ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა ამავე კლინიკაში.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა.
„62 წლის იყო, ფილტვის არტერიის სტენოზიც ჰქონდა, კარგად გრძნობდა თავს, დღეს სახლში აპირებდა წასვლას, ანალიზებიც კარგი იყო, მაგრამ უეცრად დამძიმდა მდგომარეობა. შესაძლოა განვითარდა თრომბოემბოლია ან ინფარქტი, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი“, – ამბობს კიკაბიძე.
მისი თქმით, ექიმს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.
გუშინ კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა ბათუმში კორონავირუსით, ის ექთნად შუახევის კლინიკაში მუშაობდა.
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო აჭარაში.
ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა. ექთნის გარდაცვალება ოჯახის ახლობელმაც დაგვიდასტურა. სავარაუდოდ მას თანმდევი დაავადება ჰქონდა.
დღეს 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმიც გარდაიცვალა. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა.
ბოლო 24 საათის განმვალობაში აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 512 ადამიანი.
16 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 4 000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო კორონავირუსით ინფიცირებული.
18 ნოემბრის დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 512 შემთხვევა დაფიქსირდა; გამოჯანმრთელდა – 574 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ჯამში კოვიდი დაამარცხა 13 299-მა პაციენტმა.
ამ ეტაპზე ბათუმის კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 140 ადამიანი; მთლიანობაში აქტიური შემთხვევა რეგიონში არის 6 240.
ამავე პერიოდში, აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი. სულ კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით 37 პირი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში, გამოჯანმრთელდა 2 539 პირი.
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი, – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული,“ – აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში, გამოჯანმრთელდა 2 539 პირი.
დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის კიდევ ერთ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდა. უმაღლესი საარჩევნო კომისია – უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. მოსამართლე კობა გოცირიძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
„უსკომ შედეგი შეაჯამა საარჩევნო ოლქების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე. ყველამ ვიცით, როგორ მომზადდა ეს შემაჯამებელი ოქმები ოლქებში, რამდენი შესწორების ოქმი იყო და რა ხდებოდა. ამის მიუხედავად, უსკომ არ მიიჩნია საჭიროდ რომელიმე უბანზე ხელახლა გადაეთვალა ხმები, ან დაზუსტება მოეთხოვა, ან გაებათილებინა უბნის შედეგები და ასე შემდეგ…“ – ამბობს იურისტი უშანგი მიქელაძე, იგი სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიციის ინტერესებს იცავდა.
„ყველაფერი იყო წესრიგში“, – მიიჩნევს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურისტი, ფრიდონ ბათნიძე. მისი თქმით, ხარვეზები „ოლქებმა აღმოფხვრეს“ და ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა.
„ამის საჭიროება არ არსებობდა… უსკო აჯამებს მონაცემებს ოლქების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით. ოლქებმა აღმოფხვრეს ხარვეზები,“ – გვითხრა ფრიდონ ბათნიძემ.
რატომ არ ჩათვალა საჭიროდ უსკომ ერთი გასაჩივრებული უბნის შედეგი მაინც გადაეთვალა? – „ამ საკითხებზე იმსჯელა საოლქო კომისიებმა და შემდეგ სასამართლომ. როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოს შემდეგ ჩვენ გვემსჯელა ამაზე?“ – კითხულობს უსკოს იურისტი.
ფრიდონ ბათნიძეს ვთხოვეთ განემარტა, რა არის მაშინ უსკოს რეალური ფუნქცია, თუკი ის მხოლოდ ცესკოს დაქვემდებარებაში არსებულ საოლქო კომისიების მონაცემებს ეყრდნობა?
„ჩვენ გვევალება ზედამხედველობა ამ პროცესზე… სასამართლოს რომ არ ემსჯელა, მაშინ ვიმსჯელებდით. უსკომ ჩათვალა, რომ ყველაფერი იყო წესრიგში,“ – აღნიშნა უსკო-ს იურისტმა, ფრიდონ ბათნიძემ „ბათუმელებთან“.
სასამართლო დავის საგანი იყო ქობულეთის შემთხვევაც, სადაც 22 ხმით მოიგო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ არჩევნები.
„ცოტნე ანანიძემ მიიღო ჯამში 20 809 ხმა, მან 22 ხმით დაძლია ბარიერი, მაგრამ ქობულეთის საოლქოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 270 ბიულეტენია დაკარგული. ბიულეტენი რატომ იკარგება მოგეხსენებათ – კარუსელის დასატრიალებლად და ასე შემდეგ, რომ სასურველი შედეგი დასვან. თუ ამ დაკარგული ბიულეტენების რაოდენობას მივიჩნევდით ნამდვილ ბიულეტენად, ამ შემთხვევაში ცოტნე ანანიძე ბარიერს ვეღარ გადალახავდა. აქაც უსკო მხოლოდ ოლქების შემაჯამებელ ოქმებს დაეყრდნო და პასუხისმგებლობა მოიხსნა, მას შეეძლო ნებისმიერ დროს ჩარეულიყო, მაგრამ არაფერი გააკეთა,“ – ამბობს „გაერთიანებული ოპოზიციის“ იურისტი უშანგი მიქელაძე.
„შესაძლოა, ამომრჩეველმა არ ჩააგდო ბიულეტენი ყუთში… საარჩევნო ოლქებმა იმსჯელეს ამაზე და ხელახლა მსჯელობა არარეალური იქნებოდა. არ იყო ამის სამართლებრივი საფუძველი და არც ამის საჭიროება არსებობდა,“ – გვიპასუხა უსკოს იურისტმა, ფრიდონ ბათნიძემ ქობულეთის შემთხვევაზე.
____
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ბათუმის შემთხვევაში, სასამართლომ მხოლოდ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა, რაც ერთ-ერთ უბანზე ხმების გადათვლას ითვალისწინებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დანარჩენი ექვსი გაერთიანებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო წელს 70 ათასი ლარის ღირებულების ახალ საახალწლო გირლანდებს შეიძენს.
„წელს დავამატეთ გირლიანდებისა და განათებებისთვის 70 ათასი ლარი, 4, 5 წელია გირლანდები საერთოდ არ გვიყიდია და მოგეხსენებათ, დროთა განმავლობაში განათება მწყობრიდან გამოდის მრავალჯერ მონტაჟის, დემონტაჟის გამო. უფრო მეტია შესაძენი, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ 70 ათასი ლარის ახალ გირლანდებს ვამატებთ“, – განმარტა ,,ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელმა, სულხან ევგენიძემ.
მისივე თქმით, შარშანდელის მსგავსად წელსაც საახალწლო განათებებით მოირთვება ცენტრალური მაგისტრალები, ქუჩები და პარკები. გარე განათების ბოძები განათდება ბარცხანის ტრასიდან აეროპორტის გზატკეცილამდე. განათდება ასევე ბარათაშვილის, გორგილაძის, მემედ აბაშიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ზვიად გამსახურდიას ქუჩები, ნინოშვილის ქუჩა და ბულვარის ტერიტორია.
რაც შეეხება განათებების მონტაჟს, 2020-2021 წლის საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებისთვის კეთილმოწყობის სამმართველოს ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 500 393 ლარი აქვს მითითებული, რაშიც ნაძვის ხის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის განკუთვნილი თანხა, ასევე ახალი გირლანდების საფასური იგულისხმება.
საახალწლო განათებები ბათუმში ტენდერის დასრულების შემდეგ, დეკემბრის პირველ რიცხვებში აინთება: საღამოს 6 საათიდან დილამდე.
დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა.
უცნობია, რა პერიოდით გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა.
რამდენად ლოგიკური და მიზანშეწონილია საახალწლო განათებების მონტაჟი ახალ წლამდე ერთი თვით ადრე, როცა რეალურად ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან? ამ კითხვაზე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ საახალწლო განათებები საღამოს 18:00 საათიდან ჩაირთვება. შესაბამისად, 4 საათის განმავლობაში ბათუმელებს შეეძლებათ სხვადასხვა სანახაობაზე დასწრება.
სულხან ევგენიძე იმედოვნებს, რომ ახალი წლის დღეებში – 25 დეკემბრის შემდეგ მაინც, მოიხსნება გადაადგილებაზე შეზღუდვა და გარეთ გასვლა შეიზღუდება არა 22:00 საათიდან, არამედ, ვთქვათ, 00:00 საათის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ 2011-დან 2019 წლამდე ნახევარმილიონიან საახალწლო განათებების ტენდერებს ყოველ წელს კომპანია,,აჭარგანათება“ იგებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ამ კომპანიას 2011-2019 წლებში [94 ტენდერი და 22 გამარტივებული შესყიდვა] მთლიანობაში 26 523 383 ლარი აქვს მიღებული სახელმწიფოსგან.
„აჭარგანათება“ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, რომელსაც მისი ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე მართავს, ხოლო ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე კომპანიის 52-პროცენტიანი წილის მფლობელია.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 1900-მდე მასწავლებლობის მსურველმა გაირა, თუმცა მათგან რამდენი გავიდა 2020 წლის ზაფხულში საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, ამის შესახებ მასწავლებლის სახლს ინფორმაცია არ აქვს. პროექტის მენეჯერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ინფორმაცია არც იმის შესახებ აქვთ, დასაქმდა თუ არა „ეროვნული სკოლის“ რომელიმე მონაწილე სკოლაში ან თუ ვერ დასაქმდა, რატომ.
„ეროვნული სკოლის“ პროექტზე 2019 წელს 200 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის და მასწავლებლის ეროვნული სკოლის ხელმძღვანელი, ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ „ეროვნული სკოლა“ მცირეკონტინგენტიან და მაღალმთიან სკოლებში კვალიფიციური პედაგოგების შევსებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა დაასაქმეს თუ არა მსგავს სკოლებში ეს კადრები, ამაზე მოკვლევა არ არსებობს.
„რამდენი დასაქმდა სკოლაში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს. თუმცა, ვინც კურსი დაასრულა, აქედან 536 იყო მოქმედი მასწავლებელი, ვინც უკვე მუშაობდა სკოლაში, მაგრამ მომიჯნავე საგნების სწავლებაც სურდა და ამიტომ გადამზადდა მეორე ან მესამე საგანში. 1059 პირი იყო ის, ვისაც მასწავლებლობა უნდოდა და პირველად აპირებდა სკოლაში შესვლას.
თებერვლიდან კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები ძირითადად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე და ამიტომ ვერ შევაგროვეთ ეს მონაცემები“, – ამბობს ნინო გორდეზიანი. იმის მიუხედავად, რომ პროექტის ორგანიზატორებს აქვთ იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც ეროვნული სკოლა გაიარა, მათი დასაქმების შესახებ ინფორმაცია პროექტის ორგანიზატორებს მაინც არ შეუგროვებიათ.
„ახლა ვაგროვებთ რაღაც მონაცემებს, ოღონდ ეს არის ძალიან მწირი მონაცემი იმის, რა მოლოდინიც ჩვენ გვქონდა“, – ამბობს ნინო გორდეზიანი. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ ჰქონდათ უკუკავშირი აღნიშნულ პირებს მათთან დასაქმების პრობლემების გამო ან სხვა საკითხებზე, ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ – კი. „არის ასეთი ზარები, ბევრია. ოღონდ ვინც გვირეკავს ამბობს, რომ ქალაქის სკოლებში შეიტანეს განაცხადი და არ აიყვანეს. მაშინ ჩვენ ვეუბნებით, რომ პროგრამის მიზანი იყო მცირეკონტინგენტიან სკოლებში დასაქმება და არა ქალაქის სკოლებში“.
როგორც გავარკვიეთ, მასწავლებლის სახლში არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, „ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებიდან რამდენმა დაადასტურა საგნობრივი კომპეტენცია გამოცდაზე და რამდენმა ვერა. ნინო გორდეზიანის თქმით, მათ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამის სტატისტიკა ჯერ კიდევ არ მიუღიათ. „ბაზები რომ შევადაროთ, ამისთვის არ გვაქვს ჯერ გადმოცემული სტატისტიკა“, – გვითხრა მან.
ნინო გორდეზიანის თქმით, „ყველაფრის დალაგებას და შესწავლას“ წლის ბოლოსთვის აპირებენ.
პროექტ „ეროვნული სკოლის“ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ის, რომ იმ სკოლები, სადაც კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტია, ახალი კადრებით შეევსოთ. გარდა ამისა, ამ სკოლის დამთავრებულ კადრებს ის პრაქტიკოსი მასწავლებლები უნდა ჩაენაცვლებინათ, ვინც შემოდგომის გამოცდაზე ვერ დაადასტურებდა კომპეტენციას და მათი ადგილები ვაკანტურად გამოცხადდებოდა.
შემოდგომის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრადიციულად ის ნოემბრის თვეში ტარდება. ამ დროისთვის სისტემაში 6 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელია და, შესაბამისად, აქედან რამდენი დაადასტურებს კომპეტენციას, მხოლოდ გამოცდების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
თუმცა, არსებობს ერთი გარემოება, რამაც შესაძლოა საჯარო სკოლებში ახალი კადრების მიღება მაინც გაართულოს. ეს არის სკოლის დირექტორის უფლება, გაუშვას ან ხელშეკრულებით დაიტოვოს მასწავლებელი, ვინც ვერ ადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას გამოცდაზე.
ნინო გორდეზიანი ამბობს, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას სცდება. „ჩვენ ასე ერთმნიშვნელოვნად არ ვამბობდით, რომ ეროვნული სკოლის დამთავრების შემდეგ აუცილებლად შევიდოდნენ სკოლაში პირდაპირ, თუმცა კონკურენციის პირობებში მათ უპირატესობა ექნებოდათ.
მეორე მხრივ, სკოლებში პრაქტიკოსების ჩანაცვლება იყო ამ პროგრამის მიზანი და მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიან რეგიონებში ბევრი წამახალისებელი პროგრამაა მასწავლებლებისთვის, კვალიფიციური კადრები მაინც არ მიდიან. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სკოლები, სადაც ქიმიას ფიზკულტურის მასწავლებელი ასწავლის, ამიტომ გადავამზადეთ კადრები“, – ამბობს ის. კითხვაზე, ჩაანაცვლა თუ არა ასეთი მასწავლებლები „ეროვნული სკოლის“ კადრმა, გორდეზიანს ზუსტი პასუხი არ აქვს.
„რამდენი ახალი კადრი შევიდა სკოლებში, ვერ გეტყვით, მაგრამ როცა ეროვნული სკოლისთვის განაცხადებს ავსებდნენ ეს ადამიანები, იქ გარკვევით ეწერა, რომ უნდა მიეთითებინათ ის რეგიონი, სადაც უნდოდათ დასაქმება.
სკოლა გამოაცხადებს თუ არა ვაკანსიას, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ კვალიფიციური კადრები მოვუმზადეთ“, – ამბობს გორდეზიანი.
„დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით“, – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა. არაერთი კითხვის მიუხედავად, პოლიციელმა არ დააზუსტა რამდენი პირი დააკავეს აქციაზე დღეს.
„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სამი დაკავებული „საკუთარი თვალით“ დაინახა, თუმცა ინფორმაცია სულ ოთხი პირის დაკავების შესახებ აქვს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის აქციაზე დაკავებულია ორი პირი.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ დღეს აქციის რამდენიმე მონაწილეს იმის გამო სცემა, რომ ისინი მთავრობის სახლზე სტიკერებს აკრავდნენ.
ნაცემთაგან ერთ-ერთი პირი სასწრაფოს მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უადგილობის გამო მისი შეყვანა ჯერჯერობით ვერც ერთ კლინიკაში ვერ მოხერხდა.
___
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მთავრობასთან აქციები მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ წუთებში [16:40] აჭარის მთავრობის შენობის წინ პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტერიტორიიდან მინიმუმ 2 ადამიანი გაიყვანა პოლიციამ, ერთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, მირდატ ქამადაძის თქმით, მან არ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული. „ბათუმელებს“ იგივე უთხრეს შს სამინისტროს პრესცენტრშიც: ვაზუსტებთ – გვითხრეს უწყებაში.
„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით კი, ზუსტად იცის, რომ 3 ადამიანი დააკავეს, მაგრამ შეიძლება დაკავებული იყოს ოთხი პირიც.
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მთავრობასთან აქციები მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
აქციაზე დაპირისპირების დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, რომელიც უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება.
„საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანალოგიური ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა 3 ოქტომბერსაც გაავრცელა. მაშინ თურქეთში გაბრუნებას 25 ტონა კარტოფილი დაექვემდებარა:
კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება კლინიკებში ხუთჯერ და მეტად გაიზარდა. მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაავალა.
მთავრობის 16 ნოემბრის განკარგულებით, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები კომპანიამ მის კაპიტალში შეტანილი თანხის გაუხარჯავი ნაწილით უნდა შეისყიდოს.
აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა თანხმობისთვის, რომ 3 200 000 ლარით ტენდერის გარეშე შეისყიდოს თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო 10 ერთეული აირგენერატორი [ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორი, კომპრესორი, თანმდევი ნაწილებით და თანმდევი მომსახურებით].
ეს კომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. „სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებასა და შეძენასთან დაკავშირებით“ დახმარებისთვის კი ეკონომიკის მინისტრს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა 14 ნოემბერს მიმართა.
„კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6 000 საწოლზე მეტი და თვის ბოლომდე კიდევ იგეგმება 2 400 საწოლის დამატება.
საწოლფონდისა და პაციენტთა ნაკადის მატების პარალელურად, საავადმყოფოებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელოვნური სუნთქვის აპარატებისა და ჟანგბადის პორტების რაოდენობა, რამაც თითქმის ხუთჯერ და მეტად გაზარდა ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება.
ზოგიერთი საავადმყოფო საკუთარი ძალებით ახდენს ჟანგბადის წარმოებას, თუმცა საავადმყოფოთა უმეტესობას უხდება სამედიცინო ჟანგბადის შეძენა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში აღინიშნება პროდუქციის მომარაგებაში არსებული შეფერხებები, რაც ჟანგბადდამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის შეიძლება სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასი აღმოჩნდეს.
კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების ზრდის ფონზე, ქვეყანაში სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტის თავიდან აცილებისა და სახელმწიფო და კერძო მფლობელობაში მყოფი კლინიკების ჟანგბადით უწყვეტად მომარაგების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, გთხოვთ დახმარებას სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოძიებასა და შეძენასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის 14 ნოემბრის წერილში, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ ნათია თურნავას გაუგზავნა.
„განსახორციელებელი შესყიდვა არის ძალიან სასწრაფო, რის გამოც შესყიდვის პროცედურებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინება შეუძლებელია“, – აღნიშნულია „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ 17 ნოემბრის განაცხადში.
აქტივების მართვის კომპანიამ აირგენერატორები 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიძინოს.
კოვიდინფიცირებული ან კარანტინში მყოფი პირი, რომელიც 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დატოვებს კლინიკას, კოვიდსასტუმროს ან კარანტინს და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, შესაბამისი დაწესებულებიდან უნდა აიღოს ცნობა.
პირი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინო სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა, საარჩევნო უბანზე სწორედ ამ ცნობის საფუძველზე მისცემს ხმას.
რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც 21 ნოემბრისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, 17 ნოემბრის საღამოს 6 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე: 2 51 00 51 (შიდა 0).
როგორც 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ამომრჩეველთა ნაწილმა, ისე მოხდება მეორე ტურშიც. ანუ, მაჟორიტარულ არჩევნებში ამჯერად მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციაში, კლინიკაში ან კარანტინში აღმოჩნდებიან 18, 19 და 20 ნოემბერს.
„საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების/საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა. ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო სტაციონარში ან საკარანტინე სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინე სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის პერიოდში“, – აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 16 ნოემბრის ბრძანებაში.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს.
გორგილაძის ქუჩაზე მარცხენა მხარეს ავტოპარკინგი აიკრძალება. ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე კი, ამავე მიმართულებით, მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს
რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია.
გორგილაძის ქუჩაზე ჯავახიშვილიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები ივლიან [ტროტუარიდან ყვითელ ხაზამდე მონაკვეთში], ტროტუარის მხარეს კი ავტოპარკინგი აიკრძალება
„გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად უნდა დასრულდეს საგზაო ნიშნების მონტაჟი, რასაც 3-4 დღე დასჭირდება, თუმცა ამინდზეც ვართ დამოკიდებული. როგორც კი ნიშნები დამონტაჟდება, ტრანსპორტის მოძრაობაც შეიცვლება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.
გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის წესების ცვლილება იმ ახალი სქემის ნაწილია, რომლითაც მოძრაობის წესები ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე შეიცვლება. ცვლილება გორგილაძის გარდა შეეხება ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩებს.
მერიის ინფორმაციით, საგზაო ნიშნების მონტაჟი დასრულდა და მოძრაობის მიმართულება უკვე შეიცვალა გორგასლის ქუჩაზე. თუ აქ ტრანსპორტი ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით მოძრაობდა ცალმხრივად, ამჯერად მოძრაობა კვლავ ცალმხრივია, თუმცა საპირისპირო მიმართულებით – გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
„მოძრაობის ახალი სქემის ფარგლებში საგზაო ნიშნების მონტაჟი ეტაპობრივად გაგრძელდება და მოძრაობის წესებიც ეტაპობრივად მაქსიმუმ 15 დეკემბრამდე შეიცვლება“, – გვითრეს ბათუმის მერიაში.
ახალი ზქემის სრულად ამოქმედების შემდეგ შეიცვლება რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტიც:
მხოლოდ 18 ნოემბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.
კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:
[checklist]
400 ლოკალურ წუთს – 6 ლარად
8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად
3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად
[/checklist]
კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად.
პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ნოემბრის 21 საათიდან 18 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 5 – 10 გრადუსი
ღამით: 0 – 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 19-20 ნოემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
17 ნოემბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 469 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
უკვე რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 929-მდე.
მთავრობის ცნობით, აჭარაში 911 ადამიანს მკურნალობენ კოვიდზე, ხელოვნურ სუნთქვაზეა 117 ადამიანი.
ასევე, აჭარაში 1607 ინფიცირებული მკურნალობს კოვიდსასტუმროებში. აჭარაში საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1610 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3117 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3 638 პირი.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85952-ს.
უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დადასტურებულია გარდაცვალების 778 შემთხვევა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
“კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს,” – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაზე კლინიკა, სადაც ბავშვი მკურნალობდა, პირველ კომენტარს აკეთებს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძის მტკიცებით, კლინიკამ ყველაფერი გააკეთა ბავშვის გადასარჩენად.
“ჩვენი კლინიკის მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. 12 წლის გოგონა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მას საკუთარი, ქრონიკული, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოიძახეს კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება,” – ამბობს თამარ ბახტაძე.
მისივე თქმით, მომხდარ ფაქტზე “მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა. თუმცა რეგულირების სააგენტო ჯერ ჩართული არაა”.
12 წლის გოგონა 16 ნოემბერს იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის ბათუმიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავდათ.
ფინკა ბანკი თავის ერთგულ მომხმარებლებს საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ნოემბერსა და დეკემბერში კვლავ საუკეთესო და მოხერხებულ პირობებს სთავაზობს – მიიღეთ ან გაგზავნეთ თანხა ზედმეტი რიგისა და ლოდინის გარეშე, ისარგებლეთ სპეციალური ვალუტის კურსით და დაჯილდოვდით სხვადასხვა ფულადი პრიზებით!
აქციის პირობები მარტივია: პირველი ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვე, ფინკა ბანკი თავის 36 სერვის ცენტრში ყველაზე აქტიურ 36 მომხმარებელს გამოავლენს და 50 ლარით დააჯილდოვებს.
ხოლო ახალი წლის შემდეგ გამოვლინდება 5 ყველაზე აქტიური მომხმარებელი და მათ საჩუქრად 100-ლარიანი დეპოზიტი გადაეცემათ.
ისარგებლეთ საერთაშორისო ფულადი გზავნილებით ფინკა ბანკში, იაქტიურეთ და დასაჩუქრდით!
ფინკა ბანკი – მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისთვის.
ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.FINCA.ge ან დაგვირეკეთ *4949
ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს.
“ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვს თანმდევი დაავადება – თირკმლის უკმარისობის მეოთხე სტადია ჰქონდა.
მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 363 მართვითი სუნთქვის აპარატზეა.
____
16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი.
საერთო ჯამში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 82 835 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 65 291 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 733.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივამ, 21 ნოემბერს [არჩევნების მეორე ტურის დღეს], საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორების მოწყობაზე, ოპოზიციაში გარკვეული დისონანსი გამოიწვია. ეს მოწოდება ლევან ვარშალომიძემ გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე გაახმოვანა.
„სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება…“ – ასე გამოეხმაურა ლევან ვარშალომიძის განცხადებას დავით უსუფაშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
მიუხედავად კრიტიკისა, ლევან ვარშალომიძე პოზიციას არ იცვლის. მისი თქმით, სირცხვილის კორიდორის მოწყობა ისეთ ფონზე, როგორც ჩატარდა არჩევნების პირველი ტური, ოპოზიციის უფლებაა.
„ეს არის ყველა ოპოზიციური პარტიის უფლება, რომ მშვიდად, წყნარად გავაპროტესტოთ, ასევე ვაპირებთ სირცხვილის კორიდორების მოწყობას – სირცხვილის კორიდორები შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ ეს არის პროტესტის ნიშანი. ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, დავდგებით და გავაპროტესტებთ ამ სამარცხვინო არჩევნებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაგვიტარა ქართველ ხალხს.
ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს მის კონსტიტუციურ უფლებას, მივიდეს და ხმა მისცეს, მაგრამ პროტესტი იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენც გვაქვს. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ჩვენ კიდევაც განვაცხადეთ 21-ში დაგეგმილი აქციის ფორმები, თუ როგორ მოხდება ეს მშვიდობიანად გაპროტესტება, შევჯერდებით და 20 ნოემბერს ყველაფერს მოგახსენებთ. ეს არ იქნება დახურული ინფორმაცია, ეცოდინებათ, სად დავდგებით და როგორ დავდგებით“, – განმარტა ლევან ვარშალომიძემ.
მოქალაქე ნათია შავაძე საქართველოს განათლების სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მას ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში მიღებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის 38 წლისაა. დავის საგანი განათლების სამინისტროს ბრძანებაა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“. ეს სამართლებრივი აქტი პროფესიულში მიღების დროს უპირატესობას 29 წლამდე ახალგაზრდებს ანიჭებს. პროფესიულ სასწავლებელში ადგილების რაოდენობა კი ლიმიტირებულია.
ნათია შავაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით მოსარჩელეს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით დაცული თანასწორობისა და განათლების უფლებები.
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლებში 19 წლამდე და 19-დან 29 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაში მყოფი აპლიკანტების გამოცდაზე მიღებული ქულა მრავლდება 1.3 და 1.1 კოეფიციენტებზე, ხოლო 29 წელს ზემოთ მსურველთა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრის ქულა რჩება უცვლელი. აპლიკანტების მიერ მიღებული ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ერთიან სარეიტინგო სიას, რომელიც განსაზღვრავს აპლიკანტთა სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მოხვედრის შედეგებს.
ნათია შავაძე კულინარიის ხელოვნების სასწავლო პროგრამაზე აბარებდა. მისი თქმით, მან მონაწილეებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა ქულების კოეფიციენტებზე გადამრავლების შემდეგ მაღალი შეფასების მქონე ნათია შავაძე სასწავლებელს მიღმა დატოვეს.
საია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ შესაძლოა მიზანი იყო უმუშევრობის დონის შემცირება 29 წლამდე ახალგაზრდებში. საია მიიჩნევს, რომ უპირატესობა არ უნდა ენიჭებოდეს ყველას, ვინც 29 წლამდეა.
„ასეთ პირობებში შესაძლოა პროგრამის გარეთ დარჩნენ ის აპლიკანტები, რომლებსაც ყველაზე მეტად შეიძლება სჭირდებოდეთ პროგრამა უმუშევრობის დასაძლევად და იმყოფებოდნენ 29 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
ამასთან, სადავო ნორმა არ არის აუცილებელი საშუალება, რადგან იგივე მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს შეუძლია პროფესიულ სასწავლებელში მიღების ისეთი სისტემა შეიმუშაოს, რომელიც სწორედ იმ ადამიანებს მიანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ უპირატესობის მინიჭება,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს კი დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა. ცენტრი ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ამ განცხადებიდან.
„15 წლის წინ სახალხო დამცველის და, ერთი მხრივ, რელიგიური გაერთიანებების, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ უმცირესობათა ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა ტოლერანტობის ცენტრი, რელიგიათა საბჭო და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო. დღეს კი უკვე შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი და საბჭოები, ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის ყველაზე ეფექტურ მოდელად ჩამოყალიბდა.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ეს წლები ვიყავით თანასწორობის, თავისუფლების, ტოლერანტობის ღირებულებათა დაცვის საქმეში თანმიმდევრულები და პრინციპულები. სწორედ ამის გამო, ტოლერანტობის ცენტრისა და საბჭოების საქმიანობამ პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, დაიწყო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების მხილება, აღნუსხვა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების მოთხოვნა ასეთ შემთხვევებზე.
„შესაძლებელი გახდა რელიგიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კანონმდებლობის დიდი ნაწილის გაუქმება, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ლიბერალური რეჟიმის შემოღება, სასჯელაღსრულების სისტემაში ღვთისმსახურთა დაშვების დისკრიმინაციული წესის შეცვლა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის ინიციატივისთვის ერთსულოვანი წინააღმდეგობის გაწევა, რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ სპეციალური კანონის მიღების მცდელობათა ფართო წინააღმდეგობა, სკოლებში რელიგიის ცალმხრივი, დისკრიმინაციული ხასიათის სწავლების შემოღებისთვის ხელის შეშლა.
ასევე, საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციიდან რელიგიის თავისუფლების შემზღუდავი 3 შეუსაბამო მუხლის ამოღება, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვასთან დაკავშირებული კრიტერიუმების შეტანა და ბევრი სხვა, დიდი თუ მცირე პრობლემის გადაჭრა და თანასწორობაზე ორიენტირებული არა ერთი საკითხის წამოწევა“, – ნათქვამია ტოლერანტობის ცენტრის განცხადებაში.
ცენტრის განცხადებით, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები დაედო საფუძვლად საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას და ბოლო 15 წელიწადში განხორციელებულ მრავალ სახელმწიფო პროგრამასა და აქტივობას.
„აქვე გვსურს გულისტკვილით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, ჩვენს საერთო სამშობლოში, ჯერ კიდევ დიდი და მრავალმხრივი გამოწვევის წინაშე დგას რელიგიის თავისუფლების სრულფასოვანი დაცვა, მიუღწეველი მიზანია თანასწორუფლებიანი გარემო და შეფერხებულია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი.
შეიძლება ითქვას, რომ მთელი რიგი მიმართულებებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია, იქნება ეს კანონის უზენაესობის დაცვა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში უთანასწორო გარემო, ძალადობა თუ შეუწყნარებელი, სტერეოტიპების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური განწყობები, რომლებიც უმცირესობებს სტუმრებად, უცხოებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ან სულაც ქვეყნისთვის მტრულ ძალად წარმოაჩენს. უმცირესობათა წარმომადგენლები სრულყოფილად ისევ არ არიან ჩაბმულნი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში“.
ცენტრის განცხადებით, დღეს აუცილებელია შევახსენოთ ერთმანეთს, ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად ადამიანის უფლებათა შელახვის, შეუწყნარებლობის, დამცირების, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა. მათი უმრავლესობა საოლქოებმა არ განიხილეს, განხილული 914 საჩივრიდან კი, უმეტესობა არ დააკმაყოფილეს. სარჩელების სრული უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმაც.
არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი აღარებს, რომ 31 ოქტომბრის საარჩევნო ოქმები ხშირ შემთხვევაში ქაოსურად არის შედგენილი. ასევე დადასტურებულია, რომ ამ ოქმებს რამდენიმე დღის განმავლობაში ასწორებდნენ ოლქებსა თუ ცესკოში. პროცესში ასევე გამოიკვეთა, რომ თითქმის 20 ოქმის შესწორებაზე კომისიის წევრების ხელმოწერები შეიძლება იყოს გაყალბებული და ეს ვიზუალურადაც კი შესამჩნევია.
მაგალითად, 26.66.08 საუბნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმში წერია კომისიის წევრის ვინაობა – მარიკა „აბშილავა“ და მისი ხელმოწერა. თუმცა, შესწორების ოქმში ამ კომისიის წევრის გვარი შეცდომით წერია – „აფშილავა“ და გვარის გასწვრივ ასევე ხელმოწერაც არის აფშილავა. შესაბამისად, მარიკა აბშილავა შესწორების ოქმზე ხელმოწერისას აფიქსირებს არა თავის ნამდვილ გვარს [აბშილავა], არამედ იმას, რაც კომისიის მდივანმა შეცდომით დაწერა [აფშილავა]. სწორედ მსგავსი ოქმები შეისწავლა ოპოზიციამ და პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელმოწერები გაყალბებულია, ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს კალიგრაფიული ექსპერტიზა. ხელმოწერების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუმცა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ბექა ბასილაიამ „ბათუმელებს“ უთხრა, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.
„პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, როგორც კი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას მიიღებს. აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინააღმდეგ ხედავთ, რომ ერთ დღეში კერავენ საქმეებს და აქ დასაბუთებული დოკუმენტაცია იყო წარდგენილი და გამოძიებაც არ დაიწყეს. პროკურატურიდან მომწერეს, რომ საჩივრები რაიონულ განყოფილებებშია გადაგზავნილი“, – გვითხრა ბექა ბასილაიამ.
დაიწყო თუ არა გამოძიება? – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ საქართველოს პროკურატურიდან დღის განმავლონაში ელოდა, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.
რატომ მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ოქმზე ხელმოწერები გაყალბებულია? – მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „11.19.15 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული წესით არჩევნების შემაჯამებელ ოქმში და ამავე ოქმის შესწორებაში კომისიის წევრად დაფიქსირებული გელა ჯავახიშვილის, ნინო ჯავახიშვილისა და არკადი ჯავახიშვილის გრაფის გასწვრივ გაკეთებული ხელმოწერები ასოების ზომის, დახრილობის, მოყვანილობის და გადაბმის ელემენტების გათვალისწინებით აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნის სხვადასხვა ადამიანს. აღნიშნული შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს“:
ანალოგიურად, 03.03.15 უბანზე შედგენილ მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმზე და შესწორების ოქმზე კომისიის ერთი და იმავე წევრის ხელმოწერა განსხვავებულია:
03.03.15 საუბნო კომისიის წევრის, მარინა აბზიანიძის სხვადასხვა და, შესაბამისად, საეჭვო ხელმოწერა შემაჯამებელ ოქმსა და შესწორებაზე
ამავე უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმზე არ არის კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა და არც კომისიის ბეჭედი. შესწორების ოქმს კი კომისიის ყველა წევრი ხელს არ აწერს:
03.03.15 უბანზე შედგენილი შემაჯამებელი და შესწორების ოქმები, რომელიც პროკურატურაშია გასაჩივრებული / ოქმი:ცესკო
[red_box]საეჭვო ხელმოწერები შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე, რომლებიც პროკურატურაშია გასაჩივრებული [/red_box]
ეს შემაჯამებელი და შესწორების ოქმები ცესკოს გვერდზეა ატვირთული. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ ოქმებიდან, ხოლო წითელი ფერით გახაზულია კომისიის ერთი და იმავე წევრის განსხვავებული ხელმოწერები.
„ბათუმელები“ ზოგიერთი კომისიის წევრებსაც დაუკავშირდა.
საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე. მაგალითად, ნათია სალაყაიას ორი განსხვავებული ხელმოწერა აქვს. ამ ოქმზე სამი ადამიანი აწერს ხელს განსხვავებულად
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხობის 26.66.08 საუბნო კომისიის მდივანს, ნათია სალაყაიას იმის გასარკვევად, თუ რატომ არის განსხვავებული კომისიის წევრების [მათ შორის პირადად მისი] ხელმოწერები შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე [სწორედ ამ ოქმშია აბშილავა-აფშილავას ხელმოწერებიც].
„მე ამ თემაზე არ ვსაუბრობ და მაპატიეთ“, – გვიპასუხა ნათია სალაყაიამ.
საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე
„პასუხისმგებლები ვართ ჩვენ გინდაც შემაჯამებელ ოქმზე და გინდაც შესწორების ოქმზე. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებისა, ყველამ მოაწერა ხელი შესწორების ოქმს. ხელმოწერები იდენტურია და თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ ექსპერტიზაც დანიშნონ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ლარისა დოვლათიდიმ, ხაშურის 16.35.23 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.
საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე
„რას ჰქვია განსხვავებული ხელმოწერები, შეურაცხყოფას მაყენებთ და ძალიან მწყინს. ელმირა, მუსტაფაევა და მე ერთად ვიყავით, ხელმოწერა არის მათი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერი ტექნოლოგიით. არჩევნების ნებისმიერ დეტალზე ჩემს უბანზე ვარ პასუხისმგებელი. ძალიან კარგად ჩატარდა და ვამაყობ ამით… განსხვავებული, ახლა რა გავაკეთო, იქ ასე მოაწერა და ბანკი ხომ არა ვარ ფაქსიმილიე მოვითხოვო, ახლა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება მესამე დოკუმენტზე სულ სხვანაირად მოაწეროს. ადამიანი ცოცხალია, დოკუმენტი ხელთ გაქვთ. შეგიძლიათ, სადაც გინდათ გადაამოწმოთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში თელავის 10.17.37 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ელზა აშიროვამ.
საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზესაეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე. მაგალითად, ეკატერინე შანიძე სხვაგვარად აწერს ხელს ოქმს და სულ სხვა ხელმოწერა არის დაფიქსირეული შესწორების დოუკუმენტზესაეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზესაეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზესაეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე. მაგალითად, თამაზ ტოკლიკაშვილი სხვაგვარად აწერს ხელს ოქმს და სულ სხვა ხელმოწერა არის დაფიქსირებული შესწორების დოუკუმენტზე.საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზესაეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე
ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ „გადათვლის საკითხი დაიხურა“.
მოგვიანებით, იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ ოპოზიციას სადავო უბნების შედეგების გადათვლა შესთავაზეს, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.
კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ „თავად ცესკომ ჩაკეტა გზა უბნების გადათვლისთვის, როცა 13 ნოემბრის სხდომაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა“.
_____
ბლოკმა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების 29 შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. საჩივრები არც ცესკომ განიხილა და მეორე ტური [მაჟორიტარული] 21 ნოემბერს დანიშნა.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო არ დაელოდა სასამართლოებში შეტანილი საჩივრების განხილვის დასრულებას და არჩევნების შედეგები ისე შეაჯამა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციამ კვლავ სასამართლოს მიმართა.
ამ ყველაფრის პარალელურად, შემაჯამებელ ოქმებსა და შესწორების ოქმებზე კომისიის ხელმოწერების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში 20 საჩივარია შესული.
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არისაუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდესდონორიორგანიზაციისშეხედულებებს.
მთავარი ფოტო: საეჭვო ხელმოწერები 16.35.23 უბნის შემაჯამებელი და შესწორების ოქმებში / ფოტო: გაერთიანებული ოპოზიცია
საერთაშორისო კვლევის (PISA) მიხედვით, რომელიც 15 წლის მოსწავლეების მიღწევებს იკვლევს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ყოველ სამ წელიწადში ტარდება და მასში მსოფლიოს 79 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ბოლო კვლევაში 600 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა მოზარდებმაც. კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი. რომელიც მიღწევებს ადარებს სქესის მიხედვით, ჩანს, რომ საქართველოში გოგონების მიღწევები ბიჭების მიღწევებს აღემატება, როგორც კითხვაში, ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კვლევა ახლახანს გამოქვეყნდა სრული სახით.
კითხვის სფერო
კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს, საქართველოში გოგონების მიღწევის საშუალო ქულა არის 399, ხოლო ბიჭების – 362. ბიჭებისა და გოგონების საშუალო ქულებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან როგორც კვლევაშია აღნიშნული „ის 38 ქულას შეადგენს და 8 ქულით აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს (30 ქულა)“.
თუმცა, როგორც კვლევა მიუთითებს, განსხვავება გოგონებისა და ბიჭების მიღწევებს შორის ბევრად დიდი იყო 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ განსხვავება გოგონებსა და ბიჭებს შორის 61 ქულა იყო. „2010-2018 წლებში ამ ცვლილების შემცირების ძირითადი მიზეზი ბიჭების მიღწევების გაუმჯობესებაა, მაშინ როდესაც გოგონების მიღწევები მნიშვნელოვნად იცვლებოდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
მათემატიკის სფერო
გოგონები მათემატიკის სფეროშიც უსწრებენ ბიჭებს და მათი მიღწევების საშუალო ქულა 400-ია, ხოლო ბიჭებისა – 396 ქულა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ 4-ქულიანი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფერო
როგორც კვლევაში წერია, 2018 წლის ციკლში OECD-ის ქვეყნებში ბიჭები გოგონებზე საშუალოდ ოდნავ უკეთეს შედეგს აჩვენებენ, სულ 2 ქულით აქვთ უპირატესობა. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, გოგონების მიღწევების საშუალო ქულაა 390, ხოლო ბიჭებისა – 376.
„გოგონებისა და ბიჭების მიღწევების საშუალოებს შორის ეს 14- ქულიანი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია კვლევაში.
სხვა ქვეყნებთან შედარება
მთლიანობაში,საქართველოში მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები დაბალია, PISA 2018 – ფინანსურ წიგნიერებაში მონაწილე 20 ქვეყნის მოსწავლეთა მიღწევების საშუალო ქულების მაჩვენებლებთან შედარებით. საქართველო, საშუალო – 403 ქულით, ბოლოდან მეორე ადგილზეა ინდონეზიის შემდეგ, (პერუს შორის). „ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 13 წევრი ქვეყნის საშუალო – 505 ქულას,“- ნათქვამია კვლევაში.
ცისფერ ფერში – OECD -ის საშუალოზე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი ქულა, თეთრში OECD -ის საშუალოსგან განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის. ნაცრისფერი – OECD -ის საშუალოზე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნის მოწყობა, „სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება“.
„სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა.
და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის“, – წერს დავით უსუფაშვილი.
საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერფნების მოწყობის შესახებ მოწოდება ლევან ვარშალომიძემ გაახმოვანა გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.
„373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები,” – განაცხადა ვარშალომიძემ აქციაზე, რომელსაც „დაიცავი შენი ხმა“ უწოდეს მონაწილეებმა.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
„არავინ იცის, როდის შეიძლება გასკდეს და წალეკოს მთელი სოფელი, ამისგან არავინაა დაზღვეული… ყურადღებას ვითხოვთ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ ვერნებში მცხოვრები ზვიად სურმანიძე. ის სოფელთან ახლოს მდებარე კლდეში ნაპრალის გაჩენას და მის გაფართოებაზე საუბრობს.
ზვიად სურმანიძის თქმით, კლდეში ნაპრალი ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე ნახა და ის წინა წელთან შედარებით მკვეთრად იყო გაზრდილი. ზვიადი ამბობს, რომ გაზაფხულზე ნაპრალთან გეოლოგები მუშაობდნენ და ამ შემოდგომაზე დასკვნაც დადეს, მაგრამ ამ დრომდე ხელისუფლებას არ გაუკეთებია ის, რაც ექსპერტებმა დასკვნაში ჩაწერეს.
„სოფელშიც გვაჩვენეს დასკვნა, იქ წერია, რა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ საჭიროა მუდმივი დაკვირვება და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა. გვითხრეს, რომ არჩევნები როგორც კი დამთავრდება, მერე ვიზამთო, მაგრამ არავინ გამოჩენილა… არ ვიცი, არჩევნები რაში უშლიდათ ხელს,“ – გვითხრა ზვიად სურმანიძემ.
„წლების წინ აქ ტრაგედია დატრიალდა, ახლა, როცა ასეთი აქტიურია მეწყერი, ამ სოფელშიც ვგრძნობთ საშიშროებას, გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ვერ გვითხრეს ის, რაც ჩვენ გვაინტერესებდა – არის თუ არა საშიში ცხოვრება იქ, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ვერნებში 70-მდე ოჯახი ვართ სულ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვერნებში მცხოვრები ელენე აბაშიძე.
„სპეციალისტები ჩამოვლენ, როცა დრო ექნებათ და საშუალება,“ – კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე. ის ვერც იმას ამბობს, აქამდე რატომ ვერ ჩატარდა მისივე თქმით „სიღრმისეული გამოკვლევები“.
ნადიმ ვასაძის განმარტებით, მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება კლდეში გაჩენილი ნაპრალის გამო და ეს ექსპერტიზის დასკვნაში წერია.
„იქ წერია, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობსო და მე ეს გავაცანი მოსახლეობას… სამხარაულმა მიიჩნია საჭიროდ სიღრმისეული კვლევების ჩატარება და ამისთვის უნდა ჩამოვიდნენ… ასე უცებ არ ხდება ეს,“ – აღნიშნა ნადიმ ვასაძემ.
მთავარი ფოტო: ნაპრალი კლდეზე, ხულო, სოფელი ვერნები / ზვიად სურმანიძის ფოტო
ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პორტალს ქმნის, რომლის დახმარებითაც კორონავირუსით ინფიცირებულები პირადი ნომრის საშუალებით თავად გადაამოწმებენ რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ.
ambulatoria.moh.gov.ge დღეს ამოქმედდა და მასზე ოჯახის ექიმის ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი პორტალი 112-ში ზარების ოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ეს პორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მოძებნონ საკუთარი ოჯახის ექიმი იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის რომელ პოლიკლინიკაზე ან ოჯახის ექიმზე არიან მიბმულნი. ამ პორტალის საშუალებით ყველა ჩვენს მოქალაქეს პირადი ნომრის მითითებით, მიეცემა ინფორმაცია, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიმაგრებულნი, ასევე მათი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი.
აქვე მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი, შესაბამისად, მათ შეეძლებათ გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ საკუთარ ოჯახის ექიმთან. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს, ეს კი პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, გაცილებით უფრო ნაკლები ლოდინის დრო ექნებათ,“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.
პორტალის შესახებ დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს:
„პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.
თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.
თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ქვები ესროლეს, ჩამსხვრეულია შუშა.
პარტიის წარმომადგენლის მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ეს იმ დროს მოხდა, როცა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია იმართებოდა, ამიტომაც ოფისში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და დაწყებულია გამოძიება.
დღეს დილით ცეცხლი წაუკიდეს ნიკა მეილას ოფისს თბლისში, გლდანში. პროკურატურამ ამ შემთხვევაშიც განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება.
ეტლით მოსარგებლე თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ახალი ელექტროავტობუსით აპირებდა მგზავრობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მისთვის შეუძლებელია – მძღოლს „პანდუსის გასაღები“ არ ჰქონდა. „როგორც ავტობუსის მძღოლმა მითხრა, პანდუსი გასაღებით იხსნება, რომელიც მათთვის ჯერ არ გადაუციათ“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
თომამ ასევე გვითხრა, რომ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე არც ერთი შშმ პირი არ მიუწვევიათ, „მათ შორის არც თამაზ მჟავანაძე, რომელიც კომპანიის მრჩეველია შშმ პირთა საკითხებში. აქედან გამომდინარე, ავტობუსი ვერ დავტესტეთ. როგორც ამბობენ, უსინათლო მგზავრებისთვის გახმოვანების აპარატურაც აქვს.
თუმცა, პრეზენტაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ვცადე 13 ნომერი ავტობუსით მესარგებლა, მძღოლმა მითხრა, რომ პანდუსის გასაღები არ ჰქონდა. მაშინ აღარ დამიწყია ძიება, ვიფიქრე რადგან ახალი შემოყვანილია, გამართავენ სისტემას-მეთქი. მაგრამ გუშინ, 15 ნოემბერს, კიდევ მქონდა მცდელობა, იგივე ნომერი ავტობუსი გავაჩერე და კიდევ იგივე გაიმეორა მძღოლმა, „გასაღები არ მაქვს და თუ გინდა, ხელით აგიყვანო“, – ამბობს თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, შეუძლებელია ავტობუსების შემოტანის დროს ასეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამორჩენოდათ. „ერთადერთი ის შევნიშნე, რომ ელექტროავტობუსებს დახრილობის კუთხის შექმნა შეუძლიათ, რაც მნიშვნელოვანია, რომ პანდუსი მარტივად მისაწვდომი იყოს და არ აყირავდე ასვლისას.
თუმცა გასაღებების თემაში ვერ გავამართლებ, რადგან გვქონდა რეკომენდაცია, რომ არ შემოეყვანათ ასეთი ავტობუსები, რადგან ლურჯი ავტობუსების შემთხვევაშიც იგივე პრობლემები იყო, მძღოლები ამბობდნენ – „დავკარგეთ გასაღები“, ან „წინა მძღოლმა არ გადმომაბარა და არ ვიცი სად დევს“ და ასე შემდეგ“.
თომა კაკაბაძის თქმით, არ მუშაობს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდიც, რის გამოც არ ეძლევა შესაძლებლობა ავტობუსების გადაადგილებას ელექტრონულად მიადევნოს თვალი.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ბესო დათიაშვილი ვებგვერდის შეფერხებით მუშაობას ადასტურებს და ამბობს, რომ ის რამდენიმე დღით გათიშული იყო. „პროგრამას ვაუმჯობესებთ და ამიტომ იყო შეფერხება“, – ამბობს ის.
რაც შეეხება „პანდუსის გასაღებს“, დათიაშვილი ამბობს, რომ მძღოლების გადამზადება მიდის და „მსგავსი შეფერხება მალე აღმოიფხვრება“.
„ტრენინგები მიდის მძღოლების, რადგან პანდუსის გადმოწევის ახალი სტილი აქვს ელექტროავტობუსებს. ლურჯ ავტობუსებს სხვა მეთოდი აქვს, ახალს – სხვა. პანდუსის გასაღებები აქვთ მძღოლებს, უბრალოდ არ იყვნენ ბოლომდე გადამზადებული, რადგან პანდემიის გამო პატარა შეფერხებები გვქონდა. ეს პრობლემები მალე აღმოიფხვრება“, – გვითხრა დათიაშვილმა.
ბათუმის ნავთობტერმინალის ინფორმაციით, შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომელიც ტერმინალის ტერიტორიაზე დღეს გაჩენილი ხანძრის მიზეზებს დაადგენს. ცეცხლი ტერმინალში დღეს, 16 ნოემბერს, ერთ-ერთ ესტაკადაზე ნავთობმზიდ ვაგონს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დიზელის უბნის სარკინიგზო ესტაკადაზე, ვაგონში პროდუქტის ჩასხმის დროს, დაირღვა ჰერმეტულობა ჩამსხმელი მილის, რომლითაც ვაგონი იტვირთებოდა [მილი ამოვარდა ვაგონის საყელოდან], დაიღვარა პროდუქცია, რასაც მოყვა აალება.
დროულად ჩაერთო ტერმინალის სახანძრო დაცვის სამსახური, ქალაქის სახანძროც დროულად მოვიდა და დაგვეხმარა ვაგონების გაგრილებაში. სულ ესტაკადაზე იყო 10 ვაგონი. აქედან ერთი იწვოდა შიგნიდან, იწვოდა ასევე გარეთ დაღვრილი პროდუქტიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატერიალური ზარალიც უმნიშვნელოა, თითქმის არ არის. ახლა იქმნება მოკვლევის ჯგუფი – შიდა კომისია ტერმინალში, რომელიც მაქსიმუმ 2 დღეში დაადგენს ზუსტ მიზეზს. რაც გითხარით, ეს არის წინასწარი ინფორმაცია, თუმცა მიზეზი 90%-ით ეს იყო. აქ იყვნენ პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა, ჩაერთვებიან თუ არა გამოძიების პროცესში, ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის ნავთობტერმინალის სამშენებლო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ბერიძემ.
ლევან ბერიძის თქმით, მსგავსი ინცინდენტი ესტაკადაზე ამ დრომდე არ ყოფილა: „დღეს, 10:30 წუთზე მოხდა აალება, 10 წუთში მოხერხდა ლოკალიზაცია და 11:05 საათზე მოხდა სრული ლიკვიდაცია. ტერმინალი ჩვეულებრივად მუშაობს, მხოლოდ ეს ესტაკადაა გაჩერებული“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება.
ბათუმის ნავთობტერმინალზე ხანძარი ლიკვიდირებულია / 16.11.2020 / ფოტო: საგანგებო
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ცეცხლი დღეს, 16 ნოემბერს, დილით გაუჩნდა:
პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდის საპრევენციო ახალი ვაქცინის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება ზაფხულის განმავლობაში და ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი ზამთრისთვის დაუბრუნდება.
პროფესორმა შაჰინმა, რომელიც კოვიდის ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech–ის თანადამფუძნებელია, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა გაანახევრებს ვირუსის გადაცემას, რაც გამოიწვევს „შემთხვევების დრამატულ კლებას“.
გასულ კვირას, BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfize-ის განცხადების თანახმად, წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ BioNTech-ის ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანების 90%-ზე მეტი Covid19-სგან. კომპანიის განცხადებით, ვაქცინის ტესტირებაში 43 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს შორის ვირუსის გადადება მაღალეფექტური ვაქცინის დახმარებით შემცირდება, შესაძლოა არა 90, მაგრამ 50 პროცენტით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამანაც კი შეიძლება მკვეთრად შეამციროს პანდემიის გავრცელება“ – განაცხადა პროფესორმა შაჰინმა.
პროფესორმა თქვა, რომ მათი მიზანი – მომავალი აპრილისთვის მიაწოდონ ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით, იქნება პანდემიაზე ზეგავლენის მხოლოდ დასაწყისი და უფრო მნიშვნელოვანი შედეგი დადგება მოგვიანებით. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებლების შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს ზაფხული, ეს პერიოდი კი საჭირო იქნება მასშტაბური ვაქცინაციისთვის.
კომპანია, 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზის გამოშვებას, აპრილისთვის – 300 მილიონ, მთლიანად 2021 წლის განმავლობაში კი მილიარდზე მეტი დოზის გამოშვებას გეგმავს. BBCწერს, რომ ვაქცინას პირველი განვითარებული ქვეყნები მიიღებენ. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ხელშეკრულება გააფორმა ვაქცინის 200 მილიონი დოზის მიღებაზე, ბრიტანეთმა – 40 მილიონზე, აშშ-მ – 100 მილიონ დოზაზე, ავსტრალიამ კი 10 მილიონზე.
BioNTech/Pfizer-ის პრეპარატი Covid-19-ის საპრევენციო ერთადერთი პერსპექტიული ვაქცინა როდია. ამ ეტაპზე ტესტირების ფინალურ ეტაპზე, ჯანმოს მიერ აღიარებული 12 პრეპარატია.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის პრობლემები“ გაიმართა.
კონფერენცია მეთხუთმეტე წელია გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობდა ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდი ნაწილი. კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა საერთაშორისო მასშტაბის კვლევების შეჯამებას.
კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა სამეცნიერო კრებული, რომელიც აერთიანებს კვლევებს ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მიმართულებით. სამეცნიერო კრებული ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რათა სტუდენტები და ლექტორ- მასწავლებლები გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების ხედვას ტრადიციულ მუსიკაზე.
კონფერენცია ონლაინ ფორმატით ჩატარდა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ვიდეო მოხსენებები იხილონ შემდეგ მისამართზე: www.facebook.com/გიორგი გარაყანიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი.