მთავარი,სიახლეები

უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფნის მოწყობა სახელმწიფოებრივი უკულტურობის ნიშანი იქნება

16.11.2020
უსუფაშვილი: სირცხვილის დერეფნის მოწყობა სახელმწიფოებრივი უკულტურობის ნიშანი იქნება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნის მოწყობა, „სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება“.

„სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება… არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც, ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა.

და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენს შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის“, – წერს დავით უსუფაშვილი.

საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერფნების მოწყობის შესახებ მოწოდება ლევან ვარშალომიძემ გაახმოვანა გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე.

„373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები,” – განაცხადა ვარშალომიძემ აქციაზე, რომელსაც „დაიცავი შენი ხმა“ უწოდეს მონაწილეებმა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: