მთავარი,სიახლეები

ევროკავშირთან თუ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ ვიქნებით დაინტერესებული – პოდოლიაკი

08.05.2026
ევროკავშირთან თუ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ ვიქნებით დაინტერესებული – პოდოლიაკი

„რა თქმა უნდა, ბატონი ზელენსკი დაინტერესებული იქნება, თუ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იქნება სანდოობაზე“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუში, რომელიც დღეს, 8 მაისს გამოქვეყნდა, პოდოლიაკმა ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე ან მესამე ქვეყანაში გამგზავრებაზე სამკურნალოდ.

„ჩვენ გვესმის, რა რეალობა საქართველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს.

იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა.

არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დისკუსიისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის.

გასაგებია, რომ დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა, განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და, ასევე, ჰუმანიტარული საკითხები. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე.

არსებობდა საინფორმაციოდ დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მე მესმის ამის მიზეზი, მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით.

ჩვენ გვაქვს ინტერესი ჩვენ პარტნიორებთან გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია.

ჰუმანიტარული მოტივებიდან და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში ან შესაძლოა, მოძებნილი იყოს შუალედური გამოსავალი, გაიგზავნოს ის რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც ის გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა. ეს არის პუტინის პირადი პრობლემა, რომელიც დიდი აგრესიით გამოირჩევა ოპონენტების წინააღმდეგ.

საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის რეპუტაციულად მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, ან დაბრუნდეს უკრაინაში, ან გაგზავნონ მესამე ქვეყანაში.

სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებთან“ – განაცხადა პოდოლიაკმა ინტერვიუში [TV პირველის თარგმანი].

მან ასევე განაცხადა, რომ თუ უკრაინა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან კონტაქტების აღდგენაში:

„მე მესმის ის გავლენა, რომლის მოხდენასაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე. ჩვენ ვხედავთ შემცირებულ კონტაქტებს ევროკავშირთან, სასურველია, რომ ეს იყოს აღდგენილი. თუ საჭირო იქნება უკრაინის დახმარება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით დაინტერესებულები.

რუსული გავლენების შემცირება არა მხოლოდ რეგიონში, ეს მომგებიანია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თავად ამ რეგიონისთვის. რუსეთი არ არის დაინტერესებული სხვა რეგიონებით, მისი ინტერესია ქაოსების შექმნა“ – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: