Batumelebi | თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს – Batumelebi
RU | GE  

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“კლინიკის გენერალურ დირექტორს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს,” –  ნათქვამია  კლინიკის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი