მთავარი,სიახლეები

ბათუმში პოლიციასთან დაპირისპირების დროს 1 პირი დაშავდა, 2 კი დააკავეს

17.11.2020
ბათუმში პოლიციასთან დაპირისპირების დროს 1 პირი დაშავდა, 2 კი დააკავეს

ამ წუთებში [16:40] აჭარის მთავრობის შენობის წინ პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტერიტორიიდან მინიმუმ 2 ადამიანი გაიყვანა პოლიციამ, ერთი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, მირდატ ქამადაძის თქმით, მან არ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული. „ბათუმელებს“ იგივე უთხრეს შს სამინისტროს პრესცენტრშიც: ვაზუსტებთ – გვითხრეს უწყებაში.

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით კი, ზუსტად იცის, რომ 3 ადამიანი დააკავეს, მაგრამ შეიძლება დაკავებული იყოს ოთხი პირიც.

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მთავრობასთან აქციები მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აქციაზე დაპირისპირების დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: