მთავარი,სიახლეები

„დღეს სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ უეცრად დამძიმდა“ – ბათუმში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა

18.11.2020
„დღეს სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ უეცრად დამძიმდა“ – ბათუმში კოვიდით ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 18 ნოემბერს, საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი ისლამ საფაროვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ექიმი ცხრა დღის განმავლობაში მკურნალობდა ამავე კლინიკაში.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და დღეს მისი გაწერა იგეგმებოდა.

„62 წლის იყო, ფილტვის არტერიის სტენოზიც ჰქონდა, კარგად გრძნობდა თავს, დღეს სახლში აპირებდა წასვლას, ანალიზებიც კარგი იყო, მაგრამ უეცრად დამძიმდა მდგომარეობა. შესაძლოა განვითარდა თრომბოემბოლია ან ინფარქტი, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი“, – ამბობს კიკაბიძე.

მისი თქმით, ექიმს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.

გუშინ კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა ბათუმში კორონავირუსით, ის ექთნად შუახევის კლინიკაში მუშაობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: