ბათუმში, გორგასლის #70-ში ისტორიული სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოებს მოსახლეობა აპროტესტებს. პროცესის დაწყების შესახებ ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, შოთა გუჯაბიძემ გამოაქვეყნა, რასაც მოქალაქეები აქტიურად გამოეხმაურნენ. მოქალაქეებმა ამ ამბავთან დაკავშირებით დაწერეს სამოცზე მეტი კომენტარი, სადაც მეტწილად სინანულს გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ბათუმის ისტორიული სახლები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ისტორიული სახლები სახელმწიფომ უნდა …
Tag Archives: მშენებლობა ბათუმში
„სახანძრო და სასწრაფოც ვეღარ შემოვა“ – ბათუმში მოქალაქეები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ბათუმში, 26 მაისის #70-ში, მოქალაქეები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ – ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს დღეს, 13 ივლისს. აღნიშნულ მისამართზე კორპუსის აშენებას კომპანია „გეო 2020“ გეგმავს. ადგილზეა პოლიციაც, რომელსაც მოქალაქეების თქმით, სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა. მოქალაქეების თქმით, კომპანიას სამშენებლო ნებართვა მერიისგან უკვე მიღებული აქვს. ახალი, 26-სართულიანი კორპუსი ორსართულიანი სახლის ადგილზე უნდა აშენდეს. „ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი …
„ოცნება“ ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის აშენებას ჭოროხზე ისევ გეგმავს – კონკურსი პროექტზე
„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა. საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით: „პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული …
ვანო ჩხარტიშვილის შვილები გონიოს მთაზე 24 ჰექტარს ფლობენ – კიდევ ვინ ინაწილებს მაღლობს ზღვის ხედით
გონიო-კვარიათისა და სარფის სანაპიროდან მალე მწვანე მთა კი არა ინტენსიურად განაშენიანებული „ბეტონის მთა“ გამოჩნდება. გამწვანებული ადგილების სამშენებლოდ ათვისება აქ ჯერ ორსართულიანი ვილების პროექტებით დაიწყეს და თანდათან მასშტაბი გაზარდეს. მილიონერი ბიზნესმენების კომპანიებმა გონიო-სარფის მთაზე სამშენებლო ტერიტორია მეტწილად კერძო სექტორში იყიდეს, თუმცა „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ რამდენიმე მათგანს სახელმწიფო ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და შესაბამისი მოლაპარაკებებიც დაუწყიათ. სარფი-გონიოს მთაზე, …
არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ
შპს „გუმბათი რეზიდენსი“ კვარიათში, სანაპიროსთან ახლოს, თავისივე მშენებარე კომპლექსის წინ, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი [9454 კვ.მეტრი] კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა. ახალი პროექტები დაიწყეს ან გეგმავენ სხვა კომპანიებიც, კვარიათში სანაპიროს პირველ ზოლში მაღლივი მშენებლობებისთვის ადგილების ათვისება გრძელდება. როგორც ჩანს, დაბალ სახლებს აქაც მასშტაბური პროექტებით ჩაანაცვლებენ, …
2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუს „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა. დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია დღგ-ს გარეშე. მთლიანობაში რა თანხა იქნება საჭირო „მაგნოლიას“ რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამ დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი. „შენობა-ნაგებობის ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებსა და მთლიანად ურბანულ გარემოსა …
Continue reading “2,5 მილიონით ბათუმში „მაგნოლიას“ რეაბილიტაციის პროექტზე კონკურსი გამოაცხადეს”
როგორ გაუყიდეს ოჯახებს კერძო საკუთრებასთან მისასვლელი – მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში მცხოვრებ მოქალაქეებს: ანზორ ძირკვაძესა და ლამარა აბაშიძეს მერიამ კომერციულ საკუთრებამდე მისასვლელი გაუყიდა. კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. გაყიდული მუნიციპალური ქონებისთვის დავა უფრო და უფრო მწვავდება. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე 22 მაისს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია და ვიდეო მასალაც. ახლახან კომერციული ფართობების …
მოქალაქეები მინისტრის მოადგილის ოჯახის ბიზნეს პარტნიორზე – „გვემუქრება, რომ გადაგვწვავს და აქ კორპუსს ააშენებს“
ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში, ორი ოჯახის კომერციული ფართობების შესასვლელები მერიამ ისე გაყიდა, რომ ამ შენობების მესაკუთრეებს არაფერი გაუგიათ. ამ კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი „ოცნების“ მთავრობის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა. კომერციული ფართობების მესაკუთრეების თქმით, ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას თავადაც ცდილობდნენ, როცა პარლამენტმა დაამტკიცა კანონი თვითნებურად დაკავებული მიწის დაკანონების შესახებ, …
ვინ და რას აშენებს ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება
ბათუმში, ბაგრატიონის #131-ში კორპუსის მშენებლობას შპს „ელლე ბაი ბაგრატიონი“ გეგმავს, კომპანიამ აქ არსებული შენობების დემონტაჟი დაასრულა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოებს იწყებს. კომპანია „ელლე ბაი ბაგრატიონის“ მფლობელი და დირექტორი ნუკრი ქართველიშვილია. ის ფლობს ასევე „ბაგრატიონი რეზიდენსს“. მშენებლობას მომიჯნავედ, ნაგრატიონის #129-ში, მაღასართულიან კორპუსში მცხოვრებლები აპროტესტებენ, ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოები მათ კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, არ არის დაცული …
Continue reading “ვინ და რას აშენებს ბაგრატიონის ქუჩაზე ბათუმში, სადაც საპროტესტო აქციები იმართება”
„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე
ბათუმში, ბაგრატიონის 129 ა-ში მცხოვრები მოქალაქეები მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს 33-სართულიანი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოქალაქეების თქმით, მშენებლობის პროცესში არ არის დაცული განაშენიანების ნორმები და უსაფრთხოება. „გვითხრიან საძირკველს, დაბზარულია აივნები, კედლები“- ამბობენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს, 18 მაისს, სამშენებლო ობიექტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეების თქმით, მათ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს კიდევ ერთმა მშენებლობამ გამოიწვია მათი კორპუსის …
Continue reading “„გვითხრიან საძირკველს, დაიბზარა კედლები“ – პროტესტი ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე”
„ახალ კორპუსებში მყიდველის 80% უცხოელია“ – რა ხდება ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე
ბათუმში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები ისევ მზარდია. ქალაქის ცენტრში და სანაპიროზე ქონებას ძირითადად სარეალიზაციოდ ყიდულობენ, მეორად ზოლში კი, ე.წ. ჭაობის დასახლებასა და სხვა გარეუბნებში – ძირითადად საცხოვრებლად, თუმცა ფასი ამ ზოლშიც გაზრდილია. საინვესტიციო ფართობების ფასი ზღვის ზოლში 2000 – 3500 დოლარია. აქ ფასი კორპუსის სიმაღლის მიხედვით იზრდება. საცხოვრებელი ბინების ფასი კი მეორად ბაზარზე, ანუ აშენებულ …
ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი
ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს. 180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს. ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების …
Continue reading “ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი”
მერია კვარიათში მიწას ყიდის – წინასწარ ცნობილი მყიდველი 17-სართულიანი სასტუმროს აშენებას აპირებს
კვარიათის დასახლებაში, მომაღლო, კარგად გამწვანებულ ადგილზე, ბათუმის მერია 691 კვ.მეტრ ფართობს აუქციონზე 181 500 ლარად ყიდის. ამას დაემატება ბიჯის ოდენობაც. თუმცა კონკურენტული გარემოს შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, რადგან გასაყიდი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიები კონკრეტულ კომპანიას ეკუთვნის და მას უკვე გაცხადებული გეგმებიც აქვს. ცვლილება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში საკრებულომ 2026 წლის 30 მარტს დაამტკიცა. საწყისი ფასის მიხედვით, …
საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა
ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის კომპანია შპს „ველ ბილდინგი“ ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო და სანაცვლოდ გონიოს სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა [კომპანიის წილები საკრებულოს წევრს მართვაში აქვს გადაცემული 2025 წლიდან]. მაზნიაშვილის #9-ში კომპანიამ 2-სართულიანი სახლი დაანგრია და 467 კვ.მეტრ ფართობზე 3-სართულიანი …
Continue reading “საკრებულოს წევრის სამშენებლო ბიზნესი ბათუმში, რომელიც ძმას ახლახან გადაუფორმა”
დეპუტატის ძმის კომპანია ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს და 29-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს
ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, დეპუტატ გია ჭყონიას ძმის, სულიკო ჭყონიას კომპანია ისტორიულ სახლებს ანგრევს. პროექტის მიხედვით მეტაქსას ქუჩაზე #3-5-ში შპს „მეტაქსა გორგასალი“ 29-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ფართობი 880 კვ.მეტრია. პროექტი ავარიული სახლების ათვისების პროგრამის ფარგლებში დაამტკიცეს. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პირველ სართულზე მოაწყობენ სივრცეს კომერციული ობიექტებისთვის. მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე კი დაგეგმილი …
რატომ შემოღობეს ბათუმში 4,6 ჰექტარი ლერმონტოვის ქუჩაზე
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში 46 631 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას კერძო კომპანია „ისთ თაუნ რეზიდენშელი“ ღობავს. კომპანიის ინფორმაციით, აქ სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. „ჩვენ დეველოპერები ვართ, სპეციალიზებულები სავაჭრო ცენტრზე… Domino ჩვენია, ჩვენს პორტფელშია სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“. მე მგონი ცუდს არაფერს არ გავაკეთებთ, პირიქით, 500-600 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. გვინდა, რომ ერთი ლამაზი ობიექტი ვაჩუქოთ კიდევ …
Continue reading “რატომ შემოღობეს ბათუმში 4,6 ჰექტარი ლერმონტოვის ქუჩაზე”
კომპანიამ ბათუმში კერძო სახლები დაანგრია და 1,4 ჰექტარზე კორპუსების აშენებას გეგმავს
ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე ერთ კვარტალს სამშენებლოდ ამზადებენ. ტერიტორიები შეისყიდა 2022 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც ედნარ პაპუნაიშვილი ფლობს. კერძო კომპანიამ აქ ჰექტარ-ნახევარი ტერიტორია გამოისყიდა. ორ საკადასტრო ერთეულზე ერთი დაუსრულებელი კორპუსისა და დაბალსართულიანი ფუნქციური შენობების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. შენობებისგან უკვე გამოთავისუფლებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი. კომპანიის საკუთრებაში არსებული ტერიტორია მოიცავს გრიბოედოვის #62, 64, 64 ა-ში რეგისტრირებულ …
ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ [ფოტო]
ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ ისტორიული სახლი დაანგრია და აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. 2019 წელს აქ 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „დექსტერ დეველოპმენტს“ სურდა, თუმცა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ ნებართვა არ გასცა, მოტივი – სამშენებლო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია და მაღლივი მშენებლობა ძეგლებს დაჩრდილავს. ამ საქმესთან დაკავშირებით მას ფარული სატელეფონო …
Continue reading “ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ [ფოტო]”
ბათუმში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდება
„ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა“, – Colliers Georgia-ს მონაცემებით გასული წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის თებერვალში უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. შესაბამისად გაზრდილია უძრავი ქონების ფასიც. 2026 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 …
ბათუმში ქართველებზე მეტი ბინა უცხოელებმა იყიდეს – Colliers Georgia-ს თებერვლის მონაცემები
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები ძირითადად უცხოელი მყიდველების ხარჯზე გაიზარდა. მათი წილი მეორეულ ბაზარზე 50%-ია. გასული წლის თებერვალთან შედარებით უცხოელი მყიდველების რაოდენობა ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე 53.9%-ით, ხოლო მეორეულ ბაზარზე 47.6%-ით გაიზარდა. 2026 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 1 315 ერთეულია, …
მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს
დღეს, 17 მარტს, აქციის მონაწილეებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ქუჩა დაახლოებით 20 წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კორპუსების დაუსრულებელ მშენებლობებს აპროტესტებენ და დავის გადაწყვეტისთვის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. ორსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, როცა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობაში არავინ შეხვდა, დაზარალებულებმა ქუჩა გადაკეტეს. პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ქუჩის გადაკეტვა სამართალდარღვევაა და შესაბამის ზომებს …
Continue reading “მშენებლობით დაზარალებულებმა აჭარის მთავრობასთან ქუჩა გადაკეტეს”
ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა
ორგანიზაცია Galt & Taggart-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე და ჯამში 17 478 ბინას მიაღწია. კვლევის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბაზრის ღირებულებაც და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბაზარზე აქტივობის ზრდას უსვამს ხაზს. …
Continue reading “ბათუმში ბინების გაყიდვების რაოდენობა და ფასები ისევ გაიზარდა – კვლევა”
58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“
„დრიმლენდ ოზაისის“ ახალი პროექტი, „დრომლენდ ბოტანიკო“, ჩაქვის ზღვის სანაპიროზე 5 ჰექტრამდე ფართობის ათვისებას გეგმავს. მრავალფუნქციური ობიექტის პროექტი სანაპიროზე, ბათუმის ქუჩის #50-52-ში და მის გაგრძელებაზე, მეზღვაურთა ქუჩის 38-ში 58-სართულიანი შენობების მშენებლობას ითვალისწინებს. „ამ მშენებლობის შემდეგ ჩვენთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება, ფაქტობრივად პლაჟით ვეღარ ვისარგებლებთ. ნახეთ ამ კომპანიის მეორე პროექტი, როგორ აქვს ჩაკეტილი პლაჟი და დარწმუნდებით“ – გვითხრა …
Continue reading “58-სართულიანი შენობები ჩაქვის სანაპიროზე – „ინვესტორი პლაჟს გვიკეტავს“”
კორპუსები კანალიზაციის გარეშე – ბათუმის მერია შამბოს ამოსატუმბად ვაუჩერის გაცემას განიხილავს
ყველა გადაწყვეტილება, რის გამოც გასულ წლებში ბათუმის მერიას აკრიტიკებდნენ და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებდნენ, დღეს ქალაქის ისეთი გამოწვევების ჩამონათვალშია, რომლის დაძლევაც უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება. მათ შორის არის ე.წ. შამბოებისა და სეპტიკური მოწყობილობების მართვა. საქმე ისე გართულდა, რომ მერიას საკრებულოსგან ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მიუღია. შამბო მცირე ზომის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობაა, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბათუმის შემოგარენში …
მწვანე კონცხზე „პრემიუმ კლასის“ კორპუსები კანალიზაციის გარეშე შენდება და იყიდება
სამშენებლო კომპანია, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მწვანე კონცხზე კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა, ამ კორპუსისთვის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად მერიას ნებართვას სთხოვს. იმავე კორპუსში კომპანია „პრემიუმ კლასის“ ბინებს ყიდის. აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და სიმაღლის მიხედვით. კომპანია განმარტავს, რომ გამწმენდი ნაგებობა ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვისთვის სჭირდება. …
Continue reading “მწვანე კონცხზე „პრემიუმ კლასის“ კორპუსები კანალიზაციის გარეშე შენდება და იყიდება”
პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს
აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში. სამშენებლო პროექტის ღიობებიდან …
Continue reading “პოლიციის უფროსის მოადგილის პენსიონერი დედა ბათუმსა და ქუთაისში კორპუსებს აშენებს”
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში
გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …
რას აშენებს „ოცნების“ შემწირველი გონიოში – სასტუმრო აპარტამენტები და ვილები სანაპიროსთან
შპს „გონიო 2020“ უკვე დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილებას ითხოვს. ამ ცვლილების მიხედვით, კომპანიას კ2-ის გაზრდისთვის დამატებითი, მაკომპენსირებელი ვალდებულებების აღება აღარ დასჭირდება, რადგან, მერიის განმარტებით, პროექტი კ2-ის გაზრდას აღარ ითვალისწინებს. ამ წინადადებაზე ბათუმის საკრებულომ 2025 წლის პირველ დეკემბერს სხდომაზე უნდა იმსჯელოს. მოქმედი შეთანხმებით, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [კ2] გადამეტების, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით კომპანიას მუნიციპალიტეტისთვის უნდა გადაეცა …
ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის
ბათუმის მერია ითხოვს ცვლილებას დადგენილებაში, რომელიც მერის სათათბირო საბჭოს საქმიანობას განსაზღვრავს. ეს დადგენილება [#15] სამშენებლო კოდექსის იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობას არეგულირებს. სათათბირო საბჭო ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერიაში შესულ განცხადებებს განიხილავს და მერს რეკომენდაციას აძლევს – აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი [პროექტი] პროგრამის პირობებს. №15 დადგენილება არეგულირებს ავარიული შენობების …
Continue reading “ბათუმში ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებები შედის”
38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე
ბათუმში, ავტოსადგურთან, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „დურსუნი“ გეგმავს. სამშენებლო ტერიტორია კვარტალს მოიცავს და 9 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. შავშეთის ქუჩაზე გადის საერთო სარგებლობის შიდა საქალაქო მნიშვნელობის გზა, საკვლევი ტერიტორიის სავალი ნაწილის სიგანე სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთების მიმდებარედ 10,8 მეტრია, აქ დაშვებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით ამ ქუჩაზე …
Continue reading “38-სართულიანი კორპუსი 140 ავტომანქანის ადგილით – პროექტი ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე”
რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ
მშენებელი კომპანია ახალი პროექტის მაქსიმალურ სიმაღლეზე [კ2] თანხმობის სანაცვლოდ ბათუმის მერიას სკვერის მოწყობას სთავაზობს. კომპანია სკვერის აშენებას გეგმავს მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე, რომელიც ასევე თავისი სხვა კომპანიის სამშენებლო პროექტის წინ მდებარეობს. მერია თანახმაა, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. „მიეცეს დადებითი რეკომენდაცია შპს „ბათომი დეველოპმენტი“-ს მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამაში ჩართვასა და მის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის …
Continue reading “რას სთავაზობს „ოცნების“ შემწირველის კომპანია ბათუმის მერიას და რის სანაცვლოდ”
„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს
„განგიმარტავთ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის დროს დამდგარ ზიანთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მშენებლობის ნებართვის მფლობელს, რომელიც ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაუროს ზიანი“, – ასე პასუხობს ბათუმის მერია მოქალაქეს, რომელიც წერილობით ატყობინებს, რომ ავარიული სახლის გვერდით მიმდინარე მშენებლობის მასშტაბის გამო ამ სახლის კედლებს დამატებითი ბზარები გაუჩნდა. ამ ავარიულ სახლში 30 ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქე ნონა ასკურავა თავისი წერილით …
ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა მშენებლობის ნებართვების მისაღებად
2025 წლის 9 თვეში ბათუმის ბიუჯეტში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 4 მილიონ 974 000 ლარი შევიდა. ეს თანხა ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში, „სხვა შემოსავლებშია“ ასახული და მშენებლობის ნებართვისა და კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელს მოიცავს, გარდა განსაკუთრებული მშენებლობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა. ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ბათუმის განაშენიანება გენგეგმის გარეშე გაცილებით სწრაფი ტემპით გრძელდება. ზოგადად, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და …
Continue reading “ბათუმის ბიუჯეტში 5 მილიონამდე ლარი შევიდა მშენებლობის ნებართვების მისაღებად”
სართულების დამატება და სხვა ცვლილებები – რა პროექტებს განიხილავს ბათუმის საკრებულო
ბათუმის მოქმედი საკრებულო 2025 წლის 22 ოქტომბერს მორიგ სხდომას ჩაატარებს. დღის წესრიგში ამ ეტაპზე სულ ხუთი საკითხია შეტანილი, თუმცა, როგორც წესი, საკითხებს შემდეგ სხდომის დაწყებამდეც ხშირად ამატებენ. აღნიშნული ხუთი საკითხიდან ორი – მშენებარე კორპუსებზე სართულის გაზრდას ეხება, ერთი – დოკუმენტში ცვლილების შეტანას, ასევე არის საკითხი, რომლითაც ფიზიკური პირი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში ბათუმის …
ვინ გეგმავს ფიროსმანის #1-ში მშენებლობას – კომპანიამ წილები 800 000 დოლარად გაყიდა
შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ ბათუმში, ფიროსმანის #1-ში ორსართულიანი ისტორიული სახლის ჩანაცვლებას გეგმავს. აქ მცხოვრებლებთან საკუთრების კონკრეტული პირობით დათმობაზე ხელშეკრულებები კომპანიას 2023 წელს გაუფორმებია. როგორც რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ჩანაწერით ირკვევა, შეთანხმება ძველის ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. შპს „კომუნა კონსტრაქშენი“ იგივე „ტერასა ჰაუსია“ კომპანიამ სახელი ორჯერ შეიცვალა, დაფუძნებულია როგორც შპს „ემ-კვადრატი“, შემდეგ „ტერასა ჰაუსი“ დაარქვეს, შემდეგ კი „კომუნა კონსტრაქშენი“. …
მშენებელი კომპანიის დირექტორმა უკვე გაყიდული ტერასა 70 000 აშშ დოლარად გაყიდა – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა, რომ ბათუმში მშენებარე ობიექტზე ტერასას საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადასცემდა. ასევე დაჰპირდა, რომ შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შედეგად ტერასას საცხოვრებელ ბინად გადააკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს …