ახალი ინვესტიცია გონიოში – აჭარის ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფეისბუქის გვერდზე 17 მარტს ახალი ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროს ცნობით, აჭარაში, კერძოდ გონიოში სასტუმრო კომპლექსი აშენდება. პროექტი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარს მოიცავს და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, რომ სასტუმრო 1055 ნომერს გააერთიანებს All Inclusive სერვისით, სასტუმროს ოპერირებას კი საერთაშორისო კომპანია Aimbridge Hospitality განახორციელებს. სამინისტრო არ …

ბინების გაყიდვების 60% ახალ ბულვარზე მოდის – როგორ იზრდება საბინაო ფონდი ბათუმში

ბათუმში უძრავი ქონების საბინაო ბაზარზე გარე მოთხოვნას არაპროპორციულად მაღალი ზეგავლენა აქვს, რაც გასულ წლებში მეტწილად ტურიზმის გავლენით იყო განპირობებული, გასული წლიდან დღემდე კი ფასების ისედაც მზარდი ტენდენცია ადგილობრივი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო დრამატულად შეცვალა რუსეთის მოქალაქეების დაინტერესებამ, რომელთაც ბათუმში ბინები მაღალ ფასად და ხანგძლივი ვადით იქირავეს ან იყიდეს. უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ …

ბათუმის ახალ ბულვარში, პლაჟზე, ბეტონის შენობა ააშენეს – ეს კანონით დაუშვებელია

ბათუმის ახალ ბულვარში, ხიმშიაშვილის #13-ის მიმდებარედ, პირდაპირ პლაჟზე არსებული მსუბუქი კოსტრუქციის კედლები ბეტონით ამოაშენეს, რაც კანონით დაუშვებელია. პლაჟზე მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობაა შესაძლებელი მერიასთან შეთანხმებით. სამუშაოებს შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“ აწარმოებს, ეს კომპანიაა ამ ტერიტორიის მოიჯარეც. მერიასთან შეთანხმების მიხედვით, აქ ახალ პირსს აშენებენ, არსებული პირსი გასულ წელს შტორმის შედეგად დაზიანდა და  სახიფათო გახდა. პირსის სამშენებლო …

ბიზნესმენი ბათუმის მერიასთან უკანონოდ აშენებს – ის „ოცნებას“ აფინანსებს

ბათუმის ცენტრში, ბათუმის მერიის შენობის პირდაპირ მდებარე სახლს სართულებს უკანონოდ აშენებენ. მშენებლობა ახლაც გრძელდება. ლუკა ასათიანის 21-ში მდებარე შენობაზე ხიმინჯები მორიგი სართულის დასაშენებლადაც გაუმზადებიათ. ბათუმში, ლუკა ასათიანის 21-ში მხოლოდ პირველი კლასის სამუშაოებზეა გაცემული ნებართვა, რაც გულისხმობს ცვლილებას ფასადში და კოშკის მოცულობაში. პირველი კლასის სამუშაოები ახალი სართულების აშენებას არ გულისხმობს. რეალურად, ბათუმის მერის კაბინეტიდანაც ჩანს ის, …

კომპანია ირწმუნება, რომ ბულვართან 13-სართულიანი კორპუსის აშენებით მხოლოდ $445 000 იგებს

ბათუმის ცენტრში, ბულვართან ახლოს, შპს „გრინკო“ 13-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. მიწის ნაკვეთი რუსთაველის #21-ში მდებარეობს. აქ აშენებულ კორპუსს ყველა სართულიდან ბულვარის ხედი ექნება. მეხუთე სართულიდან ზევით კი, რუსთაველის ქუჩის მხარეს განთავსებული ყველა ბინის ფანჯრიდან როგორც ბულვარი, ასევე ზღვის ხედი გადაიშლება. დაგეგმილი პროექტის მიხედვით, კომპანია შენობის ნაწილში საცხოვრებელ ბინებს განათავსებს, ნაწილი ე.წ. აპარტამენტების ტიპის ბინები …

„დაგვიტოვეთ სპორტული მოედანი“ – აქცია ბათუმში

„ჩვენ ვითხოვთ სპორტული მოედანი დაგვიტოვონ,“ – ამბობს თამარის დასახლებაში, დევნილების კორპუსების მახლობლად მცხოვრები დავით ბერიძე. აქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა დღეს, 23 თებერვალს, მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცეს მიწის მესაკუთრე კომპანიის ტრაქტორს. ადგილზე იყო პოლიციაც. „წინასაარჩევნოდ გვითხრეს, რომ მიწას გაყიდდნენ იმ პირობით, რომ მოედანი მოედნად დაგვრჩებოდა და პირიქით, კეთილმოაწყობდნენ. ახლა კი, ტექნიკა პირდაპირ მოედნის ადგილზე იწყებს მუშაობას“, …

ბულვართან პარკინგის გარეშე კორპუსების აშენებას მერია ისევ დაეთანხმა

ავტომანქანების ნაკადი და ქაოსური პარკინგი, ტრანსპორტის სადგომად გამოყენებული ტროტუარები და ჩახერგილი ველობილიკები – ბოლო წლებში ბათუმის მთავარი გამოწვევაა. მერია ამ პრობლემის მოგვარებას მოქალაქეებს ბევრჯერ დაჰპირდა. სცადა კიდეც. შეცვალეს მოძრაობის მიმართულებები, დააწესეს საათობრივი პარკინგის გადასახადი, ზოგიერთ ქუჩაზე აყარეს ქვაფენილი, თუმცა უშედეგოდ – არაფერი გამოვიდა. დიდი ალბათობით არც მომავალში გამოვა, ისევ მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებების მიზეზით. მერიის …

ამნისტიამდე შეისწავლეთ ბათუმში შენობების მდგრადობა – საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამშენებლო ამნისტიამდე შენობების მდგრადობის შესწავლას ითხოვს. ოპოზიციის ინიციატივაა ასევე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის კონტროლისთვის. სამშენებლო კოდექსში ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან, მათ უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების წესები შეიმუშავეს. სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა საკრებულოს წევრს აკაკი გვიანიძეს ეკუთვნის. აკაკი გვიანიძე საკრებულოში …

ბათუმის მერიასთან კორპუსის მშენებლობას გეგმავენ – საკრებულომ გენგეგმა დაამტკიცა

ბათუმის მერიასთან ახლოს, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ გუშინ სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია. დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ გუშინ, 13 თებერვალს დაამტკიცა, ძეგლის დაცვის ზონაში ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. მერიის ინფორმაციით, აქ შპს „დიო ბილდინგი“  მშენებლობას ბარაკული ტიპის …

ბათუმის მერიის 78 მილიონიან ტენდერში „ანაგმა“ გაიმარჯვა

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 78 მილიონიან ტენდერში შპს „ანაგმა“ გაიმარჯვა, ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა სამმართველოს შესყიდვების კომისიის ოქმში დაფიქსირებულია, რომ  გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 78 მილიონ 589 607 ლარი იყო, შპს „ანაგმა“ მერიას სამუშაოს შესრულება ზუსტად იგივე ფასად შესთავაზა. ეს გარემოება მიანიშნებს, რომ „ანაგი“ ამ შემთხვევაში უკონკურენტო იყო …

„ეს არის კორუფციის სქემა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი სამშენებლო ამნისტიის პროექტზე

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც ბათუმში სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს, შეუსაბამო იქნება იმ დოკუმენტთან, რასაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი წლის ბოლოს მერიას ჩააბარებს. ამასთან დაკავშირებით მან დღეს, 3 თებერვალს, ბრიფინგი გამართა. „ყველა კომპანია, რომელიც ბათუმში ამ მიმართულებით ოპერირებს, არიან ამ მაჟორიტარების დამფინანსებლები წინასაარჩევნოდ, უმეტესობა ამ კომპანიებისა. მთავარი პრობლემა და შეუსაბამობა არის ის, …

ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟისთვის 100 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბიუჯეტიდან „უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟისთვის“ 2023 წელს 100 ათასი ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოაცხადა. პირობის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო და უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ეტაპობრივად განხორციელდება – ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება. …

დაშენება ძეგლის დაცვის ზონაში, მერიასთან – ახალი ტენდენცია ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანის #21-ში, ოთხსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ შენობის ფასადის ირგვლივ ხარაჩოები განათავსეს და სამშენებლო ბადით შემოსაზღვრეს. მშენებლობას შპს „სახლი ძველ ბათუმში“ ახორციელებს, ამ კომპანიის მესაკუთრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გიორგი ჭყონიაა. იგი მმართველი პარტიის შემწირველია. ამავე დროს, გიორგი ჭყონია ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც გასულ წელს, კუნძულ მალიორკაზე აჭარის მთავრობასთან ერთად …

რუსთაველზე 46 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელ კორპუსს ააშენებენ

ბათუმში, რუსთაველის 21-ში, სადაც ე.წ. ბარაკული ტიპის და ორსართულიანი სახლებია, კომპანია შპს „გრინკო“, მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში,  არსებულ შენობებს დაანგრევს და აქ 13-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ბათუმის მერიამ 2023 წლის 11 იანვარს გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სკრინინგის განცხადებით  მიმართა. ამ ადგილის განაშენიანების დეტალური კონცეფცია ბათუმის საკრებულომ 2022 წლის …

რისი ეშინიათ ავარიულ კორპუსში მცხოვრებთ ბათუმში და რას პასუხობს მათ მერია

9 წლის ლუკა სკოლიდან ოჯახის წევრებთან ხშირად რეკავს მას შემდეგ, რაც ბათუმის მე-16 სკოლა დაანგრიეს და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები დაიწყეს. მოზარდი ასე ამოწმებს, არიან თუ არა ოჯახის წევრები უსაფრთხოდ. „როგორ ხართ სახლში, კარგად ხომ ხართ?“ – კითხულობს ის. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განცდები მოზარდს მას შემდეგ გაუძლიერდა, როცა სახლთან ახლოს მე-16 სკოლის შენობა ჯერ დაანგრიეს, შემდეგ …

„ალიანსის“ მფლობელმა 16.5 მილიონად ბათუმის სანაპიროზე მიწა იყიდა

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, თამარის დასახლების #1-ში მდებარე ნაკვეთი, რომლის ფართობიც ერთ ჰექტარზე მეტია [16 433 კვ.მეტრი], აჭარის მთავრობამ 16 მილიონ 500 000 ლარად გაყიდა. ქონების საწყისი ღირებულება 10 მილიონ 500 000 ლარი იყო, თუმცა მისი ფასი კონკურენციის პირობებში 6 მილიონით გაიზარდა. ელექტრონული ვაჭრობა 24-ე ბიჯის დადების შემდეგ შპს „სიტი გაიდის“ გამარჯვებით დასრულდა. შპს „სიტი გაიდი“ …

„ავარიული სახლების“ პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს – ბათუმის საკრებულოს წევრი

ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ავარიული სახლების პროგრამა გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს, მერიის სათათბირო საბჭოს სხდომები კი დახურულია. საკრებულოს წევრი მერიაში შესულ განაცხადებს და პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს წერილობით ითხოვს – ამის შესახებ მან დღეს, 10 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც საკრებულოს წევრს მაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღო საბჭომ, რომელი ავარიული სახლის პროექტი მოიწონეს, რომელ კომპანიას მისცეს …

18 და მეტი სართული 2-სართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად ბათუმის ცენტრში

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კომპანიების განაცხადები ბათუმის მერიაში თანდათან იზრდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნესი პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრში მდებარე ავარიული სახლებით არის დაინტერესებული და ორსართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ მინიმუმ 15-სართულიანი კორპუსების აშენება სურთ. კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ შპს „ემ-კვადრატი“ ბათუმში ფიროსმანის #1-ში, ზღვასთან ახლოს ავარიული სახლის დემონტაჟის ხარჯზე, ახალი, 18-სართულიანი …

რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება

ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განმარტებით, ბათუმის მერიას „ვოქსის“ კორპუსიდან დაზარალებულები ქირით არ გაუყვანია, რადგან ისინი თავად გადავიდნენ ახლობლებთან: „შესაბამისი მომართვიანობის შემთხვევაში ვიმსჯელებთ და დავეხმარებით მათ.“ რაც შეეხება ზიანს, რომელიც კოპურში მცხოვრებლებს მიადგა, მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. გარდა იმისა, რომ რესტორანი „ვოქსი“ დაიწვა, მერიას ამჟამად ხანძრისგან კიდევ ორი ბინის შესაძლო დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია. მერიაში ჯერ …

სალიბაურის ფერდობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის აშენებას გეგმავენ

ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, საცხოვრებელი უბნის მშენებლობას გეგმავენ, პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ – მეორე ეტაპი] ხელვაჩაურის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკრებულო დოკუმენტის დამტკიცებას მორიგ სხდომაზე გეგმავს. გდგ – დოკუმენტი 16 საკადასტრო ერთეულის, ჯამში 15 941 კვ. მეტრის დაგეგმარებას ითვალისწინებს. დოკუმენტში წერია, რომ პროექტი მოიაზრებს მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, დამხმარე და კომერციული ობიექტების …

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ადგილას 8-სართულიან სახლს ააშენებენ – ესკიზი

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 78-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო პირობა ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამუშაოს შესყიდვას გულისხმობს, მათ შორის არის ბათუმში, 26 მაისის ქუჩის #13-ში ჩამონგრეული კორპუსის ადგილას ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე მერია 8-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. აქ 6-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა, მათ შორის, ერთი სართული ბოლო წლებში დაუშენებიათ. …

1 მილიონი ამოიღო მერიამ მშენებლობის ნებართვებისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლიდან

ბათუმის მერია ელოდება დოკუმენტს, რომელმაც ქალაქის განაშენიანების წესები უნდა განსაზღვროს: სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რომლის მომზადებაშიც ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი იხარჯება დამუშავების პროცესშია. პარალელურად კი ქალაქში სამშენებლო ნებართვების გაცემის ტენდენცია ბოლო წლების ტემპის შესაბამისად გრძელდება. 2022 წელს, 10 თვეში, მშენებლობის ნებართვისა და ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით ბათუმის მერიამ, ჯამში, მილიონზე მეტი ლარი ამოიღო. უშუალოდ მშენებლობის მოსაკრებლის …

კომპანიებს მხოლოდ ზღვასთან ახლოს მდებარე ავარიული სახლები აინტერესებთ

დააკმაყოფილებს თუ არა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში აშენებული მრავალბინიანი კორპუსი უსაფრთხო საცხოვრებლის სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს? დაექვემდებარება თუ არა ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული პროექტები 41-ე დადგენილებას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტანდარტს ადგენს?  ამ კითხვებზე ბათუმის მერიისგან მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც კოდექსში შესაბამისი ცვლილების დამტკიცების პროცესში და ვერც მაშინ, როცა ეს ცვლილება სახალხო დამცველმა …

ისტორიული სახლი, რომლის გადასარჩენადაც მერიამ ფული დახარჯა და ახლა ლპება

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიულ სახლს, რომლის ნაწილიც 9 წლის წინ დაიწვა, ისევ აწვიმს. არა და სახლის ნაწილი მერიამ სწორედ გადარჩენის მიზნით გამოისყიდა კერძო პირებისგან. ბათუმში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც  ისტორიული სახლი თუ ძეგლიც კი, უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი მაღლივი კორპუსები ააშენეს. მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ …

კომპანია კაჩინსკების ქუჩაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის ნებართვას ითხოვს

ბათუმში არსებობს პრაქტიკა, როცა სამშენებლო კომპანიები საკუთარ ტერიტორიას მაქსიმალურად ითვისებენ მშენებლობისთვის და ბოლოს ახსენდებათ, რომ არ აქვთ ეზო და ადგილი პარკინგისთვის, რაც ზოგჯერ უსაფრთხოების პრობლემასაც უკავშირდება. შემდეგ დანაკლისის შესავსებად, ნაკვეთებს სახელმწიფოსგან ითხოვენ. „ბათუმელები“ მსგავს შემთხვევებზე ბევრჯერ წერდა. ამჯერად უსაფრთხო გადასასვლელის მოსაწყობად სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყენება „ელთ ბილდინგს“ სურს. კომპანია მშენებარე კორპუსის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე საფეხმავლო გადასასვლელის …

„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“, – გვეუბნება სამშენებლო მოედნის მეთვალყურე, რომელიც ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მოდენის სტილის შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტს მეთვალყურეობს. ის თავად მშენებელი არ არის. ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი. კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების …

მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში

ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78 კორპუსის ბოლო სადარბაზოს ყველა სახლს წინ მიშენება აქვს გაკეთებული. ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 11 მეტრიანი მიშენება მათ მერიის ნებართვით გააკეთეს 2016 წელს. ჰქონდათ პროექტიც, რომლის მიხედვითაც დაიწყო მშენებლობა. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებისას ბევრი ხარვეზი შენიშნეს და მერიას მიმართეს გადაემოწმებინა მშენებლობის შესაბამისობა პროექტთან. 2022 წელს კი, დაუბალანსებელ მიშენებიდან მხოლოდ 6 …

ბათუმის საკრებულომ რუსთაველზე 2 სამშენებლო პროექტს დაუჭირა მხარი

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ რუსთაველის ქუჩაზე ორი განაშენიანების დეტალური კონცეფცია დაამტკიცა. ორივე პროექტი მშენებლობას არსებულის ნგრევის ხარჯზე ითვალისწინებს და ორივე მშენებელი კომპანია პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს. სამშენებლო ტერიტორიები ძეგლის დაცვის ზონაშია. რუსთაველის #21 -ში  ე.წ. ბარაკული დასახლების გარდა ორი ორსართულიანი სახლია, რომლებსაც კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში  დაანგრევს, ახალი მშენებლობის დასაწყებად. განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, …

ბულვართან მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ, ბათუმის საკრებულო გდგ-ს ამტკიცებს 

ბათუმის საკრებულოს მომავალ სხდომაზე რუსთაველის #20-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმა] დამტკიცებას გეგმავენ. 31 ოქტომბერს დაანონსებულ სხდომაზე ამ საკითხის შესაძლო დამტკიცების შესახებ „ბათუმელებმა“ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა ბათუმის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გამოაქვეყნეს. თუმცა, სხდომის დღის წესრიგში, რომლის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულებაც საკრებულოს აქვს, მხოლოდ ექვსი საკითხია და ამ …

როცა მეზობლის ბინიდან ყველაფერი გესმის – თხელი კედლების პრობლემა ახალ კორპუსებში

„არ მინდა, მეზობლის საუბარი მოვისმინო, არ მინდა, სხვის ამბებში ჩართული ვიყო, ძალიან უხერხულია. ხანდახან ტელევიზორს საგანგებოდ ვრთავ, რომ ხმები გადავფარო“ – გვიყვება თეონა ხარაბაძე. ის ოჯახთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. თეონა ერთ-ერთია ახალ კორპუსებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც მკაფიო ხმები მეზობელი ბინიდან მრავალმხრივ დისკომფორტს და ამავდროულად უხერხულობას უქმნის: „ეს მართლა …

შენობები, რომლებსაც ბათუმში დაანგრევენ – მრავალმხრივი ამბები ავარიული სახლებიდან

კარგად გამწვანებული ეზო, მაგიდა და სკამები ღია სივრცეში ჩამოსაჯდომად, სადაც მეზობლები კარგ ამინდში იკრიბებიან, ონკანი ეზოში, სარეცხის გასაფენი მავთული, დაძველებული შუშაბანდი და ვენახი, რომლის ტოტებიც მეორე სართულების აივნებამდე აღწევს – ბევრი ასეთი ეზო ბათუმში უკვე გაქრა, ბევრი კი შეიძლება „ავარიული სახლების პროგრამას“ შეეწიროს. მოქალაქეები ე.წ. ინვესტორს ელოდებიან იმედით, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება, ფართობი კი …

დეპუტატ გიორგი მანველიძის რძლის კომპანია ბათუმში უკანონოდ აშენებს

ბათუმის ცენტრში, ზღვიდან ორ კვარტალში, შპს „სმარტ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიას 15- სართულიანი კორპუსის აშენების ნებართვა აქვს, თუმცა 17 ააშენა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, „სმარტ ჰაუსის“ 70 პროცენტს უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი მანველიძის რძალი [ძმის ცოლი], ლანა აბალოიძე ფლობს, 30%-ის მფლობელი კი თამთა ვერძაძეა. დოკუმენტებით დგინდება, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „სმარტ ჰაუსის“ მიერ სანებართვო პირობების …

ბელეტაჟის ადგილზე, 580 კვ.მეტრ მიწაზე 11-სართულიანი კორპუსს აშენებენ

ბათუმში, გორგასლის 104/106-ში, შპს „კომფორტ ბილდინგი“ 11 სართულიანი კორპუსის  მშენებლობას ამ ადგილზე არსებული ერთსართულიანი სახლისა და დამხმარე ნაგებობების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. როგორც მერიაში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ორი საკადასტრო ერთეული გააერთიანა. მშენებლობა 580 კვ.მეტრზე …

რატომ ჟონავს წყალი ახალი კორპუსების ინტერიერში – მიზეზი და გამოსავალი

მოქალაქეები ხშირად ჩივიან, რომ ახალაშენებულ კორპუსებში ძლიერი წვიმის დროს კედლებიდან წყალი ისე ჟონავს, რომ ინტერიერიც კი სველდება.  სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ბეტონის სისქე და უხარისხო შესაფუთი მასალაა. მერიის შესაბამისი სამსახურები შენობას მხოლოდ პროექტთან შესაბამისობაში ამოწმებენ, სამშენებლო მასალების ხარისხი კი არ კონტროლდება. თავის მხრივ, მშენებლები ამბობენ, რომ მაღალი ხარისხი კიდევ უფრო გააძვირებს უძრავი ქონების ფასს. არის თუ …

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეჩვიდმეტე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ინფორმირებული პირის თქმით, ის კონკრეტულ ბინაში სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იყო მისული. „კორპუსის აივანს ჯერ კიდევ არ აქვს მოაჯირები, ახლა მონტაჟდება. ხელოსანი აივანზე არ უნდა გასულიყო, გასასვლელებიც დალუქულია, არავინ იცის, როგორ ან რატომ გადავიდა“, – ამბობს ადგილზე მყოფი პირი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა

შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21-ე სართულზეც დააშენა, პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოეწყოს. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ იმ ფართობზე, რა პარამეტრებიც ბოლო სართულს პროექტის მიხედვით დაშენებამდე ჰქონდა, დასაფრენი ბილიკის მოწყობა არ მოხერხდება. გასული წლის ნოემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტში ცვლილება დაამტკიცა და ახალი ნებართვა გასცა. პროექტში ცვლილება სანებართვო პირობების …

Exit mobile version