„მიეცით წამალი ბავშვებს“ – დღეს, 7 მაისს, ამ მოთხოვნით ქობულეთში გაიმართა აქცია. შშმ ბავშვების მშობლები ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ. ერთ-ერთი მშობელი, სოფო ტაკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასიხარულოა, როცა აქციას გამვლელიც შეუერთდა.
- ბავშვები, რომლებსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ, ითხოვენ, ქვეყანაში შემოიტანონ ბავშვების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. ამ მოთხოვნას „ქართული ოცნების“ მთავრობა დღემდე არ აკმაყოფილებს.
ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, როცა ვამბობთ, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილია საქართველო და ამ დროს კითხვის ნიშნის ქვეშაა, ბავშვებს წამალი მივცეთ, თუ არა.
ამაზე მეტი ტრაგედია რა უნდა იყოს დედისთვის, როცა ის ხედავს, როგორ დნება და ქრება მის თვალწინ შვილი, ამ დროს წამალი არსებობს და მას ვერ აძლევს?
ჩვენ კატეგორიულად მხარს ვუჭერთ ამ მოთხოვნას, რადგან ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,“ – ამბობს სოფო ტაკიძე.

აქცია ქობულეთის მერიასთან „მიეცით წამალი ბავშვებს“
ამ თემაზე:
“კობახიძის გონებაში შევიდოდი და აზრებს შევუცვლიდი” – დიუშენის მქონე 14 წლის ბიჭის ისტორია






