მთავარი,სიახლეები

რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

16.11.2020
რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს.

“ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილ ბავშვს თანმდევი დაავადება – თირკმლის უკმარისობის მეოთხე სტადია ჰქონდა.

მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 363 მართვითი სუნთქვის აპარატზეა.

____

16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი.

საერთო ჯამში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 82 835 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 65 291 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 733.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: