მთავარი,სიახლეები

რას ამბობენ კლინიკაში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

17.11.2020
რას ამბობენ კლინიკაში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაზე კლინიკა, სადაც ბავშვი მკურნალობდა, პირველ  კომენტარს აკეთებს. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძის მტკიცებით, კლინიკამ ყველაფერი გააკეთა ბავშვის გადასარჩენად.

“ჩვენი კლინიკის  მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. 12 წლის გოგონა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მას  საკუთარი, ქრონიკული, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოიძახეს კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება,” –  ამბობს თამარ ბახტაძე.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტზე “მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა. თუმცა რეგულირების სააგენტო ჯერ ჩართული არაა”.

12 წლის გოგონა 16 ნოემბერს იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის ბათუმიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაჰყავდათ.

რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: