უკრაინამ ოფიციალურად მისცა რუსეთს „ნებართვა“, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში 9 მაისს აღლუმი ჩაატაროს მოსკოვში.
ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.
„მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით, ჰუმანიტარული მიზნით, რომელიც გაიწერა ამერიკულ მხარესთან 2026 წლის 8 მაისს გამართული მოლაპარაკებებისას, ვადგენ:
მიეცეს ნებართვა 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას.
აღლუმის მიმდინარეობისას (2026 წლის 9 მაისის კიევის დროით დილის 10 საათიდან) წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“ – წერია დოკუმენტში, რომელშიც ასევე დაზუსტებულია მოსკოვში მდებარე წითელი მოედნის კოორდინატები, სადაც აღლუმი უნდა გაიმართოს.
დღეს, 8 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ტყვეების – 1000/1000-ზე გაცვლის შესახებ განაცხადა.
„წითელი მოედანი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სიცოცხლე უკრაინელი ტყვეების, რომელთა დაბრუნებაც სახლშია შესაძლებელი“ – დაწერა ფეისბუქზე ზელენსკიმ 8 მაისს, საღამოს.






