ცათამბჯენების მშენებლები ირწმუნებიან, რომ მოგება მინიმალური აქვთ

მასშტაბური სამშენებლო პროექტების ნებართვების მისაღებად ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციები სავარაუდო ხარჯებსა და მოგებასაც მოიცავს, რომელიც პროექტმა მშენებელს უნდა მოუტანოს. პროექტების ეკონომიკურ გათვლებს თუ გადავხედავთ, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მოგებასთან დაკავშირებული ციფრები ხშირად შემცირებულია, რეალურად კი 1 კვ.მეტრი უძრავი ქონების ფასი ბაზარზე ბევრად უფრო მაღალ ფასად იყიდება. მიუხედავად ამისა, იმ გათვლებითაც კი, რასაც კომპანიები  მერიას სთავაზობენ, …

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის, „ოცნების“ ყოფილი კანდიდატის სამშენებლო ბიზნესი

ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში, შპს „ველ ბილდინგი“ ავარიული სახლის ათვისებას გეგმავს. სანაცვლოდ მერიისგან კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის პირველ ჩიხში, #11-ში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტისთვის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ველ ბილდინგი“ 2023 წლის ივნისში დაუფუძნებიათ. კომპანიის 45 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეს, მამუკა კაკაბაძეს …

მიწა გონიოს ხიდთან ყოფილი დეპუტატის კომპანიამ იყიდა – აუქციონი პირობით და უპირობო ხელშეკრულება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდდა. ნაკვეთი 2 მილიონ 465 ათას ლარად ერთი ბიჯით, შპს „მტზ-კომპანიმ“ იყიდა, რომლის დირექტორი ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძეა. კომპანიის მესაკუთრე კი – ყოფილი პარლამენტარის მეუღლე. სამინისტრომ კომპანიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა. 19 597 კვადრატული მეტრი ფართობის …

სახელმწიფოსგან 1 ლარად ნაყიდი მიწა ბათუმში 4 მილიონ დოლარად გაიყიდა

შპს „ADOG-GEORGIA“-ს ბათუმში, გოგებაშვილის #6-ში სასტუმრო უნდა აეშენებინა. სწორედ ამ პირობით გადასცეს ბათუმის ცენტრში, ზღვასთან ახლოს მდებარე 1621 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული ქონება პირდაპირი წესით და სიმბოლურ ფასად 2011 წელს. კომპანიამ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მშენებლობა რამდენიმეჯერ განაახლეს, თუმცა უშედეგოდ. ეს განახლებები საძირკველს ვერასდროს გასცდა.შპს „ADOG-GEORGIA“-ს 100-ვე პროცენტი …

ბსუ-მ ახალი კორპუსის მშენებლობაზე ტენდერი 8,7 მილიონი ლარით გამოაცხადა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა [ბსუ] სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 8 781 000 ლარია. ბსუ ახალ კორპუსს ბათუმში, ლეონიძის ქუჩის N15-ში ააშენებს. პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულება და შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 30 თვის ვადაში, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად“. ტენდერში წინადადებების მიღება კი, …

4 ცათამბჯენის კონცეფცია ბათუმის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში წინა დღით ჩასვეს

ბათუმის საკრებულომ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ახალ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, განაშენიანების დეტალური გეგმები და კონცეფციები, სხდომის წინა დღეს, ანუ დღეს, 23 ოქტომბერს დაამატა. ეს პირველად არ ხდება. შესაბამისად, საზოგადოებას მხოლოდ სხდომის წინა დღეს შეუძლია გაიგოს, ან ნაკლები შანსი აქვს, რომ სხდომამდე საერთოდ გაიგოს, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების შესახებ, რომლებიც მის საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს უნდა აშენდეს. …

უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ

დიდი ხანია, რაც მერიას ბათუმის გენგეგმის მომზადების ეტაპებზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, როგორ ამზადებენ ქალაქის გენერალური გეგმის პროექტს. „გამოითხოვეთ“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფორმებულია რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდილია ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1 მილიონ  235  371 ლარი. ეს კი …

ბათუმში „ორბის“ მიწებზე მერია ახალ გზებს აპროექტებს – საკითხი საკრებულოშია

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15ა და 15გ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაშია, ქალაქის მერია გზებს აპროექტებს. საპროექტო გზებისა და ქუჩების ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ასახვის მიზნით მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. საკრებულო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რომელიც 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მიწის ნაკვეთებზე, სადაც გზები უნდა გაკეთონ, „ორბის“ მრავალსართულიანი შენობები დგას, თუმცა, კომპანია ამ ნაკვეთებს შორის …

გადარჩება შენობა ბათუმში, სადაც „მონანიების“ კადრები გადაიღეს? – რესტავრაცია დაიწყო

ბათუმში, ნინოშვილის #23-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მესაკუთრემ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე შიდა სამუშაოებს ატარებენ. ადგილზე დასაქმებულების თქმით, შენობის ჭერი და კედლები მყარია. გასულ წლებში აქ დიდი ხნის განმავლობაში კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებდა. შემდეგ შენობა სხვა ქონებასთან ერთად მთავრობამ გაყიდა. შენობისთვის იერ-სახის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისთვის, რომელმაც ბევრი ძეგლის სტატუსის მქონე შენობა უკვე დაკარგა. …

ქობულეთში სამშენებლო მოედნის შესასვლელად იქცა კოლონადები, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს

„თანამედროვე სტანდარტების კომპლექსების ასაშენებლად“ და „ბანკის ვალებისგან თავის დასახსნელად“, – ასეთი არგუმენტებით ქობულეთის საკრებულომ გასულ კვირას კიდევ ორი განაშენიანების გეგმა დაამტკიცა. მათ შორის, ერთი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებდა სანაპირო ზოლში. ქობულეთის სანაპიროზე არსებულ ორსართულიან შენობებსა და გამწვანებულ ეზოებს ერთმანეთის მიყოლებით ანაცვლებს მრავალბინიანი კორპუსების პროექტები. ამ პროცესის პარალელურად, გარდა იმისა, რომ ქალაქი იერ-სახეს იცვლის, ძეგლის სტატუსის …

დამწვარი სახლი ძველ ბათუმში მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს

ბათუმის მერია გამსახურდიას #11 -ში მდებარე ისტორიული სახლის მონაცემებს აზუსტებს და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. შესაბამისი დოკუმენტები მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. საკითხს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია არ აზუსტებს გამოჩნდა თუ არა დაინტერესებული ინვესტორი. „ბათუმელების“ ინფორმაციით მერიას გარკვეული წინადადებებით დაინტერესებულმა პირებმა მიმართეს, თუმცა მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება  ჯერ არ ვიცით. ამ …

აბუსერიძის ქუჩაზე, ძველი შენობის ნგრევის ხარჯზე, მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებენ

ვიდრე „სითი ინსტიტუტი  საქართველო“  მერიის დაკვეთით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს, ქალაქის ინფრასტრუქტურა ყოველდღე იცვლება. ამჯერად ისტორიული შენობა აბუსერიძის ქუჩაზე, #11-ის მიმდებარედ  დაანგრიეს.  აქ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ. კომპლექსი  41 და 37 სართულიან ორ  შენობას აერთიანებს. ნგრევის კადრები სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს. ბევრი წერს, რომ არ ეთანხმება განაშენიანების ისეთ პოლიტიკას, რაც ბათუმს იერსახეს უკარგავს.   დოკუმენტების მიხედვით …

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში 6-ის ნაცვლად 26-სართულიანი კამპუსის აშენებას ითხოვს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის #117-ში კავკასიის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს. კომპანიამ მშენებარე პროექტში ცვლილება და კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კომპლექსის კამპუსის შენობა 26-სართულიანი იქნება. სწორედ ამ ცვლილების დასამტკიცებლად მშენებარე პროექტს ბათუმის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსი მიანიჭა. კონკრეტული პროექტისთვის განსაკუთრებული მუნიციპალური პროექტის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას მერიას სამშენებლო კოდექსი აძლევს. ეს ცვლილება კოდექსში …

„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, ანგისის ქუჩა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი ბათუმის მერიის და საგამოძიებო უწყებების ყურადღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ანგისი ქუჩა # 13 და # 20 -ში ახალაშენებული სამი კორპუსის მაცხოვრებლები არიან. „არც შუქი გვაქვს, არც წყალი, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია…. კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. როგორც ჩანს, ის გარიგებულია მთავრობასთან, რადგან პასუხს არავინ სთხოვს… იძულებული გავხდით …

37 სართულიანი ცათამბჯენი 4-სართულიანი, ავარიული სახლის ნაცვლად – პროექტი

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ანგრევენ. ეს მრავალბინიანი კორპუსი ავარიული სახლების ნუსხაში მერიამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეიტანა. დასკვნაში ექსპერტი წერს, რომ შენობის გარე ფასადზე ბზარებია, ხოლო კიბის უჯრედი დეფორმირებული. ბზარები შეიმჩნევა ასევე სადარბაზოს კედლებზე და ჭერზე. საბოლოდ დასკვნაში ჩაწერეს, რომ ხანდაზმულობისა და ავარიულობის გამო შენობის ხანგრძლივი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. კორპუსის დემონტაჟი რამდენიმე …

ბათუმში მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე სახლიდან კაცი ჩამოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 11 აგვისტოს მოხდა. პირველადი ინფორმაციით, კაცი კერძო, მშენებარე სახლიდან ჩამოვარდა. იგი აღნიშნულ მშენებლობაზე მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.

როგორ დაამტკიცა ბათუმის მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიის მიშენების პროექტი

ბათუმში, ლეონიძის 8 გ-ში 156კვ.მეტრზე 7 -სართულიან კორპუსს აშენებენ. ნებართვა 2023 წლით თარიღდება, თუმცა მისი მიღების ისტორია გაცილებით ადრე, 2017 წელს დაიყო: არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენება შეათანხმეს და საბოლოოდ 7 სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღეს. მერიამ არარსებულ სახლზე ლოჯიების მიშენების პროექტი განიხილა და დაამტკიცა. ამ „პროექტის“ საფუძველზე კი  იმავე წელს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს. …

ლეონიძეზე 32-სართულიანი ორი კორპუსის აშენება იგეგმება

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, #4 გ-ში, სპორტული სასახლის მოპირდაპირედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 32 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავენ. საპროექტო მიწის ნაკვეთი 4834 კვ.მეტრია. ამ ტერიტორიის მომიჯნავე ნაკვეთზე, რურუას ქუჩის მხარეს ორი ახალაშენებული მრავალბინიანი კორპუსია, კორპუსი დგას მესამე მხარესაც. ნაკვეთს ასევე ესაზღვრება ძველი კორპუსები. პროექტის მიხედვით, შენობა ორი 32-სართულიანი ბლოკისგან შედგება, რომლებსაც ერთი დაბალი სივრცე აერთიანებს. მშენებელი …

პატარა სახლები ქრება – მახინჯაურის ახალი არქიტექტურა

ისეთი ხასხასა მწვანე კურორტი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.  ყოველ დღე იცვლება მახინჯაური, „მწვანეში ჩაფლული“ ბალნელოგიური კურორტი ზღვის დონიდან 15 მეტრზე ორსართულიანი სახლებითა და ფერადი დიდი ეზოებით, როგორიც ახსოვდა დამსვენებელს, რომლებიც აქ თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდნენ. ისევე, როგორც ბათუმი, მახინჯაურიც მშენებელი ინვესტორების სურვილების შესაბამისად იცვლის იერს – „მაღლდება“ და „ბეტონისფერი“ ემატება. მომაღლო ადგილზე „შეფენილი“ ორსართულიანი …

მერიის ყველა მოთხოვნა K2-ის გაზრდაზე საკრებულომ დაამტკიცა

შპს „სმარტ დეველოპმენტი“ ბათუმში, ადლიის დასახლება „მინდაში“, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 9 745 კვ.მეტრია და კერძო სახლებით განაშენიანებულ ტერიტორიაზეა. კომპანია კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს, სანაცვლოდ მერიას ნამატი ფართობის 5 პროცენტს ან იმავე ფართობის საბაზრო ღირებულების თანხას, ან სხვა ტერიტორიაზე ფართობების გადაცემას სთავაზობს. გასულ კვირას საკრებულომ ამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა ისე, …

„არქის“ 30-სართულიანი კორპუსი და პრობლემები სამეზობლო მიჯნაზე

ბათუმში, დავით მამულაძის ქუჩის #4-ში მდებარე 17-სართულიან კორპუსში მცხოვრებლები ჩივიან, რომ მათი კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობების გამო პრობლემები შეექმნათ. ჩავარდა მათი ეზოს ნაწილი და დაიბზარა კორპუსის კედლები.   ბზარი შესასვლელ კიბის საფეხურსა და ფასადის კედელს შორის აქ ამბობენ, რომ გუშინ, 19 ივნისის ღამეს, პარკინგის დაზიანების გამო ადგილზე გაჩერებული ავტომანქანა ნაწილობრივ ჩავარდა და საჭირო გახდა სპეციალური …

კვარიათის პლაჟზე მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებენ

კვარიათის პლაჟზე, სასტუმრო „პანორამა კვარიათთან“ ახლოს კიდევ ერთი მშენებლობაა დაწყებული. აქ საძირკვლის მოსაწყობად მომაღლო ტერიტორია გამოუთხრიათ.  ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ლიანა მამულაშვილის საკუთრებაა. ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით  მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა. …

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან სამ 18-სართულიან კორპუსს აშენებენ

ბათუმში არქეოლოგიურ მუზეუმთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, კვარტალი გადათხარეს და  კორპუსის მშენებლობას გეგმავენ. კომპანიამ აქ ერთი დაუსრულებელი კორპუსის დასრულებისა და ორი ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ჭავჭავაძის #81/83/85/87-ში სამშენებლო ტერიტორია 5 საკადასტრო ერთეულს აერთიანებს, მათ შორის არის  მიწის ნაკვეთი, სადაც წლების წინ მშენებლობა დაიწყეს და ვერ დაასრულეს. ჭავჭავაძის 87-ში მშენებლობა შპს „ჰოლდერმა“ წლების წინ დაიწყო, თუმცა …

კიდევ ერთი ცათამბჯენის პროექტი იუსტიციის სახლთან და გახარებული ბათუმის მერი

ბათუმში, ფიროსმანის #21-ში კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობა დააანონსეს. პროექტის პრეზენტაციას ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ერთ-ერთმა სახელისუფლებო არხმა გააშუქა. როგორც ჩანს, კომპანიამ, რომელსაც სახელმწიფოსთან ვალდებულება აქვს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, სხვა მედიების მიწვევა საჭიროდ არ ჩათვალა. სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ამ პროექტის გამო …

ბრძოლა „ორბთან“ საცხოვრებელი გარემოსთვის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე

დღის სინათლისთვის, მზის სხივისთვის, ეზოში შესასვლელი გზისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც მთელი ცხოვრება საკუთარი ფანჯრიდან ხედავდი, ბრძოლა გიწევს. ჯერ ცდილობ ახალი რეალობა მიიღო, სხვა გზა არ გაქვს, რადგან  შენი სახლის წინ არსებული მიწის ნაკვეთი სხვისი საკუთრებაა და იმ სხვას უფლება აქვს ააშენოს. კანონი საკუთრების უფლებას გარანტირებულად იცავს და ეს შენც იცი. ამიტომაც ჩუმდები, ცდილობ შეეგუო, …

ავარიული სახლების სიაში ახალი მისამართები გაჩნდა – როგორ გრძელდება პროგრამა

ავარიული სახლების ჩამონათვალში ახალი მისამართები გაჩნდა, 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მერიამ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები გამოაქვეყნა, ჩამონათვალში 139 სახლი იყო. ახლა ეს ნუსხა 173 შენობას მოიცავს. ავარიული შენობების ნუსხაშია ბათუმში, მელიქიშვილის #8-ში მდებარე #4 საჯარო ბაღიც. #4-ე საჯარო ბაღის შენობის მდგრადობის ექსპერტიზა 2023 წლის აპრილში, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაკვეთით ჩაატარეს. დასკვნის …

რამდენი ძველი ნებართვაა გადანახული და როგორ შეცვლიან ისინი ბათუმს

„სასამართლოში გვიჩივლებს და მოგვიგებს“, – ეს არის და იყო გასულ წლებში მთავარი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ ცვლიან ბათუმის მერები ურბანულ პოლიტიკას არამხოლოდ ადრე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე, არამედ შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტებზეც კი. როგორც თავად გვიხსნიდნენ, მაგალითად, ყოფილი მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებები მეტწილად მისი წინამორბედის – გიორგი ერმაკოვის დაწყებულის გაგრძელება იყო. არჩილ ჩიქოვანი კი …

ბათუმის სტადიონთან 130 მეტრი სიმაღლის კიდევ ერთი ცათამბჯენი აშენდება – საკრებულო თანახმაა 

ბათუმის საკრებულო 1 ან 2 განაშენიანების გეგმას თითქმის ყოველ სხდომაზე, ან ყოველ მეორე სხდომაზე მაინც ამტკიცებს. სხდომა თვეში ერთხელ იმართება. ბოლო სხდომაზე, რომელიც 19 მაისს გაიმართა, საკრებულომ K2 კოეფიციენტი გაუზარდა კომპანიას, რომელიც აპირებს 35- სართულიანი ორი კორპუსი და ერთიც 25-სართულიანი ააშენოს მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ყოფილი „უნივერსამის“ ტერიტორიაზე. ამავე სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა განაშენიანების გეგმის …

100-125 მეტრი სიმაღლის კორპუსები ყოფილი უნივერსამის ადგილას

ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობა აქციეს შესაძლებლობად, არამხოლოდ ავარიული სახლის ადგილზე, არამედ სხვა მისამართზე დაგეგმილ მშენებლობაზეც მაქსიმალურ სიმაღლეზე თანხმობის მისაღებად. ბათუმში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კომპანია ერთ მისამართზე ავარიული სახლის ათვისების სანაცვლოდ, მერიას სხვა ადგილზე განაშენიანების კოეფიციენტის [კ2] მაქსიმალურად გაზრდას სთხოვს. მერია კი თანახმაა. უარზეც, რომ იყოს, ეს დროის საკითხია, თანხმობა მიიღწევა. ბათუმში, პუშკინისა და …

ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დასაკანონებლად პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს განსაზღვრავს. კანონპროექტს 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8-მ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრამდე დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი ამ პროექტს დაამტკიცებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. კონკრეტულად კი, სადავო იქნება მიჯნის ზონების საკითხი, რომლის დაცვასაც …

ძველ ბათუმში ძეგლს დააშენეს – ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა

„აუცილებლად დაათვალიერე ძველ ბათუმში კოპწია აივნები“ – ურჩევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფეისბუქზე ქალაქის სტუმრებს და ამ „კოპწია აივნების“ ფოტოს აქვეყნებს. ძველი ბათუმის არქიტექტურა, თავისი აივნებით, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დეტალია ბათუმში ტურისტებისთვის იმ გამოკითხვების მიხედვით, რაც ამ დრომდე „ბათუმელების“ არქივში დაგროვდა. თუმცა ასეთ მოწოდებას ალბათ უკვე კიდევ ერთი მინაწერი სჭირდება, მაგალითად, ასეთი: „ამ კოპწია აივნების დათვალიერებისას …

ბათუმის სტადიონთან მინიმუმ 4 თაუერის აშენებას გეგმავენ – პარლამენტიდან ბიზნესში

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ოცნებიდან“ იაშა შერვაშიძე და მისი ოჯახის წევრების კომპანიები ბათუმში, ჟიული შარტავასა და ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს, ჰექტრობით ფართობს ფლობენ და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ. იაშა შერვაშიძე საქართველოს VII – VIII  მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით, მაჟორიტარული სიით შევიდა. ის ქედის მაჟორიტარი იყო. ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ისიც …

ბათუმში რამდენიმე სართულს უკანონოდ აშენებენ – რას ვერ აკონტროლებს მერია

ბათუმში, ოთხსართულიან სახლს მომცრო ზომის ფართობი მიაშენეს, ამის პარალელურად შენობაზე დაშენების სამუშაოებიც მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ხდება უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. 2 სართული უკვე დააშენეს და ისევ აგრძელებენ. დღის საათებში აქ ვერავის ნახავთ, სამუშაოებიც შეჩერებულია, კომპანია ძირითადად ღამით, მალულად მუშაობს. თუ ამას მალულად მუშაობა შეიძლება ეთქვას, რადგან სამშენებლო პროცესის ხმების დაფარვა შეუძლებელია. მშენებელი ჩქარობს, ასწრებს. ჩქარობს …

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მე-2 მოწვევის საკრებულო განიხილავს

ერთ დაჭაობებულ ეზოს პრობლემას ბათუმში უკვე მეორე მოწვევის საკრებულო განიხილავს. აქ, ახალაშენებული დაუსრულებელი კორპუსის ეზოში წყალი ისევ დგას. მაზნიაშვილის #35/37-ში მცხოვრები მოსახლეობის გასაჭირზე საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ 30 მარტს სხდომაზე ისაუბრა. „სავალალო მდგომარეობა, ანტისანიტარია და ინფექციის წყარო. აქ არ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობაზე“,  – ამ სიტყვებით საკრებულოს წევრმა ქეთი ლასტაკანიძემ, პერსონალურად საკრებულოს თავმჯდომარეს, …

კომპანია ავარიული სახლების პროგრამით გეგმავს მშენებლობას იქ, სადაც ავარიული სახლი არ არის

„განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის შესახებ“ – ასე ჰქვია განკარგულებას, რომელიც ბათუმის მერიამ მოამზადა, საკრებულომ კი გუშინ, 30 მარტს დაამტკიცა. ეს განკარგულება ავარიული სახლების პროგრამით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად მოარგეს კონკრეტულ კომპანიას – შპს „ბათმშენს“.  თუმცა სამშენებლო პროექტი ამ პროგრამის ფარგლებში არ აშენდება. უფრო მეტიც, კომპანია მშენებლობას ფიროსმანის #15-ში, ცარიელ ნაკვეთზე გეგმავს, სადაც არც ავარიული სახლია …

ავარიული 5 სართულის ადგილზე 12 სართულს აშენებენ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ დამალა

ბათუმში, მაიაკოვსკის N3ა-ში მდებარე ავარიულ ხუთსართულიან კორპუსს დაანგრევენ და მის ადგილზე 12-სართულიან კორპუსს ააშენებენ. ახალი კორპუსის პროექტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ მერიისგან იანვრის დასაწყისში მოითხოვა, თუმცა, არც პროექტის ესკიზი გვაჩვენეს და არც ის გვითხრეს, ვინ იმუშავა პროექტზე. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესყიდვაზე, ამჯერად ბაზრის კვლევას ატარებს. სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული …

Exit mobile version