საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, ნავთობტერმინალზე ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს მისი სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროება.

ბათუმის ნავთობტერმინალზე ხანძარი ლიკვიდირებულია / 16.11.2020 / ფოტო: საგანგებო
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ცეცხლი დღეს, 16 ნოემბერს, დილით გაუჩნდა: