, რომ არ აქვთ ეზო და ადგილი პარკინგისთვის, რაც ზოგჯერ უსაფრთხოების პრობლემასაც უკავშირდება. შემდეგ დანაკლისის შესავსებად, ნაკვეთებს სახელმწიფოსგან ითხოვენ. „ბათუმელები“ მსგავს შემთხვევებზე ბევრჯერ წერდა. ამჯერად უსაფრთხო გადასასვლელის მოსაწყობად სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყენება „ელთ ბილდინგს“ სურს. კომპანია მშენებარე კორპუსის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე საფეხმავლო გადასასვლელის …
Continue reading “კომპანია კაჩინსკების ქუჩაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის ნებართვას ითხოვს”
„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს
„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“, – გვეუბნება სამშენებლო მოედნის მეთვალყურე, რომელიც ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მოდენის სტილის შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტს მეთვალყურეობს. ის თავად მშენებელი არ არის. ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი. კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების …
Continue reading “„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს”
მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში
ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78 კორპუსის ბოლო სადარბაზოს ყველა სახლს წინ მიშენება აქვს გაკეთებული. ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 11 მეტრიანი მიშენება მათ მერიის ნებართვით გააკეთეს 2016 წელს. ჰქონდათ პროექტიც, რომლის მიხედვითაც დაიწყო მშენებლობა. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებისას ბევრი ხარვეზი შენიშნეს და მერიას მიმართეს გადაემოწმებინა მშენებლობის შესაბამისობა პროექტთან. 2022 წელს კი, დაუბალანსებელ მიშენებიდან მხოლოდ 6 …
ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ რუსთაველის ქუჩაზე ორი განაშენიანების დეტალური კონცეფცია დაამტკიცა. ორივე პროექტი მშენებლობას არსებულის ნგრევის ხარჯზე ითვალისწინებს და ორივე მშენებელი კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს. სამშენებლო ტერიტორიები ძეგლის დაცვის ზონაშია. რუსთაველის #21 -ში ე.წ. ბარაკული დასახლების გარდა ორი ორსართულიანი სახლია, რომლებსაც კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში დაანგრევს, ახალი მშენებლობის დასაწყებად. განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი”
ბულვართან მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ, ბათუმის საკრებულო გდგ-ს ამტკიცებს
ბათუმის საკრებულოს მომავალ სხდომაზე რუსთაველის #20-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმა] დამტკიცებას გეგმავენ. 31 ოქტომბერს დაანონსებულ სხდომაზე ამ საკითხის შესაძლო დამტკიცების შესახებ „ბათუმელებმა“ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა ბათუმის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გამოაქვეყნეს. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში, რომლის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულებაც საკრებულოს აქვს, მხოლოდ ექვსი საკითხია და ამ …
როცა მეზობლის ბინიდან ყველაფერი გესმის – თხელი კედლების პრობლემა ახალ კორპუსებში
„არ მინდა, მეზობლის საუბარი მოვისმინო, არ მინდა, სხვის ამბებში ჩართული ვიყო, ძალიან უხერხულია. ხანდახან ტელევიზორს საგანგებოდ ვრთავ, რომ ხმები გადავფარო“ – გვიყვება თეონა ხარაბაძე. ის ოჯახთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. თეონა ერთ-ერთია ახალ კორპუსებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც მკაფიო ხმები მეზობელი ბინიდან მრავალმხრივ დისკომფორტს და ამავდროულად უხერხულობას უქმნის: „ეს მართლა …
Continue reading “როცა მეზობლის ბინიდან ყველაფერი გესმის – თხელი კედლების პრობლემა ახალ კორპუსებში”
შენობები, რომლებსაც ბათუმში დაანგრევენ – მრავალმხრივი ამბები ავარიული სახლებიდან
კარგად გამწვანებული ეზო, მაგიდა და სკამები ღია სივრცეში ჩამოსაჯდომად, სადაც მეზობლები კარგ ამინდში იკრიბებიან, ონკანი ეზოში, სარეცხის გასაფენი მავთული, დაძველებული შუშაბანდი და ვენახი, რომლის ტოტებიც მეორე სართულების აივნებამდე აღწევს – ბევრი ასეთი ეზო ბათუმში უკვე გაქრა, ბევრი კი შეიძლება „ავარიული სახლების პროგრამას“ შეეწიროს. მოქალაქეები ე.წ. ინვესტორს ელოდებიან იმედით, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, ფართობი კი …
Continue reading “შენობები, რომლებსაც ბათუმში დაანგრევენ – მრავალმხრივი ამბები ავარიული სახლებიდან”
დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს
ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ორ კვარტალში, შპს „სმარტ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიას 15- სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა აქვს, თუმცა 17 ააშენა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „სმარტ ჰაუსის“ 70 პროცენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი მანველიძის რძალი [ძმის ცოლი], ლანა აბალოიძე ფლობს, 30%-ის მფლობელი კი თამთა ვერძაძეა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ მიერ სანებართვო პირობების …
Continue reading “დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს”
ბელეტაჟის ადგილზე, 580 კვ.მეტრ მიწაზე 11-სართულიანი კორპუსს აშენებენ
ბათუმში, გორგასლის 104/106-ში, შპს „კომფორტ ბილდინგი“ 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ამ ადგილზე არსებული ერთსართულიანი სახლისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. როგორც მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა. მშენებლობა 580 კვ.მეტრზე …
Continue reading “ბელეტაჟის ადგილზე, 580 კვ.მეტრ მიწაზე 11-სართულიანი კორპუსს აშენებენ”
რატომ ჟონავს წყალი ახალი კორპუსების ინტერიერში – მიზეზი და გამოსავალი
მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ძლიერი წვიმის დროს კედლებიდან წყალი ისე ჟონავს, რომ ინტერიერიც კი სველდება. სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ბეტონის სისქე და უხარისხო შესაფუთი მასალაა. მერიის შესაბამისი სამსახურები შენობას მხოლოდ პროექტთან შესაბამისობაში ამოწმებენ, სამშენებლო მასალების ხარისხი კი არ კონტროლდება. თავის მხრივ, მშენებლები ამბობენ, რომ მაღალი ხარისხი კიდევ უფრო გააძვირებს უძრავი ქონების ფასს. არის თუ …
Continue reading “რატომ ჟონავს წყალი ახალი კორპუსების ინტერიერში – მიზეზი და გამოსავალი”
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეჩვიდმეტე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ინფორმირებული პირის თქმით, ის კონკრეტულ ბინაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იყო მისული. „კორპუსის აივანს ჯერ კიდევ არ აქვს მოაჯირები, ახლა მონტაჟდება. ხელოსანი აივანზე არ უნდა გასულიყო, გასასვლელებიც დალუქულია, არავინ იცის, როგორ ან რატომ გადავიდა“, – ამბობს ადგილზე მყოფი პირი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა
შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21-ე სართულზეც დააშენა, პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოეწყოს. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ იმ ფართობზე, რა პარამეტრებიც ბოლო სართულს პროექტის მიხედვით დაშენებამდე ჰქონდა, დასაფრენი ბილიკის მოწყობა არ მოხერხდება. გასული წლის ნოემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტში ცვლილება დაამტკიცა და ახალი ნებართვა გასცა. პროექტში ცვლილება სანებართვო პირობების …
ბათუმში „ბათუმი ტექსტილის“ შენობის ნაწილი დაანგრიეს – რა შენდება აქ
ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, „ბათუმი ტექსტილის“ შენობის დიდი ნაწილი უკვე დაანგრიეს. შპს „მერმისი კაპიტალი“ აქ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ნებართვის მიხედვით, კომპანიის ნაკვეთი ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი თავისი შენობებით ყოფილმა მფლობელმა, ბათუმის „სამკერვალო საწარმოო გაერთიანებამ“ შპს „მერმისი კაპიტალს“ 2021 წლის იანვარში მიჰყიდა. ეს ქონება 2006 …
Continue reading “ბათუმში „ბათუმი ტექსტილის“ შენობის ნაწილი დაანგრიეს – რა შენდება აქ”
ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა
ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს. კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური …
Continue reading “ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა”
ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს
ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია წარადგინა. სააგენტოში შეტანილია სკრინინგის ანგარიშიც. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] …
Continue reading “ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს”
კიდევ 1 უკანონო სართული ბათუმის მერიასთან – მშენებელი „კარბამიდის ტერმინალის“ უფროსია
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მრავალბინიან კორპუსზე ტერასულ სართულს უკანონოდ აშენებენ. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ მერიას შესაბამისი ნებართვა გაცემული არ აქვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას 2 სექტემბერს მივმართეთ. გვითხრეს, რომ გადაამოწმებენ. მოგვიანებით კი გვიპასუხეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რატომ ვერ შენიშნეს ბათუმის მერიაში უკანონო მშენებლობა ადმინისტრაციული შენობიდან 2 კვარტალში? – ამ კითხვაზე პასუხი …
როცა სახელმწიფო ქონებას ყიდულობ და თანხას რამდენიმე წელი არ/ვერ იხდი
როცა აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ კონკრეტული ქონება რამდენიმე მილიონად გაყიდა, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მილიონები ბიუჯეტში იმავე წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც აისახება. ზოგჯერ საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულებას 4 წლიანი ვადაც კი აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისთვის, სახელმწიფოს ვალი 39 ინვესტორს აქვს. მათ შორის არიან კომპანიები, …
Continue reading “როცა სახელმწიფო ქონებას ყიდულობ და თანხას რამდენიმე წელი არ/ვერ იხდი”
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, ბაგრატიონის 117ბ-ში, საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს. ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით, აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც. სამშენებლო ტერიტორია ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტზე საპროექტო სტუდია „ქომ ჰაივმა“ იმუშავა, პროექტის უშუალო ავტორი კი კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის …
Continue reading “კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს”
ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ
ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე …
რა მოხდება თუ ჩაუბარებელ კორპუსში ნაყიდი ბინის დარეგისტრირებას მოინდომებ – ახალი წესი
ამ დრომდე უკანონოდ აშენებულ კორპუსს მშენებელი საჯარო რეესტრში უპრობლემოდ არეგისტრირებდა, არც დოკუმენტებში ფიქსირდებოდა რაიმე სახის ჩანაწერი იმის შესახებ იყო თუ არა კონკრეტულ ნაკვეთზე ახალაშენებული, დაშენებული ან მიშენებული ფართობი კანონიერი. შესაბამისად ამ ფართობების გაყიდვით ფულის შოვნას არაფერი აფერხებდა. ვწერდით ისეთ შემთხვევებზეც, როცა რეესტრმა დაარეგისტრირა შენობა მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა წინასწარი შეტყობინება, რომ ის უკანონოდ იყო აშენებული. …
რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?
ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს. სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი …
„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს
მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერებაზე. მიზეზი – ასეთ შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზარალი მიადგესო. როგორც ჩანს, მოსამართლისთვის მსხვილბიუჯეტიანი კომპანიის შესაძლო ფინანსური ზიანი გაცილებით პრობლემურია, ვიდრე იმის გამორკვევა, რამდენად კანონიერია 216 ოჯახისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება – ეს ტენდენცია ბოლო დროს დამკვიდრდა ქართულ სასამართლო სისტემაში. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, …
Continue reading “„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს”
ბათუმში სამედიცინო ცენტრის შენობა დაანგრიეს, რა შენდება აქ | ფოტო
შესწორება: მასალაში შესულია ცვლილება. ბოლო მონაცემებით, ბარათაშვილის #30-ში 4-სართულიან შენობას აშენებს შპს საოჯახო მედიცინის ცენტრი. ბრძანებას პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი, საბოლოო ნებართვა კი 2022 წლის 13 მაისს გაიცა. ბათუმში, ბარათაშვილის №30 მდებარე შენობა დაანგრიეს, ძირითადად დარჩა მხოლოდ შენობის ფასადი. ამ შენობაში წლების განმავლობაში იყო განთავსებული …
Continue reading “ბათუმში სამედიცინო ცენტრის შენობა დაანგრიეს, რა შენდება აქ | ფოტო”
ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ
გარდა სამშენებლო კოდექსისა, მთავრობა ცვლილებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესშიც“ ითხოვს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაა. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი იგივეა, რაც ექსპროპრიაცია. მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაუშვას ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით: „ვინაიდან საკითხი ეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ …
Continue reading “ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ”
ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის
ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ …
Continue reading “ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის”
„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით
დღეს, 17 ივნისს, ბათუმის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ისინი სამშენებლო კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ თავიანთ უბანში. მოქალაქეები ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ მერიიდან ჯერ არავინ დაკონტაქტებია. შესაბამისად არ იციან, მოახერხებენ თუ ვერა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას. მოქალაქეების თქმით, ამ უკანონო მშენებლობას თუ მერია დააკანონებს, მათ მზის შუქი არასდროს აღარ ექნებათ, …
Continue reading “„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით”
ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვებიდან გასულ წელს 1 მილიონი ლარი ამოიღო
2021 წელს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 1 მილიონ 37 ათას 600 ლარი ამოიღო. სავარაუდოდ, ეს ციფრი წელს კიდევ გაიზრდება, რასაც მოწმობს საქსტატის მონაცემებიც. ამას ემატება 420 200 ლარი, რომელიც ბიუჯეტში სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით შევიდა [კ2] ეს გადასახადი კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გაზრდი მოსაკრებელს გულისხმობს. 2022 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში შესაბამისმა …
Continue reading “ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვებიდან გასულ წელს 1 მილიონი ლარი ამოიღო”
სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე
„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა. გიორგი ამ …