„ორბი“ 9-სართულიანი კორპუსის ფანჯრებთან უკანონოდ აშენებს – გააჩერებს მშენებლობას რიჟვაძე?

„ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მშენებლობას სანებართვო პირობების დარღვევით აწარმოებდა. კომპანია საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს. მშენებლობას მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, კომპანია მშენებლობას უკანონოდ აწარმოებს. გარდა ამისა, მოსახლეობა აპროტესტებს, რომ „ორბის“ ეგრეთ წოდებული „ფრთების“ სიმაღლის გაზრდით მათი ფანჯრები, ფაქტობრივად, დღის შუქს …

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ –  ასეთი იყო …

გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე

ბათუმის #4 მაჟორიტარული ოლქი, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ინასარიძის ქუჩიდან გონიოს ციხემდე და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. არჩევნებში მონაწილეობს აღმაშენებლის, ასევე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილისა და კახაბრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა. ბოლო წლებში ამ უბნებში მთავარი აქტივობა მშენებლობაა, განსაკუთრებით კი, გონიოს სანაპირო ზოლში საქმიანობაა. აშენებენ სასტუმროებს, სასტუმრო აპარტამენტებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით კი – …

ავარიული სახლი, მერია და ბიუჯეტიდან უშედეგოდ დახარჯული 430 ათასი ლარი – ცხოვრება შიშის ქვეშ

9 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრობენ. კორპუსის მდგრადობის კვლევა ამხანაგობის დაკვეთით 2013 წელს ჯერ შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა, შემდეგ კი ბათუმის მერიის დაფინანსებით სახლი კიდევ ორჯერ შეისწავლეს. ყველა კვლევით დადასტურდა, რომ ამ კორპუსში უსაფრთხოდ ცხოვრება შეუძლებელია. პირველი ექსპერტიზის ჩატარებიდან დღემდე ოჯახები ბათუმის მერიისგან …

როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობასთან კომპანია „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს. შენობა და ტერიტორია „ორბს“ აჭარის მთავრობამ 2 წლის წინ პირობებით მიჰყიდა. კომპანიამ სკოლის შენობა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა დაანგრიოს. სკოლის შენობაში სპორტული სექციებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამია დარჩენილი – კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის. სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია და სექციები ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში, ლეონიძის …

ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს- აუდიტი

ბათუმში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში უნებართვო მშენებლობების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისევ წერს. ანგარიშის მიხედვით  მერია სათანადო კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. ასეთი დასკვნა სამსახურმა 2019-2020 წლების დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოიტანა. შემთხვევითობის პრინციპით შესწავლის საფუძველზე აუდიტმა ბათუმში 13 უკანონო მშენებლობა გამოავლინა. ანგარიშში საუბარია ისეთ შემთხვევებზეც, როცა შენობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ააშენეს. აუდიტის ინფორმაციით  2020 წელს ბათუმში გამოვლინდა უნებართვო …

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა. მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს. ამ …

ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა

„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე. ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. „დამინახა …

„თვეში 500 დოლარს ვიხდიდი, მაგრამ არ ააშენეს“ – შეჩერებული მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე

ბათუმელი ინგა გორგაძე წელს ახალ ბინაში, მე-20 სართულზე, რემონტის დაწყებას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა. წლის ბოლოს იმ 21-სართულიანი კორპუსის მხოლოდ 3 სართულია აშენებული, სადაც ინგამ ბინა 2018 წელს შეიძინა.   ინგა ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმების თანახმად, ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის 113 ნომერში კორპუსი კომპანია „ევროლუქსს“ 2021 წლის დეკემბრის თვეში უნდა დაესრულებინა და მომხმარებლებს ამ დროისთვის …

„ზაურ ახვლედიანი დანიშნა მთავრობამ“ – სამინისტროს განმარტება სააგენტოში ცვლილებაზე

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი აჭარის მთავრობამ დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მან ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც. ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ზაურ ახვლედიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2021 …

ბათუმის ძველმა საკრებულომ სპორტსკოლის ადგილას „ორბს“ განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

გასულ კვირას, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ შპს „ორბი ჯგუფს“ ფიროსმანის #14- ში განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა. ორი საკადასტრო ერთეული ჯამში ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს და ბათუმის სასპორტო სკოლა „ბასკოს“ შენობას მოიცავს. აქ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს და დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვს. მერია დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე. სანაცვლოდ კი მოითხოვა, რომ კომპანიამ …

ბათუმის ძველი საკრებულო 3 თაუერის სიმაღლში გაზრდას დაეთანხმა – „ალიანსის“ პროექტი

26 ნოემბერს, ბათუმის ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს გახმაურებულ სხდომაზე, როცა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცეს, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. თუმცა ამ საკითხებისთვის მაშინ არავის ეცალა. იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა. ცვლილების მიხედვით, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ე.წ. ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება. ცვლილების თანახმად, …

მერია ბათუმის დელფინარიუმთან ისტორიულ შენობას და მიწას ყიდის

ბათუმის მერია დელფინარიუმთან ახლოს, ლერმონტოვისა და ხინიკაძის კვეთაში მდებარე შენობისა და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის პირობიანი აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს. ამის თაობაზე ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტებთან ერთად მერიიდან საკრებულოში უკვე გადააგზავნეს. გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 6 მილიონ 870 800 ლარია. ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შესატანად მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკრებულო ამ საკითხს 25 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს. გასაყიდად …

„ბოტანიკო“ პროექტის სიმაღლეში გაზრდას ითხოვს – მწვანე კონცხი

შპს „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ მწვანე კონცხზე მიმდინარე სამშენებლო პროექტში ცვლილებას ითხოვს. კომპანიას მერიაში წარდგენილი აქვს პროექტი, რომელიც შეთანხმებულ შვიდსართულიან შენობაზე ერთი სართულის დამატებას, ასევე შენობის ფუნქციის ცვლილებას ითვალისწინებს. ბათუმის საკრებულო ამ საკითხს დღეს სხდომაზე განიხილავს. საკრებულოსთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „იცვლება საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულება, ნებართვით დამტკიცებული 7 სართულის ნაცვლად წარმოდგენილია 8 სართული. დაგეგმილია  სააგარაკე …

„100 000 გადამახდევინეს, მაგრამ ბათუმში ბინას არ მიფორმებენ“ – რას ჰყვებიან უცხოელები 

აზერბაიჯანელ ინჟინერს – ბახდიარ გუსეინოვს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ მეჰდიზადე გულარს ჯერ კიდევ 2011 წლიდან ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ დანაზოგის შეგროვებისთანავე საქართველოში უძრავ ქონებას შეიძენდნენ. ბახდიარმა ახალი ბინის შერჩევა მეუღლესთან ერთად დიდი სიფრთხილით დაიწყო და, საბოლოოდ არჩევანი ბათუმზე შეაჩერა, კონკრეტულად კი კომპანია “ეიჩ გრუპზე”: “ეს კომპანია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყო, რადგან აქამდე იგი სახელმწიფო დაკვეთით აშენებდა. …

ბათუმის სანაპიროსთან კიდევ 2 ცათამბჯენი აშენდება – პროექტს საჯაროდ 12 ნოემბერს განიხილავენ

ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის #42-ში, შპს „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე ცათამბჯენის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ კიდევ თითო ცათამბჯენის აშენება იგეგმება. ამ პროექტებზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, ამჯერად კი პროექტების სავარაუდო რენდერებიც მოვიპოვეთ. ორივე მიწის ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია. რენდერების მიხედვით, რომლებიც კომპანიებმა მერიას განაშენიანების დეტალურ გეგმასთან ერთად წარუდგინეს, ორივე პროექტი „ალიანსი ფრივილიჯის“ მშენებარე პროექტებთან თითქმის გათანაბრებული …

კომპანია ბათუმში კიდევ 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, შპს „შინჩიბა“ ოთხი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის მომზადების მიზნით ბათუმის მერიას უკვე მიმართა და თანხმობაც მიიღო. შპს „შინჩიბა“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა – 80 პროცენტს ოზგურ ქურთი, 10 პროცენტს „მეტრო ატლას ჯორჯია“, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტს ბინ ლიანგ ჰუანგი ფლობენ. ოზგურ ქურთი არის ასევე …

მოგონებები გამქრალ სივრცეებზე | ბარი ვინილი

შესავლის მაგივრად დილით გაღვიძება ყოველთვის მიჭირდა. განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა ზამთარი იდგა და მაშინ თენდებოდა, როცა უკვე პირველ გაკვეთილზე ვისხედით. მაშინ ერთადერთი რაც ამ დროს ჩემში აღტაცებას იწვევდა, იყო სკოლის ფანჯრიდან დანახული ზღვის ჰორიზონტზე გაწოლილი თოვლიანი კავკასიონი, რომელსაც ამომავალი მზე ალისფერს აძლევდა. მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, როცა სანაპიროზე, ჩემი სკოლის უბანში პირველი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა …

ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

ეს სახლი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე დგას, პიაცას გვერდით, №35-ში. როგორც აქ მცხოვრებლები ჰყვებიან, 2013 წელს კომპანიამ „სახლი პიაცასთან” დაანგრია ორი იტალიური ეზო და ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ინვესტორმა ვეღარ დაასრულა სახლი, ბინების განშლა ვერ მოახერხა და დარჩა ერთმანეთთან უბრალოდ კიბით დაკავშირებული სართულები. პიაცასთან მშენებარე კორპუსში შესახლებულებმა მას შემდეგ მომართეს „ბათუმელებს“ პრობლემის გაშუქების თხოვნით, …

კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად 

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის …

რა შენდება გოგოლის #11ბ-ში უკანონოდ – რა წერია მერიის დოკუმენტებში

გარდა იმისა, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, საზოგადოებას არც იმაზე აქვს პასუხი, რას აშენებს ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმში, გოგოლის #11ბ-ში, „მეტროს“ ავტოსადგურის მიმდებარედ? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც მშენებელი კომპანიისგან და ვერც სამთავრობო სტრუქტურებისგან ვერ მივიღეთ. ამ კითხვებს უკვე ერთი თვეა ვსვამთ, ყველა პასუხისმგებელი პირი კი ჯიუტად დუმს. ბათუმის საკრებულოს 16 სექტემბრის სხდომაზე, სადაც უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს, მერიის …

უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსს ბათუმში კიდევ 2 დაემატა – რას აკეთებს მერია

„ჩვენ არაფერი ვიცით,“ – შუა ქალაქში უკანონო კორპუსების მშენებლობაზე საუბარი აშინებთ ადამიანებს, რომლებიც გოგოლის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული და მიმდინარე უკვე 9 კორპუსის სამეზობლოში ცხოვრობენ. მაშინ, როცა უკანონო მშენებლობა არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ 2 ახალი კორპუსი ემატება და ხელისუფლება იმასაც კი მალავს, თუ რა შენდება, მოქალაქეები თვლიან, რომ დუმილი სჯობს. დღემდე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია …

მთავრობამ ამბასადორს 89 ჰექტარი ზღვა გადასცა – რა იქნება კუნძულზე

მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით გადასცემს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“. ტერიტორია ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა. სწორედ ამ ადგილის კუნძულად ქცევას გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და 28 სექტემბერს შესაბამის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ბათუმში …

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

„ბათუმში აშენდება ხელოვნური კუნძული,“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. „უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ახალი, ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. ბათუმში მოვიწვევთ საერთაშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე …

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტის მეჩვიდმეტე სართულს აშენებს. ეს „ბათუმელებმა“ დღეს ადგილზე გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა. სართული სრულად დახურული ჯერ არ არის, თუმცა იქ, სადაც პროექტის მიხედვით მხოლოდ ღია სივრცე უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქი, ლითონის მოაჯირით უნდა შემოესაზღვრათ, კოლონებია ჩამოსხმული. ეს სივრცე უკვე ნაწილობრივ გადახურულია. პროექტის თანახმად, აქ 16-სართულიან შენობაზეა ნებართვა გაცემული. როგორც …

როგორ აშენდა ბათუმში 7 კორპუსი უკანონოდ? – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში 

ამ მოწვევის ბათუმის საკრებულო დღეს, 16 სექტემბერს, ბოლო სხდომას მართავს, რომელზეც ამ დროისთვის [11:40] შესვენება გამოცხადდა. მანამდე საკრებულოს წევრები ერთმანეთს  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ წევრის, ნატალია ზოიძის შეპასუხება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს ადამიანებს უთვალთვალებდნენ და ვიდეოებს უღებდნენ. საკრებულოს სხდომაზე დღეს მივიდნენ აქტივისტები …

ბათუმში, რუსთაველზე, 2 კორპუსს ააშენებენ კერძო სახლების ნგრევის ხარჯზე 

ბათუმში, რუსთაველის #21-ში არსებული სახლების ნგრევის ხარჯზე შპს „გრინკო“ კორპუსის მშენებლობას გეგმავს. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ 2019 წელს განიხილა და შეითანხმა. საბჭოს სხდომაზე დაფიქსირებული ინფორმაციით, პროექტის სიმაღლე 40 მეტრია. კომპანიამ რუსთაველის #21-ში, 978 კვ.მ-ზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავების თაობაზე მერიას მიმართა. დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. რუსთაველის #21-ში სამშენებლოდ მოაზრებულ ტერიტორიაზე ორი ორსართულიანი სახლია გზის …

სანაპიროზე 2 ცათამბჯენის აშენებას „ორბი ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიები ითხოვენ

ბათუმში, რუსთაველის #39 -ში შპს „ბრიტიშ დეველოპმენტი“ მშენებლობის უფლებას ითხოვს, კომპანია ამ მისამართზე  სასტუმრო „ჰილტონისა“ და  შპს „ალიანსის“ მშენებარე პროექტის შუაში მოქცეულ 8000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთს ფლობს. შპს „ბრიტიშ დეველოპმენტის“ ნაკვეთის მიმდებარედ, რუსთაველის #44-ში კი, მშენებლობის უფლებას შპს „ვესტინვესტი“ ითხოვს. კომპანია „ვესტინვესტს“ ბათუმში, ზღვასთან ახლოს, მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ 525 001 ლარად 2016 წელს მიჰყიდა. ზუსტად …

მთავრობა ბათუმში გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის მშენებლობის პირობით 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, შემოერთებულ ტერიტორიაზე [დაბა ხელვაჩაური] გამწვანებულ მიწის ნაკვეთს მშენებლობის პირობით ყიდის. ნაკვეთის ფართობი 473 კვ,მეტრია. აუქციონის პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში მყიდველმა ამ ტერიტორიისთვის დაშვებული ფუნქციის მატარებელი შენობა [გარდა საცხოვრებელი სახლების ან აპარტამენტებისა] არანაკლებ 36 თვეში უნდა აამოქმედოს. ასევე უნდა აიღოს არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება. …

ინვესტორის ინტერესი თუ რაიმე სხვა – ქობულეთის მერიამ ჩაქვი-ციხისძირის გენგეგმა შეცვალა

ქობულეთის მერიამ ჩაქვი-ციხისძირის განაშენიანების გეგმა [გენგეგმა] დააკორექტირა, გადაწყვეტილების მიზეზად კი მთავრობის ადმინისტრაციის შენიშვნები დაასახელა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის თქმით, როდესაც მან ამ საკითხის გარშემო კითხვები დასვა, უპასუხეს, რომ რამდენიმე მილიონიანი ინვესტორი გამოჩნდა. „მითხრეს, შენ რა, წინააღმდეგი ხარ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდოსო?“ – გვითხრა საკრებულოს წევრმა მერაბ ცინცაბაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მილიონებიან ინვესტორზე განმარტებით ბარათში არაფერი წერია. …

„ალიანსის“ თანამფლობელს გონიოს სანაპიროზე ელიტური ვილების აშენება სურს – მერია თანახმაა

შპს „გონიო 2020“ გონიოს სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს ვილების მშენებლობას გეგმავს და შესაბამისი განაშენიანების რეგულირების კონცეფციის დამტკიცებას მერიისგან ითხოვს. მერიას შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილი აქვს, მას მომავალ სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სასტუმრო ტიპის ვილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა 20 485 კვ.მ-ზე გაშენდება და ორსართულიანი იქნება. მერიის ინფორმაციით, პროექტი 6832 კვ.მ. …

ბათუმი აღარ იქნება ადგილი, სადაც შეიძლება მოიზიდო ტურისტები – მამუკა ხაზარაძე 

„ლელოს“ ლიდერს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე გავლენიანი ბიზნესმენი იყო, ბათუმის განაშენიანებაზე ვკითხეთ. დეპუტატის პროგნოზი ბათუმის მცხოვრებთა პერსპექტივაზე არ არის სახარბიელო. ნახეთ რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე მილიონერი ბიზნესმენის ახირებაზე, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში 17-სართულიან შენობას აშენებს. როგორ უნდა შეაჩერონ ქალაქებმა გავლენიანი პირების ახირებები და თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ რა ელით ამ ქალაქებში მცხოვრებთ. „ბათუმელების“ კითხვებს მამუკა …

მთავრობის გამოხმაურება ჩაქვში 4 ჰექტარი პლაჟის გასხვისებაზე

აჭარის მთავრობა გამოეხმაურა batumelebi.ge -ზე 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორიის გასხვისებას ეხებოდა. ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ამ ტერიტორიის მიყიდვა კონკრეტული კომპანიისთვის იგეგმებოდა, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. სტატია ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის მიხედვით მოვამზადეთ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აჭარის მთავრობამ წერილობით გვაცნობა, რომ მცდარია ინფორმაცია ჩაქვის …

მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპირებს

ბათუმის მერია ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარამდე ტერიტორიას აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცემს, მისი შემდგომში ინვესტორზე გადაცემის მიზნით. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიწერა, რომ ჩაქვის პლაჟის ტერიტორიას, მიმდებარე ნაკვეთთან ერთად მეზღვაურთა ქუჩაზე, #20/22-ში და ასევე ბათუმის ქუჩაზე #50-ში, საინვესტიციოდ ამზადებენ. ეს წერილი მერიაში 21 მაისს მიიღეს. ის …

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ბარცხანის ხიდთან, ოდისეი დიმიტრიადის #11-ში, 11 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთს საკუთარი სტრუქტურული ერთეულისთვის შენობის ასაშენებლად ითხოვს. მშენებლობის შემდეგ კი სამმართველოს ამჟამინდელი 21 026 კვ.მეტრი ტერიტორია აბუსერიძის ქუჩაზე, თავისი შენობების ჩათვლით, ბათუმის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერია, მერია მზადაა მიწის ნაკვეთი გადასცეს „პოზიტიური პირობით“. ჯერ არ …

მიწის ნაკვეთები ზღვასთან ახლოს – ქონების სააგენტოს შეთავაზება ბიზნესს

პროექტის – „100 შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქობულეთში, ზღვასთან ახლოს,  მიწის რამდენიმე ნაკვეთს ყიდის. სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე გატანილი აქვს ორი მიწის ნაკვეთი ბუკნარში, ჯამში 7000 კვ.მდე ტერიტორია. ქონების საწყისი ფასი 890 000 ლარია. სააგენტო ყიდის ასევე 25 547 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე. ქონების საწყისი ფასი 815 000 ლარია. …

Exit mobile version