ახალმა აპარტოტელმა, რომლის მშენებლობასაც შპს „დომუს დეველოპმენტი“ გეგმავს, შესაძლოა საქართველოს პარლამენტის წევრის, ივლიანე წულაიას ბიზნესსაც შეუშალოს ხელი. დეპუტატის უკვე არსებული აპარტოტელი კვარიათში – „კვარიათი სანსეტი“ პლაჟზე მდებარეობს და ეზოც პლაჟის ტერიტორიაზე აქვს. ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დეპუტატის უკვე არსებული სასტუმროს ფასადი ნაწილობრივ დაიფარება. გასცემს თუ არა ბათუმის მერია ნებართვას მშენებლობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტარის კომპანიის …
Tag Archives: მშენებლობა ბათუმში
საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა
დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა ისე დაამტკიცა, საკრებულოს არც ერთ წევრს კითხვა არ დაუსვამს. მათ მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ საკითხი ეხებოდა მწვანე კონცხის ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იდგა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის „ძეგლის ნანგრევი“. ამაზე მათ საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „არსებული იერსახის შენარჩუნება“ მოთხოვნებში იყო ჩადებული. „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული …
ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პატარაძემ 9456 კვ.მ მიწა პორტთან 1 ლარად გადასცა
ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა. ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ …
მერიაში არ იციან, რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ტროტუარების მოღობვიდან [ფოტო]
კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს კანონი ავალდებულებს, დროებით სარგებლობაში აღებული ტროტუარის ყოველ 1 კვ/მ-ზე თვეში 1 ლარი გადაიხადონ. მშენებლობის დამცავი ღობეებით ბათუმში არაერთი ტროტუარი სანახევროდ ან მთლიანადაა გადაკეტილი. ეს უსახური ღობეები, ერთი მხრივ, აზიანებს ქალაქის იერსახეს, მეორე მხრივ კი, ფეხით მოსიარულეებს მანქანების ნაკადში აიძულებს მოძრაობას. კანონი მოღობილი ტროტუარის მოსაკრებლის შესახებ თითქმის ერთი წელია ამოქმედდა, თუმცა ბათუმის მერიაში არ …
Continue reading “მერიაში არ იციან, რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ტროტუარების მოღობვიდან [ფოტო] “
კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქ ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან
მწვანე კონცხის დასახლებაში 20 366 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ნამდვილად რომ ჩადებულია „ქართუ ბანკში“, დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ბანკთან ხელშეკრულება კომპანიას 2017 წლის დეკემბერში გაუფორმებია. ამ მიწის ნაკვეთიდან …
კიდევ ერთი ახალი სამშენებლო პროექტი ბათუმში, რომელმაც ქალაქს ტროტუარი წაართვა [ფოტოამბავი]
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წრიულთან, სამი მაღალსართულიანი სახლის წინ კიდევ ერთ მაღალსართულიან კორპუსს აშენებენ. სამშენებლო ღობის შიგნითაა მოქცეული როგორც ტროტუარი, ასევე სამანქანო გზის ნაწილი. მშენებარე სახლის წინ, ე.წ. „ვოქსის ცხრიანში“ მცხოვრებნი შიშობენ, რომ ახალი პროექტი მათ ბინებს კიდევ უფრო დააბნელებს. მშენებლობის ნებართვა ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა, 2017 წლის 16 ოქტომბერს გასცა. ამ სახლის დასრულების …
ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ სილქ როუდ ჯგუფმა გაყიდა და ორბი ჯგუფის მეწილემ იყიდა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორიაზე აპარტოტელს, სავარაუდოდ, „ორბი ჯგუფი“ ააშენებს. ამ ტერიტორიის მომავალი მესაკუთრეა კომპანია, რომლის 100% წილს „ორბი ჯგუფის“ თანამესაკუთრე ზვიად ზოიძე ფლობს. „ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს მიმდინარე წლის იანვარში კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში“. ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან …
Continue reading “ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ სილქ როუდ ჯგუფმა გაყიდა და ორბი ჯგუფის მეწილემ იყიდა”
რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით
ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …
Continue reading “რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით”
აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა
შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“, რომელიც მწვანე კონცხზე იმ პროექტს ახორციელებს, რომლის ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, საკუთრებაში მიწის ახალი ნაკვეთები დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთები კომპანიას აჭარის მთავრობამ მიჰყიდა. ამ ნაკვეთებთან ერთად კომპანია მწვანე კონცხზე კიდევ 6 346 კვ/მ პლაჟსაც ითხოვს იჯარით. „ბიზნეს დეველოპმენტის“ მიერ საკუთრებაში ახლადარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 7 944 კვ/მ-ია. აქედან 650 კვ/მ მახინჯაურში, ხოლო დანარჩენი …
Continue reading “აჭარის მთავრობამ ივანიშვილს მწვანე კონცხზე კიდევ მიწის ხუთი ნაკვეთი მიჰყიდა”
ივანიშვილის ფონდის პარტნიორი მიწას ითხოვს ანბანის კოშკთან, სადაც „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს
ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერის“ მშენებლობა ყოფილი „რივიერას“ ადგილზეა დაგეგმილი. ახალი პროექტის განხორციელება „სილქ როუდ ჯგუფმა“ გუშინ, 7 ნოემბერს დაანონსა. „სილქ თაუერის“ პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „სილქ თაუერი“ და მიმდებარე ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება…“ – განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქ როუდ ჯგუფის ხელმძღვანელმა. „პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშენებლობა და …
მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა
მწვანე კონცხზე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც. ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება, სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის …
Continue reading “მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმაც იყიდა”
საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა
ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. აღნიშნული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და ის სახელმწიფოს, გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა. ქონების გადაცემა აჭარის მთავრობისგან სახელმწიფომ ითხოვა, „სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა …
ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში
მახინჯაურში, ზღვისპირას მდებარე მიწის ოთხი ნაკვეთი [ჯამში 8867 კვ/მ], საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 660 ათას ლარად „აჭარის კურორტებს“ მიყიდა. „აჭარის კურორტების“ აქციების მფლობელ კომპანია – „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს კი აჭარაში 21 საკურორტო/ტურისტული ობიექტი [მათ შორის „მედეა“ და „მესხეთი“] 11 წლის წინ გადასცეს, რომლებზეც ე.წ. ყაზახური ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მხოლოდ ერთი სასტუმრო აშენდა. გასულ წელს …
Continue reading “ვის მიყიდა საქართველოს მთავრობამ მიწები მახინჯაურში”
მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს
„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა- პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა [2333 კვ.მ] და ერთი შენობის [104,30 კვ.მ] პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს, მომავალში ამ ნაკვეთებზე ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების …
Continue reading “მწვანე კონცხის პლაჟს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ითხოვს”
ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და აჭარის მთავრობას k2 კოეფიციენტის გაზრდის მეორედ მოთხოვნის უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება დღეს, 31 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ბათუმის არქიტექტურის სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებები გამოიტანა, რომლის მიხედვით, საქართველოს და აჭარის მთავრობას უფლება აღარ ექნებათ, ზონალური კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, K2 კოეფიციენტის გაზრდა მეორედ მოითხოვონ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც უკვე განხორციელდა განაშენიანების ინტენსივობის ზრდა. …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ მთავრობას k2-ის გაზრდაზე მეორედ მოთხოვნის უფლება შეუზღუდა”
ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს
კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“, რომელმაც თებერვალში მწვანე კონცხზე ბათუმის უნივერსიტეტის კუთვნილი შენობები და მიწის ნაკვეთი იყიდა, ქობულეთში, ამჯერად სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცეს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს, ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებული 591 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – საერთო ფართობით – 50,1 კვ/მ, …
Continue reading “ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო ქონება პირდაპირი წესით მიჰყიდეს”
მწვანე კონცხზე 13640 კვ/მ მიწა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა
ბათუმში მწვანე კონცხზე მდებარე ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები პირობებიან აუქციონზე კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა“ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აღნიშნული ქონება 4 600 000 ლარად შეიძინა. აუქციონზე ქონება 4 500 000 ლარად იყო გამოტანილი – ორი შენობა [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] და მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც …
რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე
„ყოფილი „მესხეთის“ ტერიტორიაზე დაგეგმილია არანაკლებ 100-ნომრიანი ბრენდირებული აპარტოტელის მშენებლობა, 11,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით,“ – გვითხრეს „სილქ როუდ ჯგუფში“. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ აპარტოტელი, რომლის მშენებლობაც ჯერ დაწყებული არ არის, 2020 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთი“ იმ 21 ობიექტიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-ს პირდაპირი მიყიდვის წესით …
Continue reading “რა აშენდება ყოფილი „მესხეთისა“ და „რივიერას“ ადგილზე”
აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის
აჭარის მთავრობა ბათუმის სასოფლო-სამურნეო ინსტიტუტის ორ შენობას და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთებს ფორმალურად პირობით და ფაქტობრივად უპირობოდ ყიდის. მაშინ, როცა ანალოგიური მასშტაბისა და მდებარეობის ქონება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, გაცილებით უფრო სარფინად გაყიდა და ინვესტორს სახელწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებებიც დეტალურად, გეგმა-გრაფიკით გაუწერა. ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქონებით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, საკითხზე ინფორმირებული პირების ნათქვამს ემყარება. ადგილობრივები კი …
Continue reading “აჭარის მთავრობის შერჩევითი პირობები ბიზნესმენებისთვის “
შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში
კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ …
Continue reading “შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში”
მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?
ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …
ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა
„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს. „საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, …
Continue reading “ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა”
“დიეს გრუპის” დამფუძნებლისა და კომპანიის სტრატეგიის შესახებ
2012 წელს დაარსებული კომპანია „დიეს გრუფის“ ძირითადი მიმართულება სამშენებლო ბიზნესია. კომპანიის მფლობელი ბათუმში დაბადებული რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი სერგეი დავიდოვია, „ბათუმელები” „დიეს გრუფის” მფლობელებზე, კომპანიის სამუშაო სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის ხელმძღვანელს, სერგეი დავიდოვის წარმომადგენელს, დავით სალაძეს ესაუბრა.