ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

17.11.2020 • 7730
გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, უახლოეს დღეებში ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით [ამავე მონაკვეთში] მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს. ამასთან, შეიცვლება პარკინგის წესებიც. ავტომანქანების გაჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს.

გორგილაძის ქუჩაზე მარცხენა მხარეს ავტოპარკინგი აიკრძალება. ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე კი, ამავე მიმართულებით, მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებს

რაც შეეხება მარცხენა მხარეს, აქ ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ. მუნიციპალური ავტობუსების სავალი ხაზის [ე.წ. Bus lane] დახაზვა გოrგილაძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია.

გორგილაძის ქუჩაზე ჯავახიშვილიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ამავე მიმართულებით, მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები ივლიან [ტროტუარიდან ყვითელ ხაზამდე მონაკვეთში], ტროტუარის მხარეს კი ავტოპარკინგი აიკრძალება

„გორგილაძის ქუჩაზე ამჯერად უნდა დასრულდეს საგზაო ნიშნების მონტაჟი, რასაც 3-4 დღე დასჭირდება, თუმცა ამინდზეც ვართ დამოკიდებული. როგორც კი ნიშნები დამონტაჟდება, ტრანსპორტის მოძრაობაც შეიცვლება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის წესების ცვლილება იმ ახალი სქემის ნაწილია, რომლითაც მოძრაობის წესები ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე შეიცვლება. ცვლილება გორგილაძის გარდა შეეხება ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩებს.

მერიის ინფორმაციით, საგზაო ნიშნების მონტაჟი დასრულდა და მოძრაობის მიმართულება უკვე შეიცვალა გორგასლის ქუჩაზე. თუ აქ ტრანსპორტი ბარათაშვილიდან გრიბოედოვის მიმართულებით მოძრაობდა ცალმხრივად, ამჯერად მოძრაობა კვლავ ცალმხრივია, თუმცა საპირისპირო მიმართულებით – გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

„მოძრაობის ახალი სქემის ფარგლებში საგზაო ნიშნების მონტაჟი ეტაპობრივად გაგრძელდება და მოძრაობის წესებიც ეტაპობრივად მაქსიმუმ 15 დეკემბრამდე შეიცვლება“, – გვითრეს ბათუმის მერიაში.

ახალი ზქემის სრულად ამოქმედების შემდეგ შეიცვლება რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის მოძრაობის მარშრუტიც:

რას ითვალისწინებს დეტალურად ახალი სქემა, ნახეთ ბმულზე:

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემის შეცვლა გადაიდო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: