ბათუმში „ბათუმი ტექსტილის“ შენობის ნაწილი დაანგრიეს – რა შენდება აქ

ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, „ბათუმი ტექსტილის“ შენობის დიდი ნაწილი უკვე დაანგრიეს. შპს „მერმისი კაპიტალი“ აქ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო ნებართვის მიხედვით, კომპანიის ნაკვეთი ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი თავისი შენობებით ყოფილმა მფლობელმა, ბათუმის „სამკერვალო საწარმოო გაერთიანებამ“ შპს „მერმისი კაპიტალს“ 2021 წლის იანვარში მიჰყიდა. ეს ქონება 2006 …

ახალი ცათამბჯენები ბულვართან – ბათუმის საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. პროექტი სამშენებლოდ ხუთ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს. კონცეფციის დამტკიცებამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური …

ბათუმის ბულვართან დაგეგმილი 2 ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს სააგენტო განიხილავს

ბათუმის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ნინოშვილის №39-ში და რუსთაველის №44-ში არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია წარადგინა. სააგენტოში შეტანილია სკრინინგის ანგარიშიც. აღნიშნულ ნაკვეთებზე [ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის] კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] …

კიდევ 1 უკანონო სართული ბათუმის მერიასთან – მშენებელი „კარბამიდის ტერმინალის“ უფროსია

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მრავალბინიან კორპუსზე ტერასულ სართულს უკანონოდ აშენებენ. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ მერიას შესაბამისი ნებართვა გაცემული არ აქვს. ინფორმაციის გადასამოწმებლად ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას 2 სექტემბერს მივმართეთ. გვითხრეს, რომ გადაამოწმებენ. მოგვიანებით კი გვიპასუხეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. რატომ ვერ შენიშნეს ბათუმის მერიაში უკანონო მშენებლობა ადმინისტრაციული შენობიდან 2 კვარტალში? – ამ კითხვაზე პასუხი …

როცა სახელმწიფო ქონებას ყიდულობ და თანხას რამდენიმე წელი არ/ვერ იხდი

როცა აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ კონკრეტული ქონება რამდენიმე მილიონად გაყიდა, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს მილიონები ბიუჯეტში იმავე წლის ბოლოს ან მომავალი წლის ბიუჯეტში მაინც აისახება. ზოგჯერ საპრივატიზებო თანხის გადახდის  ვალდებულებას 4 წლიანი ვადაც კი აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დროისთვის, სახელმწიფოს ვალი 39 ინვესტორს აქვს. მათ შორის არიან კომპანიები, …

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, ბაგრატიონის 117ბ-ში, საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს. ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით, აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც. სამშენებლო ტერიტორია ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტზე საპროექტო სტუდია „ქომ ჰაივმა“ იმუშავა, პროექტის უშუალო ავტორი კი კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის …

ბათუმში, ნურის ტბასა და ბულვარს შორის, 2 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ – K2-ის გაზრდას ითხოვენ

ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის კიდევ ორი მრავალსართულიანი შენობის აშენებას შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ გეგმავენ. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას გასულ წელს წარუდგინეს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად მერიიდან გასულ კვირას გადაუგზავნეს. საკრებულო გდგ-ს კონცეფციის დამტკიცებას მომდევნო სხდომაზე, 22 აგვისტოს გეგმავს. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ორივე პროექტის შემთხვევაში კომპანიები ასევე …

რა მოხდება თუ ჩაუბარებელ კორპუსში ნაყიდი ბინის დარეგისტრირებას მოინდომებ – ახალი წესი

ამ დრომდე უკანონოდ აშენებულ კორპუსს მშენებელი საჯარო რეესტრში უპრობლემოდ არეგისტრირებდა, არც დოკუმენტებში ფიქსირდებოდა რაიმე სახის ჩანაწერი იმის შესახებ იყო თუ არა კონკრეტულ ნაკვეთზე ახალაშენებული, დაშენებული ან მიშენებული ფართობი კანონიერი. შესაბამისად ამ ფართობების გაყიდვით ფულის შოვნას არაფერი აფერხებდა. ვწერდით ისეთ შემთხვევებზეც, როცა რეესტრმა დაარეგისტრირა შენობა მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა წინასწარი შეტყობინება, რომ ის უკანონოდ იყო აშენებული. …

რამდენ ახალ კორპუსს აშენებენ ისტორიულ ბათუმში – დაგვჭირდება გენგეგმა თუ ოდესმე დაამტკიცებენ?

ბოლო პერიოდში აღარავის უხსენებია ბათუმის გენგემა, რომელმაც ქალაქში ქაოსური მშენებლობები და „ფულის კეთების დრო“ უნდა დაასრულოს. აღარავის სჯერა, რომ ბათუმის მშენებლობის დამკვიდრებულ სტრატეგიას – „ახალი ძველის ნგრევის ხარჯზე“, თუნდაც ეს ისტორიულ განაშენიანებას ეხებოდეს, რაიმე დოკუმენტი ან სხვა მექანიზმი შეაჩერებს. სასამართლოც კი უფრთხილდება მსხვილბიუჯეტიანი კომპანიების ფულის ძალას და კანონიერების გამორკვევამდე მშენებელს საქმის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, დიდი …

„შესაძლოა ეს იყოს კორუფცია“ – რატომ არის ბათუმის მერია „ორბის“ მხარეს

მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერებაზე. მიზეზი – ასეთ შემთხვევაში კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზარალი მიადგესო. როგორც ჩანს, მოსამართლისთვის მსხვილბიუჯეტიანი კომპანიის შესაძლო ფინანსური ზიანი გაცილებით პრობლემურია, ვიდრე იმის გამორკვევა, რამდენად კანონიერია 216 ოჯახისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუარესება – ეს ტენდენცია ბოლო დროს დამკვიდრდა ქართულ სასამართლო სისტემაში. მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, …

ბათუმში სამედიცინო ცენტრის შენობა დაანგრიეს, რა შენდება აქ | ფოტო

შესწორება: მასალაში შესულია ცვლილება. ბოლო მონაცემებით, ბარათაშვილის #30-ში 4-სართულიან შენობას აშენებს შპს საოჯახო მედიცინის ცენტრი. ბრძანებას პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი, საბოლოო ნებართვა კი 2022 წლის 13 მაისს გაიცა.  ბათუმში, ბარათაშვილის №30 მდებარე შენობა დაანგრიეს, ძირითადად დარჩა მხოლოდ შენობის ფასადი. ამ შენობაში წლების განმავლობაში იყო განთავსებული …

ბათუმში, ავარიულ სახლებში, კერძო საკუთრებას ექსპროპრიაციის წესითაც ჩამოართმევენ

გარდა სამშენებლო კოდექსისა, მთავრობა ცვლილებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესშიც“ ითხოვს და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაა. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესი იგივეა, რაც ექსპროპრიაცია. მთავრობა მიიჩნევს, რომ კანონმა უნდა დაუშვას ავარიულ სახლში კონკრეტული ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა, სათანადო და წინასწარი კომპენსაციით: „ვინაიდან საკითხი ეხება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“ …

ბათუმის მერს k2-ის გაზრდა შეეძლება – ცვლილება სპეციალურად ბათუმისთვის

ბათუმში სამშენებლო პროექტების სიმაღლეებს ისევ გაზრდიან, ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ბათუმის მერს ექნება, მთავრობამ ეს  შესაძლებლობა სპეციალურად ბათუმისთვის დაუშვა. დაუშვებს პარლამენტიც, თუ სამშენებლო კოდექსში შესაბამის ცვლილებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სამშენებლო კოდექსში ცვლილება უნდა შევიდეს. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს [k2 ] სამშენებლო კოდექსი აღარ …

„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით

დღეს, 17 ივნისს, ბათუმის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ისინი სამშენებლო კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ თავიანთ უბანში. მოქალაქეები ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ მერიიდან  ჯერ არავინ დაკონტაქტებია. შესაბამისად არ იციან, მოახერხებენ თუ ვერა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას. მოქალაქეების თქმით, ამ უკანონო მშენებლობას თუ მერია დააკანონებს, მათ მზის შუქი არასდროს აღარ ექნებათ, …

ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვებიდან გასულ წელს 1 მილიონი ლარი ამოიღო

2021 წელს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 1 მილიონ 37 ათას 600 ლარი ამოიღო. სავარაუდოდ, ეს ციფრი წელს კიდევ გაიზრდება, რასაც მოწმობს საქსტატის მონაცემებიც. ამას ემატება 420 200 ლარი, რომელიც ბიუჯეტში სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით შევიდა [კ2] ეს გადასახადი კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გაზრდი მოსაკრებელს გულისხმობს. 2022 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში შესაბამისმა …

სტუდენტი, რომელსაც მშენებლობიდან ძელი დაეცა, სამუშაოდ მიდიოდა – ვინ არის დამნაშავე 

„მარკეტში მისი მორიგეობა იწყებოდა 5 საათზე და იქ მიდიოდა ფეხით, როცა ეს ამბავი მოხდა,“ – ამბობს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დაშავებული 20 წლის გიორგის და [რადგან ოჯახის სხვა წევრებმა გიორგის შემთხვევის შესახებ არ იციან, დაშავებულის ოჯახის წევრის ვინაობას არ ვასახელებთ – რედ]. გიორგის კეფაში მოხვდა მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი და გონება ადგილზე დაკარგა. გიორგი ამ …

მერია გეგმავს ავარიული სახლების პროგრამის მონაწილე კომპანიებს k2 გაუზარდოს

ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [k2] გაუზარდონ. შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება – წერს მერია. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილე კომპანიებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს პროექტის განსხვავებული პირობებით შეთანხმება, მოლაპარაკების საგანი შესაძლოა გახდეს ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო …

„ორბის“ ბეტონის ქარხანა ბათუმში 50 ათასი ლარით დააჯარიმეს და გააჩერეს

„დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა,“ – განაცხადეს შრომის ინსპექციის პრესცენტრში ბათუმის ბეტონის ქარხნის შესახებ, სადაც მუშაობა უკვე შეაჩერეს. შრომის ინსპექციამ კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ზღვის პირას მოწყობილ ბეტონის ქარხანაში მუშაობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ დაადასტურა პრობლემის არსებობა. „დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა შრომის უსაფრთხოების კუთხით, დაჯარიმდა 50 ათასი ლარით… სამუშაოები შესაძლოა თუ გამოსწორდება მითითებული პრობლემები, რის გამოც კომპანიას მიეცა …

მძიმეა 20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც თავში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი მოხვდა

„მისი მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული,“ – გვითხრეს კლინიკა BAU-ში, სადაც მოათავსეს 20 წლის დაშავებული კაცი. მას დღეს, 12 ივნისს, სავარაუდოდ მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, როცა ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ფეხით მიდიოდა. თვითმხილველის თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. BAU-ს …

„თუ გამამტყუნებს სასამართლო, დავანგრევ“ – ყოვლისშემძლე „ორბის“ გავლენები

„ურთულესი სიტუაციააა….! წუხელ მთელი ღამე ცემენტს ამუშავებენ ამ შუა ქალაქში. მხოლოდ იმას ვითხოვთ 12 საათის მერე მაინც შეწყდეს. არა ვართ არც მშენებლობის და არც განვითარების წინააღმდეგი. მხოლოდ შუა ღამისას შეწყდეს ეს ხმაური. არ აღვწერ დანარჩენს რასაც განვიცდით. დაგვეხმარეთ, გთხოვთ!!!!!“ – ამ სიტყვების ავტორი წუხანდელ, 6 ივნისის ვითარებას აღწერს „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ შეტყობინებაში. ის კომპანია „ორბის“ ქარხნის …

ძველ ბათუმში ლურჯი ტენტის უკან უკანონო მშენებლობას მალავენ | ფოტო

ბათუმში, მაზნიაშვილის #26-ში, #5 საბავშვო ბაღის გვერდით, ხუთსართულიან კორპუსზე სართულს აშენებენ. მერიის ინფორმაციით კი, „დაშენება არ არის, კონსტრუქციაა“. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც 6-სართულიანი კორპუსი დგას, 207 კვადრატული მეტრია. კონსტრუქციაა თუ რაღაც სხვა, ერთი მხრიდან თუნუქით არის შეფუთული და მზიან ამინდში თვალისმომჭრელად ელავს, წინა ფასადის მხარეს კი სამშენებლო პროცესის შეფუთვა/„დამალვა“ ლურჯი ტენტით უცდიათ. თუმცა …

როგორ ავაშენოთ უკანონოდ ყველაფერი, რაც გვინდა – სქემა ბათუმში

განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს სქემის გაშიფვრა, რომლის მიხედვითაც ბათუმში მრავალსართულიან კორპუსს, სახლს ან სასტუმროს მერიის გვერდის ავლით ანუ უკანონოდ აშენებენ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არსებობს მარტივი გზა უკანონოდ აშენებულის დასაკანონებლად – თუმცა ამაზე შეიძლება მოგვიანებით იზრუნო, როცა მოიცლი, საჩქარო არაფერია. მანამდე კი უკანონოდ აშენებულ შენობას „თავად მიიღებ“ ექსპლუატაციაში – გახსნი სასტუმროს ან გაყიდი ბინებად და ახალ …

ბათუმში 15-სართულიანი სასტუმრო უკანონოდ ააშენეს – მერიაში პროექტიც კი ვერ იპოვეს

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის №42-ში 15-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფასადი ლურჯი შუშით უკვე შეფუთეს, მიმდინარეობს მოპირკეთების სამუშაოები. შენობის ექსტერიერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, აქ ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობა ჯერ ისევ სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული, პერიოდულად შეაქვთ სამშენებლო მასალები და გამოაქვთ ნარჩენები. „ბათუმელებმა“ ინფორმირებული წყაროსგან გაიგო, რომ კომპანია აქ სასტუმროს აშენებს და არა საცხოვრებელ კორპუსს, …

ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ითხოვენ | აქცია

დღეს, 22 მაისს ბათუმში,ხიმშიაშვილის #15-ში, 9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანია „ორბის“ უკანონო მშენებლობის შეჩერებასთან ერთად, უკვე აგებული კონსტრუქციის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოითხოვა და არა დემონტაჟი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ არ დაანგრევენ უკანონოდ აშენებულ ნაგებობას, …

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

ბათუმში, ხიმშიაშვილის #17-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის მეოთხე სართულის ფანჯრის წინ რკინის ხიმინჯებია ამოსული. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამ ფანჯრიდან ზღვის ხედი და ბათუმის ბულვარი ჩანდა. ახლა ხედს რკინა-ბეტონი ფარავს. თუ „ორბი“ ჯგუფი ხიმშიაშვილის #15-ში  მშენებლობის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს, ხედი სამუდამოდ დაიფარება ბეტონის ყრუ კედლით. კომპანია ნებართვას ბათუმის მერიისგან ელის. 9-სართულიანი სახლის და მის …

ბათუმის მერიამ გორგასალზე კორპუსის მშენებლობის ნებართვა შეაჩერა

ბათუმის მერიამ შეაჩერა ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „გრინკო გორგასლის“ სახელზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები,“ – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიიდან მიიღო. ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. …

პროტესტის მიუხედავად, მშენებლობა გორგასალზე მაინც იწყება – რას ამბობენ აჭარის მთავრობაში

მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, ბათუმში, გორგასლის 116 ნომერში შპს „გრინკო გორგასალმა“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობისთვის სამუშაოები დაიწყო. კომპანიის მიერ დაქირავებულმა მუშებმა დაიწყეს ბელეტაჟის ტიპის სახლის დანგრევა, რომლის ადგილასაც „გრინკო გორგასალი“ 14-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს. ვახტანგ გორგასლის ქუჩა ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩის პარალელურად მდებარეობს. ახალი კორპუსი, რომლის აშენებაც 116 ნომერში იგეგმება, ბინებს ჩაუბნელებს ფარნავაზ მეფის #113/121-ში მცხოვრებ იმ …

ბათუმის მერიამ გენგეგმის პირველი ეტაპი ჩაიბარა – რა წერია დოკუმენტში

ბათუმის მერიამ გენგეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტის პირველი ნაწილი ჩაიბარა. როგორც ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განგვიმარტეს, განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  საბაზისო მონაცემები შეაგროვა. „ასევე დასრულდა ინდიკატორების სისტემის სამუშაო ვერსიის შემუშავება. წარმოდგენილია განაშენიანების დეტალური გეგმის კვლევები – შენობების მდგომარეობა კვარტლების მიხედვით და ასე შემდეგ“, – მოგვწერეს მერიიდან. დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. მერიაში …

სამ თვეში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრი ფართობის მშენებლობის ნებართვა გაიცა – საქსტატი

2022 წელს 3 თვეში საქართველოში  შესაბამისმა სამსახურებმა 2229 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს ჯამში 1 მილიონ 516 500 კვ.მეტრის ფართობის მშენებლობას ითვალისწინებს. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი  წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია. ნებართვების რაოდენობა კი 15,4 პროცენტით გაიზარდა. ნებართვების 83.8 პროცენტი ქვეყნის 5 რეგიონზე ნაწილდება. 53 პროცენტი თბილისზე მოდის, 11 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის …

როცა ძეგლისგან მხოლოდ ფასადი რჩება – სააგენტოს გადაწყვეტილება

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში მდებარე ბელეტაჟისგან მხოლოდ ფასადი დატოვეს. სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას კანონი იცავს. სახლის რეაბილიტაციის პროექტზე ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. რამდენად გულისხმობს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ ფასადის ნაწილის შენარჩუნებას, როცა საქმე ძეგლს ეხება და რამდენად კანონიერია, როცა ძეგლის ძირითადი ნაწილი ავთენტურობას ვერ ინარჩუნებს? – ამ …

ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაზე, ჩაის სახლზე სართულებს აშენებენ – ნებართვა კმდს-მ გასცა

ბათუმში, გოგებაშვილის #14-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. ჩაის სახლის ჩაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით,  დაშლილია შენობის ინტერიერის ნაწილი, შენარჩუნებულია ფასადი. ამ ეტაპზე მშენებელი დაშენების სამუშაოებს აწარმოებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია, თუმცა ამ დროისთვის ვერ ვაზუსტებთ, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით. ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს და მისი …

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

ბათუმში, გორგასლის #116-ში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორიის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, მრავალბინიანი კორპუსებია. მრავალბინიანი კორპუსია სამშენებლო პროექტის უკანა მხარესაც,  ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან. სწორედ ამ კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაგეგმილი პროექტი მათ ფანჯრების წინ კედლის აშენებას ითვალისწინებს – „ჩვენს ბინებში მზის შუქი ვეღარ შემოაღწევს.“ ისინი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა …

ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“,  XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა. …

რას ამბობენ მშენებლები ბათუმის ცენტრში ვერდასრულებულ კორპუსზე

მარტოხელა დედამ, ლალი აბსავამ, 2013 წელს გაყიდა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი სახლი იმ იმედით, რომ უკეთეს უბანში, შუაგულ ქალაქში აუშენებდა კომპანია „სახლი პიაცასთან“ ახალ ბინას – მაზნიაშვილის ქუჩის №35-ში. ამის შემდეგ ლალი აბსავა შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. 8 წელია ელოდება მშენებლობის დასრულებას, მაგრამ ამაოდ. დასრულებული სახლის ნაცვლად ახლა ამ ადგილას ჭაობსა და ნესტში ჩაფლული …

„ორბი“ დავაჯარიმეთ 5000 ლარით – მუნიციპალური ინსპექცია I ვიდეო

მიუხედავად გაფრთხილებისა, კომპანია „ორბმა“ ხიმშიაშვილის 15 ბ-ში უკანონო მშენებლობა გააგრძელა, რისთვისაც დღეს, 7 აპრილს, ადგილზე გადამოწმების შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5000 ლარით დააჯარიმა. სამუშაოების უნებართვოდ გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. კომპანია ხიმშიაშვილის 15 ბ-ში საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და …

„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონო მშენებლობას აგრძელებს

ბათუმში, ხიმშიაშვილის #15 ბ-ში, კომპანია „ორბი“ მშენებლობას უკანონოდ აგრძელებს – კომპანიას მშენებლობის ნებართვა არ აქვს. იმ ნებართვას, რომლითაც კომპანიამ აქ მშენებლობა დაიწყო, ვადა აქვს გასული. მშენებლობის მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, კომპანია არც მშენებლობას აჩერებს და პროექტის საზღვრებსაც გასცდა. მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის …

Exit mobile version