მთავარი,სიახლეები

ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა

18.11.2020
ბათუმში კოვიდით ინფიცირებული ექთანი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო აჭარაში.

ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა. ექთნის გარდაცვალება ოჯახის ახლობელმაც დაგვიდასტურა. სავარაუდოდ მას თანმდევი დაავადება ჰქონდა.

დღეს 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმიც გარდაიცვალა. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა.

ბოლო 24 საათის განმვალობაში აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 512 ადამიანი.

16 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 4 000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო კორონავირუსით ინფიცირებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: