მთავარი,სიახლეები

ვებგვერდი, რომლითაც შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ოჯახის ექიმის ვინაობა

16.11.2020
ვებგვერდი, რომლითაც შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ოჯახის ექიმის ვინაობა

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პორტალს ქმნის, რომლის დახმარებითაც კორონავირუსით ინფიცირებულები პირადი ნომრის საშუალებით თავად გადაამოწმებენ რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ.

ambulatoria.moh.gov.ge დღეს ამოქმედდა და მასზე ოჯახის ექიმის ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი პორტალი 112-ში ზარების ოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ეს პორტალი მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, მოძებნონ საკუთარი ოჯახის ექიმი იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის რომელ პოლიკლინიკაზე ან ოჯახის ექიმზე არიან მიბმულნი. ამ პორტალის საშუალებით ყველა ჩვენს მოქალაქეს პირადი ნომრის მითითებით, მიეცემა ინფორმაცია, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან ისინი მიმაგრებულნი, ასევე მათი ოჯახის ექიმის სახელი და გვარი.

აქვე მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი, შესაბამისად, მათ შეეძლებათ გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ საკუთარ ოჯახის ექიმთან. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს, ეს კი პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, გაცილებით უფრო ნაკლები ლოდინის დრო ექნებათ,“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

პორტალის შესახებ დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს:

„პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

  • თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
  •  თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით, უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.
  • თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: