მერია გეგმავს ავარიული სახლების პროგრამის მონაწილე კომპანიებს k2 გაუზარდოს

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] გაუზარდონ. შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება – წერს მერია. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს პროექტის განსხვავებული პირობებით შეთანხმება, მოლაპარაკების საგანი შესაძლოა გახდეს ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო …

„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს

„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა,“ – განაცხადეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში ბათუმის ბეტონის ქარხნის შესახებ, სადაც მუშაობა უკვე შეაჩერეს. შრომის ინსპექციამ კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ზღვის პირას მოწყობილ ბეტონის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დაადასტურა პრობლემის არსებობა. „დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა შრომის უსაფრთხოების კუთხით, დაჯარიმდა 50 ათასი ლარით… სამუშაოები შესაძლოა თუ გამოსწორდება მითითებული პრობლემები, რის გამოც კომპანიას მიეცა …

მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

„მისი მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული,“ – გვითხრეს კლინიკა BAU-ში, სადაც მოათავსეს 20 წლის დაშავებული კაცი. მას დღეს, 12 ივნისს, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როცა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფეხით მიდიოდა. თვითმხილველის თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. BAU-ს …

„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

„ურთულესი სიტუაციააა….! წუხელ მთელი ღამე ცემენტს ამუშავებენ ამ შუა ქალაქში. მხოლოდ იმას ვითხოვთ 12 საათის მერე მაინც შეწყდეს. არა ვართ არც მშენებლობის და არც განვითარების წინააღმდეგი. მხოლოდ შუა ღამისას შეწყდეს ეს ხმაური. არ აღვწერ დანარჩენს რასაც განვიცდით. დაგვეხმარეთ, გთხოვთ!!!!!“ – ამ სიტყვების ავტორი წუხანდელ, 6 ივნისის ვითარებას აღწერს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებაში. ის კომპანია „ორბის“ ქარხნის …

ძველ ბათუმში ლურჯი ტენტის უკან უკანონო მშენებლობას მალავენ | ფოტო

ბათუმში, მაზნიაშვილის #26-ში, #5 საბავშვო ბაღის გვერდით, ხუთსართულიან კორპუსზე სართულს აშენებენ. მერიის ინფორმაციით კი, „დაშენება არ არის, კონსტრუქციაა“. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც 6-სართულიანი კორპუსი დგას, 207 კვადრატული მეტრია. კონსტრუქციაა თუ რაღაც სხვა, ერთი მხრიდან თუნუქით არის შეფუთული და მზიან ამინდში თვალისმომჭრელად ელავს, წინა ფასადის მხარეს კი სამშენებლო პროცესის შეფუთვა/„დამალვა“ ლურჯი ტენტით უცდიათ. თუმცა …

როგორ ავაშენოთ უკანონოდ ყველაფერი, რაც გვინდა – სქემა ბათუმში

განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს სქემის გაშიფვრა, რომლის მიხედვითაც ბათუმში მრავალსართულიან კორპუსს, სახლს ან სასტუმროს მერიის გვერდის ავლით ანუ უკანონოდ აშენებენ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არსებობს მარტივი გზა უკანონოდ აშენებულის დასაკანონებლად – თუმცა ამაზე შეიძლება მოგვიანებით იზრუნო, როცა მოიცლი, საჩქარო არაფერია. მანამდე კი უკანონოდ აშენებულ შენობას „თავად მიიღებ“ ექსპლუატაციაში – გახსნი სასტუმროს ან გაყიდი ბინებად და ახალ …

ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის №42-ში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფასადი ლურჯი შუშით უკვე შეფუთეს, მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები. შენობის ექსტერიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, აქ ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობა ჯერ ისევ სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული, პერიოდულად შეაქვთ სამშენებლო მასალები და გამოაქვთ ნარჩენები. „ბათუმელებმა“ ინფორმირებული წყაროსგან გაიგო, რომ კომპანია აქ სასტუმროს აშენებს და არა საცხოვრებელ კორპუსს, …

ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ითხოვენ | აქცია

დღეს, 22 მაისს ბათუმში,ხიმშიაშვილის #15-ში, 9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანია „ორბის“ უკანონო მშენებლობის შეჩერებასთან ერთად, უკვე აგებული კონსტრუქციის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოითხოვა და არა დემონტაჟი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ არ დაანგრევენ უკანონოდ აშენებულ ნაგებობას, …

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

ბათუმში, ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის მეოთხე სართულის ფანჯრის წინ რკინის ხიმინჯებია ამოსული. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამ ფანჯრიდან ზღვის ხედი და ბათუმის ბულვარი ჩანდა. ახლა ხედს რკინა-ბეტონი ფარავს. თუ „ორბი“ ჯგუფი ხიმშიაშვილის #15-ში  მშენებლობის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს, ხედი სამუდამოდ დაიფარება ბეტონის ყრუ კედლით. კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგან ელის. 9-სართულიანი სახლის და მის …

ბათუმის მერიამ გორგასალზე კორპუსის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა

ბათუმის მერიამ შეაჩერა ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „გრინკო გორგასლის“ სახელზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები,“ – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიიდან მიიღო. ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. …

პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში შპს „გრინკო გორგასალმა“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო. კომპანიის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დაიწყეს ბელეტაჟის ტიპის სახლის დანგრევა, რომლის ადგილასაც „გრინკო გორგასალი“ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს. ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ …

ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

ბათუმის მერიამ გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის პირველი ნაწილი ჩაიბარა. როგორც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განგვიმარტეს, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  საბაზისო მონაცემები შეაგროვა. „ასევე დასრულდა ინდიკატორების სისტემის სამუშაო ვერსიის შემუშავება. წარმოდგენილია განაშენიანების დეტალური გეგმის კვლევები – შენობების მდგომარეობა კვარტლების მიხედვით და ასე შემდეგ“, – მოგვწერეს მერიიდან. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მერიაში …

სამ თვეში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა – საქსტატი

2022 წელს 3 თვეში საქართველოში  შესაბამისმა სამსახურებმა 2229 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს ჯამში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრის ფართობის მშენებლობას ითვალისწინებს. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი  წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია. ნებართვების რაოდენობა კი 15,4 პროცენტით გაიზარდა. ნებართვების 83.8 პროცენტი ქვეყნის 5 რეგიონზე ნაწილდება. 53 პროცენტი თბილისზე მოდის, 11 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის …

როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ …

ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაზე, ჩაის სახლზე სართულებს აშენებენ – ნებართვა კმდს-მ გასცა

ბათუმში, გოგებაშვილის #14-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. ჩაის სახლის ჩაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით,  დაშლილია შენობის ინტერიერის ნაწილი, შენარჩუნებულია ფასადი. ამ ეტაპზე მშენებელი დაშენების სამუშაოებს აწარმოებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია, თუმცა ამ დროისთვის ვერ ვაზუსტებთ, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს და მისი …

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

ბათუმში, გორგასლის #116-ში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორიის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, მრავალბინიანი კორპუსებია. მრავალბინიანი კორპუსია სამშენებლო პროექტის უკანა მხარესაც,  ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან. სწორედ ამ კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაგეგმილი პროექტი მათ ფანჯრების წინ კედლის აშენებას ითვალისწინებს – „ჩვენს ბინებში მზის შუქი ვეღარ შემოაღწევს.“ ისინი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა …

ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“,  XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა. …

რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე

მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში. ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული …

„ორბი“ დავაჯარიმეთ 5000 ლარით – მუნიციპალური ინსპექცია I ვიდეო

მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანია „ორბმა“ ხიმშიაშვილის 15 ბ-ში უკანონო მშენებლობა გააგრძელა, რისთვისაც დღეს, 7 აპრილს, ადგილზე გადამოწმების შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5000 ლარით დააჯარიმა. სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. კომპანია ხიმშიაშვილის 15 ბ-ში საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და …

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონო მშენებლობას აგრძელებს

ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, კომპანია „ორბი“ მშენებლობას უკანონოდ აგრძელებს – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული. მშენებლობის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანია არც მშენებლობას აჩერებს და პროექტის საზღვრებსაც გასცდა. მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის …

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონოდ აშენებს – გააჩერებს მშენებლობას რიჟვაძე?

„ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. კომპანია საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს …

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ –  ასეთი იყო …

გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე

ბათუმის #4 მაჟორიტარული ოლქი, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ინასარიძის ქუჩიდან გონიოს ციხემდე და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. არჩევნებში მონაწილეობს აღმაშენებლის, ასევე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილისა და კახაბრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა. ბოლო წლებში ამ უბნებში მთავარი აქტივობა მშენებლობაა, განსაკუთრებით კი, გონიოს სანაპირო ზოლში საქმიანობაა. აშენებენ სასტუმროებს, სასტუმრო აპარტამენტებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით კი – …

ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

9 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ. კორპუსის მდგრადობის კვლევა ამხანაგობის დაკვეთით 2013 წელს ჯერ შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა, შემდეგ კი ბათუმის მერიის დაფინანსებით სახლი კიდევ ორჯერ შეისწავლეს. ყველა კვლევით დადასტურდა, რომ ამ კორპუსში უსაფრთხოდ ცხოვრება შეუძლებელია. პირველი ექსპერტიზის ჩატარებიდან დღემდე ოჯახები ბათუმის მერიისგან …

როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობასთან კომპანია „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს. შენობა და ტერიტორია „ორბს“ აჭარის მთავრობამ 2 წლის წინ პირობებით მიჰყიდა. კომპანიამ სკოლის შენობა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა დაანგრიოს. სკოლის შენობაში სპორტული სექციებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამია დარჩენილი – კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის. სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია და სექციები ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში, ლეონიძის …

ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს- აუდიტი

ბათუმში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში უნებართვო მშენებლობების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისევ წერს. ანგარიშის მიხედვით  მერია სათანადო კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. ასეთი დასკვნა სამსახურმა 2019-2020 წლების დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოიტანა. შემთხვევითობის პრინციპით შესწავლის საფუძველზე აუდიტმა ბათუმში 13 უკანონო მშენებლობა გამოავლინა. ანგარიშში საუბარია ისეთ შემთხვევებზეც, როცა შენობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ააშენეს. აუდიტის ინფორმაციით  2020 წელს ბათუმში გამოვლინდა უნებართვო …

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა. მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს. ამ …

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე. ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. „დამინახა …

„თვეში 500 დოლარს ვიხდიდი, მაგრამ არ ააშენეს“ – შეჩერებული მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმელი ინგა გორგაძე წელს ახალ ბინაში, მე-20 სართულზე, რემონტის დაწყებას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა. წლის ბოლოს იმ 21-სართულიანი კორპუსის მხოლოდ 3 სართულია აშენებული, სადაც ინგამ ბინა 2018 წელს შეიძინა.   ინგა ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 113 ნომერში კორპუსი კომპანია „ევროლუქსს“ 2021 წლის დეკემბრის თვეში უნდა დაესრულებინა და მომხმარებლებს ამ დროისთვის …

„ზაურ ახვლედიანი დანიშნა მთავრობამ“ – სამინისტროს განმარტება სააგენტოში ცვლილებაზე

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი აჭარის მთავრობამ დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მან ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც. ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ზაურ ახვლედიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2021 …

ბათუმის ძველმა საკრებულომ სპორტსკოლის ადგილას „ორბს“ განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

გასულ კვირას, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ შპს „ორბი ჯგუფს“ ფიროსმანის #14- ში განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა. ორი საკადასტრო ერთეული ჯამში ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს და ბათუმის სასპორტო სკოლა „ბასკოს“ შენობას მოიცავს. აქ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს და დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვს. მერია დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე. სანაცვლოდ კი მოითხოვა, რომ კომპანიამ …

ბათუმის ძველი საკრებულო 3 თაუერის სიმაღლში გაზრდას დაეთანხმა – „ალიანსის“ პროექტი

26 ნოემბერს, ბათუმის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს გახმაურებულ სხდომაზე, როცა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. თუმცა ამ საკითხებისთვის მაშინ არავის ეცალა. იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა. ცვლილების მიხედვით, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ე.წ. ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება. ცვლილების თანახმად, …

მერია ბათუმის დელფინარიუმთან ისტორიულ შენობას და მიწას ყიდის

ბათუმის მერია დელფინარიუმთან ახლოს, ლერმონტოვისა და ხინიკაძის კვეთაში მდებარე შენობისა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის პირობიანი აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს. ამის თაობაზე ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად მერიიდან საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 6 მილიონ 870 800 ლარია. ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შესატანად მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკრებულო ამ საკითხს 25 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. გასაყიდად …

„ბოტანიკო“ პროექტის სიმაღლეში გაზრდას ითხოვს – მწვანე კონცხი

შპს „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე მიმდინარე სამშენებლო პროექტში ცვლილებას ითხოვს. კომპანიას მერიაში წარდგენილი აქვს პროექტი, რომელიც შეთანხმებულ შვიდსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას, ასევე შენობის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს. ბათუმის საკრებულო ამ საკითხს დღეს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოსთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „იცვლება საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულება, ნებართვით დამტკიცებული 7 სართულის ნაცვლად წარმოდგენილია 8 სართული. დაგეგმილია  სააგარაკე …

„100 000 გადამახდევინეს, მაგრამ ბათუმში ბინას არ მიფორმებენ“ – რას ჰყვებიან უცხოელები 

აზერბაიჯანელ ინჟინერს – ბახდიარ გუსეინოვს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ მეჰდიზადე გულარს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დანაზოგის შეგროვებისთანავე საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენდნენ. ბახდიარმა ახალი ბინის შერჩევა მეუღლესთან ერთად დიდი სიფრთხილით დაიწყო და, საბოლოოდ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა, კონკრეტულად კი კომპანია “ეიჩ გრუპზე”: “ეს კომპანია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყო, რადგან აქამდე იგი სახელმწიფო დაკვეთით აშენებდა. …

ბათუმის სანაპიროსთან კიდევ 2 ცათამბჯენი აშენდება – პროექტს საჯაროდ 12 ნოემბერს განიხილავენ

ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის #42-ში, შპს „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ კიდევ თითო ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ამ პროექტებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, ამჯერად კი პროექტების სავარაუდო რენდერებიც მოვიპოვეთ. ორივე მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია. რენდერების მიხედვით, რომლებიც კომპანიებმა მერიას განაშენიანების დეტალურ გეგმასთან ერთად წარუდგინეს, ორივე პროექტი „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე პროექტებთან თითქმის გათანაბრებული …

Exit mobile version