მთავარი,სიახლეები

ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

08.05.2026
ქობულეთის ყოფილი მაჟორიტარი „ოცნებიდან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე. ის 2021 წლიდან ამავე სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

კობა ნაკაიძე 2016-2020 წლებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კობა ნაკაიძე პროფესიით ექიმია. სხვადასხვა დროს იყო ასევე  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი [2015-2016 წწ ],  აჭარის  დასაქმების სააგენტოს დირექტორი [2012-2015 წწ] და  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს მთავარი ექიმი [1995-2005 წწ].

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კობა ნაკაიძის ჩათვლით ხუთი მოადგილე ჰყავს.

კობა ნაკაიძე „ოცნების“ ერთ-ერთ შეხვედრაზე 2022 წელს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: