გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 მაისს ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
_______________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან






