უზენაესმა სასამართლომ ,,ბათუმელები/ნეტგაზეთის” თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არმიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია.
მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული.
ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.
გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე
მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს, ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.
ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და მამუკა ვასაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე, რომელთა გადაწყვეტილებითაც უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
თავის მხრივ, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას და მისთვის ბრალის დამძიმებას. კერძოდ, პროკურატურა ითხოვდა, რომ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სასჯელის დამძიმებას.
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და თანადირექტორია. ის უკვე 1 წელზე მეტია რჩება უკანონო პატიმრობაში. იგი დააკავეს 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით და უკანონოდ – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ სისხლის სამართლის წესით – ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პროკურატურა “პოლიციელზე თავდასხმას” ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. ეს მუხლი სხვა უფრო მსუბუქ სასჯელს არ ითვალისწინებს.
2025 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა შედარებით ნაკლებად მძიმე, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე [სსკ-ის 353-ე მუხლი]. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი არასაპატიმრო სასჯელებსაც ითვალისწინებს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.
დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.
2025 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. ამას გარდა, უკანონო პატიმრობაში მყოფმა მედიამენეჯერმა არაერთი პრიზი მიიღო ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
„ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ“ – წერს ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თამაშრომელი, ნანა ანთაძე ფეისბუქზე.
მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად მას სამსახურის დატოვება მოუწია. ნანა ანთაძე ბათუმის მერიის პროევროპული განცხადების ხელმომწერი იყო.
2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან.
ნანა ანთაძე მერიაში 12-წლიანი მუშაობის შემდეგ პეტიციის ავტორების მასიურ დათხოვნას მერიიდან ფეისბუქის სტატუსით ეხმაურება, ის ხაზგასმით წერს, რომ შედეგის მიუხედავად, იმავეს გააკეთებდა. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მის ტექსტს.
„2026 წლის 2 მარტს დასრულდა ჩემი თორმეტწლიანი ურთიერთობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან. უმრავლესობა, ვინც რეორგანიზაციის შედეგად გაგვათავისუფლეს, ერთ წელზე მეტია ველოდით, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჯერ კიდევ იანვრამდე იყო დაანონსებული ერთგვარი „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა“ — ყველამ იცოდა, რომ რეორგანიზაციისას პირველი სამიზნე ე.წ. „პეტიციაზე ხელმომწერები“ და პოლიტიკურად „არასაიმედოები“ იქნებოდნენ.
რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში არ არის მხოლოდ ერთი საჯარო დაწესებულების პრობლემა. ის ბევრად უფრო გლობალურია. მისი შეფასება მხოლოდ ათეულობით უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის ჭრილში არ შეიძლება. ეს პროცესი ზოგადად დასნეულებული საჯარო სამსახურის, სისტემის პრობლემაა და თუ დიაგნოზს სწორად არ დავსვამთ, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
სანამ ამას დავწერდი, დიდხანს ვფიქრობდი: რომელი სახე-ხატი, რომელი სიმბოლო აღწერდა ყველაზე უკეთ სისტემის სიმახინჯეს?
ხელმომწერების უკანონოდ გათავისუფლება?
უსამართლობაზე მუდმივად მდუმარე ადამიანები?
თემიდასავით თვალებახვეული კომისია?
ის, რომ საკონკურსო კომისიის წევრებმა პასუხები აფთიაქის სასწორზე აწონეს და ისე დაასკვნეს – ხელმომწერის პასუხს სულ რაღაც 0,25 ან 0.5 გრამით სჯობდა „სხვების“ პასუხი?
ყველაზე მტკივნეული ამ პროცესში ის არის, რომ მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით მენახა პიროვნების დაცემის, სულიერი გატეხის და სისტემის მიერ უპრინციპობისა თუ სიტყვის ღალატის წახალისების გზა. მძიმე იყო ამის ყურება და დაჯერება…
ჩემი პროფესია (ფილოლოგია) სწორედ სიტყვისადმი პერფექციონისტული დამოკიდებულების გამო ავირჩიე. სახარება გვეუბნება: „არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და – არა, არა“. ესაა ჩემი რელიგია და ჩემი ქრისტიანობა.
2024 წლის 30 ნოემბერს ბათუმის მერიის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერმა 26 ადამიანმა მოახერხა ნათქვამი სიტყვის ერთგულება. ეს ბევრი შეიძლება არ არის, მაგრამ არც ცოტაა. მიუხედავად დამდგარი შედეგისა, დღესაც იმავე აზრზე ვარ და ზუსტად იმავეს გავაკეთებდი. ეს სწორი და აუცილებელი იყო.
კანონი არაა უბრალო ტექსტი — ის ხელისუფლებისა და მოქალაქეების შეთანხმებაა თამაშის წესებზე. თუ ხელისუფლება ამ შეთანხმებას ღალატობს, ის კარგავს მორალურ უფლებას, მართავდეს ქვეყანას. სიტყვის გამტეხია ასეთი ხელისუფლება. ამას ადასტურებს კანონში ის ცვლილებებიც, რომელიც მხოლოდ იმიტომ გააუარესეს, რომ „დაესაჯათ“ ხალხი, ვინც ხელისუფლებას თავისი უპირობა შეახსენა.
ჩვენი საქციელი ეწინააღმდეგება იმ დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც „ნაპოლეონი ყოველთვის მართალია“. ასეთ გარემოში პროტესტი აღქმულია, როგორც „მარჩენალზე თქვა მოსასპობიო“ და ის არღვევს სისტემის მიერ შემოთავაზებულ „ჰარმონიას“.
ეს ჰარმონია კი სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალური გაგებისა და ბატონყმური დამოკიდებულების უცნაური ნაზავი.
რა თქმა უნდა, ბრძოლა უკეთესი ქვეყნისთვის, სამართლიანობის აღდგენისათვის და ჯანსაღი საჯარო სამსახურისთვის გრძელდება!“ – წერს ნანა ანთაძე.
ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
ბათუმის მერია ქვაფენილიანი ქუჩებიდან ქვაფენილის აყრას და მის ასფალტით ჩანაცვლებას აგრძელებს.
მერიის განცხადებით, დღეს, 4 მარტის 18 საათიდან 14 მარტის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.
ასევე, 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პეტრე მელიქიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
ბათუმის მერია 15 ქუჩაზე ყრის ქვაფენილს და ამ მიზნით 6 მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს.
Georgia’s ruling party, Georgian Dream, has passed a restrictive legislative package that substantially broadens the definition of grants, criminalizes non-recognition of constitutional bodies, and imposes new restrictions on civil society, political engagement, and public expression.
The new law defines a grant as any monetary or in-kind resource—from specified sources—that is used or potentially used to influence the Government of Georgia, state institutions, or any segment of society, with the intention or belief of shaping, implementing, or altering Georgia’s domestic or foreign policy. The definition further includes actions that support or may support the political or public interests of a foreign government or political party. Violation of the rules established under the Law on Grants will give rise to criminal liability. Such a violation will be punishable by a fine, community service of 300 to 500 hours, or imprisonment for up to six years.
The amendments also impose new political restrictions. Individuals employed by organizations predominantly funded from abroad will be barred from joining a political party for eight years. Furthermore, the legal restrictions, transparency requirements, and monitoring mechanisms that currently apply to political parties will now extend to individuals or organizations whose activities mirror those of political parties, such as participating in the formation or expression of public political will.
The legislative package further introduces administrative liability for businesses that engage in public political activity.
Additionally, the Criminal Code now considers crimes motivated by the non-recognition of Georgia’s constitutional order or its institutions as aggravating circumstances, increasing sentences by at least one year.
A new criminal article, “Extremism Against Georgia’s Constitutional Order,” has been introduced. This amendment stipulates that “systematic public calls by Georgian citizens or legal stateless persons for mass law violations, widespread disobedience to authorities, or the creation of alternative state institutions will be punishable if the intent is to undermine the legitimacy of Georgia’s constitutional order or institutions and harm—or threaten to harm—the country’s interests”. Penalties include fines, 400 to 600 hours of community service, or up to three years of imprisonment.
A legal entity found guilty under this article may face penalties such as substantial fines, forced liquidation, or both.
The legislative package has faced strong criticism from both Georgian and international organizations.
According to the Social Justice Center, the proposed amendments—by treating almost any financial cooperation between Georgian citizens and foreign individuals or organizations as grounds for restricting political freedoms and subjecting them to state oversight and criminal liability—fall entirely outside the boundaries of constitutional law and human rights standards.
The Committee to Protect Journalists (CPJ) also urged the Georgian Dream to reject the proposed changes to laws governing media and civil society funding, warning that they would further constrict the already limited space for independent journalism in the country.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს.
მედიის ცნობით, თეირანში აფეთქებებია და, ასევე, დარტყმების სამიზნეა ირანში არსებული რაკეტების გამშვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ლოჯისტიკური ცენტრები.
ამავე დროს, დღეს, 4 მარტს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანის თავზე ირანის საჰაერო ძალების კუთვნილი, რუსული გამანადგურებელი, Як-130 ჩამოაგდეს.
„როიტერსი“ წერს, რომ ომის მეხუთე დღე გლობალურ ბაზრებზე აისახა – ნავთობის ფასი გაიზარდა, აზიური აქციების ფასი დაეცა, ოქროსა და აშშ დოლარის ფასებმა კი – მოიმატა.
ისრაელმა 4 მარტს გაავრცელა გაფრთხილება, რომ ირანის მმართველი სასულიერო წრეების მიერ დანიშნული ნებისმიერი ახალი ლიდერი „ლიკვიდაციის უპირობო სამიზნე“ გახდება.
______________
ფოტოზე: აფეთქება თეირანში, 2026 წლის 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREH
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში, წლიურად, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 9.5 %-ით გაიზარდა.
ჯგუფში – „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები“ ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა.
„ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული [23.1 %], პური და პურპროდუქტები [13.8 %], ხილი და ყურძენი [13.3 %], ბოსტნეული და ბაღჩეული [10.2 %], ხორცი და ხორცის პროდუქტები [9.6 %], შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.4 %], ზეთი და ცხიმი [7.1 %), ყავა, ჩაი და კაკაო [5.9 %], მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები [5.3 %], რძე, ყველი და კვერცხი [5.3 %]“ – წერს საქსტატი.
ამავე მონაცემების მიხედვით, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი მცირედით – 0.3 %-ით გაიაფდა 2026 წლის თებერვალში 2026 წლის იანვართან შედარებით.
ინფლაციის დონე 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით ჯამურად არის 4.6%-ია.
სტატისტიკის სამსახურის თებერვლის მონაცემებით, რომელიც დღეს, 4 მარტს გამოქვეყნდა, ჯანმრთელობის დაცვა 5.9 %-ით გაძვირდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა [8.1 %] ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება [5.6 %], საავადმყოფოების მომსახურება [1.7 %].
ამავე დროს, გასულ თვესთან, 2026 წლის იანვართან შედარებით, თებერვალში, საქსტატის ცნობით:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (5.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (0.8 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი).
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 269 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 723 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 24 135 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 37 874 ერთეული [+32]
MLRS – 1 667 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 319 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 156 431 ერთეული [+1733]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 30 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 81 224 ერთეული [+232]
სპეცტექნიკა – 4 078 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„თუ ვინმე „ოცნებას“ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის დღეს ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო არ აქვს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ვესაუბრეთ ირანის ბოლო ამბებზე: რა იცვლება ირანში ხამენეის სიკვდილის შემდეგ? რა იცვლება რეგიონში?
„თუ პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა აჩვენოს წარმატებები და არ უნდა გაწყდეს ეს ხაზი, მაშინ ყველაზე მარტივი ამ წუთას, სადაც ეს წარმატება შეუძლია აჩვენოს, ბელარუსია – საქართველოზე მეტადაც. ბელარუსში ეს რეჟიმი გადასულია ხრწნის ეტაპზე… „ოცნება“ შიგნით ჯერ აქამდე გახრწნილი არ არის. მას საკმარისად ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მისთვის იბრძოლებენ.
ლუკაშენკოს კი არ ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მისთვის იბრძოლებენ. მას ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნებში ხმას მისცემენ, მაგრამ მას არ ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მისთვის იბრძოლებენ. ამიტომ მგონია, რომ უფრო ადვილია ლუკაშენკოს დამარცხება, თუ სწრაფი და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური შეტევა განხორციელდება,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. ის არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეა“ ხელმძღვანელია.
ქალბატონო თინა, რამდენად აჩენს ირანის პოლიტიკური ცვლილების შესაძლებლობას ხამენეის განეიტრალება?
ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი პირობა – ირანი არ არის ვენესუელა. ვენესუელაშიც კი, ბევრი ელოდა ამას, მაგრამ მადუროს წასვლა ავტომატურად სისტემის შეცვლას და დემოკრატიის დამყარებას არ ნიშნავდა. სისტემა, სავარაუდოდ, ვენესუელაში პირველივე არჩევნების პირობებში გადაიტვირთება, მაგრამ ეს გადატვირთვა სინამდვილეში დემოკრატიას მოემსახურება თუ არა, საეჭვოა.
ირანი გაცილებით უფრო მძიმე და რთული შემთხვევაა. ეს არის სახელმწიფო, სადაც რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლება, იმ რევოლუციის, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ქვეყანა. მართალია, მონარქიული, მაგრამ სამოქალაქო რესპუბლიკა ჩანაცვლდა შუასაუკუნოვანი წარმონაქმნით და შემდეგ სამი დეკადის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ შუასაუკუნოვანი წარმონაქმნის ყველანაირი ძალისმიერი მეთოდით გამყარება.
ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი სისტემა შეიქმნა. ეს არ არის: ერთი პოლიტიკური პარტია მეორე პარტიამ დაამარცხა და მერე დიქტატურა დაამყარა. ეს არის საერო ხელისუფლების გაქრობა და სასულიერო ლიდერების მიერ ძალაუფლების სრული მანიპულაცია, რასაც ყველაფერთან ერთად თან სდევდა ადამიანების გაქრობა, მასობრივი მკვლელობები, რეჟიმი უკან არაფერზე იხევდა.
ეს ერთგვარად ჩამოყალიბებული აზრია ექსპერტებს შორის – ცვლილება თავისთავად არ მოხდება იმით, რომ ხამენეი აღარ არის.
თუმცა პერსონიფიცირებული იყო ეს რეჟიმი ირანში, ეს არ მოახდენს გავლენას?
პერსონიფიცირებული იყო, რა თქმა უნდა, რადგან ის იყო სულიერი ლიდერი, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ეს რომელიმე დიქტატორული პარტიის დროს ხდება. პარტიის შემთხვევაში ვიცით – არსებობს ვერტიკალი და მეტი არაფერი. ირანის შემთხვევაში ეს ესე არ იყო.
თინა ხიდაშელი
ირანის შემთხვევაში ჯერ კიდევ არსებობს ვერტიკალი, მაგრამ ამ ვერტიკალის გარდა, არსებობს სასულიერო ძალაუფლების მატარებელი მთელი სისტემა, რომელმაც ჩაანაცვლა სამოქალაქო ინსტიტუტები. ეს არის მთავარი სხვაობა. ის, რაც მუშაობს ჩვენთვის ცნობილ დიქტატურებში, ეს არის სახეშეცვლილი ირანში. მაგალითად, რუსეთში დუმა არსებობს, მთავრობა, პრემიერი. უბრალოდ მათ ფუნქციაა გამოშიგნული და ერთი კაცის ნებას ემორჩილებიან. ირანის შემთხვევაში კი, ასეთი ინსტიტუციებიც კი არ იყო სახეზე.
თავისი არსით ამიტომ არის რთული ის, რაც ირანში არსებობდა და არსებობს ჯერ კიდევ. თუ არ მოხდა ფუნდამენტური, პირდაპირი მნიშვნელობით რევოლუციური ცვლილება – რაღაც უნდა გადააგდონ ფიზიკურად და ემოციურად, სრულიად ახალი რესპუბლიკა უნდა დამყარდეს იქ. უბრალოდ, არჩევნებით ეს არ მოხდება, იქ ახალი რესპუბლიკა უნდა დამყარდეს.
რევოლუციური ცვლილებების მოლოდინი არ აქვს არც შეერთებულ შტატებს? აშშ ცდილობს, რომ ირანი აღარ იყოს ბირთვული საფრთხე?
ძალიან რთულია ამაზე გადაჭრით საუბარი იმის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენად გაუთვლელია თუ წინასწარ დაგეგმვას არ ექვემდებარება პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ხშირად ერთგვარი იმპულსური ფონი იგრძნობა ამ გადაწყვეტილებებში. ხვალ და ზეგ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
სულ რამდენიმე თვის წინ, პირველი დაბომბვის დროს, ირანში არავითარ რეჟიმის ცვლილებაზე არ იყო საუბარი და საერთოდ არაფერზე პოლიტიკური ხასიათის და ნიშნების მატარებელზე – უბრალოდ, დაბომბეს იმისთვის, რომ გაენადგურებინათ ბირთვული იარაღის წარმოების წყარო. მერე პრეზიდენტმა ტრამპმა გვითხრა ყველაზე მკაცრი ტერმინი: „Obliterate“, ანუ საერთოდ გაქრა, აღარ არსებობს და აღიგავა პირისაგან მიწისაო.
რამდენიმე თვის შემდეგ, ჟურნალისტები როდესაც ეკითხებიან მას, თავდაცვის მდივანს, სახელმწიფო მდივანს, რომ თუ აღიგავა პირისაგან მიწისა და აღარ არსებობს, აბა ახლა რაღატომ შევედითო, ისინი მოხერხებულად ირიდებენ ამ კითხვაზე პასუხს. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი: ერთი ის, რომ თავის დროზე სადაზვერვო სამსახურებმა სწორად ვერ გათვალეს – ანუ მაშინაც მართალი იყო პრეზიდენტი ტრამპი და ახლაც.
პრეზიდენტი ტრამპი ხომ არ ზის ირანში. მას ჰქონდა ინფორმაცია სადაზვერვო მონაცემებიდან სხვა, რომელიც მას ამ განცხადების თქმის შესაძლებლობას უქმნიდა. დღეს, შესაძლოა აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არ ყოფილა და ჩაითვალა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
არის მეორე სცენარი, როდესაც საქმე კი დამთავრდა და მართალი იყო მაშინ პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური ცვლილების გარეშე საფრთხე არ არის გამქრალი. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, პირველადი წყარო, რომელიც დაიბომბა, მართლა აღარ არსებობს და გაქრა, მაგრამ ის, რომ ამის მცდელობა კიდევ ექნება ირანს, მაგალითად, რევანშის მცდელობა, ტერაქტებს მოაწყობს გნებავთ ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ, გნებავთ ისრაელის და სხვა მოკავშირეების წინააღმდეგ – ამის მოლოდინი გაჩნდა.
შეიძლება, ცუდი სცენარების ვერსიები გაჩნდა – რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი ირანისგან და ამიტომ უკვე პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ რეჟიმის ცვლილების გარეშე პრობლემის გაქრობა ირანში შეუძლებელია.
შეიძლება, ამიტომაც ვნახეთ მეორე ოპერაცია. შესაძლოა, სხვა ვერსიაც არსებობდეს. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილების მოლოდინი ამ წუთას არ უნდა გვქონდეს, თუმცა ის შეიძლება შეიცვალოს – მეორე სცენარის შემთხვევაში, ყველაფერი მიდის რეჟიმის ფუნდამენტურ ცვლილებამდე და ამას ვნახავთ ძალიან მალე.
ტრამპი ამბობს, კვირები შეიძლება გაგრძელდეს ეს ოპერაცია. ეს რაზე მიანიშნებს?
ესეც იმის მაგალითია, რაც უკვე ვთქვი: თავიდან იყო ნათქვამი, რომ ეს იქნებოდა რამდენიმე დღიანი ოპერაცია. ეს ვადები გახანგრძლივდა იმიტომ, რომ ყველა ხედავს რა ტიპის რეჟიმთან აქვს საქმე.
ირანში განწყობა ერთმნიშვნელოვანი არ არის და, მათ შორის, პროტესტში მყოფ საზოგადოების ნაწილიც მაინცდამაინც ბედნიერი არ არის იმით, რასაც უყურებს. ზოგს არ აქვს მოლოდინი, რომ ამას მოჰყვება რეჟიმის ცვლილება და თუ არ მოჰყვა რეჟიმის ცვლილება, მაშინ ხვდებიან, რომ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან თავად.
თავის დროზე, 20 წლის წინ, ბელგრადში ვუყურებდით იმას, რომ მილოშევიჩის მიმართ ძალიან კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ნაწილი არ მიესალმებოდა მათი დედაქალაქის დაბომბვას ამერიკული საჰაერო ძალების მიერ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო უმრავლესობის განწყობა.
მე მაინც მგონია, რომ ირანში ყველაზე მეტად საფრთხის განცდა აქვთ, რომ თუ ეს პროცესი არ დამთავრდა რეჟიმის ცვლილებით, მაშინ პირველ ჯერზე რაც მოხდა, დაახლოებით იგივე და კიდევ უფრო უარესი მოხდება. ზუსტად პირველი დაბომბვის მერე იყო, როცა რეჟიმმა ჩათვალა, რომ ახლა იყო მომენტი ბოლომდე ანგარიშსწორებაზე წასულიყო პროტესტთან.
შეიძლება თუ არა საქართველო ამ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩართული რაიმე ფორმით? მაგალითად, აშშ-მ, როგორც ყოფილმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველოს სთხოვოს სტრატეგიული ობიექტების გამოყენება?
მნიშვნელოვანი სიტყვა „ყოფილი“. თეორიულად ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. რეალურად მაშინ სრულმასშტაბიანი „boots on the ground“ ტიპის ომი უნდა დაიწყოს ირანში. ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს და არც მგონია, რომ ვინმეს ჰქონდეს.
რა იკითხება „ოცნების“ გზავნილებში? – „ოცნებამ“ ორივე მხარის მიმართ გამოხატა სოლიდარობა, თუმცა ხაზი გაუსვა ირანის სასულიერო პირის სიკვდილს.
ასეთი განცხადებები როცა ქვეყნდება, იქ არცერთი სიტყვა შემთხვევით არ ჩნდება.
ორი მთავარი შეცდომაა ამ განცხადებაში – ჩემი გადასახედიდან შეცდომა, თორემ გასაგებია, რომ შეცდომა არ არის და შეგნებულად დაიწერა ის, რაც დაიწერა: ირანელ ხალხს რომ გამოუცხადეს სოლიდარობა, ეს ნორმალურია და კარგია. ამასთან შეუძლებელია ვინმეს პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ განცხადებაში მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და არა ირანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ეს ნიშნავს რეჟიმისადმი სოლიდარობას.
ირანის ისლამური რესპუბლიკა – ეს არის აიათოლა ხამენეის მიერ შექმნილი დესპოტური რესპუბლიკა, რომელსაც გამოუცხადეს სოლიდარობა. სულიერი ლიდერის სიკვდილის თაობაზე თუნდაც ნეიტრალური განაცხადი ქვეყნისგან, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი იყო სამი ათწლეულის განმავლობაში და თავადაც აცხადებდა, რომ ამ ბოროტების წინააღმდეგ იბრძოდა, რაიმე ფორმით ხამენეის დატირება, ფაქტობრივად იგივეა, კობახიძე ამჯერადაც ჩასულიყო ირანში – უბრალოდ ფრენები არ არის, თორემ ეტყობა, ამჯერადაც ჩავიდოდა იქ და დაიტირებდა ფიზიკურადაც.
ის, რომ ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყანა, რაც თავის დროზე გვითხრეს, ყველა მეზობლები იქ იყვნენო, ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს საქართველოსთვის – ქართველი ხალხის არჩევანი არასდროს ყოფილა იმ ტიპის პოლიტიკა, როგორიც სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰქონდა ამ სამი ათწლეულის განმავლობაში. სტრატეგიულ უსაფრთხოებას როცა ეხება საქმე, იქ ტოლობის ნიშნის დასმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან არასერიოზულია. ასე ჩეჩნეთიც ჩვენი მეზობელია და მაშინ ისე მოვიქცეთ, როგორც კადიროვი იქცევა.
თუ ვინმე მათ ჰკითხავს, რატომ ასეთი განცხადება და იტყვიან, რომ აი, მეზობლები არიან და ნეიტრალური პოზიცია უნდა დავიკავოთო – ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ეს არის მხარის არჩევა. მათთვის სულიერი ლიდერია ეტყობა ხამენეი. ეს არის წუხილი იმაზე, რომ ხამენეი აღარ არის ცოცხალი. არაფერი საქართველოს საწუხარი ამის გამო ნამდვილად არ აქვს.
რა გათვლებით შეიძლება აწყობდეს ივანიშვილს ირანის არჩევა ამ კონფლიქტში? თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ ივანიშვილს ფსონი რუსეთზე აქვს დადებული, ახლა ივანიშვილი ხედავს, რომ პუტინის მოკავშირეები სუსტდებიან.
მაგრამ რუსეთი არსად წასულა. რუსეთი ჯერ ისევ იქ არის.
ისევ იმ მდგომარეობაში ვართ ჩვენ – მათი პოზიცია რუსული პოზიციის თანმხვედრი უნდა იყოს.
„იმიჯის შექმნის სტრატეგიამ, რომ თითქოს რუსეთში ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, საკუთარი თავი ამოწურა. შემდეგი ჩვენ ვართ“, – ამბობს დუგინი. რა პოლიტიკური გავლენა ექნება ამ ამბავს რუსეთზე, რეგიონზე?
დუგინის განცხადება კი წავიკითხე, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცის ნაწილია. თუ სულ ეს არის, რაც მან თქვა და რასაც კრემლში ისმენენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა და ბევრის მთქმელია – ერთგვარ სამზადისად შეგვიძლია აღვიქვათ.
ჯერჯერობით პუტინისგან არაფერი მოგვისმენია.
ზოგადად, პუტინის სამეგობრო რაც უფრო პატარავდება, ეს თავისთავად სერიოზული ნიშნულია, როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებისთვის. მოკლე ვადაში შეიძლება რუსეთის მარწუხები კიდევ უფრო მეტად ვიგრძნოთ ჩვენ, უკრაინელებმაც, მოლდოვამაც, მაგრამ ეს ძალიან მოკლევადიანი იქნება, რადგან მართალია დუგინი, თუ ის ამას ამბობს, რომ შემდეგი იქნება რუსეთი. ვხუმრობდი გუშინ, რომ ალბათ შემდეგი უფრო ლუკაშენკოა და მერე რუსეთი.
რატომ ლუკაშენკო?
თუ პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა აჩვენოს წარმატებები და არ უნდა გაწყდეს ეს ხაზი, მაშინ ყველაზე მარტივი ამ წუთას, სადაც ეს წარმატება შეუძლია აჩვენოს, ბელარუსია – საქართველოზე კიდევ უფრო მეტადაც. ბელარუსში რეჟიმი გადასულია ხრწნის ეტაპზე. იმდენად ფართომასშტაბიანი იყო პროტესტი და იმდენად მოჰბეზრდა ყველას, აღარავის აღარ აქვს კითხვები – აქტიური ბრძოლის უნარი დაკარგა ბელარუსმა ხალხმა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ბრაზი სადმე წავიდა, ან ვინმეს შეუყვარდა ლუკაშენკო და 2020 წლის მერე იმ მილიონობით ადამიანმა ქუჩაში რომ იდგა, ჩათვალა, რომ ის კარგი კაცია. არა, უბრალოდ მათ დაკარგეს იმედი, რომ რამე შეიცვლება.
მაგრამ რეჟიმი სრულიად გახრწნილია შიგნითაც და გარეთაც. „ოცნება“ შიგნით ჯერ აქამდე გახრწნილი არ არის. მას საკმარისად ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მათთვის იბრძოლებენ. ლუკაშენკოს კი არ ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მისთვის იბრძოლებენ. მას ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნებში ხმას მისცემენ, მაგრამ მას არ ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც მისთვის იბრძოლებენ. ამიტომ მგონია, რომ გაცილებით უფრო ადვილია ლუკაშენკოს დამარცხება, თუ სწრაფი და კარგად დაგეგმილი პოლიტიკური შეტევა განხორციელდება.
ამასობაში, ევროპა რა როლს იძენს ამ კონფლიქტში? გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დათანხმდა აშშ-ს მოთხოვნას გამოიყენოს ბრიტანული სამხედრო ბაზები ირანის სამიზნეებზე „თავდაცვითი დარტყმებისთვის“.
პროცესი თავისთავად ზეწოლის ქვეშ ამყოფებს ყველას: ევროპელ ლიდერებს, ლიდერებს აზიაში, არაბულ სამყაროზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ირანმა მოახერხა და მტრად გადაიკიდა ყველა მისი მეზობელი, თურქეთის გარდა. ერთადერთი თურქეთია, რომელიც ჯერ კიდევ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროპისთვისაც. რთულად წარმოსადგენია, რომ არაბული სამყაროს ყველა ქვეყანა უცებ, ერთ დღეში ვინმეს მტერი გამხდარიყო. რაღაცნაირად მოახერხეს ირანელებმა და მათ წინააღმდეგ ყველა გაერთიანდა.
გვერდზე მდგომის პოზიციის შენარჩუნებას რამდენ ხანს შეძლებს ევროკავშირი, არ ვიცი. ვფიქრობ, რომ დიდხანს ვერა – იმაზე იქნება დამოკიდებული, ეს კრიზისი როდის დასრულდება. მართლა ორ და სამ დღეში თუ დასრულდა, შესაძლოა, სრულიად სხვა რამ ვნახოთ, მაგრამ თუ ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდა, ვფიქრობ, ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწევთ პოზიციის უფრო მეტი სიმკვეთრის ჩვენება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის პოზიცია არის კონკრეტული მხარის არჩევა და არა ნეიტრალური პოზიცია. რა სახის რისკია ეს საქართველოსთვის?
ირანის ისლამური რესპუბლიკა დამარცხდება ამ ომში აუცილებლად. ამას ალტერნატივა არ აქვს.
შესაბამისად, ამ მარცხის ფონზე აუცილებლად მოიკითხავს ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატებიც: ვის, როდის, რა პოზიცია ჰქონდა. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არასწორ მხარეს აღმოჩნდეს. იმედია, ამ ერთი უნიჭო, უტვინოდ დაწერილი განცხადებით შემოიფარგლებიან.
ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან:
„ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის და ევროპული ღირებულებების ერთგულნი“ – წერდნენ მერიის თანამშრომლები განცხადებაში, რომელსაც საბოლოოდ 26-მა პირმა მოაწერა ხელი.
განცხადებების ხელმომწერები ამბობენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არც ერთი მათგანისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს ცხადი გახდა ჩვენთვის 2024 წლის ბოლოს, როცა პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს წლის ბოლოს პრემია სრულად არ ჩაგვირიცხეს, ყველამ 100-პროცენტიანი, ხელფასის ოდენობის დანამატი მიიღო ჩვენ გარდა“, – გვიყვება ბათუმის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი. მან მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე კონკურსის მოთხოვნები ვერ გადალახა, მიუხედავად იმისა, რომ მერიაში მუშაობის პერიოდში, როგორც საჯარო მოხელეს მაღალი შეფასებები ჰქონდა.
„ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმის მერიის სხვა თანამშრომლებიც იმავეს ამბობენ – მათთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ კვალიფიკაცია არ იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი.
კონკურსის პირველი ეტაპი განაცხადების გადარჩევას, მეორე ზეპირი დავალების შესრულებას, ხოლო მესამე გასაუბრებას ითვალისწინებდა.
მერია მიმდინარე კონკურსის შედეგებს ეტაპობრივად აქვეყნებს.
საკონკურსო კომისიის სხდომის ბოლო, 2 მარტის ოქმის მიხედვით, კონკურსის მეორე და მესამე ეტაპის შედეგები შეაჯამეს. ამ ოქმის მიხედვით პროევროპული პეტიციის ხელმომწერებმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
რეორგანიზაციამდე არსებული პრაქტიკის მიხედვით მერიის სამსახურებში სამი კატეგორიის სპეციალისტები მუშაობდნენ.
რეორგანიზაციის ფარგლებში ბათუმის მერიამ სამსახურებში ძირითადად ის კატეგორიები გააუქმა, რომლებიც მინიჭებული ჰქონდათ პეტიციის ხელმომწერ თანამშრომლებს. რამდენიმე მათგანმა შიდა კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
მაგალითად, მეორე კატეგორიის სპეციალისტებმა მათი კატეგორიის გაუქმების შემდეგ შიდა კონკურსში პირველი კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, თუმცა პროევროპული პეტიციის ვერცერთმა ხელმომწერმა ბარიერი ვერ გადალახა. რამდენიმე მათგანი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა, მაგრამ აღარ გამოცხადდა.
ზოგ შემთხვევაში პეტიციის ავტორების თანამდებობები ისე გააუქმეს, რომ მათ კონკურსშიც ვერ შეძლეს მონაწილეობა. მაგალითად, შტატები გააუქმეს მერიის აუდიტის სამსახურში, განყოფილებები გააერთიანეს, შესაბამისად, შტატები გაუქმდა საფინანსო-საბიუჯეტო და ქონების მართვის სამსახურებში და ასე შემდეგ.
საერთო ჯამში, პროევროპულ პეტიციას ხელს აწერდა 28 თანამშრომელი. როგორც თავად გვითხრეს, ორმა მათგანმა მალევე გადაიფიქრა და „ხელმოწერა გაიხმო“. დარჩა 26. აქედან 25 თანამშრომლის შტატი გააუქმეს, დარჩა მხოლოდ ერთი შტატი, რომელსაც რეორგანიზაცია არ შეეხო.
პეტიციის ხელმომწერი რამდენიმე თანამშრომელი დარჩენილ შტატებზე ღია კონკურსის გამოცხადებას ელოდება, იმედი არ აქვთ, რომ გაიმარჯვებენ, თუმცა მონაწილეობას მიიღებენ: „ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.
პროევროპული პეტიციის ხელმომწერებიდან სამსახური ჯერ არ დაუკარგავს მხოლოდ 3 თანამშრომელს. მათ შორის ერთს 3 წლამდე ბავშვი ჰყავს, ერთი კი დეკრეტულ შვებულებაშია. შესაბამისად, ისინი სამსახურიდან ვერ გაათავისუფლეს. რაც შეეხება კიდევ ერთ თანამშრომელს, პეტიციის ხელმომწერების ინფორმაციით, საბიუჯეტო სამსახურმა სთხოვა მერს, რომ ის დაეტოვებინათ: „მის გარეშე გაგვიჭირდებაო“.
ეს თანამშრომელი მზია კახაძეა, მან პეტიციას ხელი მოაწერა, მაგრამ სამსახურის უფროსმა მისი დაცვა შეძლო, სხვების კი ვერ თუ არა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ითხოვდნენ ასევე შორენა ხარაზის, კანცელარიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის დატოვებას: „კანცელარიის მართვა, საქმის წარმოება ძალიან რთული საქმეა, შორენას აქვს 30-წლიანი გამოცდილება, ამას სპეციალური ცოდნა სჭირდება, გაუჭირდებათ მის გარეშე“, – ამბობდნენ მერიაში.
მაგრამ ბათუმის მერიაში სამსახური შორენა ხარაზსაც დაატოვებინეს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უწყებაში რეორგანიზაციამდე 162 შტატი იყო [2026 წლის ბიუჯეტში წერია 170 შტატი, მაგრამ მერიაში ამბობენ, რომ ეს ზედა ზღვარია]. თუ ეს რიცხვი 135-მდე შემცირდა, მაშინ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეორგანიზაცია 99 პროცენტით პეტიციის ხელმომწერებს შეეხო, რადგან 27 შტატი გაუქმდა, პეტიციას კი 26 პირი აწერდა ხელს.
„ვინც ჩუმად დარჩა, მათ უფრო მეტ უსამართლობაზე მოუწევთ გაჩუმება. გამძლეობას ვუსურვებ მათ.
უფრო მეტნი რომ ვყოფილიყავით, ასე არ მოხდებოდა, ბოლომდე ვერ გავიგე რას ფიქრობენ, ალბათ ხელფასის შენარჩუნებაზე დარდობენ. დიახ, ბევრი იყო ისეთი, ვისაც უნდოდა ხელი მოეწერა, მაგრამ ჭოჭმანობდა. ხელმოწერების დროს ხმაური რომ ატყდა და ხელმძღვანელობა გაბრაზდა, ბევრმა დაიხია უკან, თორემ უფრო მეტი მოაწერდა ხელს“ – გვიყვება თამრიკო ჯორბენაძე, ის ერთ-ერთია, ვინც „ოცნების“ პრემიერის განცხადებას გაემიჯნა და ეს პროევროპულ პეტიციაზე ხელმოწერით დაადასტურა.
თამრიკო ჯორბენაძის თქმით, ხელმოწერის და ამბის გახმაურების შემდეგ არც უშუალო უფროსისგან და არც მენეჯმენტისგან არანაირი საყვედური არ მიუღია, მაგრამ:
„მეცამეტე ხელფასი დაგვაკლეს ხელმომწერებს. მათ შორის ბევრს უმაღლესი შეფასება ჰქონდა. გარდა ამისა, მე ვმონაწილეობდი შიდა აუდიტის სერტიფიცირებაში, USAID-ისა და „ჰარმონიზაციის ცენტრის“ მხარდაჭერით. ეს იყო გრძელვადიანი, ძვირადღირებული პროცესი. 2024 წლის შემოდგომაზე, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ეს პროცესი შეწყდა. მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ საკუთარი ხარჯებით გააგრძელა, მაგრამ მერიამ, ჩემმა სამსახურმა აღარ აანაზღაურა გამოცდის თანხა, ჩვენ თავად გადავიხადეთ, რომ პროცესი დაგვესრულებინა“.
თამრიკო ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის მერიაში არავის უკითხავს – რატომ მოაწერა ხელი პეტიციას:
„მე მინდოდა ეკითხათ, რატომ მოვაწერე ხელი, რომ ამეხსნა. საჯარო მოხელეები წლებია ვმუშაობთ ევროპული გზისთვის და ეს ჩვენი, უბრალო ხალხის დამსახურებაა, მთავრობამ კი კურსი შეცვალა.
მაღალი რანგის მოხელეებიც წავიდნენ, რადგან დაინახეს, რომ რასაც აშენებდნენ, ის გვერდზე გადადეს. საჯარო სექტორში სანამ ეს სიტუაციაა, ჩემ თავს ვერ ვხედავ. მგონია, რომ უფრო გამკაცრდებიან. საჯარო სექტორი მათი საკუთრება არ არის, მე იქ გამოცდით და კვალიფიკაციით მივედი. საჯარო მოხელე არ ნიშნავს პარტიულ კუთვნილებას“, – ამბობს თამრიკო ჯორბენაძე.
საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე შურისძიება ბათუმის მერიაში არ დაწყებულა მაშინვე, რაც ამ პირებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ევროპასთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებაზე, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებები ასე დაიწყო.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, როგორც იურისტები აცხადებენ, რეპრესიული და არადემოკრატიულია.
ბათუმის მერიის საკონკურსო კომისიას მარიამ ხაზარაძე ხელმძღვანელობს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი. მარიამ ხაზარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ცოლია და ის ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ თანამდებობაზე 2025 წლის 17 დეკემბერს დანიშნა.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, კახა დიასამიძე.
კომისიის წევრია მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მუხრან ჯორბენაძე. მასთან დაკავშირებით ასეთი უცნაურობა აღმოვაჩინეთ – ის კომისიის წევრობის პარალელურად, კონკურსანტიც იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი: ყველა დავალება თავისსავე კომისიას კარგად ჩააბარა. ასე რომ მოვალეობის შემსრულებელი აღარ იქნება.
კომისიის წევრები არიან ასევე: მერიის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ნინო კერვალიშვილი; მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი – რუსუდან ჟოჟაძე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – სოფიო მიქელაძე; საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – გიორგი სურმანიძე; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი – მერაბ ქიძინიძე და მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი – დავით კოპინაძე.
„ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, ნავთობის ფასი გაიზარდა ორშაბათს, 2 მარტს, მას შემდეგ რაც ირანში მიმდინარე მოვლენებმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება შეაფერხა.
ამ შეფერხებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობის მომარაგებისთვის.
ჰორმუზის სრუტე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო „ენერგეტიკული კარიბჭე“, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის მდებარე სტრატეგიული საზღვაო გასასვლელი.
ამ სრუტის გავლით გადის მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით მეხუთედი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან: საუდის არაბეთიდან, ირანიდან, ერაყიდან, ქუვეითიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და კატარიდან.
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობი ძირითადად მიდის ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ევროპული ქვეყნების და აშშ-ის მიმართულებით, შესაბამისად, ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების ნებისმიერი შეფერხება ნავთობის ვაჭრობაზე დიდ გავლენას ახდენს.
ჰორმუზის სრუტე არის ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეს შორის, საიდანაც გემები არაბეთის ზღვაში ხვდებიან
„ასოშიეტედ პრესი“ ესაუბრა საინვესტიციო მენეჯმენტ კომპანია Neuberger Berman-ის საინვესტიციო პორტფელის უფროს მენეჯერს, რომელმაც გამოცემას უთხრა, რომ თუ ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხდება, ნავთობკომპანიებს ამის გადატანა „ერთი-ორი კვირა შეეძლებათ“, მაგრამ თუკი ჰორმუზის სრუტე სრულად ან თითქმის სრულად ჩაიკეტება და ეს ჩაკეტვა ერთ თვეს ან მეტხანს გასტანს, ნედლი ნავთობის ფასი გაიზრდება.
2 მარტს ნედლი ნავთობის სავაჭრო ფასი დაახლოებით 70 დოლარის ფარგლებში იყო. თუ სრუტე ერთ თვეს ან მეტხანს ჩაიკეტება, ეს ნედლი ნავთობის ფასს „სამნიშნა მაჩვენებლებისკენ აიყვანს“, ხოლო ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასებს „2022 წელს დაფიქსირებულ კრიზისულ დონეებთან მიაახლოებს ან გადააჭარბებს.“
ჰორმუზის სრუტე გლობალური საზღვაო გადაზიდვებისთვის უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზაა. მისი სიგანე ყველაზე ვიწრო მონაკვეთში დაახლოებით 33 კილომეტრს (21 საზღვაო მილს) შეადგენს.
სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს. იქიდან გემებს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში გადაადგილება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ სრუტეში ირანსა და ომანს საკუთარი ტერიტორიული წყლები აქვთ, იგი საერთაშორისო საზღვაო გზად მიიჩნევა, რომელშიც ყველა გემს შეუძლია გადაადგილება.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრუტის ორივე მხარეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე გემზე თავდასხმა მოხდა და გაიზარდა ელექტრონული ჩარევა იმ სისტემებში, რომლებიც გემების მდებარეობას აჩვენებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული უპილოტო ნავი დაეჯახა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს ომანის ყურეში, რომელიც აღმოსავლეთიდან სრუტეში შედიოდა. ოფიციალური ომანის განცხადებით, შეჯახების შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა.
თავის მხრივ ირანი ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებულ გემებს ემუქრება.
ირანის მუქარის და მზარდი საფრთხის გამო გლობალურმა საზღვაო გადამზიდავებმა გაავრცელეს შეტყობინებები, სადაც აღნიშნულია, რომ მათ რეგიონში ოპერაციები შეაჩერეს. დანიურმა გადამზიდავმა კომპანია Maersk-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო გადამზიდავია, 1-ელ მარტს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა გემის გადაადგილებას შემდგომ შეტყობინებამდე აჩერებს.
მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა საზღვაო გადამზიდავებმაც, მათ შორის Hapag-Lloyd-მა, CMA-CGM-მა და MSC-მ.
„არავის სურს ამ გზით გადაადგილება და ამ ეტაპზე არცერთი სადაზღვევო კომპანია არ არის მზად, იქ გავლილი გადაზიდვების პასუხისმგებლობა აიღოს,“ – განუცხადა ტომ გოლდსბიმ, ტენესის უნივერსიტეტის მიწოდების ჯაჭვის მართვის დეპარტამენტის ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა „ასოშიეტედ პრესს“.
კომპანია Kpler-ის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის ყურეში ამჟამად იმყოფება 70 დატვირთული ნავთობტანკერი და 75 ე.წ. „სუფთა“ ტანკერი, რომლებიც გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს ატარებენ და, როგორც ჩანს, სრუტეში გასავლელად ემზადებიან.
Kpler-ის მიხედვით, ეს დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვეულებრივ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, დაახლოებით 60 ტანკერი ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, ახლო აღმოსავლეთის ყურის გარეთ, მოლოდინის რეჟიმში დგას.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის სხვადასხვა ობიექტების დაბომბვა, რასაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და არაერთი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა, 28 თებერვალს დაიწყო.
თუმცა ირანმა ამ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, თებერვლის შუა რიცხვებში ჰორმუზის სრუტის ნაწილი დროებით დახურა. ირანის განცხადებით სრუტის დახურვა სამხედრო წვრთნებს უკავშირდებოდა. შედეგად მომდევნო დღეებში ნავთობის ფასები დაახლოებით 6%-ით გაიზარდა.
ეს გადაწყვეტილება სრუტის იშვიათი, შესაძლოა უპრეცედენტო დახურვა იყო.
წარსულში დაძაბულობისა და კონფლიქტის დროს ირანი ზოგჯერ აფერხებდა ვიწრო სრუტეებში გადაზიდვებს, ხოლო 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომის დროს ორივე მხარე თავს ესხმოდა ტანკერებსა და სხვა გემებს, საზღვაო ნაღმების გამოყენებით მთლიანად გადაკეტეს მოძრაობა ამ ადგილებში.
თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ირანს არ გაუმეორებია მუქარა საზღვაო გზის სრულად დახურვის შესახებ. მათ შორის არც 2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, როდესაც ისრაელმა და აშშ-მ დაბომბეს ირანის ძირითადი ბირთვული და სამხედრო ობიექტები.
ჰორმუზის სრუტე ვაჭრობისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამ გზით ჩინეთიდან რეგიონში გადაჰქონდათ კერამიკა, სპილოს ძვალი, აბრეშუმი და ტექსტილი. თანამედროვე ეპოქაში კი იგი მარშრუტია ტანკერების, რომლებსაც ნავთობი და გაზი გადააქვთ საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ერაყიდან, კატარიდან, ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ირანიდან.
ნავთობპროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა აზიის ბაზრებისკენ მიემართება, მათ შორის ჩინეთში.
საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებობს ნავთობსადენები, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლას თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თუმცა აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, „სრუტეში ტრანზიტით გამავალი პროდუქტების უმეტესობას რეგიონიდან გასვლის ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია“.
„სხვა ფეხსაცმელი ეცვა იმ ღამით ბრალდებულს… მომზადებული დანაშაული იყო და ტანსაცმელზე დენთის კვალი არ ამოვიდა. გარკვეული დრო იყო გასული და ტანსაცმელი შეიძლება გაერეცხათ. ვცდილობდით, მოგვეპოვებინა ფეხსაცმელი, რაც ვიდეოკადრში ჩანს, მაგრამ ოჯახმა ეს ფეხსაცმელი გადამალა,“- ნაფიც მსაჯულებს მიმართა უფროსმა გამომძიებელმა, ჯემალ ცეცხლაძემ. მან 3 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა.
გამომძიებელს დღეს თითქმის მთელი დღეა უსმენდნენ ნაფიცი მსაჯულები. ამ საქმის განხილვა უახლოეს დღეებში დასრულდება.
მკვლელობის საქმეზე მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. რომელიც უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს. ის ჯერ კიდევ დუმილის უფლებით სარგებლობს.
საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ღამით ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს.
2025 წლის 14 ივნისს მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გოგი ბ. და 1993 წელს დაბადებული თამაზ შ. დააკავეს. გოგი ბ.-ს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. თამაზ შ.-ს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.
ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და სოფელ აჭარისწყალთან – იქ, სადაც ჰესის აშენების შედეგად დაგუბდა წყალი – ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ერგეში მცხოვრებ ბესო ბოლქვაძეს მეზღვაურ ნიკა კოკობინაძესთან ერთად კატერების გასაქირავებელი ადგილი დაახლოებით 2 წლის წინ მოუწყვია. ამ პირებს ბიზნესი, ანუ ადგილი, სადაც კატერი ქირავდებოდა, დარეგისტრირებული არ ჰქონდათ.
მოკლული კაცის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბესო ბოლქვაძე აპირებდა ბიზნესის რეგისტრაციას და მის გაფართოებას, რადგან საქმე მომგებიანი გამოდგა. დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, მას ე.წ. „ქურდული სამყაროს“ ჩართულობით ბიზნესის დათმობას აიძულებდნენ.
„არ შემიძლია დღეს მტკიცებით ფორმაში გითხრათ, რომ ეს უკავშირდება ქურდულ გარჩევას, თუმცა არც ის შემიძლია, რომ ეს გამოვრიცხო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ამ საქმის ერთ-ერ სასამართლო სხდომაზე, შესვენების დროს.
„აქ რამდენიმე მოტივაციაა: დაზარალებულს და ბრალდებულს ჰქონდათ კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ეს სხვისი მიწის ნაკვეთი იყო, მაგრამ ბრალდებულს გააჩნდა ინტერესები. თანაც, ბრალდებულს, მენტალიტეტიდან გამომდინარე, პრეტენზია გააჩნდა, რომ გარჩევაში მონაწილეობა უნდა მიეღო. მოწმეები საუბრობენ იმაზე, რომ ის მომავალი ქურდი იყო,“ – ამბობს პროკურორი გიორგი მუჯირი.
რა თქვა უფროსმა გამომძიებელმა სასამართლოში?
„ალბათ დილის 8 საათი იქნებოდა, როცა გავიგე ამ მკვლელობის შესახებ, წავედი შემთხვევის ადგილზე, საცობი იყო, ბევრი ხალხი შეკრებილიყო, გამიჭირდა ადგილზე მისვლა,“ – მკვლელობის დღე გაიხსენა თავდაპირველად მოწმემ. ჯემალ ცეცხლაძე ამ დროს ხელვაჩაურის პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად, ახლა კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია.
უფროსმა გამომძიებელმა ამ საქმეზე დაახლოებით 30-მდე პირი გამოჰკითხა.
„ექსპერტი რომ მისულიყო ავტომანქანასთან, საფრთხის შემცველი იყო. ეს მანქანა რომ უცებ ჩავარდნილიყო წყალში, გარკვეული კვლევები და მტკიცებულებები წაიშლებოდა.. მდინარეში ნახევრად ჩაგდებულ ავტომანქანას წინ ქვები ჰქონდა დადებული, რომ არ დაგორებულიყო… ერთი ტყვია არ იყო გამავალი. ის ტყვია ნაპოვნი იქნა მძღოლის გვერდით სავარძელზე, რბილი ქსოვილის შიგნით…,“ – აღნიშნა უფროსმა გამომძიებელმა და შემდეგ მსაჯულებს ისიც უთხრა, რომ ნებისმიერი პირის შესახებ ინფორმაცია გამომძიებლებისთვის რომ ერთ-ერთ დახურულ საიტზეა ხელმისაწვდომი.
„გვაქვს წვდომა, მაგალითად, კონკრეტული პირის საზღვრის კვეთის, ან წარსულში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, ვისთან არის ქორწინებაში, მშობლები, შვილები და ასე შემდეგ. ამ საიტზე არსებული ინფორმაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებისთვის,“ – განმარტა მოწმემ.
უფროსი გამომძიებლის თქმით, მათ ოპერატიულმა მუშაკმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობა ბესო ბ.-მ ჩაიდინა, ხოლო მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ნოშრევან პაქსაძეს, რომელსაც იცნობენ, როგორც ხოჯას.
რა კავშირშია მკვლელობის საქმესთან „ხოჯა“?
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნოშრევან პაქსაძე გარკვეულ რელიგიურ რიტუალს პერიოდულად ატარებდა საღამოობით მდინარე ჭოროხის პირას, გონიოს ძველ ხიდთან ახლოს. იმ ღამით, როცა ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა, ბრალდებული გოგი ბ. „ხოჯასთან“ და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად იყო ჭოროხის პირას.
„ხოჯა“ იგივე ნოშრევან პაქსაძე 5 ივნისს გამოუკითხა პოლიციამ. თავდაპირველად მას უთქვამს, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ ვერ დაიფიცებს – არ შემიძლიაო.
„რატომ არ უნდა დაეიფიცებინა ნოშრევან პაქსაძეს?“ – გამომძიებელს მიუახლოვდა პროკურორი გიორგი მუჯირი მიკროფონით ხელში და ნაფიცი მსაჯულების პირისპირ გაჩერდა.
„სასულიერო მუშაკია, ისლამის მიმდევარი, მორწმუნე ადამიანია, ასე ვთქვათ, ხოჯაა… ყურანზე სასულიერო პირისთვის დაფიცება რთული თემაა,“ – უპასუხა პროკურორს გამომძიებელმა ჯემალ ცეცხლაძემ და შემდეგ მსაჯულებს განუმარტა, როგორ გახდა იძულებული, ფარულად ჩაეწერათ „ხოჯა“.
საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი დღევანდელ პროცესზე უჩვენეს ნაფიც მსაჯულებს: „ხოჯა“ ამბობს, რომ მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მკვლელობის ღამითვე გაიგო თამაზ შ.-სგან, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.
„ხოჯა“ ფარული მოწყობილობით დეტექტივ ირაკლი გელაძეს ჩაუწერია. ამ ჩანაწერის მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებულს უშუალოდ მისთვის არ უთქვამს მკვლელობის შესახებ და მკვლელობაზე თამაზ შ. ესაუბრა. „ავტომატით ესროლა სამჯერო, ასე მითხრა თაზომ…“ – ისმოდა ჩანაწერის ხმა ნაფიცი მსაჯულების მხარეს მიბრუნებული ეკრანიდან.
დარბაზი ამ ეკრანზე გაშვებულ ფოტო თუ ვიდეომასალას ვერ ხედავს.
მოწმე ნოშრევან პაქსაძის თქმით, ის თამაზ შ.-სთან და მკვლელობაში ბრალდებულ გოგი ბ-სთან მეგობრობდა. გამოძიებამ კი, მობილური ტელეფონის ლოკაციის გამოყენებით დაადგინა, რომ მკვლელობის ღამეს ბრალდებული რამდენიმე პირს დაუკავშირდა და მოუყვა ჩადენილი მკვლელობის შესახებ, მათ შორის იყო „ხოჯა“.
„არის დაწყებული დევნა ნოშრევან პაქსაძის წინააღმდეგ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის?“ – გამომძიებელს ამჯერად ადვოკატმა რამინ პაპიძემ მიმართა, რომელსაც მანამდე დაუდასტურა გამომძიებელმა, რომ „ხოჯის“ 2 ჩვენება ერთმანეთის საპირისპირო იყო.
„არა, დევნა დაწყებული არ არის. დაწყებულია გამოძიება და დაკითხულია ნოშრევან პაქსაძე, ეს ნამდვილად ვიცი,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა გამომძიებელმა.
რა თქვა გამომძიებელმა მკვლელობის მოტივზე?
„ამ დრომდე 100 %-ით დადგენილი მოტივი არ არის, თუმცა გრძელდება გამოძიება,“- დაიწყო მოწმემ და შემდეგ ახსენა კონკრეტული კონფლიქტი: წარსულში სხვა პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამო წარსულში ბრალდებულ გოგი ბ.-ს ფიზიკური დაპირისპირება ჰქონია მოკლულ ბესო ბოლქვაძესთან.
„ამ კონფლიქტს თავდაპირველად არავინ ახსენებდა… ეს ოპერატიული ღონისძიებით გამოიკვეთა. ერთ-ერთი მოტივი შესაძლებელია ესეც იყოს,“ – დასძინა მოწმემ.
გამომძიებელს ადვოკატმა შეახსენა მოწმე რუსლან გელაძე, რომლის თქმითაც „ეს კონფლიქტი ამოწურული იყო“. გამომძიებლის თქმით, კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დასრულდა შეთანხმებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორ პირს შორის [ბრალდებული და მოკლული პირი] კონფლიქტი ამოწურული იყო.
გამომძიებელ ჯემალ ცეცხლაძის თქმით, რამდენიმე პირის, მათ შორის ნიკა კოკობინაძესთან სატელეფონო მიმოწერით [ნიკა კოკობინაძე მოკლული კაცის ბიზნესპარტნიორია] ჩანს, რომ „ბესო ბოლქვაძეს ჰქონდა დაპირისპირება ე.წ. განაბებთან… იქ წერს, ბევრმა განაბმა დამირეკა, მაგრამ უარს ვეუბნები, სისხლი მაქვს ჩაქცეულიო,“ – თქვა გამომძიებელმა და მალევე პროკურორმაც ამოიღო საქმის მასალებიდან კონკრეტული მიმოწერა: ბესიკ ბოლქვაძე წერს ნიკა კოკობინაძეს:
„განაბებს არეკიებენ, მაგი ადგილი გვინდაო. ვინმეზე არ ვარ დამთმობი. მკიდია. თუ გინდა, 100-მა განაბმა დამირეკოს“, – წერდა ბესიკ ბოლქვაძე ბიზნესპარტნიორს.
„ბრალდებულს ჰქონდა შემხებლობა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ერთ-ერთ ვერსიად ამას განვიხილავთ… მიმდინარეობს გამოძიება,“ – აღნიშნა გამომძიებელმა.
„ქურდულ სამყაროზე როცა საუბრობთ, დამისახელეთ, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კავშირი, თქვენ შეისწავლეთ მისი ტელეფონიდან გამავალი და შემავალი ზარები,“ – უფროს გამომძიებელს მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
„მაგალითად, ენრიკო ბაკურიძემ პირადად ჩემთან თქვა, რომ ქურდობა უნდა,“ – ადვოკატს მიუბრუნდა გამომძიებელი და იმ ვერსიის განვითარება სცადა, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრებთან იყო დაკავშირებული.
„თუ გითხრათ, ქურდობა მინდაო, ქურდულ სამყაროსთან ნებისმიერი სახის კავშირი ხომ დანაშაულია. გამოძიება დაიწყეთ?“ – გამოიჭირა ადვოკატმა მოწმე გამომძიებელი.
„მასე მეც ბევრი რამ მინდა, სურვილი მაქვსო,“ – პიჯაკის საყელოს ორივე ხელით გადაწევა სცადა გამომძიებელმა.
„რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ, რომ ნამდვილად ასეთი რამ თქვა?“ – ადვოკატმა ისევ ენრიკო ბაკურიძის შესახებ იკითხა.
„რატომ უნდა შევიყვანო შეცდომაში მსაჯულები?“ – მსაჯულებს გადახედა მოწმემ და გაღიმება სცადა.
„ვისაც აქვს ე.წ. გავლენა, ვინმესთან ბრალდებულის კავშირი დადასტურდა?“ – არ მოეშვა უფროს გამომძიებელს ადვოკატი.
ადვოკატს კონკრეტულად ვერ უპასუხა გამომძიებელმა, თუმცა ახსენა, რომ გოგი ბ.-ს „ციხიდან აქვს დარეკილი საზღვარგარეთ“, როცა ის მსჯავრდებული იყო სხვა დანაშაულზე.
„თქვენ გამომძიებელი ხართ და კარგად იცით, რაც არის პირდაპირი მტკიცებულება. რომელიმე პირდაპირი მტკიცებულება მოიპოვეთ ამ საქმეში, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ მკვლელობის ჩადენას?“ – მორიგ შეკითხვაზე გადავიდა ადვოკატი, თუმცა შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა და მოსამართლე ნინო სახელაშვილმაც შეაჩერა ადვოკატი: გამომძიებელი არ არის ადრესატიო.
„პირდაპირი არ არის, ბატონო რამინ, თორემ წარმოვადგენდი“, – ადვოკატს გადაულაპარაკა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
„კარგით, პირდაპირი მტკიცებულება არ არის, კვალი არ არის, დენთის კვალი ვერ იპოვეთ, იარაღი ამოღებული არ არის, ის ავტომანქანა ნამდვილად გაჩერდა თუ არა შემთხვევის ადგილას, ესეც დადგენილი არ არის,“ – ფეხზე წამოდგა და ხელის თითებზე შეუდგა იმის ჩამოთვლას, რა არ აქვს გამოძიებას.
„კარგად მოემზადა მკვლელობისთვის,“ – ადვოკატის შეჩერება სცადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
ოქროს ქურდობა თურქეთში – მკვლელობის სხვა შესაძლო მოტივი
მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, როცა პროკურატურამ ხელვაჩაურის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავა ბესო ბ. გამოძიებისთვის ინფორმაცია სოფელ ერგეში მცხოვრებ მამა-შვილს მიუწოდებია: თურქეთში 5 კილოგრამი ოქროს ქურდობას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელვაჩაურში მკვლელობაო.
მამა – შვილი ჯემალ და მემედ ბოლქვაძეები მოკლული კაცის ოჯახის ნათესავები არიან, თუმცა მოკლული კაცის ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. მეტიც, მათ ამ ვერსიაზე საუბარი საერთოდ არ სურთ და მიიჩნევენ, რომ ეს ვერსია ბრალდებულის ოჯახის ჩართულობით განზრახ შეიქმნა.
რა გააკეთა გამოძიებამ „ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიებისთვის“, რასაც მას კანონი ავალდებულებს?
უფროსი გამომძიებლის თქმით, საგამოძიებო ორგანოში მამა-შვილი გამოჰკითხეს და გამოძიებამ ამ ვერსიაზეც იმუშავა, თუმცა დადგინდა, რომ გიზო ბ. ვისთანაც ბესო ბ.-ს ჰქონდა კონფლიქტი ოქროს ქურდობის თემაზე, მკვლელობის დროს თბილისში იყო.
„გამოძიება მიმდინარეობს ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე,“ – დასძინა გამომძიებელმა. მას არ უთქვამს, კიდევ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის გამოც პროკურატურაში მიიჩნიეს, რომ ეს ვერსია რეალური არ არის.
ადვოკატი რამინ პაპიძე დაინტერესდა, ოქროს ქურდობის საკითხზე მიმართა თუ არა პროკურატურამ თურქეთს. ადვოკატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კონფლიქტში მონაწილე გიზო ბ.-ს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნია ბესიკ ბოლქვაძისთვის, რომლის შინაარსიც გამოძიებისთვის წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო.
გაირკვა, რომ პროკურატურას მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მიუმართავს თურქეთისთვის.
რა ექსპერიმენტი ჩაატარა გამომძიებელმა მკვლელობის საქმეზე?
გამომძიებელ ჯემალ ცეცხლაძეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ავტომანქანით ჩაუვლია ერთი სათვალთვალო ვიდეოკამერიდან მეორემდე. გამომძიებელი ამბობს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო 1 კილომეტრი და 100 მეტრის გავლას პირველ შემთხვევაში, როცა 60-90 კმ. საათით გადაადგილდებოდა, 1 წუთი და 9 წამი დასჭირდა, მეორე შემთხვევაში კი, როცა 60 კმ. საათი სიჩქარით გადაადგილდებოდა, ზუსტად 1 წუთი და 36 წამი დასჭირდა.
ზუსტად იგივე მონაკვეთის გავლას კი, ბრალდებულმა ავტომანქანით 8 წუთი და 45 წამი მოანდომა. გამოძიების ვერსიით, სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოკლა ბრალდებულმა გოგი ბ.-მ ბესიკ ბოლქვაძე მდინარის პირას.
საუბარია სათვალთვალო კამერებზე, რომელიც ბათუმი – ახალციხის ცენტრალური გზის სხვადასხვა მონაკვეთზეა განთავსებული. მკვლელობა არცერთ კამერაში არაა დაფიქსირებული, თუმცა ამ კამერების ჩანაწერების ანალიზი აჩვენებს, რომ ბრალდებულის ავტომანქანა ვიდრე ერთი კამერიდან მეორემდე მიაღწევს, დაახლოებით 9 წუთი სჭირდება.
პროკურატურა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დროის კონკრეტულ შუალედში, როცა სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, 117-მა ავტომანქანამ ჩაიარა.
„ის ავტომანქანა მისი [ბრალდებულის] იყო?“ – დაეჭვებით ჰკითხა ადვოკატმა გამომძიებელს.
„ფაქტი იყო, რომ თვითონ მართავდა,“ – მიუბრუნდა ადვოკატს გამომძიებელი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ავტომანქანა მკვლელობის ადგილის შემდეგ იმავე ღამით ჩნდება ბენზინგასამართ სადგურზე. ამ დროს ბრალდებული ავტომანქანიდან გადმოდის.
„ეს ავტომანქანა ამ დროს იყო გაჩერებული, თუ მოძრაობდა?“ – ისევ იკითხა ადვოკატმა იმ მონაკვეთზე, როცა 1 კილომეტრი და 100 მეტრის გავლას დაახლოებით 9 წუთი დასჭირდა.
„ეს მანქანა გაჩერდა-არ გაჩერდა, როგორ უნდა დაადგინო?“ – უხერხულობა დაეტყო გამომძიებელს, თუმცა მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, კადრებში თავად ვნახე, როგორ ასხამდა ბრალდებული ბენზინგასამართ სადგურზე ამ ავტომანქანაში საწვავსო. გამომძიებელმა იმის წარმოჩენა სცადა, რომ ავტომანქანას სავარაუდოდ ტექნიკურად არაფერი სჭირდა და არ შეიძლება მხედველობაში მივიღოთ ვერსია, რომ კილომეტრის გავლას დაახლოებით 9 წუთი იმიტომ დასჭირდა, რომ ავტომანქანას პრობლემა ჰქონდა.
სწორედ ამ კადრში ჩანს, რა ტანსაცმელი ეცვა მკვლელობის ღამეს ბრალდებულს. ბრალდებულის ტანსაცმელი ჩხრეკის დროს ამოიღეს, თუმცა მასზე დენთის კვალი ვერ იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, შესაძლოა, ტანსაცმელი იმ 10 დღეში გაირეცხა, ვიდრე მას დააკავებდნენ. ბრალდებულის ფეხსაცმელი კი, რაც ასევე ჩანს ბენზინგასამართ სადგურის სათვალთვალო კამერაში, მიკვლეული არ არის. ოჯახმა გამოძიებას სხვა ფეხსაცმელი მიაწოდა.
კიდევ ერთი დეტალი: გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულს მკვლელობის დროს მობილური ტელეფონის სახლში ჰქონდა დატოვებული. „მოსპო დანაშაულის კვალი. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ასეა,“ – დარწმუნებით უთხრა ნაფიც მსაჯულებს გამომძიებელმა.
მსაჯულები საქმეს ყოველდღე განიხილავენ შაბათ-კვირის და უქმე დღეების ჩათვლით.
საქმის განხილვას მსაჯულები დილით იწყებენ. პროცესი გვიან საღამომდე გრძელდება.
„თუკი პოლიციის მანქანაზე ძვირფასი არ გახდა ჩვენი შვილების სიცოცხლე, კი, პოლიტიკაშიც ჩავერთვებით, რადგან დედის მთავარი მიზანია შვილი გადარჩეს“- ამბობს თამარ იარაჯული, რომელიც რამდენიმე წელია ორი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.
თამარ იარაჯული სახელმწიფოს შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებას სთხოვს. რა გზას გადიან დედები შვილების გადასარჩენად საქართველოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა თამარ იარაჯულს.
ქალბატონო თამარ, დიდი ხანია რაც შვილების გადარჩენას ითხოვთ. ღამეც კი გაათენეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან შვილთან ერთად. რა მედიკამენტი სჭირდება თქვენს შვილს და რატომ არ აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო მის შემოტანას?
მედიკამენტი, რომელიც ჩემი 28 წლის შვილის გიორგის გადარჩენისთვის არის საჭირო, „პრაზიკვანტელია“, ოღონდ ევროპული გვჭირდება, რადგან რუსული წარმოების ძალიან აზიანებს ღვიძლს.
მე მყავს სამი შვილი და აქედან ორ შვილს უმძიმესი დიაგნოზები აქვთ და სჭირდებათ მკურნალობა. ახლა მე და გიორგი საბერძნეთში ვარ, რადგან საქართველოში სამი წლის წინ გიორგის ხერხემლის ექინოკოკი აღმოაჩნდა და ჩაუტარეს ოპერაცია. ოპერაციამ შედეგი არ დადო. პირიქით, უფრო გართულდა მდგომარეობა, რადგან როგორც შემდეგ გავარკვიეთ და სხვადასხვა ქვეყნებში დაგვიდასტურეს, ოპერაცია იყო შეცდომა, რადგან ექინოკოკის დროს გაჭრა ნიშნავს ახალი კერების გაჩენას.
ექინოკოკი პარაზიტია, რომელიც აღწევს ტვინამდე, რადგან ხერხემალშია და თუ არ მოხდება დროული მკურნალობა, შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის სრული პარალიზება, ვეღარ გაივლის ადამიანი. ამიტომ ამ დაავადების მკურნალობა იწყება „პრაზიკვანტელით“, რომ აღარ მოხდეს გამრავლება და მხოლოდ ამის შემდეგ კეთდება ოპერაცია.
თავიდან საქართველოში მითხრეს, რომ კიბოაო. თუმცა შემდეგ კარგ რადიოლოგთან გადავამოწმე და მან მითხრა, რომ იყო ექინოკოკი. ეს დაავადება სისხლით დგინდება, ანუ აზრადაც არავის მოსვლია, რომ სისხლში ენახათ ჯერ ინფექცია და ოპერაცია მერე დაეგეგმათ.
განკურნებადია ეს დაავადება?
დიახ, განკურნებადია, ოღონდ სჭირდება დროული მკურნალობა.
საბერძნეთში წამოსვლამდე თურქეთშიც ვიყავით გადამოწმებაზე და იქაც გვითხრეს, რომ ჯერ მინიმუმ 9 თვე უნდა მიეღო ეს პრეპარატი გიორგის და მერე უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია.
ოპერაციის დროს, ხერხემლის ორი მალა უნდა ამოიღონ და ეს მალები ჩაანაცვლონ იმპლანტით. ძალიან რთული ოპერაციაა, მაგრამ გადარჩენის ერთადერთი შანსი ეს არის. ოპერაციამდე კი აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება. ამიტომ გვჭირდება „პრაზიკვანტელის“ დაფინანსება, სახელმწიფო კი უარს გვეუბნება, – „ძალიან ძვირიაო“.
რა თანხაზეა საუბარი?
51 000 ევროზე. ანუ კალაძის დუბაიში ერთი გაფრენა-გამოფრენის ფასია. ჩემთვის კი ძალიან დიდი თანხაა, რადგან მეორე შვილსაც ძვირადღირებული მედიკამენტი სჭირდება.
ორი სახლი გავყიდე, მესამე სახლი ბანკში მაქვს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდეს.
გიორგი 60 აბს იღებს კვირაში. ამიტომ დამჭირდა სახელმწიფოს დახმარება, მაგრამ არ გვეხმარება. ხალხის დახმარებით წამოვედით საბერძნეთში, სხვა შემთხვევაში შვილი დამეღუპებოდა.
აქ მკურნალმა ექიმმა გვირჩია, რომ დავკავშირებოდით წამლის მწარმოებელ კომპანიას გერმანიაში. გვითხრეს, რომ გაგვიკეთებენ მცირეოდენ ფასდაკლებას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სამი თვის დოზას ერთად შევიძენთ. ეს ყველაფერი შევატყობინეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პირადად ვესაუბრე მინისტრს, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მივიღე.
წამოვლამდე აქციებიც გავმართეთ სამინისტროსთან, გიორგისთან ერთად მთელი ღამე გავათენეთ გარეთ, თუმცა მაინც გაგვწირეს.
საქართველოში ექიმმა მითხრა, ორი პაციენტი მყავდა ამ დაავადებით და ორივე ევროკავშირის ქვეყნებში განიკურნაო. ერთ-ერთი პაციენტი ცნობილი ადამიანის მეუღლეა, რომელიც ჩემი „ლაივების“ შემდეგ დამიკავშირდა და მომიყვა, რომ მკვდარი წაიყვანეს და გერმანიაში გამოაცოცხლეს ეს ადამიანი.
ბრაზობდნენ „ლაივს“ რომ ვრთავდი, „თქვენ პოლიტიკაში გადაჰყავთ ყველაფერიო“- მეუბნებოდნენ.
მე, დედას, რომელიც ვხედავ, რომ მილიონები იხარჯება პოლიციის მანქანების შეძენაში, მეუბნებიან, რომ წამლის ფული არ აქვთ და ვერ დამეხმარებიან, თურმე პოლიტიკაში გადამყავს პრობლემა.
კი, პოლიტიკაა ჩვენი შვილების სიცოცხლეც. თუ პოლიციის მანქანაზე ძვირფასი არ გახდა ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჩავერთვებით პოლიტიკაშიც, იმიტომ, რომ დედის მთავარი მიზანია შვილი გადარჩეს.
დედამ, რომელიც ორი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი ამდენი წელია და ახლაც ევროპაში ვარ, რომ შვილი გადავარჩინო, რა თქმა უნდა ვიცი, რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა. ევროპას 8 დოლარად აქვს ეს მედიკამენტი თავიანთი მოქალაქეებისთვის. ჩვენ რომ ვიყოთ ევროკავშირში, ხომ განიკურნებოდა ჩემი შვილი. ევროპაა ჩვენი შვილების სიცოცხლის გარანტი და ცხადია, ვიბრძვი ევროპული მომავლისთვისაც.
ჩემი ორივე შვილის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ დამძიმდა, რომ საქართველოში დაიბადნენ და ეს არ არის ცარიელი სიტყვები.
მეორე შვილზეც მოგვიყევით, მას რა საჭიროება აქვს და აქ მაინც თუ დაგეხმარათ სახელმწიფო?
15 წლის გაბრიელს აუტისტური სპექტრი აქვს და 3 წლიდან 15 წლამდე ვიბრძოდი იმისთვის, რომ გამეგებინებინა სახელმწიფოსთვის, რომ გაბრიელს აუტიზმთან ერთად სხვა ტკივილებიც ჰქონდა და ამის გამო იყო ცუდად.
ყველა იძახდა, რომ გაბრიელს ჰქონდა აუტიზმის მძიმე ფორმა და ამის გამო იყო ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, ფსიქიკურ დიაგნოზზე მიმანიშნებდნენ. მე ვუხსნიდი, რომ ძალიან კარგად ვერკვეოდი აუტიზმშიც, აგრესიაშიც და ტკივილშიც და ამიტომ, სხვა რამესთან გვქონდა საქმე რეალურად.
მერე, ჩემით გავუკეთე კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ქოლედოქის კისტა ღვიძლზე, რომელიც არის ავთვისებიანი სიმსივნე, რაზეც ფაქტობრივად არ კეთდება ქიმიოთერაპია, იმდენად ცუდი ფორმის კიბოა.
მოკლედ, დავუმტკიცე სახელმწიფოს, რომ ტყუოდნენ. საქართველოში ვერცერთმა კლინიკამ ვერ აიყვანა, იმდენად რთული მდგომარეობა იყო. ჯანდაცვის სამინისტროც მიხვდა, რომ მდგომარეობა იყო მძიმე და გაგვიშვეს თურქეთში.
ოპერაცია გაკეთდა წარმატებით, თუმცა არსებობს რისკები და მთელი ცხოვრება მოგვიწევს ჯანმრთელობის გადამოწმება.
მალე გაბრიელი ისევ გახდა ცუდად, წელს ქვემოთ პარალიზებულმა გაიღვიძა და მაშინაც სახელმწიფო მეუბნებოდა, რომ ემოციურ მდგომარეობასთან გვქონდა საქმე.
ჟანგბადი დაუვარდა სისხლში და ჟანგბადიც ვერ მიაწოდა კლინიკამ. რადგან აუტისტია, ვერც გადასხმებს ვუკეთებთო, მეუბნებოდნენ. ანუ ქვეყანაში არ არსებობს მედიკამენტები, არ არსებობს შესაბამისი კლინიკები, სადაც შშმ პაციენტებს დაეხმარებიან. თუ ბავშვი ვერ ლაპარაკობს და ჩემი შვილი ვერ ლაპარაკობს, გეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღება. აი ამ ფონზე ვხედავთ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები დუბაიში დასეირნობენ და ჩარტერული რეისებით ფრენენ. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ წამლის ფული არ აქვს სახელმწიფოს.
შშმ შვილების მშობლები მუდმივ ომში ვართ და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. გიორგის ოპერაციის თანხებს, რომ განვიხილავდით, – 24 000 დოლარზე იყო საუბარი, ექიმის რეკომენდაციით ვთქვი, რომ უხარისხოს ვერ ჩავუსვამდით, რადგან ახალგაზრდა კაცია და კიდევ ერთი ოპერაცია გამორიცხული იყო. გვითხრეს – უკმაყოფილო არ უნდა იყოთ, რადგან გაბრიელის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარა თავის დროზეო. წარმოგიდგენიათ?!
ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი უცხო ქვეყანაში საოპერაციოდ რომ წავიყვანე, რადგან აქ ვერ მკურნალობდნენ, ეს გამო უნდა იყოთ კმაყოფილი და მეორე შვილის მკურნალობა არ უნდა მოითხოვოთო.
ასე გითხრეს?
ვერ წარმოიდგენთ, როგორი თავაზიანია ჩემი შვილი. მისი პირიდან არასდროს მომისმენია უხეში სიტყვა და ამ დროს ყვირილი დაიწყო – მათხოვრები ხართ, რადგან არჩევანის წინაშე მაყენებთო. ანუ მე რომ 10 000 დოლარით დამაფინანსოთ ახლა, გამოდის ხვალ ჩემს ძმას რაღაც რომ გაურთულდეს, უარს ეტყვით და მირჩევნია მე მოვკვდეო.
რეალურად, გაბრიელიც ძალიან მძიმედ არის, რადგან ძვლების დაავადება დაუდგინდა და მასაც ესაჭიროება მკურნალობა.
გიორგის, რომელმაც ევროპაში ისწავლა, სამი ენა იცის, მუშაობდა და გადასახადებსაც უხდიდა ამ სახელმწიფოს, ახლა წამლისთვის სჭირდება ხვეწნა.
რა არის ამაზე ამაზრზენი? რატომ უნდა მჭირდებოდეს მე ემიგრანტების დახმარება, რომლებიც ისედაც მძიმე შრომაში არიან უცხო ქვეყანაში და არ უნდა მეხმარებოდეს სახელმწიფო? შშმ ბავშვების მშობლები მირიცხავდნენ პენსიიდან 5-5 ლარს, – აი, ეს არის მომაკვდინებელი, ამას აღარ ჰქვია ცხოვრება.
17 წლის ბიჭი დაიღუპა ახლახანს დიუშენის სინდრომით. ერთი წლით რომ გაეხანგრძლივებინა შვილისთვის სიცოცხლე, ქუჩაში მოუწიათ დედებს დგომა. საკუთარ შვილებს როგორ უყურებენ თვალებში მაღალჩინოსნები, როცა ამდენი მშობლის ხავილს უსმენენ.
როგორ დააყენეს ჩემი შვილი არჩევანის წინაშე – „შენი ძმა თუ შენ“, რომელი გადაგარჩინოთო.
თუ სახელმწიფოსთვის ძვირადღირებულია, ჩემთვის არ არის ძვირადღირებული? მე როგორ შევიძინო. და კიდევ, რეგისტრირებული არ არის საქართველოში.
აქონდროპლაზიის წამალზეც იმავეს ამბობდნენ, მაგრამ ხომ შემოიტანეს?
მაგ დედების გვერდითაც ვიდექი მაშინ. აქტივისტი და უფლებადამცველი ვიყავი და მეც ვიბრძოლე, რომ ეს მედიკამენტი შემოეტანათ და ჯანმრთელობის ფასად დაგვიჯდა ეს დედებს.
ჩემი შვილებისთვისაც ვიბრძოლებ და თუ ვინმე იტყვის, რომ ჩემს შვილებს არ ეკუთვნის სიცოცხლე, მაშინ უკვე სხვა გზას დავადგები.
არ გვეხმარებიან, რადგან არ გავხდით იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაც ატარებენ, ტაშს არ ვუკრავთ უსამართლობას, ტაშს არ ვუკრავთ სიბნელეს ქვეყანაში და ვერ მოვიწონებთ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ამით აკომპლექსებენ ადამიანებს.
თავად ხომ დადიან ევროპაში, ამერიკაში, ხომ ხედავენ რა თაობის მედიკამენტებია წამოსული, ადამიანები ევროპაში არ კვდებიან ასეთი დიაგნოზებით. ჩვენს ქვეყანაში კი ანალგინის დონეა დარჩენილი.
რომ გვეუბნებიან შვილები გააჩინეთო, გავაჩინე სამი შვილი და რა მერე. გავზარდე კიდევაც, მაგრამ სახელმწიფოსთვის ნივთია და არა უაღრესად გამოსადეგი ადამიანი. თუ ავად გახდი, პირდაპირ გეუბნება, რომ შენ ძვირი ხარ ჩემთვისო.
შვილები რომ გავაჩინოთ, ელემენტარული დიაგნოზი მომაკვდინებელ დიაგნოზში არ უნდა გადაიყვანონ და სახელმწიფოს მხრიდან უნდა ვხედავდეთ, რომ განათლებული, წესიერი საზოგადოება სჭირდებათ და მათზე ზრუნავენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. იქამდე კი, ჩვენს ქვეყანაში შვილის გაჩენა ძალიან საშიშია.
ორმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ ისრაელი ხამენეის თვალყურს ადევნებდა დაჰაკული საგზაო კამერების საშუალებით.
იმავე წყაროებს ცნობით, თეირანში თითქმის ყველა საგზაო კამერა რამდენიმე წლის წინ დაჰაკეს. ამ კამერების ფოტოები კი დაშიფრული სახით გადაეცემოდა თელ-ავივსა და სამხრეთ ისრაელში არსებულ სერვერებს.
ამ ინფორმაციაზე წვდომა მრავალწლიანი სადაზვერვო კამპანიის ნაწილი იყო, რომელმაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობის ოპერაციის მომზადების საშუალება მისცა ისრაელს.
Financial Times-ის ცნობით, ისრაელის სადაზვერვო სააგენტოებს მუდმივი მეთვალყურეობა ჰქონდათ დაწესებული ირანელი მაღალი თანამდებობის პირების მძღოლებსა და მცველებზე პასტერის ქუჩის ტერიტორიაზე, სადაც ხამენეის რეზიდენცია იყო განთავსებული.
კამერის ერთი კუთხე განსაკუთრებით „იღბლიანი“ აღმოჩნდა – ისრაელის დაზვერვა ამ კამერების წყალობით ზუსტად ხედავდა, სად აჩერებდნენ დაცვის თანამშრომლები თავიანთ პირად მანქანებს. ამან კი ისრაელის დაზვერვას საშუალება მისცა შეესწავლა დახურული და მკაცრად დაცული ობიექტის ყოველდღიური ცხოვრება.
ალგორითმების გამოყენებით, სადაზვერვო სააგენტო წლების განმავლობაში ქმნიდა დოსიეებს ირანელი უსაფრთხოების პერსონალის შესახებ. დოსიეები მოიცავდა დაცვის თანამშრომლების სახლების მისამართებს, მათ სამუშაო საათებს, მათ მგზავრობის მარშრუტებს და, რაც მთავარია, ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის იცავდნენ და სად გადაჰყავდათ.
გატეხილი კამერებისა და სატელეფონო ქსელის ანალიზის წყალობით, დაზვერვამ მაღალი სიზუსტით დაადგინა, რომ ხამენეი შაბათს დილით თავის კაბინეტში იყო ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინ-პროექტის შესყიდვაზე გამოცხადებული კონკურსი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
კონკურსის ერთადერთ მონაწილეს, შპს „არქიადრეს“, 2025 წლის ოქტომბერში, დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
კონკურსი 211 ათას 864 ლარით იყო გამოცხადებული, „არქიადრე“ კი მომსახურებას, ანუ ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინის პროექტს „აჭარის მუზეუმს“ 211 ათას 800 ლარად სთავაზობდა.
„აჭარის მუზეუმმა“ ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინო-მუზეუმის კონცეფციისა და ინტერიერ/ექსტერიერის დიზაინ-პროექტის შემუშავებაზე ხელახალი კონკურსი 2026 წლის 2 მარტს გამოაცხადა. ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 203 389 ლარია. წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.
აღნიშნული კონკურსის დასრულების შემდეგ „აჭარის მუზეუმს“ კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადება მოუწევს – ამჯერად ინტერიერის მოწყობაზე.
თუ რა დაჯდება მუზეუმის „ულტრათანამედროვე დონეზე“ აღჭურვა, ეს უკვე გამარჯვებული კომპანიის მიერ მომზადებულ კონცეფციასა და პროექტზე იქნება დამოკიდებული.
ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობის რეაბილიტაცია თავდაპირველად 2014 წელს დაიწყო და იქ ბათუმის მუზეუმი უნდა გახსნილიყო. სამუშაოებში ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუმცა „ბათუმის მუზეუმი“ არ გახსნილა.
2020 წელს გადაწყდა, რომ ამ შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. იმავე წელს გადაწყდა პროექტის შესყიდვაც, რაშიც ბიუჯეტიდან 39 999 ლარი გადაიხადეს.
ყოფილი აბანოს შენობის [ხელახალ] რეაბილიტაციაზე 2022 ტენდერი „აჭარის მუზეუმმა“ ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და შესაბამისად, ეს ტენდერები არ შედგა.
2023 წელს კი, აჭარის მუზეუმმა ტენდერი გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება „ივერთმშენთან“ გააფორმეს.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. სამუშაოები სრულად 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „ივერთმშენთან“ საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 2025 წლის 8 დეკემბერს გააფორმა, კომპანიას კი ჯამში 1 700 803 ლარი გადაურიცხეს.
არშემდგარი კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც საგზაო ნიშნებს ახალი საგზაო ნიშანი ემატება.
ასევე, იზრდება ჯარიმა ტროტუარზე დგომის გამო.
საკანონმდებლო ცვლილებები სადავო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
აღნიშნული ქმედება M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით ასევე გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.
„დღეს მოქმედი რედაქციით, გარდა თბილისისა და ბათუმისა, ჯარიმა არის 10 ლარის ოდენობით. ბევრ ქალაქებში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და 10 ლარს უკვე არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია. შესაბამისად, გვესმის ასევე, რომ თუკი ყველა რეგიონს ავიღებდით, შეიძლება ისეთი მუნიციპალიტეტებიც მოხვედრილიყო ამ სიაში, სადაც ძალიან მძიმედ იქნებოდა აღქმული ჯარიმის 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდა. ამიტომ ავარჩიეთ დიდი მუნიციპალური ცენტრები და ქალაქები, ასევე საკურორტო ზონები,“ – განმარტა ალექსანდრე დარახველიძემ.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება ასევე დიფერენცირდა მუნიციპალური ცენტრების მიხედვით.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ისევ 10 ლარი.
საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. ამ მოთხოვნის დაუცველობა 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა ცვლილებებსაც, კერძოდ:
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა (გარდა იმ გზისა, რომელზედაც ტრანზიტული მოძრაობა დაშვებულია), თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი ქალაქი თბილისი არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე მოძრაობა – 200 ლარით დაჯარიმებას.
კანონპროექტის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს 200 ლარით დაჯარიმებას.
მკაცრდება კანონი ე.წ. „დრიფტის“ მოყვარულთათვის.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით 2 მარტს განიხილა.
ახალშობილს, რომელიც სანიტარმა ქალმა ბათუმში, საავადმყოფოს საპირფარეშოში მარტომ გააჩინა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა
როგორც კლინიკა „მედინაში“ გვეუბნებიან, ახალშობილის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება.
კლინიკის დირექტორის, ექიმ ჯუმბერ უნგიაძის თქმით, შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება პროცესი. „იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა პრობლემაც გამოჩნდება“- უთხრა მან „ბათუმელებს“.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალშობილის დედა დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) აქვს წარდგენილი.
უკვე მეოთხე დღეა ისრაელი და აშშ განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე. ასე გამოიყურება ირანის დედაქალაქი, თეირანი დღეს, 3 მარტს – ფოტოებს ევროპის პრესფოტო სააგენტო, „ეპა“ ავრცელებს.
თეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREHთეირანი, 3 მარტი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ABEDIN TAHERKENAREH
28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბეს თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მისი სიკვდილი ირანმა 1 მარტს დაადასტურა.
ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტმის შედეგად, დაიბომბა სინაგოგა თელ- ავივში, დაიღუპა 9 ადამიანი.
ირანის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა ირანში, მათ შორის ბავშვები. ირანი აცხადებს, რომ დაიბომბა სკოლის შენობა, თუმცა ეს ცნობები სხვა წყაროების მიერ დადასტურებული არაა – ირანში გათიშულია ინტერნეტი, არ უშვებენ საერთაშორისო მედიას და მწირი ინფორმაცია ვრცელდება ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე.
2025 წელს საქართველოში საავტომობილო ავარიის შედეგად 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი კი დაიღუპა.
2025 წელს ავტოავარიაში 105 ქალი (აქედან 54 ქვეითი) და 364 კაცი (110 ქვეითი) დაიღუპა.
დაღუპულებს შორის 27 ბავშვია, აქედან 7 ბავშვი ექვს წლამდე ასაკის იყო.
რაც შეეხება დაშავებულებს, ავარიის შედეგად დაშავდა 2 901 ქალი და 5 290 კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 2614 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში მოხდა.
693 ავარია მოხდა აჭარაში, 264 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 643 – იმერეთში, 333 – შიდა ქართლში, 574 – ქვემო ქართლში, 372 – კახეთში, 134 – სამცხე-ჯავახეთში, 170 – მცხეთა მთიანეთში, 133 – გურიაში და ყველაზე ცოტა, 39 ავარია მოხდა რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის 10 ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზია:
მოხვევის მანევრი; შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა; დისტანციის დაუცველობა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში; შეჯახება დაბრკოლებაზე; საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა და ა.შ.
2024 წელს საქართველოში ავტოავარიით 444 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 101 ქვეითი იყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა.
მაღალ მთაში ზოგან მოთოვს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით:0 – 3 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 5 მარტს ღამით მოსალოდნელია უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში – ზოგან თოვა. 6 მარტს კი აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში, პირველ კლასში რეგისტრაციას 31 დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი“ – ამბობს გივი მიქანაძე.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.
„ბოლო პერიოდში აღნიშნული გადაწყვეტილება იქცა განხილვის საგნად. პირადად შევხვდი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, რომელთაგან სასკოლო ასაკის გარდა, არაერთ აქტუალურ საკითხზე მივიღე გადაწყვეტილება.
ამასთან, სისტემატურად ვეცნობოდით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, არაერთ მომართვას და განცხადებას, ამის შემდეგ შევჯერდით და მივიღეთ გადაწყვეტილება.“ – ამბობს მიქანაძე.
„ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმის კონცეფციის წარდგენა 2025 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ ითქვა, რომ პირველ კლასში რეგისტრაცია შეეძლოთ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი, 15 სექტემბრამდე უსრულდებოდათ.
„ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესი“- განაცხადა გივი მიქანაძემ. თუმცა მიქანაძეს არ განუმარტავს, რატომ დაუშვეს გამონაკლისი წელს, თუკი მშობლების და სასკოლო საზოგადოების აზრი ამ თემაზე განსხვავებულია? მომავალ წელს მშობლებს განსხვავებული ინტერესი ექნებათ?
თუ წელს შეუძლია სკოლაში წასვლა 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვს, რატომ არ შეუძლიათ ამ წესით ისარგებლონ სხვა ბავშვებმაც მომდევნო წლებში?
რატომ არ მოხდა ჯერ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება და რატომ ხდება ყოველთვის პირიქით და ხომ არ არღვევს მსგავსი გადაწყვეტილებები თანასწორობის პრინციპს? – ეს კითხვები ახლაც პასუხგაუცემელია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 268 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +790. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 718 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 24 131 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 37 842 ერთეული [+47]
MLRS – 1 665 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 319 ერთეული [+6]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 154 698 ერთეული [+1 529]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 30 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 80 992 ერთეული [+235]
სპეცტექნიკა – 4 076 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
The alliance, announced on March 2, brings together United National Movement, Akhali, Droa, Girchi – More Freedom, Freedom Square, Strategy Aghmashenebeli, Federalists, National Democratic Party, and European Georgia.
According to a joint statement, the parties have agreed on a unified strategy for victory and clear rules for cooperation.
The alliance’s stated goals are to end Bidzina Ivanishvili’s autocratic rule, restore Georgia’s Euro-Atlantic trajectory, and safeguard national independence.
“The opposition alliance agrees that a vital battle is underway over Georgia’s historic and civilizational choice, which will determine on which side of the ‘Iron Curtain’ the Georgian people will find themselves in the coming decades.
The strategic goal of the opposition alliance is to mobilize the overwhelming majority of society for peaceful protest and the dismantling of the regime.
The core principles of the agreement are:
Unity without uniformity: Parties keep their distinct ideologies but coordinate on communication and protest.
Democratic alternative: The alliance asserts that only a citizen-focused, democratic alternative can overcome autocracy.
Path to victory: Expand protests, increase international pressure, and present a credible democratic choice.
Code of conduct and responsibility:
A code of conduct governs cooperation among alliance members to ensure lasting unity.
Parties commit to equal partnership and coordinated action as essential for achieving their shared objectives.
The alliance pledges to persist until political prisoners are freed and free, fair elections are secured”, reads the statement.
Absent from the alliance are former Prime Minister Giorgi Gakharia’s party and Lelo, both of which ran in the 2025 local elections. Following the elections, For Georgia—led by Giorgi Gakharia—ended its parliamentary boycott and joined the Georgian Dream parliament. Gakharia, who is currently wanted by the authorities, left the country last year.
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მოსწავლეები სკოლაში 16 მარტს უნდა გამოცხადდნენ.
რაც შეეხება სააღდგომო უქმე დღეებს, წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომას 12 აპრილს აღნიშნავს, აღდგომის წინა და შემდეგი დღე, ოფიციალურად, დასვენების დღეებია, შესაბამისად სკოლაში არდადეგები 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილამდე გასტანს.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.
ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია.
„ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.
დაკავშირება ვცადეთ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მაია ცქიტიშვილთანაც. ზარებს არც მან უპასუხა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვიანი შეტყობინებით შემოიფარგლა – „სამუშაო შეხვედრაზე ვარ, შევხმიანდეთ ოთხშაბათს“- მოგვწერა მაია ცქიტიშვილმა.
„ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთი გაფიცული მოსწავლის მშობელს, ვერიკო რუსიძეს, რომელიც ამბობს, რომ ერთკვირიანი პროტესტის მიუხედავად, სკოლის დირექტორი არც მშობლებს დაკავშირებია და არც რაიმე ზომები მიუღია ბავშვებთან დიალოგისთვის.
„ჩვენ, მშობლებსაც გვაქვს, რა თქმა უნდა, პროტესტი ნატალია თურქაძის გათავისუფლების გამო და დემონსტრაციულად დავტოვეთ სკოლა მშობლებმაც და ჩვენმა შვილებმაც მას შემდეგ, რაც ნატალია თურქაძე გაათავისუფლეს. 25-ივე მშობელი ვართ პროტესტში ბავშვებთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა ბავშვები სკოლაში არ დადიან და არც არავინ შეწუხებულა და შეგვხმიანებია, რატომ არ დადიხართ ან გამოცხადდითო. არც რესურსცენტრი და არც განათლების სამინისტროდან გამოჩენილა ვინმე“- ამბობს ვერიკო რუსიძე.
როგორც მასწავლებელმა ნატალია თურქაძემ გვითხრა, ის სკოლის დირექტორმა სამსახურიდან იმიტომ დაითხოვა, რომ ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრად იტალიის საგზური მიიღო. მისი თქმით, ეს იყო სიურპრიზი და ამის შესახებ, გამოსაშვები კლასის ბანკეტზე გაიგო.
შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა, როცა მე-12 კლასელებს სკოლა უკვე დასრულებული ჰქონდათ.
უნდა მიეღო თუ არა მასწავლებელს ასეთი საჩუქარი თუნდაც ყოფილი მოსწავლეებისგან, რას ფიქრობთ ამ თემაზე? – ვკითხეთ ვერიკო რუსიძეს. მისი თქმით, სისტემაში ნამდვილად არის რაღაცები შესაცვლელი, „თუმცა, საჩუქრის გამო მასწავლებლის სკოლიდან ამ ფორმით გაშვება, სწორი არ იყო“- გვითხრა მან.
„მე, როგორც მშობელი, ვიტყვი, რომ არის რაღაცები ნამდვილად შესაცვლელი, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ საჩუქრის აღება მასწავლებელს ჩაუთვალონ დანაშაულად, თან ასე საჯაროდ გამოაცხადონ, რომ სკოლის იმიჯი შელახა, სრულიად მიუღებელია მორალურადაც და სამართლებრივადაც, ჩემი გადმოსახედიდან.
შეიძლება ასეთ დროს გამოიყენო გაფრთხილება, უთხრა მასწავლებელს, რომ არ იყო სწორი ამ საჩუქრის მიღება, შეგეშალა. შვიდი თვე გავიდა და მერე გაახსენდათ, რომ მასწავლებელი არასწორად მოიქცა? მე ვფიქრობ, აქ სხვა ინტერესებია ალბათ“ – ამბობს ვერიკო რუსიძე.
მისი თქმით, დღესასწაულებზე თავად მშობლები წყვეტენ, რომ საჩუქარი გაუკეთონ თავიანთი შვილების მასწავლებლებს და ამით ცდილობენ გამოხატონ ყურადღება:
„თუმცა, თუ უნდათ, რომ ეს ტრადიცია მოისპოს, მაშინ მიდგომა უნდა იყოს ერთიანი. ხუთი შვილის დედა ვარ და ვფიქრობ, ყველას სიამოვნებს ყურადღების გამოხატვა მის მიმართ. ზოგადად, ნატალია თურქაძე, როგორც მე ვიცი, არასდროს იღებდა საჩუქრებს და ამიტომ გაუკეთეს სიურპრიზად ბანკეტზე. ზუსტად ამან გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ ჩუმად მოიფიქრეს კურსდამთავრებულებმა.
ძალიან თბილი, ყურადღებიანი მასწავლებელია და ამიტომ უყვართ მოსწავლეებს. ამ წლების მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე მშობელს ან მოსწავლეს პრეტენზია ჰქონოდა მის მიმართ.
ამიტომ, თუ საჩუქრის მიღებაზე შეზღუდვა ან აკრძალვა იქნება, ეს უნდა იყოს საყოველთაო და არა ისე, რომ ის დაისაჯოს მხოლოდ, ვინც საჯაროდ გამოხატა მადლიერება საჩუქრის გამო“- ამბობს ვერიკო რუსიძე.
მისი თქმით, ახლა 36-ე სკოლაში გაფიცულია ნატალია თურქაძის სადამრიგებლო მეხუთე „ა“ კლასი, თუმცა, პროტესტს სხვა კლასელებიც გამოხატავენ.
„ჩაივლის დასვენების დღეები და იმედი მაქვს, მოსწავლეების და მშობლების პროტესტი შედეგს გამოიღებს. თუ არ გამოიღო, როგორც ვიცი, ნატალია თურქაძე აპირებს სამართლებრივად იბრძოლოს და ამ ბრძოლაში ჩვენც გვერდით დავუდგებით. ხელმოწერებსაც ვაგროვებთ და ვაპირებთ გავაგზავნოთ განათლების სამინისტროში, რომ ამ ყველაფერზე ჰქონდეთ სამართლიანი რეაგირება“- ამბობს ვერიკო რუსიძე.
„ბათუმელები“ კიდევ ერთ მშობელს, ნონა გოგიბერიძეს ესაუბრა. ისიც მიიჩნევს, რომ ნატალია თურქაძის მიმართ გამოტანილი სასჯელი, არაპროპორციულია.
„არ არის სამართლიანი ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, როცა ეს ამბავი გავიგეთ, ყველა მშობელი გამოვცხადდით სკოლაში.
ბავშვები ძალიან აღელვებულები იყვნენ, ტიროდნენ, ცრემლიანები დაგვხვდნენ და პროტესტის ნიშნად ყველამ დავტოვეთ სკოლა.
ზოგადად, არ ვთვლი ლამაზ საქციელად, როცა რაღაცის სანაცვლოდ ჩუქნი ადამიანს რაღაცას, მაგრამ ნატალიას შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი მოხდა სკოლის დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.
ეს იყო ნებაყოფლობითი საჩუქარი, რომელიც სიყვარულით გააკეთეს ყოფილმა მოსწავლეებმა და არ ყოფილა ქრთამი, როგორც ზოგიერთმა გააჟღერა“ – ამბობს ნონა გოგიბერიძე.
მასწავლებლების საჩუქრებისთვის ფულის აგროვების შესახებ არაერთი მშობლისგან და მოსწავლისგან გვსმენია. რამდენად გამართლებულია ეს, თქვენი აზრით? – ვკითხეთ მას. მშობლის თქმით, საჩუქარი მაშინაა პრობლემა, თუ ამას ვალდებულების სახე აქვს.
„საჩუქარი არ უნდა იყოს ვალდებულებითი, ვიღაცას არ უნდა ავალდებულებდეს პირდაპირ თუ ირიბად. სკოლის გარეთ კი, როცა ადამიანები ერთმანეთს რაღაცას აჩუქებენ, ამის განსაზღვრა რთულია“-ამბობს ნონა გოგიბერიძე.
ის იმედს იტოვებს, რომ მოსწავლეების და მშობლების პროტესტს ექნება შედეგი და „ზემდგომი პირები მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“.
„იქნებ გაფრთხილებით შემოიფარგლონ და დააბრუნონ მასწავლებელი. არ იმსახურებს ერთი ხელის მოსმით სკოლიდან გაგდებას, რადგან ძალიან დიდი ამაგი აქვს ამ სკოლაში და მის მიმართ თანადგომაც ამაზე მეტყველებს“ – ამბობს ნონა გოგიბერიძე.
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებზე და უმარტივებს ყოველდღიურობას.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თიბისიმ მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები ამჯერადაც გაითვალისწინა და მათ მარტის თვეში (2,3,7,8 მარტი) პარტნიორ ობიექტებთან ერთად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზებებით ისარგებლებენ, როგორც ახალი თიბისი ბარათის და ახალი კონცეპტ ბარათების, ისე – ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელები.
შეთავაზებების პირობები და დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე.
ახალი თიბისი ბარათი, რომელიც უკვე მილიონ მომხმარებელს აერთიანებს, მრავალი უპირატესობით გამოირჩევა და მოიცავს:
წვდომას ასობით განსაკუთრებულ შეთავაზებაზე, რომელიც მუდმივად ახლდება;
ქეშბექის მომენტალურ დაბრუნებას ერთგულ ყულაბაში და მის მარტივ, შეუზღუდავ გამოყენებას;
უფასო განაღდებას საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან ლარში, ლიმიტის ფარგლებში;
მობაილბანკიდან კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე, უფასო გადარიცხვასა და სხვა შეღავათებს.
გაუმჯობესებული პირობებით- სამმაგი დაგროვებით, სამოგზაურო და სხვა უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას ახალი თიბისი კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებით.
ახალი თიბისი ბარათების აღება შესაძლებელია წამებში, მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.
On the third day after the launch of US–Israel strikes on the Islamic Republic of Iran, the Georgian Dream government issued a statement expressing condolences to the Iranian people and the Islamic Republic for the deaths of Ayatollah Ali Khamenei, other political leaders, “innocent civilians, and dozens of children”. The statement also extended condolences to Israel for civilian casualties and affirmed full solidarity with the Arab countries of the Gulf. Notably, the statement made no mention of U.S. casualties, including soldiers killed and wounded in action, five of whom remain in serious condition.
“The Government of Georgia is closely and deeply concerned about the ongoing military activities in the Middle East, which threaten the security and well-being of every country in the region without exception.
We extend our condolences to the Iranian people and the Islamic Republic of Iran, where the ongoing military activities have claimed the lives of many individuals, including the Supreme Leader, other political leaders, numerous innocent civilians and dozens of children.
We also express our condolences to our friend – the Jewish people – and to Israel over the loss of civilian lives as a result of the military actions.
The Government of Georgia expresses its full solidarity with the Arab Gulf countries, with whom Georgia maintains distinguished partnerships.
We hope that peace will soon be restored in the Middle East and that military actions will be replaced by diplomacy and political dialogue.
The Government of Georgia will take all necessary measures to ensure the safety of our citizens in the region and to protect their interests.,” the statement reads.
On the evening of February 28, Georgia’s Ministry of Foreign Affairs released a brief statement noting it was closely monitoring developments and emphasizing the importance of diplomacy. On Sunday, Georgian Dream Prime Minister Irakli Kobakhidze—who in 2024 attended both the Iranian president’s funeral and inauguration—posted on X about a phone call with the President of the United Arab Emirates, in which he expressed solidarity.
Just two weeks earlier, on February 11—the anniversary of the Islamic Revolution—Tbilisi’s TV tower was illuminated in the colors of the Iranian flag, and an official reception attended by the Deputy Foreign Minister and other Georgian Dream officials took place. The gesture drew widespread criticism, particularly from Israel, whose ambassador emphasized that it represented support not for the Iranian people, but for the Iranian regime.
დღეს, 2 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.
მათი თქმით, უნივერსიტეტში ახალი სემესტრი იწყება, თუმცა ადმინისტრაცია სრულად მოუმზადებელი ხვდება ამ პროცესს „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმის გამო.
„უნივერსიტეტი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სასწავლო პროცესის განახლებას, რაც გამოწვეულია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებით. უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება წლიური ბიუჯეტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
ჩვენთვის, აკადემიური საზოგადოებისთვის, არ არის ცნობილი, რა პრინციპებზეა დაფუძნებული დაფინანსების ახალი მოდელი. თუ აქამდე თითოეულ სტუდენტზე წლიური დაფინანსება 2250 ლარს შეადგენდა, ხოლო სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორთა ანაზღაურება სტუდენტთა რაოდენობას უკავშირდებოდა, დღეს, საგრანტო სისტემის გაუქმების პირობებში, გაურკვეველია რა ოდენობის დაფინანსება განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე.
აქედან გამომდინარე, თსუ-ს 2026 წლის საბოლოო დაზუსტებული ბიუჯეტი აკადემიური პერსონალისთვის უცნობია“ – აცხადებენ პროფესორები.
მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის 2026 წლის 26 თებერვლის დადგენილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუქმდა ისტორიულად არსებული ტრადიციული მიმართულებები, ხოლო სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპეციალობებზე დრამატულად შემცირდა სტუდენტთა რაოდენობა.
„სტუდენტთა მისაღები კვოტების განსაზღვრა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური თვითმმართველობის კომპეტენციას და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებას. საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 21-ე მუხლისა და მე-10 პრიმა მუხლის შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე.
იგივე პრინციპი აისახება თსუ-ს წესდების მე-8 მუხლის „ბ“ ნაწილშიც. შესაბამისად, პროგრამებზე მისაღები კვოტების ცენტრალიზებული განსაზღვრა მთავრობის ან სამინისტროს დონეზე ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის აკადემიური ავტონომიის პრინციპს და ქმნის სამართლებრივად პრობლემურ პრაქტიკას.
ამგვარად, კვოტების დადგენა და სრული დაფინანსება არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების მართვის იარაღი, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერებაში „რბილ ძალას“ უწოდებენ. ამ რბილი ძალის გამოყენებით სახელმწიფო არღვევს უნივერსიტეტის ავტონომიას“- აცხადებენ პროფესორები.
„ქართული ოცნების“ მცდელობა, ხელისუფლების ლეგიტიმურობის დაცვის მიზნით გამოიყენოს სისხლის სამართლის მექანიზმები, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ ადამიანის უფლებების კრიზისზე… აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ქმნის რისკს, რომ სისხლის სამართალი გამოყენებული იქნება არა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, არამედ ოპოზიციური აზრის დევნისა და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გასამყარებლად, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,“- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ექსტრემიზმთან“ დაკავშირებით ინიციირებული ცვლილებების შესახებ საიამ შეფასების დოკუმენტი მოამზადა. შეფასების დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ 2026 წლის 21 იანვარს ინიციირებულ კანონპროექტს ეხება.
სიხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი შინარსის მქონე მუხლი 316¹ – „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ,“ რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდებას, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენას, ან ამავე პირის მიერ ჩადენილ სხვა სისტემატურ მოქმედებას, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
„შემოთავაზებული ახალი მუხლი კი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებასთან, არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებასთან ან მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურ მოწოდებასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზებას ახდენს, აჩენს ნორმატიული დუბლირების და სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გაფართოების რისკს.
თუ ხსენებული ქმედებები არ შეიცავს ძალადობის რეალურ, უშუალო და კონკრეტულ საფრთხეს, მათი კრიმინალიზაცია სცდება სახელმწიფოს უსაფრთხოების კლასიკურ დაცვას და გადადის პოლიტიკური გამოხატვის რეგულირების სფეროში.
განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი შეფასებითი და ფართო კატეგორიების მითითება, როგორებიცაა „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება“ ან „სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, რადგან ისინი არ აკმაყოფილებს სამართლებრივი განსაზღვრულობის მოთხოვნას. სისხლის სამართლის ნორმა უნდა იყოს მკაფიო, პროგნოზირებადი და ვიწროდ განსაზღვრული, რათა არ შეიქმნას მისი შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენების საფრთხე.
ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ინტერესების დაზიანება“, „არალეგიტიმურობა“ ან „სისტემატური მოქმედება“, სამართლებრივად ღია ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მქონე ფორმულირებები მეტად არის დამახასიათებელი საბჭოთა სამართლის მოდელისთვის.
ამასთანავე, პოსტსაბჭოთა პრაქტიკაში პოლიტიკური ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხშირად აღიქმებოდა, როგორც „ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“, – აღნიშნულია საიას შეფასებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელისუფლების არაღიარება ან მისი ლეგიტიმაციის საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში პოლიტიკური დისკურსის ნაწილია და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული, ვიდრე იგი არ გადაიზრდება ძალადობრივ, ან კონსტიტუციური წყობილების ძალისმიერი დამხობისკენ მიმართულ ქმედებაში.
„არსებული სისხლის სამართლის მექანიზმები უკვე უზრუნველყოფს რეალურ საფრთხეებზე სამართლებრივ რეაგირებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი სახელმწიფოს ლეგიტიმურობა ვერ დამყარდება სისხლის სამართლის მექანიზმებით – იგი უნდა ეფუძნებოდეს კონსტიტუციურ წესრიგს, არჩევნებსა და საზოგადოების ნდობას.
არაღიარების კრიმინალიზაცია ქმნის საფრთხეს, რომ პოლიტიკურმა დისკურსმა და ოპოზიციურმა აქტივობამ გადაინაცვლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს – პლურალიზმს,“ – ვკითხულობთ საიას შეფასებაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობა ირანელ ხალხს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ებრაელ ხალხს და ისრაელს სამძიმარს, ხოლო ყურის არაბულ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს.
სამძიმრის წერილი მთავრობის ფეისბუქზე დღეს, 2 მარტს გამოქვეყნდა.
„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.
საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.
საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად,“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს.
ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა.
როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო.
საპროექტო და საწარმოო დანიშნულებით ასათვისებელი საზღვრები / ფოტო სკრინინგის განცხადებიდან.
„საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა და ყველა შესაბამისი ტექნიკა დანადგარები უკვე განთავსებულია“- წერს „ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში, რომლითაც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 25 თებერვალს მიმართა.
სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ჩატარება იმ საქმიანობაზე, რომელიც „ამბასადორს“ უკვე დაწყებული აქვს.
„ინფრასტრუქტურის მოწყობამდე ტერიტორია გაიწმინდა ბუჩქნარისგან და დაიფარა ინერტული მასალის რამდენიმემეტრიანი ფენით. ზემოთ ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურა განთავსებულია სწორედ ინერტული მასალის მოსწორებულ ფენაზე“ – წერია განცხადებაში.
საწარმოო ზონაში არსებული საფარველი / ფოტო სკრინინგის განცხადებიდან
„სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადებაზე“ თანდართული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ამბასადორთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საიჯარო ხელშეკრულებები 2024 და 2025 წლებში აქვს გაფორმებული სხვადასხვა ნაკვეთზე.
იჯარის ვადა 7 და 6 წელია.
„ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში წერს, რომ 34-მდე ჰექტარი ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, თუმცა ამავე განცხადებაში უთითებს, რომ გარკვეული ტერიტორიის [რომელიც „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაშია] იჯარით აღების საკითხი დასრულებული არ არის:
„კომპანიამ მიმართა სს „საქართველოს რკინიგზას“ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან, იჯარის უფლებით ჯამში 6 343 კვადრატული მეტრი ფართობის გადმოცემის თაობაზე, რაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება“.
„გაცნობებთ, რომ ზემოთ ხსენებულ ნაკვეთებზე იჯარის უფლებით სარგებლობა გვესაჭიროება 12 წლის ვადით,“ – წერს „ამბასადორი“ საქართველოს რკინიგზას.
„ამბასადორის“ განცხადებით, ობიექტის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს ბეტონისა და სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალის დამზადება, რომელიც გამოყენებული იქნება ხელოვნური კუნძულის სამშენებლო მიზნებისთვის:
„საწარმოში დამონტაჟდა MB-K145 მოდელის სასაქონლო ბეტონის დანადგარი, რომელიც, საპროექტო მაჩვენებლებით, უზრუნველყოფს საათში 140 კუბური მეტრი [333,2 ტ/სთ] ბეტონის მიღებას. ბეტონის წარმოება გულისხმობს ცემენტის, ინერტული მასალის [ღორღი და ქვიშა], ქიმიური დანამატის და წყლის შესაბამისი პროპორციით შერევას ბეტონშემრევ დანადგარში“.
სკრინინგის განცხადება მოიცავს მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შესახებ; ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების თაობაზე, აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობისა და შესაძლო ზემოქმედების თაობაზე.
„საწარმოს ტექნოლოგიური პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და მისი მართვა ხორციელდება სპეციალური საკონტროლო კაბინიდან ოპერატორების მიერ.
ინერტული მასალა დატვირთული იქნება ხალას და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში. გადაზიდვები დღის განმავლობაში განხორციელდება მაშინ, როცა სატრანსპორტო მოძრაობა ხელსაყრელია, ხოლო გადატვირთულ დროს – ღამით. მიღებული ნედლეული შეინახება მარაგების ტერიტორიაზე. ქარხანა იმუშავებს ძირითადად დღის ცვლაში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა,“ – წერია სკრინინგის განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, „ხელოვნური კუნძულის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშით თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ბეტონის კვანძის განთავსება უშუალოდ კუნძულის სამშენებლო ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით. მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული ინფრასტრუქტურა გადატანილია უკვე არსებულ სამრეწველო ზონაში – ბენზეს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს უფრო ხელსაყრელ ალტერნატივას, ვინაიდან შემცირებულია ზღვის აკვატორიასა და სანაპირო ეკოსისტემებზე პირდაპირი ზემოქმედების რისკები“.
„ამბასადორის“ ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია საცხოვრებელი ბანაკი დასაქმებული პერსონალისთვის [ამ ბანაკში კი განთავსდება როგორც სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს პერსონალი, ასევე ხელოვნური კუნძულის მშენებლობისათვის საჭირო პერსონალი] და საოფისე შენობა – ნაგებობა.
უშუალოდ სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში სულ დასაქმებული იქნება 12 ადამიანი.
„სოციალური და ეკონომიური თვალსაზრისით, საწარმოს საქმიანობა შეიძლება შეფასდეს როგორც დადებითი. საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე 12 ადამიანი იქნება დასაქმებული. მოცემული ციფრი ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკის ჭრილში სერიოზულ ეკონომიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს, თუმცა გარკვეული პერიოდით დასაქმებული პერსონალის ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება.
გარდა აღნიშნულისა, საწარმოს ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხების მობილიზებას, საწარმოს ფუნქციონირებისას გადასახადების სახით ბიუჯეტში შევა გარკვეული რაოდენობის თანხები“ – წერს „ამბასადორი“ სკრინინგის განცხადებაში.
გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელ ზემოქმედებას რაც შეეხება, სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რადგან საპროექტო ტერიტორიაზე წარმოებისათვის საჭირო ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია, მოსალოდნელი ზემოქმედება შეფასდება წარმოების პროცესისთვის…“ ამ შეფასებას კი გარემოს სააგენტო შეისწავლის.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 50 სატრანსპორტო ოპერაციაა მოსალოდნელი [იგულისხმება ინერტული მასალის შემოტანის და დამუშავებული მასალის ტერიტორიიდან გატანის პროცედურები], რამაც შესაძლოა ზემოქმედება იქონიოს ბათუმის სატრანსპორტო ნაკადების ზრდაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე.
„განსაკუთრებით საყურადღებოა ტურისტული სეზონი, როდესაც ქალაქ ბათუმში სატრანსპორტო ნაკადების იზრდება და ადგილი აქვს გადაადგილების სერიოზულ შეზღუდვებს. წარმოების პროცესში, მასალების ტრანსპორტირების გეგმა შედგენილია იმგვარად, რომ არიდებული იყოს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვა. მასალების ტრანსპორტირება, გარდა აუცილებელი შემთხვევების, არ ხორციელდება პიკის საათებში.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში იგეგმება ალტერნატიული მარშრუტები. საპროექტო ტერიტორიის საწარმოო დანიშნულებით შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ სატრანსპორტო ნაკადების და სიახლოვის პრინციპის გათვალისწინება გახდა. საწარმოო ობიექტი მასალებით ამარაგებს ბათუმის ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს, ხელოვნური კუნძულის ტერიტორია რამდენიმე ასეულ მეტრშია წარმოდგენილი. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სატრანსპორტო ნაკადებზე უარყოფითი ზემოქმედება დაბალი მნიშვნელობისაა“ – წერს „ამბასადორი“.
1 – ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია ზღვაში. 2 – ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია სადაც „ამბასადორი“ ბეტონის ქარხანას აწყობს [ამ ტერიტორიებს შორის რკინიგზა („ბათუმი ცენტრალი“) და ბათუმი-მახინჯაურის ავტომაგისტრალია].
„დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 11 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112, ან ელ/ფოსტით: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]“ – წერს სააგენტო.
მოგვიანებით, ყოფილი ბნქ-ს [ე.წ. „ბენზე“] ტერიტორიით სამომავლო სარგებლობის ოთხი სავარაუდო სცენარიდან უპირატესობა მის საცხოვრებელი დანიშნულებით სარგებლობის ფორმას მიენიჭა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 267 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 713 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 24 111 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 37 795 ერთეული [+74]
MLRS – 1 665 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 313 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 435 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 348 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 153 169 ერთეული [+1 810]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 384 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 29 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 80 757 ერთეული [+247]
სპეცტექნიკა – 4 078 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის, ვისაც ქვეყნის დატოვება სურს, საინფორმაციო გზამკვლევს აქვეყნებს.
1-ელი მარტის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია, ამიტომ ისრაელის დატოვება მსურველებს მხოლოდ სახმელეთო გზით შეუძლიათ.
საქართველოს საელჩოს რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეებისადმი ასეთია:
„ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
ეგვიპტის შემთხვევაში: მოქალაქეს შეუძლია გადაკვეთოს Menachem Begin – Taba border crossing – 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან.
ბათუმიდან ისრაელის მიმართულებით 2 მარტის ჩათვლით, ყველა ფრენა გაუქმებულია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაუქმებულია ბათუმი – თელ-ავივის რეისები პირველ და ორ მარტს, ასევე გაუქმებულია თელ-ავივი – ბათუმის რეისები 2 მარტს.
ფრენების გადადება გუშინ, 28 თებერვალს ირანში დაწყებულ ოპერაციას უკავშირდება, რა დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეტევა მიიტანეს ირანის სხვადასხვა ობიექტებზე.
დაბომბვის შედეგად მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სხვა მაღალი ოფიციალური პირები.
ირანში განვითარებული მოვლენების გამო ფრენები შეაჩერა ავიაკომპანია ვიზეარმაც. 7 მარტამდე შეჩერებულია ყველა რეისი ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის და ამანის [იორდანია] მიმართულებით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1-ელი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 3 მარტს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 4 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთაში – თოვა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.