ნეტგაზეთი • RU

ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბიუჯეტიდან „უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის“ 2023 წელს 100 ათასი ლარია გამოყოფილი.

მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება.

პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა:

მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ / წყარო: ტენდერი

სამუშაოების ჩამონათვალი: დროებითი შემოღობვის მოწყობა; ბეტონის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დემონტაჟი; ხის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დემონტაჟი; ლითონის კონსტრუქციებისა და ნაკეთობების დემონტაჟი; სარეკლამო და საინფორმაციო ბანერების დემონტაჟი; სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება [30 კმ-მდე მანძილზე].

მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი.

ტენდერის პირობების მიხედვით:

  • „ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს იმ ადგილობრივი და სახელმწიფო კანონების, კოდექსების, მოთხოვნებისა და დადგენილებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ადამიანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობას.
  • შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი…
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
  • მიმწოდებელმა სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განახორციელოს ისეთი ტექნოლოგიით, რომ საჭიროებისამებრ, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დემონტირებული მასალების სამომავლოდ მეორადად გამოყენება.
  • მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების შემთხვევაში სამუშაოებს აწარმოებდეს ერთდროულად არანაკლებ 2 მისამართზე.
  • საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.“

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2022 წელს:

  • „სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უკანონოდ შემოკავებული ღობის დემონტაჟი განხორციელდა 77 ობიექტზე;
  • უნებართვოდ განთავსებული სარეკლამო ბანერისა და კონსტრუქციის დემონტაჟი – 238;
  • ნარჩენების დატოვების ფაქტზე გააფრთხილეს 23 ობიექტი;
  • ტროტუარზე მაგიდა-სკამებისა და კონსტრუქციების განთავსების ფაქტზე გააფრთხილეს 60-მდე კვების ობიექტი. ნაწილმა დარღევა გამოასწორა, 12 ობიექტი კი სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის ფაქტზე დაჯარიმდა;
  • განხორციელდა „პიერ ბათუმის“ უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი ბათუმის ბულვარში.“

ინსპექციის ინფორმაციითვე, გასულ წელს „გონიოს სანაპიროზე უნებართვო 11 კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, 14 ჯიხური კი, ტერიტორიიდან გაიტანეს. ჯამში 40-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება“.

გონიო-კვარიათის პლაჟების უკანონო შენობებისგან გათავისუფლების პროცესის დაწყების შესახებ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ინფორმაცია 2022 წლის 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ინსპექციამ პროცესი ადგილზე საკუთარი ძალებით დაიწყო; შენობებს მესაკუთრეები თავადაც ანგრევდნენ, თუმცა არა ყველა.

ამ თემაზე ვრცლად:

გონიოს პლაჟზე კაფე-ბარებს ანგრევენ – რას ამბობენ მესაკუთრეები

მთავარი ფოტო: ჯიხურის გატანა გონიოს პლაჟიდან / ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ფოტო
მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.