მთავარი,სიახლეები

შსს: ბათუმში აქციაზე დაკავებულია 2 პირი

17.11.2020 • 1397
შსს: ბათუმში აქციაზე დაკავებულია 2 პირი

„დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით“, – უთხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა. არაერთი კითხვის მიუხედავად, პოლიციელმა არ დააზუსტა რამდენი პირი დააკავეს აქციაზე დღეს.

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, სამი დაკავებული „საკუთარი თვალით“ დაინახა, თუმცა ინფორმაცია სულ ოთხი პირის დაკავების შესახებ აქვს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის აქციაზე დაკავებულია ორი პირი.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ დღეს აქციის რამდენიმე მონაწილეს იმის გამო სცემა, რომ ისინი მთავრობის სახლზე სტიკერებს აკრავდნენ.

ნაცემთაგან ერთ-ერთი პირი სასწრაფოს მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უადგილობის გამო მისი შეყვანა ჯერჯერობით ვერც ერთ კლინიკაში ვერ მოხერხდა.

___

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მთავრობასთან აქციები მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: