საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სამხედრო ტექნიკა – გერმანიის ახალი დახმარება უკრაინას

გერმანიამ უკრაინას სამხედრო ტექნიკისა და იარაღის კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა. გუშინ, 9 ნოემბერს, გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კიევი მიიღებს 30 ჯავშანტრანსპორტიორ Dingo-ს, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, 18 სადაზვერვო უპილოტო აპარატს, 18 დრონის დასაცავ აღჭურვილობას, 5 M1070 Oshkosh ტანკს და 3 სატვირთო მანქანას.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანია უკრაინას აწვდის იარაღს და აღჭურვილობას ბუნდესვერის მარაგებიდან, რომლებიც ფინანსდება უცხოელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დახმარების ინიციატივის – Ertüchtigungsinitiative-ის ფარგლებში.

Ertüchtigungsinitiative-ს ერთობლივად მართავს გერმანიის ორი ფედერალური სამინისტრო: თავდაცვისა და საგარეო საქმეთა. იგი შექმნილია უცხოელი პარტნიორებისა და ორგანიზაციების მხარდასაჭერად კონფლიქტების პრევენციასა და შეკავებაში. 2022 წელს ბერლინმა გააფართოვა ეს დახმარების ფონდი 2 მილიარდ ევრომდე, თანხის უმეტესი ნაწილი მიმართულია უკრაინის სამხედრო დახმარებაზე – წერს გამოცემა.

გერმანია ასევე კიევს აწვდის თვითმავალ საზენიტო იარაღს Gepard-ს, თვითმავალ საარტილერიო იარაღს – Panzerhaubitze 2000-ს, MARS II-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს, Stinger-ის პორტატიულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს.

ოქტომბერში გერმანიის მმართველი კოალიციის შემადგენლობაში მყოფმა „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გაზრდას. განცხადება მიღებულ იქნა 15 ოქტომბერს, ქალაქ ბონში გამართულ პარტიულ კონგრესზე. პარტიის თანათავმჯდომარემ ომიდ ნურიპურმა განაცხადა, რომ „ეს იარაღი სიცოცხლეს იხსნის“,  ნოემბერში კი მოუწოდეს ბუნდესტაგს, მხარი დაუჭიროს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას იარაღით.

_______________

ფოტოზე: IRIS-T SLM. ფოტო: „დოიჩე ველე“

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბრის 21 საათიდან 11 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

12-13 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

„არის ხალხი ზევიდან რომ გიყურებს, რაც ვართ, ჩვენ ვართო“ – მძღოლების დამხმარე ბათუმიდან

„ასე თუ გააჩერებ, 50 ლარით დაგაჯარიმებენ, არ შეიძლება“, – ეუბნებოდა 59 წლის გიორგი ჩხეიძე მძღოლს, როცა მას შევხვდით. გიორგი ბოლო 5 წელია, რაც ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ე.წ. „სტაიანშიკად“ მუშაობს. თუმცა მას სიტყვა „სტაიანშიკი“ კატეგორიულად არ მოსწონს:

„რუსულად იძახით „სტაიანშიკიო“ – ეს მაღიზიანებს. „სტაიანშიკი“ რანაირი სათქმელია, თითქოსდა სალანძღავი სიტყვაა. ხომ შეიძლება, ქართულად ბოლოს და ბოლოს [მანქანების] გამჩერებელი ან უბრალოდ მძღოლების დამხმარე დავარქვათ“, – ამბობს გიორგი.

სანამ გიორგი მძღოლების დამხმარედ დაიწყებდა მუშაობას, ბათუმის უნივერმაღში წიგნების მაღაზია ჰქონდა.

„შემდეგ წაგვართვეს, დაშალეს უნივერმაღი და ქუჩაში დავრჩით. იქვე, სარდაფში გავხსენით მაღაზია. მოგვიანებით იქაც სხვა შეასახლა მეპატრონემ და ისევ ქუჩაში დავრჩით,“ – გვიყვება გიორგი.

მერე იყო რკინის შემდუღებელი, კიდევ ბევრ საქმეს მოჰკიდა ხელი, ამბობს, რომ თავდაუზოგავად მუშაობდა, თუმცა საკმარისი ფული არასდროს ჰქონია.

„ახლა მგონია, რომ სხვა საქმეს ხელს აღარ მოვკიდებ, მაგრამ თუ დავბრუნდებოდი, ისევ შემდუღებლად, იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი შრომა ეს იყო. მაგრამ მეტი შედეგი აქ ვნახე, ვიდრე იქ.

შემდუღებლად დიდი დატვირთვით მუშაობ და ვთქვათ, 100 ლარს მოგცემენ დღეში, მაგრამ სახლში რომ მიხვალ, სანამ დაისვენებ, უკვე ადგომის დროა, ძილსაც ვეღარ ასწრებ. რკინის შედუღების საშუალებას მხედველობაც აღარ მაძლევს. მანქანებს ვხედავ“, – გვეუბნება გიორგი.

მისი თქმით, თავის დროზე მეგობარმა სთხოვა, დროებით ჩანაცვლებოდა მძღოლების დამხმარედ.

„შევენაცვლე და ვნახე, რომ აქ უკეთესი იყო, დღეში 20-25 ლარი ფული მქონდა. გემზე წავედი, მოვედი, არაფერი არ მქონდა, თავისუფალი პატიმარი ვიყავი, ვერსად გახვიდოდი. იქ სიარულს აქ ყოფნა ვარჩიე, სახლში მაინც ვიქნებოდი და ჩემს ლოგინში დავიძინებდი.

ვინც ჩავანაცვლე, გამოჯანმრთელების შემდეგ არ უთქვამს ჩემთვის წადიო. ხან მას ვეხმარები, ხან ის მეხმარება,“ – გვიყვება გიორგი.

მას ამ საქმით გამომუშავებული მაქსიმალური თანხა დღეში 50-60 ლარი ახსენდება, ეს მხოლოდ ახალი წლის დღეებში.

„აქ ჩვენ ნებაყოფლობით ვართ. ფულს არ ვითხოვთ. ჩვენს შრომას შეაფასებს მძღოლი და რასაც მოგცემს, კმაყოფილი უნდა იყო. ზოგს მეტი აქვს – მეტს მოგცემს, ზოგი – ნაკლებს, ზოგი საერთოდ არ მოგცემს. ზოგს არ აქვს, მაგრამ იმითაც კმაყოფილი უნდა იყო, რომ აკეთებ საქმეს, რითაც ხალხს რაღაცაში არგიხარ. ვიღაცისთვის საჭირო ხარ და აბა, ამ სიბერეში მეტი რაღა ვქნა?!

აი, ხომ არის უბრალო ხალხი. უბრალო ხალხი უფრო გულალალია. არის ხალხი, მდიდრული მანქანებით რომ მოდიან და რაც ვართ, ჩვენ ვართო – ზევიდან გიყურებს. მატლი რომ ჰგონიხარ, გესმით? რატომ არიან აქო – ჩვენზე ფიქრობენ და ჰგონიათ, რომ ჩვენ ვაბინძურებთ ჰაერს.

შენ კაცს დიდ საქმეს არაფერს უკეთებ, მაგრამ ტკბილ სიტყვას რომ გეტყვის, ამითაც კმაყოფილდები. როცა რაღაცნაირად არ დაგაფასებს, სხვა თვალებით შემოგხედავს … ეუბნები, რომ ასე დაგაჯარიმებენ, არ გინდა, შემოტრიალდი, დადექი ასე და ისე შემოგხედავს, მიხვდები რაც იფიქრა და გეწყინება, ხომ?!

ხანდახან კონფლიქტებიცაა – „შენ უნდა შეგეკითხო როგორ გავჩერდე?“ კი ბატონო, მე კი არ უნდა შემეკითხო, გაჩერდი, მაგრამ ხომ უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენ რომ გაჩერდი, შენ გარდა სხვასაც უნდა გაჩერება და ერთი მანქანით რომ სამი დასაპარკინგებელი ადგილი დაბლოკე, ამას გეუბნები. ყველას შენ უნდა დაუღუნო თავი, კლიენტი ყოველთვის მართალიაო – ნათქვამია, მაგრამ ყოველთვის მართალი არ არის, ხომ?!“ – ამბობს გიორგი.

გიორგის თქმით, მძღოლების დამხმარეები უფრო დატვირთული საღამოს 5 საათიდან არიან.

გიორგი ქედიდანაა. მას შემდეგ ცხოვრობს ბათუმში, რაც სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ ახლა ცხოვრება ბათუმში სულ სხვანაირია.

„ქალაქში ვითომ აკეთებენ რაღაცას, ვითომ ყველაფერი კარგად კეთდება. ამ დროს კი ამხელა შენობები შენდება და ერთხელ თუ გინახავთ სადმე დიდი კანალიზაცია გაეჭრათ?! ხვალ და ზეგ ამდენი შენობის ჩამონადენი სად უნდა წავიდეს, მითხრით?!

ამხელა შენობები რომ დადგეს, ზღვისპირი გადაკეტეს ქალაქში. გახედავ, ქუჩის თავში უზარმაზარი შენობა დგას. ვეღარ ნიავდება ქუჩა.

ამ შენობების ფონზე ეს ელექტრომობილებიც რომ არ იყოს, საერთოდ ვეღარ ისუნთქებ ზამთარში ამ ქალაქში. ხალხი დაზოგვის გულისთვისაც ყიდულობს ალბათ მაგ მანქანას. ნამდვილად მეტად ეკოლოგიურია და თან უხმაურო, გეგონება, ქარის შრიალის ხმას გამოსცემს. დანარჩენი, ხომ გესმით, როგორი ხმაურია.

რომ დავწვები, თითქოს თავში მრიცხველია ჩართული, ღამითაც მესმის მანქანების ხმა,“ – ამბობს გიორგი.

მას ავტომანქანის საყვირის ხმა არ უყვარს, ფიქრობს, რომ სასწრაფოს დახმარების მანქანის ხმაც კი ხალხს პანიკაში აგდებს. ისე უნდა იყოს, რომ სასწრაფოსაც არ დასჭირდეს სიგნალით გადაადგილებაო – ამბობს.

„ახალგაზრდებს რა ენაღვლებათ, წინ აქვთ ცხოვრება და სულ არ ფიქრობენ სიკვდილზე, მაგრამ, კაცს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წვიმას უახლოვდები, ბევრი გაიარე და ცოტა გრჩება უკვე, გაფრთხობს ეს პატარა სიგნალიც. გგონია, რომ მორჩა, მოვიდა მიქელ გაბრიელი“, – გვეუბნება გიორგი.

სეზონურ სამუშაოებზეც ყოფილა, თურქეთში გადადიოდა თხილისა და ჩაის მოსაკრეფად, მაგრამ იქაურ 90 ლარს, აქ აღებული 10 ლარი მირჩევნიაო – ამბობს.

მარტივი შესამჩნევია, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე გიორგის უკვე ბევრი მძღოლი იცნობს. მუშაობს ყოველდღე, წვიმაშიც, ქარშიც.

„კაცს ცუდ ამინდში უნდა მომსახურება და გვერდში დგომა, თორემ კარგ ამინდში მარტოც ყველაფერს გააკეთებს. რა თქმა უნდა, მარტო დგომაც დამღლელია. ჩვენ საღამომდე ვდგავართ და მიხვდებით, რა დღეშიცაა ფეხები საღამოს“.

გიორგის ოჯახში დედა, მეუღლე და შვილები ჰყავს. პროდუქტზე გაზრდილი ფასები ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აწუხებს:

„მაღაზიაში რომ ახლა შეხვიდე და გამოხვიდე, 30 ლარი საკმარისი არაფერშია. ცელოფანს აიღებ, მიდიხარ და იცინი, რა ვიყიდე ახლაო. არაფერი, მთელი დღის ნამუშევარი დამთავრებულა და რას იყიდი – პური, რძე ან ყველი, მაგრამ ყველზე და ხორცზე ხომ იცით, ზედმეტია საუბარი“.

ის ჩვენთან საუბრისას თავის გამოცდილებასაც იხსენებს, როცა უფასო სამედიცინო გამოკვლევით ისარგებლა და ყველაფერი რიგზეაო, უთხრეს: „მერე, ფული რომ გადავიხადე გამოკვლევაში, 1000 რაღაც აღმომაჩნდა. უფასო სამედიცინო მომსახურებებს გულისყურით არ უდგებიან,“ – წუხს გიორგი.

ჩვენთან საუბრისას გიორგის მძღოლი ეძახის, იქნებ ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი გამომინახოო. გიორგი ადგილს ათვალიერებს, ყველა ადგილი დაკავებულიაო – პასუხობს.

– „ვიცი, გამონახავ სადმე,“ – არ ნებდება მძღოლი.

– „მანქანას ხომ ვერ ავიღებ და გადავდგამ?!“ – იცინის გიორგი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 78 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740]
  • ტანკი – 2 804 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 5 682 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 1 805 ერთეული [+3]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 499 ერთეული [+16]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 242 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 159 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 173 ვერტმფრენი
  • 2 479 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 491 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 885 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 564 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 158 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი ომში ადამიანურ დანაკარგებზე: უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი[/yellow_box]

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ხერსონის დასავლეთი ნაწილის „დაკარგვა“ რუსეთს ძალიან შეუშლის ხელს თავისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში – შექმნას სახმელეთო ხიდი ოდესამდე.

ზელენსკი: „უნდა გვესმოდეს: არავინ არსაიდან უბრალოდ არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით. და როდესაც იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ნაბიჯი – ეს ყოველთვის არის მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეს ყოველთვის არის ჩვენი გმირების დაკარგული სიცოცხლეები. ამიტომაც ჩვენ წინ მივიწევთ ძალიან ფრთხილად, ყოველგვარი ემოციის, ყოველგვარი ზედმეტი რისკის გარეშე“

ამავე თემაზე:

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – ISW

უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც – მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინაში უკვე 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა. გენერლის თქმით, სავარაუდოდ, ასეთივეა უკრაინის დანაკარგიც.

მილიმ ნიუ იორკის ეკონომიკური კლუბის ღონისძიებაზე გამოსვლისას რუსეთის უკრაინაში შეჭრას უწოდა „უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება და მის გადახდას წლები დასჭირდება.

მისი თქმით, თებერვლის ბოლოს დაწყებულმა ომმა უზარმაზარი ადამიანური ტრაგედია გამოიწვია, 15-30 მილიონი დევნილი და 40 000 უდანაშაულო უკრაინელის სიკვდილი.

გენერლის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა, თუმცა მილი დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა მოლაპარაკებები, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა კომენტარი გააკეთა ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებაზეც. მისი თქმით, შეერთებული შტატები ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის არმია მართლაც გადის ხერსონიდან, თუმცა 20-30 000 სამხედროს გაყვანას შესაძლოა დღეები და კვირებიც კი დასჭირდეს.

„ვფიქრობ, ისინი ამას აკეთებენ, რათა საკუთარი ჯარები გადაარჩინონ და მდინარის მეორე მხარეს გააძლიერონ თავდაცვის პოზიციები, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, რა მოხდება“, – ამბობს მილი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი 77 950 სამხედროა.

ხერსონიდან გასვლისას რუსები ხიდებს აფეთქებენ და ტერიტორიას ნაღმავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

მტერი უკრაინას საჩუქრებს არ ჩუქნის – ზელენსკი ხერსონიდან გასვლაზე

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანებას საღამოს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელებს მოუწოდა, იყვნენ თავშეკავებულები, რადგან რუსეთი უკრაინას საჩუქრებს არ უკეთებს.

„უნდა გვესმოდეს: არავინ არსაიდან უბრალოდ არ გადის, თუ ძალას არ გრძნობს. მტერი ჩვენ საჩუქრებს არ გვიკეთებს, „კეთილი ნების ჟესტებს“. ჩვენ ამ ყველაფრისთვის ვიბრძვით. და როდესაც იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ნაბიჯი – ეს ყოველთვის არის მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ეს ყოველთვის არის ჩვენი გმირების დაკარგული სიცოცხლე. ამიტომაც ჩვენ წინ მივიწევთ ძალიან ფრთხილად, ყოველგვარი ემოციის, ყოველგვარი ზედმეტი რისკის გარეშე,“ – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ უკრაინა აუცილებლად გაათავისუფლებს ხერსონსაც, კახოვკასაც, დონეცკსაც და სხვა ქალაქებსაც და ეს უკრაინის არმიის ძალისხმევისა და სიმამაცის შედეგი იქნება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

შოიგუს ბრძანებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და სხვა თანამდებობის პირებმა რუსეთის გადაწყვეტილების მიზნებზე ეჭვები გამოთქვეს და უკრაინის საზოგადოებას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან დაკავშირებით.

„უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლებისას ეყრდნობა დაზვერვის ინფორმაციას და არა დადგმულ სატელევიზიო განცხადებებს,“ – დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.

ხერსონიდან გასვლისას რუსები ხიდებს აფეთქებენ და ტერიტორიას ნაღმავენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ხერსონის დასავლეთი ნაწილის „დაკარგვა“ რუსეთს ძალიან შეუშლის ხელს თავისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში – შექმნას სახმელეთო ხიდი ოდესამდე.

უწყება დღევანდელ რელიზში თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გუშინდელ გადაწყვეტილებას აფასებს და მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიის ხერსონის დასავლეთ ნაწილში დარჩენა რუსეთის ლოგისტიკურ კვანძებზე უკრაინელთა თავდასხმებმა გახადა შეუძლებელი.

„გენერალმა სერგეი სუროვიკინმა, უკრაინაში რუსეთის ძალების მთავარსარდალმა, დაადასტურა, რომ არმია მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვით პოზიციებზე გადავა და გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად მომარაგების პრობლემები დაასახელა,“ – აღნიშნავს დაზვერვა.

უწყების ცნობით, გასვლისას, რუსეთის ძალებმა რამდენიმე ხიდი დააზიანეს და, სავარაუდოდ, ტერიტორიაც დანაღმეს.

„შეზღუდული რაოდენობის გადასასვლელების გამო, დნეპრის გადალახვისას, რუსეთის ძალები დაუცველები აღმოჩნდებიან. სრულიად შესაძლებელია, რომ გასვლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და უკანდახეული ძალების დაცვას რუსეთი თავდაცვითი პოზიციებიდან საარტილერიო ცეცხლით ეცდება,“ – ვარაუდობს დაზვერვა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან ჯარების გაყვანის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

შოიგუს ბრძანებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა და სხვა თანამდებობის პირებმა რუსეთის გადაწყვეტილების მიზნებზე ეჭვები გამოთქვეს და უკრაინის საზოგადოებას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების მოქმედებებთან დაკავშირებით.

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – ISW

ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა რუსეთის არმია ახალ ფაზაში გადავიდა – რუსეთის სარდლობის პრიორიტეტი ახლა საკუთარი ძალების მდინარის გავლით ორგანიზებულად გამოყვანა და უკრაინელთა კონტრშეტევის შენელებაა – მიიჩნევს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).

„უკრაინელთა კონტრშეტევა, რომელიც აგვისტოს დასასრულს დაიწყო, იყო კოორდინირებული კამპანია მიმართული იმისკენ, რომ რუსეთის არმია იძულებული გაეხადა, სერიოზული სახმელეთო შეტევითი ოპერაციების გარეშე დაეხია უკან მდინარე დნეპრის გავლით,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში, რომლის მთავარი თემაც ხერსონიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებაა.

ანალიტიკოსები იხსენებენ, რომ ბოლო თვეებში, უკრაინის ჯარები მიზანმიმართულ და კარგად მომზადებულ სამხედრო ოპერაციას აწარმოებდნენ – მთელი ოლქის მასშტაბით ურტყამდნენ რუსეთის ძალების თავშეყრის ადგილებს, სამხედრო ობიექტებსა და ლოგისტიკურ კვანძებს, რათა დასავლეთ სანაპიროზე რუსული პოზიციების შენარჩუნება შეუძლებელი გაეხადათ.

ISW-ის აზრით, რუსების უკან დახევა, სავარაუდოდ, არ უნდა იყოს ხაფანგი, რომლის მიზანიც უკრაინის ძალების ხერსონში შეტყუება იქნება. ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბოლო კვირებში რუსეთს თავისი ძალები ეტაპობრივად გაჰყავდა ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან და საკუთარ საინფორმაციო სივრცეს ამ პროცესისთვის ამზადებდა. გარდა ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალაქ ხერსონში ბრძოლის გამართვა, რუსებისთვის სრულიად გამორიცხავდა საკუთარი არმიის მოწესრიგებულად გაყვანას.

„რასაკვირველია, რუსული სარდლობა ეცდება ხელი შეუშალოს უკრაინის ძალების წინსვლას და ამით ორგანიზებული გასვლისთვის დრო მოიგოს. გარკვეული ძალები შესაძლოა დატოვონ ქალაქში, რათა მათ უკრაინის არმია შეაკავონ – ეს ბრძოლები საშუალებას მისცემს რუსეთს, რაც შეიძლება მეტი დანაყოფი გაიყვანოს,“ – მიიჩნევს ინსტიტუტი.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, როგორ შეხვდა რუსეთის საინფორმაციო სივრცე ცნობას ხერსონიდან გასვლაზე. რუსი სამხედრო ბლოგერების ნაწილი მიუთითებდა, რომ ჯარების გაყვანა ბუნებრივი და ლოგიკური ქმედება იყო, ნაწილმა კი ის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მორიგ მარცხად შეაფასა. საბოლოოდ, ISW-ის აზრით, საინფორმაციო სივრცე, მაინც სუროვიკინის გამართლებისკენ გადაიხარა – მის გადაწყვეტილებას საჯაროდ მხარი დაუჭირეს „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი მატრუშევი თეირანში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სავარაუდოდ, ირანული ბალისტიკური რაკეტების შესყიდვისა და თანამშრომლობის სხვა საკითხების განსახილველად;
  • რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ბრძოლა გრძელდებოდა სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე და ბელოგოროვკაში;
  • უკრაინის ძალებმა ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს ქალაქ ხერსონის ჩრილო-აღმოსავლეთით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ შეტევას ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო და დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში;
  • რუსეთის ფედერაცია მობილიზებული პერსონალის აღჭურვისა და მათთვის დაპირებული ხელფასის გადახდის სერიოზულ პრობლემებს აწყდება;
  • მობილიზებულების ნათესავები განაგრძობენ აქციებს ფინანსური საკითხებისა და ცუდი პირობების გასაპროტესტებლად;
  • ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელი კირილ სტრემოუსოვი ზუსტად იმ დღეს დაიღუპა, როდესაც რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცადებების მიუხედავად, უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონის უბრძოლველად დათმობას აპირებს.

„საქმე სიტყვაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. უკრაინა ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს უბრძოლველად ტოვებს. ქალაქში რჩება რუსული დაჯგუფებების სერიოზული ნაწილი, რეგიონში ექაჩებიან დამატებით რეზერვებს. უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების მიხედვით,“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

პოდოლიაკის განცხადების პარალელურად, ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი მოუწოდებს ყველას, არ გაავრცელონ ინფორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებზე და ინფორმაციული სიჩუმის რეჟიმი შეინარჩუნონ.

რუსეთის თავდაცვის უწყების სატელევიზიო განცხადებას ეჭვით შეხვდა ნიკოლაევის გუბერნატორი ვიტალი კიმიც, რომელიც ტელეგრამზე წერს, რომ „თუ რუსები რაიმეს ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ ამის საწინააღმდეგოს გააკეთებენ“.

ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ შოიგუს ბრძანებაზე დღესვე კომენტარი გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.

„ჩვენ ვუსმინეთ ამ განცხადებას, მაგრამ ჯერ დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება იქ. რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევიდან განდევნეს, შემდეგ – აღმოსავლეთიდან, ხარკოვიდან და ახლა ვხედავთ, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, რუსეთის ჯარები სამხრეთიდან, ხერსონიდანაც განდევნონ. აღფრთოვანებას იწვევს იმის დანახვა, რომ მამაც უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ ახალი და ახალი ტერიტორიები გაათავისუფლონ,“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

სერგეი შოიგუ, უკრაინაში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის არმიის გასვლას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზის გამაგრებას დათანხმდა.

შოიგუს ბრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე „იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის შეიქმნა.“

პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას ითხოვს – მედია

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, რათა მსოფლიო ლიდერებისგან „ცივი შეხვედრა“ აიცილოს თავიდან – ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს.

G20-ის სამიტი მომავალ კვირას კუნძულ ბალიზე, ინდონეზიაში გაიმართება.

ბალიზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ იქ პუტინი არ იქნება.

პუტინთან შეხვედრა რომ არასასურველი იქნებოდა, ამაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ისაუბრა. მან რუსეთის პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მასთან ლაპარაკის აზრს ვერ ხედავს.

ჯო ბაიდენს „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ახლა სწორედ იმით არიან დაკავებული, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილონ, – წერდა ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოცემა Politico.

კრემლის გადაწყვეტილების მიზეზად Bloomberg-ის წყაროები ასახელებენ შიშს, რომ დასავლელი ლიდერები დემონსტრაციულად ეცდებიან, პუტინს თავი აარიდონ. მის ნაცვლად, სამიტზე, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავა.

ლავროვის უწყებამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე „იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის შეიქმნა.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ეს განცხადება სულ რამდენიმე საათით უსწრებდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოუგუს ბრძანებას ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე.

უკრაინაში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, სერგეი შოიგუ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის არმიის გასვლას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზის გამაგრებას დასთანხმდა.

კომპანია კაჩინსკების ქუჩაზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის ნებართვას ითხოვს

ბათუმში არსებობს პრაქტიკა, როცა სამშენებლო კომპანიები საკუთარ ტერიტორიას მაქსიმალურად ითვისებენ მშენებლობისთვის და ბოლოს ახსენდებათ, რომ არ აქვთ ეზო და ადგილი პარკინგისთვის, რაც ზოგჯერ უსაფრთხოების პრობლემასაც უკავშირდება.

შემდეგ დანაკლისის შესავსებად, ნაკვეთებს სახელმწიფოსგან ითხოვენ. „ბათუმელები“ მსგავს შემთხვევებზე ბევრჯერ წერდა.

ამჯერად უსაფრთხო გადასასვლელის მოსაწყობად სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყენება „ელთ ბილდინგს“ სურს. კომპანია მშენებარე კორპუსის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის ნებართვას ითხოვს, შესაბამისი არქიტექტორული პროექტი მერიას უკვე წარუდგინა.

ეს გადასასვლელი „ერთ ბილდინგს“ შესაძლებლობას მისცემს საკუთარ მომხმარებელს ქუჩის მეორე მხარეს, ზღვაზე უსაფრთხო გადასასვლელით სარგებლობაც შესთავაზოს, უფრო მეტიც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეს საფეხმავლო ხიდი „ელთ ბილდინგის“ მომხმარებელს პირდაპირ ბულვარის პრომენადზე გადასვლის საშუალებას მისცემს.

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით საფეხმავლო ხიდზე მოეწყობა როგორც კიბე ასევე ლიფტი.

პროექტის მონაცემები – შენების ფართობი: 30.82 მ სამშენებლო ფართობი: 105.94 მ; სიგრძე: 22.0 მ. სიგანე: 2.50 მ. სავალი ნაწილის სიმაღლე ქუჩიდან: 5.50 მ. ხიდის ქვედა კიდის სიმაღლე ქუჩიდან: 4.50 მ. მალის მაქსიმალური სიგრძე: 9.75 მ. სავალი ნაწილის ფართობი: 99.42 მ

შპს „ელთ ბილდინგი“ კაჩინსკების ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს. კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ელგუჯა თურმანიძეა.

ბრიტანეთის ელჩი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, დეოლიგარქიზაციასა და გვარამიაზე – ინტერვიუ

„…ბრიტანეთშიც რუსეთის უამრავი მოქალაქე შემოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და რუსეთი შენი მეზობელია, ეს სულ სხვა მასშტაბია და საქმეც სხვაგვარადაა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში,“ –  გვიპასუხა მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, როცა მას ვკითხეთ: რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ოკუპირებული საქართველოსთვის რუსეთის ამდენი მოქალაქის შემოსვლა?

„ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის მაგალითზე, რომ რუსეთი ყოველთვის სათავისოდ იყენებს მასზე დამოკიდებულებას კონკრეტულ ქვეყნებზე ზეწოლისთვის. ამას ვხედავთ ახლა მოლდოვაშიც,“ – ამბობს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში.

„ბათუმელებმა“ მარკ კლეიტონთან ინტერვიუ ჩაწერა. ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში.

  • ბატონო მარკ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირ საქართველოსგან 12პუნქტიანი გეგმის შესრულებას ითხოვს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად მუშაობს ხელისუფლება/ოპოზიცია ამ გეგმის შესრულებაზე? 

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო აღარაა ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ 12 პუნქტის შედგენაში და არც საბოლოო გადაწყვეტილებაზე გვექნება გავლენა.

თუმცა გაერთიანებულ სამეფოს ძალიან ცხადი პოზიცია აქვს და ის საფუძველს იღებს დემოკრატიის ყველაზე ძირეული პრინციპებიდან – ქართველი ხალხი ამბობს, რომ მას სურს ევროკავშირის წევრობა, ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელიც კი პარლამენტშია წარმოდგენილი, ამბობს, რომ სურს ევროკავშირის წევრობა, შესაბამისად, ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს პროგრესს როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს წევრობისკენ გზაზე და ეს ამ 12 პუნქტის შესრულებაში პროგრესსაც ნიშნავს.

როგორც ვიცი, ხელისუფლებამ დაიწყო პროცესი და მიმდინარეობს მუშაობა ამ 12 პუნქტის შესასრულებლად. ასევე ვიცი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს ამ პროცესის ზოგიერთ ასპექტში. ვფიქრობ, ჩემთვის მთავარი საკითხი აქ ისაა, რითაც დავიწყე – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირის წევრობა, ყველა ძირითადი პარტია პარლამენტში ამბობს, რომ ეს მათთვის გადამწყვეტი საკითხია. შესაბამისად, ჩემი გზავნილი იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად ამ 12 პუნქტისთვის, რათა ქართველი ხალხის მოთხოვნა შეასრულონ.

  • თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის ერთობლივი მუშაობა პრობლემაა.

ვფიქრობ, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც პარტიულ პოლიტიკაზე ბევრად მეტია. მე ისევ იმას ვუბრუნდები, რაც მანამდე ვთქვი და რაც დემოკრატიის ფუნდამენტური, ყველაზე მთავარი პრინციპია – როდესაც არჩეული პოლიტიკოსი ხარ, შენივე მანდატი გეუბნება, რაც უნდა გააკეთო. მე, ბრიტანელი დიპლომატი, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ვერ ვუკარნახებ ვერავის, როგორ მოიქცეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა პარტიამ ერთობლივად უნდა იმუშაოს.

  • რა არის მთავარი გამოწვევა ამ პროცესში?

ამ 12 პუნქტიდან თითოეულის მაღალი სტანდარტით შესრულება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს გაერთიანებული სამეფოს გადასაწყვეტი არაა, ჩვენ ამ პროცესში არ ვართ, უბრალოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ, როგორც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე ევროკავშირისა და სხვა ყველა მხარის ძალისხმევას, რადგან ეს ყველას ინტერესებშია –  უპირველესად, საქართველოს და ასევე, გაერთიანებული სამეფოს ინტერესებშიც.

  • ევროკავშირის ზოგიერთი დეპუტატის შეფასებით, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს. თუ ადევნებდით თვალსმთავარი ახრისდამფუძნებლის სასამართლო პროცესებს და რას ფიქრობთ: რამდენად უქმნის მსგავსი განაჩენი საფრთხეს საქართველოში დემოკრატიას?

გაერთიანებული სამეფო თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების ძალიან მტკიცე დამცველია. ჩვენ გაეროს ქარტიის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ერთგულები ვართ. გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა და სწორედ აქედან მოდის თავისუფალი მედიისადმი ჩვენი მხარდაჭერა.

ცხადია, ნიკა გვარამიას საქმეს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ისევე, როგორც ვამონიტორინგებთ ყველა სხვა სასამართლო საქმეს, რომელიც მედიას შეეხება.

ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ ინდივიდუალურ შემთხვევებზე, მაგრამ ვიტყოდი, რომ ვიცი ყველას ის შეშფოთება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეზე გამოითქვა, იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულად ამ ადამიანს, ეს კონკრეტული დანაშაული მიუსაჯეს. ჩვენ ვხედავთ ამ შეშფოთებას.

აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში, რათა მხარი დავუჭიროთ გამოხატვის თავისუფლებას და თავისუფალ მედიას, მაგალითად, როგორიცაა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, სწორედ ამიტომაც ვარ ახლა აქ.

  • „5 ივლისის საქმეზეხელისუფლების რეაქცია რას აჩვენებს თქვენთვის

ის, რაც გასული წლის 5 ივლისს მოხდა, იყო ნამდვილი ტრაგედია საქართველოსთვის და მისი რეპუტაციისთვის. ჩვენ ამ საქმეების პროგრესსაც ყურადღებით ვაკვირდებით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლებრივად აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც ეს თავდასხმები განახორციელა.

ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს თავის მოვალეობას და ხელს შეუწყობს სამართლის აღსრულებას.

  • აშშ დაასანქცირა ოლიგარქები მოლდოვაში, რამდენიმე პირი. უკრაინამ დაასანქცირა ივანიშვილის გარემოცვა. თქვენ რამდენად უშვებთ, რომ ივანიშვილი შეიძლება დაასანქცირონ, როგორც ოლიგარქი, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის არის საფრთხე?

სხვადასხვა ქვეყანაში სანქციების სხვადასხვა რეჟიმი მოქმედებს. გაერთიანებულ სამეფოს საკმაოდ შეზღუდული რეჟიმები აქვს. ჩვენ სანქციები დავუწესეთ პიროვნებებს საერთაშორისო მასშტაბით ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის; ასევე სანქციები დავუწესეთ უამრავ რუსს, როგორც 2014-ში ყირიმის არალეგალური ანექსიის დროს, ისე ახლანდელი უკრაინაში უკანონო შეჭრის გამო.

ამ მომენტისთვის მე ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოში ვინმეს სანქციები დაუწესოს.

ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, საქართველომ კარგად იმუშავა, ფინანსურ ნაწილში ეროვნულმა ბანკმა მართლაც სწრაფად იმოქმედა. ხელისუფლებამ შექმნა კარგი სისტემები, რომ ეს სანქციები აღსრულებულიყო. მომავალშიც დავაკვირდებით ამ პროცესს.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ კვირაში ბრიტანეთის ხაზინის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუშაობენ.

  • ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლება, მას მეცენატს უწოდებს, მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს ოლიგარქებად მოიხსენიებს. თქვენ თუ იცით, ვინ არიან ოლიგარქები საქართველოში?

უნდა ვთქვა, რომ არ არსებობს ოლიგარქის საყოველთაოდ მიღებული ისეთი განმარტება, რომელიც მე მეცოდინებოდა, მაგრამ ვიტყოდი, რომ მთელი ფოკუსი იმაზე, თუ ვინაა ოლიგარქი და ვინ არა, ჩვენს ყურადღებას აშორებს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას და მიდის პირდაპირ პიროვნებებთან. ეს ნამდვილად ვერ ეხმარება საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.

მთელი დრო, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ იმაზე კამათში, ვინ არის ან არ არის ოლიგარქი, არის დრო, რომელიც არ მოხმარდა იმის განხილვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური, სოციალური თუ ჯანდაცვის პოლიტიკა, იმის განხილვას, რაც ხალხს რეალურად აღელვებს. შეხედეთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, ადამიანებს აწუხებთ ისეთი თემები, როგორებიცაა: კეთილდღეობა, სამსახური, დასაქმება, განათლება – მაგრამ ამაზე არაა ფოკუსი.

ვფიქრობ, რომ ოლიგარქი-არაოლიგარქის განხილვაზე დახარჯული დრო გვაშორებს იმ პოლიტიკის განხილვას, რომელიც საქართველოს წინსვლისთვის სჭირდება.

  • საქართველოს ხელისუფლება თავის ამომრჩეველს ირიბად ეუბნება, რომ დასავლეთი საქართველოს აიძულებს ომში ჩართვას. თქვენმა კოლეგამ, ელჩმა დეგნანმა ამას უწოდა რუსული პროპაგანდა. თქვენ რას დაარქმევდით ამას?

სრულად ვეთანხმები ელჩ დეგნანს. არავინ მოუწოდებს ან სთხოვს საქართველოს რაიმე ომში ჩართვას. შეხედეთ იმ საშინელებას, რაც რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში მოიტანა – ამას არავინ არავის უსურვებს, ეს ცხადზე ცხადია.

მთელი ის დრო, რომელიც იხარჯება ლაპარაკში, თითქოს ვინმე საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, არის დრო, რომელიც უნდა იხარჯებოდეს იმაზე მსჯელობაში, რომ რუსეთი ხანგრძლივად და არალეგალურად იმყოფება საქართველოს მიწაზე, მისი ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს.

ეს ის დროა, რომელიც არ დაიხარჯა იმის განხილვაზე, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში – არაპროვოცირებული, არალეგალური სამხედრო აგრესია, რომელმაც ენით აღუწერელი ტანჯვა გამოიწვია. ესეც არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან და ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს.

  • ოცნებიდანგასულ დეპუტაციას, რომლებიც ისევ უმრავლესობას წარმოადგენენ, მიაჩნიათ, რომლიბერალიზმის იდეას საქართველოში პროპაგანდას უწევენ რადიკალები“. ისინი ამ ჯგუფებს ფაქტობრივად მტრად აცხადებენ. მანამდე ეს ჯგუფი თავს დაესხა არასამთავრობოებს, დასავლეთის ქვეყნების ელჩებს. თქვენი დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლება ხომ არ ქმნის წინაპირობას იმისათვის, რომ არასამთავრობოები თუ ლიბერალური მედია გამოაცხადოს ოფიციალურად უცხო ქვეყნის აგენტებად, როგორც ეს რუსეთში მოხდა?

მაგის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მგონია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აშორებს მაგ მდგომარეობამდე და იმედი მაქვს, ეგ დღე არც არასდროს დადგება.

ვფიქრობ, ცხადზე ცხადია, რომ წარმატებული და ძლიერი მედია, როდესაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაფასებულია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი აზრი შიშის გარეშე გამოთქვან, გააკრიტიკონ, გადამწყვეტია წარმატებული დემოკრატიისთვის – ასე იზრდება დემოკრატია და აღწევს პროგრესს.

იგივე ეხება სამოქალაქო საზოგადოებასაც – ჯანსაღ საზოგადოებებს, ჯანსაღ დემოკრატიებს სჭირდებათ სამოქალაქო საზოგადოება, რათა წამოიჭრას მნიშვნელოვანი საკითხები და ზოგ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის გზით გადაიჭრას.

პასუხი სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკაზე არ უნდა იყოს თავდასხმა, არამედ ერთობლივი მუშაობა, ხელისუფლების, პარტიების მონაწილეობით, რათა ეს პრობლემები გადაწყდეს.

  • როგორია თქვენი შთაბეჭდილება, როცა ამ პროცესს აკვირდებით?

ეს თემები, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მე მთელ რიგ პოლიტიკურ პარტიებთან საუბარში წამოვჭერი, მათ შორის მმართველ ძალასთანაც და ნათლად გამოვხატე გაერთიანებული სამეფოს პოზიცია – სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკასთან გამკლავების გზა ის კი არაა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ თავად სამოქალაქო სექტორის არსებობის საჭიროება, არამედ ის, რომ ჩავერთოთ ამ საკითხების განხილვაში.

თუმცა ზოგ შემთხვევაში, ასეც ხდება. მაგალითად, 12-პუნქტიანი გეგმა, სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. როგორც ვიცი, სამოქალაქო საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტა არ ჩართულიყო პროცესში, რადგან დაინახა, რომ მის მონაწილეობას სიხარულით არ შეხვდნენ, მაგრამ გარკვეულ საკითხებში დიალოგი მუშაობს და ეს ასეც უნდა იყოს.

  • ამ წნეხის გამო მედიას უჭირს, ხომ არ აპირებთ მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას, მათ შორისმთავარი არხისმხარდაჭერას?

ჩვენ ვმუშაობდით სხვადასხვა მედიასთან. ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ, ინდივიდუალური მედიასაშუალებების დაფინანსება, ჩვენ ვმუშაობთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე.

  • უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის 112 ათასი მოქალაქე დარჩა. რუსეთიდან ისევ არ წყდება ადამიანების ნაკადი საქართველოში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთს მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს არათუ რუსეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეების მიმართაც. თქვენი აზრით, რამდენად სახიფათოა ოკუპირებული საქართველოსთვის ამდენი რუსის შემოსვლა?

საზღვრების კონტროლი ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ფუნდამენტური საკითხია, ამიტომაცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონი ასეთი პირდაპირი. საქართველო სამართლიანად ღელავს, როდესაც რუსეთის საზღვრის გავლით აფხაზეთში მიმოსვლა ხდება, რადგან საქართველო ამ საზღვარს ვერ აკონტროლებს.

ეს მთლიანად საქართველოს ხელისუფლების საქმეა, რა კონტროლის მექანიზმებს შექმნის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლისას.

ბრიტანეთშიც რუსეთის უამრავი მოქალაქე შემოდიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და რუსეთი შენი მეზობელია, ეს სულ სხვა მასშტაბია და საქმეც სხვაგვარადაა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში.

აქ მხოლოდ ის კი არაა, ვინმე შემოსული წარმოადგენს თუ არა საფრთხეს, არამედ გრძელვადიანი საკითხია ის, რომ საქართველო დამოკიდებული არ გახდეს რუსეთზე და ევროკავშირისკენ, დასავლეთისკენ გზის გაგრძელება შეძლოს.

იმ დროს, როდესაც რუსეთის ეკონომიკა სანქციების გამო უკან-უკან მიდის და მთელი მსოფლიო ცდილობს, ეკონომიკურად ჩამოშორდეს რუსეთს, საქართველო არ გახდეს რუსეთზე ხანგრძლივად დამოკიდებული.

ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის მაგალითზე, რომ რუსეთი ყოველთვის სათავისოდ იყენებს მასზე დამოკიდებულებას კონკრეტულ ქვეყნებზე ზეწოლისთვის. ამას ვხედავთ ახლა მოლდოვაშიც.

  • თუმცა, როცა ომის ფაქტორის გამო ინფლაციის მასშტაბი ყველგან გაზრდილია, რუსეთიდან ფულის შემოდინება პოზიტიურად აისახა ლარის კურსზე. ხელისუფლების არგუმენტიც ამ დისკუსიაში არის ის, რომ არა ლარის კურსის გამყარება, კიდევ უფრო გაზრდილი ფასები გვექნებოდა.

ვერ უარვყოფთ რუსეთის მოქალაქეების გავლენას, მაგრამ ფული, რომელიც ახლა საქართველოს ეკონომიკაში შემოდის, ეს არ არის ფული, რომელიც რუსეთში ჩასულმა ქართველებმა იშოვეს და ჩამოიტანეს, ეს არის კაპიტალის შემოდინება რუსეთიდან.

მე მანამდე ხაზი გავუსვი, რომ ვაჭრობა იცვლება. ახლახან ვიყავი ფოთში და ვნახე, რომ პორტი ფართოვდება, ფოთის პორტის გავლით ტრანსპორტირების მოცულობა არის ძალიან მაღალი. ცენტრალური აზიის მწარმოებლები ცდილობენ, რუსეთს ჩამოშორდნენ, რადგან არავის უნდა შეზღუდვების ფონზე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა, ამავე დროს, მორალური ფაქტორიცაა, რატომ უნდა ითანამშრომლო ქვეყანასთან, რომელიც უკრაინაში შეიჭრა.

შესაბამისად, მხოლოდ რუსები არ არიან, ვისაც დღეს საქართველოში ფული შემოაქვს. ეს არის ტრანზიტული ვაჭრობის შედეგი, ადამიანები ეძებენ ლოგისტიკურ გზებს და შემოაქვთ ინვესტიციები საქართველოში.

ჩემი აზრით, ძალიან გადაჭარბებულია ნარატივი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე. ზოგიერთი სექტორი ძალიან აქტიურად ვაჭრობს, მაგრამ ეს არაა უნივერსალური. რაც შეეხება გლობალურად ფასების ზრდას, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება.

  • ხომ არ გაქვთ ბოლო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის საქმეს. არაერთ ადგილას წამოვჭერი ეს საკითხიც, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ფიგურებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დარწმუნდეს, რომ მისი უფლებები დაცულია და მას აქვს წვდომა შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე. ახლა არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მას ეს არ აქვს.

  • დიდი ბრიტანეთი წლებია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში. რა სახის იქნება ეს თანამშრომლობა შემდეგ წლებში?

ვფიქრობ, ცოტა მოსაწყენი პასუხია, მაგრამ ჩვენ ძალიან მყარი და მრავალფეროვანი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და ის კიდევ უფრო მტკიცდება. როგორც გითხარით, ფოთში ვიყავი გუშინ, ბრიტანელი საზღვაო ქვეითები თქვენს სანაპიროს დაცვას ეხმარებიან, რომ საკუთარი საქმიანობა NATO-ს სტანდარტებს მიუახლოონ. ეს ძალიან კარგი ამბავია.

ეს არ არის უბრალოდ თავდაცვა და უსაფრთხოება, რაშიც ჩვენ ვეხმარებით საქართველოს. ვეხმარებით სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან NDI-სთან ერთად, ასევე ვეხმარებით UNDP-თან ერთად სამოქალაქო სერვისების განვითარებაში.

  • თქვენ ახსენეთ თანამშრომლობა საქართველოს საზღვაო სანაპირო დაცვასთან, რის გამოც გაქვთ შეხვედრები ბათუმსა და ფოთში. რა იგეგმება ამ მიმართულებით?

წლებია უკვე ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ რეგიონში ვაჭრობის თვალსაზრისით და ეს როლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ გაიზარდა. უფრო მეტი ინტერესია საქართველოს გავლით ტრანზიტის, სატრანზიტო ვაჭრობის. ჩვენ ვმუშაობთ ტრანსპორტის სააგენტოსთან, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს, საქართველომ შეძლოს შავ ზღვაში გადაადგილების თავისუფლებისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, რათა ვაჭრობა გაფართოვდეს.

შოიგუმ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

BBC-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიუგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა. მინისტრმა ამის შესახებ გენერალ სერგეი სუროვიკინი მოხსენების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

„თანახმა ვარ. დაიწყეთ ჯარების გამოყვანა“, – თქვა შოიგუმ.

როგორც BBC წერს, გენერალმა სუროვიკინმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ხელმძღვანელობს, თავისი მოხსენება რუსეთის ძალების წარმატებაზე ლაპარაკით დაიწყო. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვითარება „სპეცოპერაციის“ რაიონში საერთო ჯამში „სტაბილურია“, რუსეთის არმიის სამხედრო შესაძლებლობები მობილიზებულებისა და მოხალისეების ხარჯზე გაიზარდა; ცალკეულ მიმართულებებზე კი რუსეთის ძალებმა შეტევები განაახლეს.

გენერალმა სუროვიკინმა ხერსონის ოლქიც წარმატებულ მიმართულებად წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია წინააღმდეგობას უწევს უკრაინელთა კონტრშეტევას. როგორც შოიუგუმ დასძინა, ხერსონის მიმართულებაზე რუსეთის თავდაცვა მყარია, თუმცა არსებობს გარკვეული სპეციფიკური საკითხები – ოლქის ცენტრი და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მომარაგება და ფუნქციონირება სრულყოფილად შეუძლებელია, ადამიანების სიცოცხლე მუდმივად საფრთხეშია.

„მიზანშეწონილი იქნება თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. ეს გადაწყვეტილება მარტივი არაა, თუმცა ამავე დროს, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და ჩვენი დაჯგუფებების ბრძოლისუნარიანობას,“ – განაცხადა სუროვიკინმა.

მისი თქმით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ჯარების გადაყვანა უახლოეს ვადებში დაიწყება. რუსეთის ძალები ოლქის ცენტრს, ქალაქ ხერსონსაც დატოვებენ.

ხერსონი რუსეთის არმიამ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებში დაიკავა, სექტემბერში კი უკრაინამ ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევის ოპერაცია დაიწყო.

ხერსონი უკრაინის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც რუსეთმა რეფერენდუმი ჩაატარა და ანექსია მოახდინა.

სად გაითიშება ხვალ შუქი ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთსა და ხულოში

ხვალ, 10 ნოემბერს, ბათუმში 11-დან საღამოს 6 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება ლერმონტოვის, ჭავჭავაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

10 ნოემბერს შუქი გაითიშება ხელვაჩაურის სოფლებშიც: ერგეში, ჯოჭოში, ნიკიტაურში, ასევე: შარაბიძეებსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლების ნაწილში.

შუქი გაითიშება ქობულეთშიც, 11-დან 18 საათამდე შემდეგ სოფლებში: ჩაქვისთავში, ხალაში, ჭახათში, სამებაში, კოხსა და გვარაში.

ხულოს სოფლებში: კვატიაში, კორტოხსა და პაქსაძეებში შუქი გაითიშება დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე.

„აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში,“ – აღნიშნავენ „ენერგო პრო ჯორჯიაში“.

სოფელ გორგაძეებში ხის მეჩეთი დაიწვა

დღეს, 9 ნოემბერს, ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში, ხის მეჩეთი დაიწვა.

ხალის ადმინისტრაციულ თემში მერის წარმომადგენელმა ნოდარ კახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ხანძარი დილით, დაახლოებით 8:15 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„სახანძრო მოვიდა, მაგრამ ხის მეჩეთი იყო და ადვილად მოეკიდა ცეცხლი. მოქმედი მეჩეთი იყო, თუმცა იმ დროს არავინ იმყოფებოდა შენობაში“ – გვითხრა ნოდარ კახიძემ.

მეჩეთს ჰქონდა თუ არა ძეგლის სტატუსი, ამის შესახებ სოფელში ინფორმაცია არ აქვთ.

 

პოლიციელებს ბათუმში ბინები 2 წლის წინ უნდა მიეღოთ, შსს-ს მშენებლობა ჯერაც არ დაუსრულებია

ბათუმში პოლიციელებისთვის მშენებარე ბინების დასრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 4 468 315 ლარია.

ბათუმში, ადლიის ქ. N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ.

მიუხედავად ამისა, კორპუსების მშენებლობაზე შსს-მ  ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია ამუშავა, თუმცა ხელშეკრულება ორივესთან შეწყვიტა და, შესაბამისად, მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია.

შსს-ს დაუსრულებელი კორპუსები ბათუმში, ადლიის დასახლებაში / ფოტო ტენდერიდან

ადლიაში კორპუსების მშენებლობა 2018 წელს კომპანია „აიდურგეომ“ დაიწყო, რომელსაც შსს-მ 2 639 600 ლარი გადაურიცხა; შემდეგ მშენებლობის დასრულებაზე მუშაობდა სხვა კომპანია – „კასპიისპირეთის სამმართველო“, რომელთანაც ხელშეკრულება სამინისტრომ 2022 წლის ივნისში [ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო] შეწყვიტა, ივლისში კი, ამავე კომპანიას 595 562 ლარი გადაურიცხა [შესრულებული სამუშაოს ღირებულება].

2021 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულებით, „კასპიისპირეთის სამმართველოს“ სამუშაოები 2 843 944 ლარის ფარგლებში უნდა დაესრულებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიამ [შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით] ნახევარი მილიონი ლარის სამუშაო შეასრულა, შსს-მ მშენებლობის დასრულებაზე ტენდერი ამჯერად 4,4 მილიონი ლარით გამოაცხადა [თავდაპირველი გათვლებით კი ორი კორპუსი სამინისტროს 6 599 000 ლარად უნდა დაესრულებინა].

დოკუმენტების მიხედვით, ამ დროისთვის სამინისტროს 3,4 მილიონი ლარი უკვე დახარჯული აქვს. მთლიანობაში რამდენით გაძვირდება პროექტი, ამ ტენდერის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, სადაც წინადადებების მიღება 2022 წლის 4 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 9 დეკემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულმა კორპუსების მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული კორპუსების მშენებლობის დასრულების ვადებთან დაკავშირებით „ბათუმელებმა“ შსს-ს ოფიციალური წერილით 2022 წლის 29 სექტემბერს მიმართა. სამინისტროდან პასუხი კი, ამ დრომდე არ მიგვიღია.

შსს-ს კორპუსები ბათუმში / რენდერი პროექტიდან

ტენდერების/მშენებლობის დეტალები მოკლედ:

  • ბათუმში, ადლიის ქუჩა N112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება კომპანია „აიდურგეოსთან“ 2018 წელს 6 599 000 ლარზე იყო გაფორმებული. მშენებლობა 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
  • „აიდურგეოსთან“ სამინისტრომ ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მშენებლობის დასრულებაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა.
  • ტენდერში გაიმარჯვა „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველომ“, რომლის დამფუძნებელიც ყაზახური კომპანიაა.
  • ხელშეკრულება ამ კომპანიასთან 2021 წლის 31 მაისს გაფორმდა 2 843 944 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, კორპუსების მშენებლობა 210 დღეში ანუ 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
  • 2021 წლის 31 დეკემბერს სამინისტროსა და „კასპიისპირეთის სამმართველოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რითაც სამუშაოების დასრულების ვადა შსს-მ 2022 წლის 28 თებერვლამდე გადაავადა. ამის შემდეგ ცვლილება ხელშეკრულებაში კიდევ ორჯერ შევიდა და კორპუსების მშენებლობის დასრულების ვადა ჯერ 2022 წლის 28 აპრილამდე, შემდეგ კი 28 მაისამდე გადაიწია.
  • „ბათუმელებთან“ „კასპიისპირეთის სამმართველოს“ დირექტორი 2022 წლის მაისში აცხადებდა, რომ მშენებლობა 2022 წლის აგვისტოში დასრულდებოდა [თუმცა სამინისტრომ ივნისში ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა].

ამავე თემაზე:

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით 6 000-მდე პაციენტი მიმართავს წლის განმავლობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს დაეხმარება, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების განვითარება.

პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 11 მილიონი ლარია.

„რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა ჩვენ ვმუშაობთ ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის დანერგვაზე, კერძოდ, ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. ასე იმ გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დაჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

პროგრამა 2023 წლიდან ამოქმედდება.

უკრაინა იმ 6 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც შესაძლოა რუსეთს ეხმარებოდნენ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი, იმ 6 ქვეყანას ასახელებს, რომლებიც რუსეთს ომის წარმოებაში სხვადასხვა გზით ეხმარებიან ან შესაძლებელია, დაეხმარონ.

უკრაინული მედიის ცნობით, სკიბიცკიმ ამის შესახებ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ილაპარაკა.

მისი თქმით, ცნობილია, რომ მოსკოვმა დახმარებისთვის ირანის გარდა ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასაც მიმართა, ყაზახეთი და უზბეკეთი კი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„მათ ასევე მიმართეს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას, შესაძლოა, ყირგიზეთსაც, იარაღისთვის, კერძოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების – „სმერჩისა“ და „ურაგანის“ ტყვიებისთვის. არის ქვეყნები, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა: ყაზახეთი და უზბეკეთი, რომლებიც ეხმარებიან მოსკოვს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს, აწვდიან ამერიკულ და იაპონურ სამოქალაქო კომპონენტებს, რომლებიც რუსეთს რაკეტების შესაქმნელად სჭირდება,“ – ამბობს ვადიმ სკიბიცკი.

სხვა ქვეყნებისთვის მიმართვა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის აზრით, რუსეთის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. ასევე იმაზეც, რომ ის თანამედროვე შეიარაღება, რომლითაც რუსეთი აღლუმებზე იწონებს თავს, სინამდვილეში მხოლოდ ინსცენირებაა.

„კრემლი მკაცრი სანქციების ქვეშაა და ეს სანქციები ძირს უთხრის არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკას. ისინი ხელს უშლის რუსეთის შესაძლებლობას, თავისუფლად, როგორც ამას ომამდე აკეთებდა, შეისყიდოს შეიარაღება და აუცილებელი კომპონენტები თავისი სამხედრო წარმოებისთვის,“ – აღნიშნავს სკიბიცკი.

ირანი რუსეთს დამატებით ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს უგზავნის – CNN

ნორვეგიაში „რუსი ჯაშუში“ ვეშაპისთვის თავშესაფარს მოაწყობენ

ნორვეგიის ქალაქ ჰამერფესტის სანაპირო წყლებში დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება ვეშაპისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთში გაწვრთნეს ჯაშუშობისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

ინიციატივა ბრიტანელ ბიზნესმეს ადამ თორპს ეკუთვნის, რომელმაც საქველმოქმედო ორგანიზაცია OneWhale დააარსა ვეშაპზე საზრუნავად, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს ნორვეგიის სანაპირო წყლებში.

იგეგმებოდა ვეშაპის ველურ ბუნებაში გაშვება, მაგრამ ცხოველი ისე იყო მიჩვეული ადამიანებს, რომ ეშინოდა, ვერ იკვებებოდა ღია ზღვაში და ადგილობრივ ფერმერებს, რომელთაც ორაგულის ფერმები აქვთ, უმტვრევდა ბადეებს თევზის შესაჭმელად. ამის გამო მისი ევთანაზიაც შეიძლებოდა განეხილათ.

სწორედ ამიტომ ბრიტანელმა ბიზნესმენმა თორპმა და რეჟისორმა რეგინა კროსბიმ გადაწყვიტეს შეექმნათ მისთვის თავშესაფარი ნორვეგიაში, ჰამერფესტთან ახლოს. აქ იცხოვრებენ ვეშაპები, რომლებიც ადამიანების მიერ არიან გაწვრთნილნი.

თორპი და კროსბი აპირებენ 250 000 გირვანქა სტერლინგი შეაგროვონ 2022 წლის ბოლომდე. ამ თანხით ისინი შეიძენენ ბადეებს ნაკრძალის შესაზღუდად, მოაწყობენ შენობებს თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახლოს იქნებიან ნაკრძალთან და აღჭურავენ ვეტერინარულ ლაბორატორიას.

ვარაუდობენ, რომ ნაკრძალში ყოფნის დროს ვეშაპები ისწავლიან დამოუკიდებლად ნადირობას, ერთმანეთთან ურთიერთობას და მათი ველურ ბუნებაში გაშვება შესაძლებელი იქნება.

ნორვეგიაში, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ძალების გაწვრთნილი „ჯაშუში“ ვეშაპი 2019 წელს აღმოაჩინეს.

ცხოველს სხეულზე აღჭურვილობა ჰქონდა დამაგრებული, რომელზეც „აღჭურვილობა პეტერბურგი“ ეწერა. აღჭურვილობას შორის იყო ორი GoPro კამერის დამჭერი, რომელიც ვეშაპს მეთევზეებმა მოხსნეს.

თეთრი ვეშაპი ხშირად უახლოვდებოდა ნორვეგიულ გემებს ინგოიას სანაპიროზე. ეს არქტიკული კუნძული მურმანსკიდან 415 კილომეტრში მდებარეობს. სწორედ მურმანსკშია განთავსებული რუსეთის ფლოტი.

ნორვეგიელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვეშაპი რუსეთის საზღვაო ძალებმა გაწვრთნა და მას დაზვერვისთვის იყენებენ. ამ მოსაზრებას ექსპერტები იმითაც ამყარებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს.

დააკავეს ჯგუფი, რომელიც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურების მოკვლას გეგმავდა

უკრაინის კონტრდაზვერვამ გააუვნებლა დივერსანტთა ჯგუფი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, უკრაინის სპეცდანიშნულების ძალების მეთაურთა ლიკვიდაციას გეგმავდა.

როგორც უშიშროების საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ФСБ -ს ჯგუფის წევრების დასაკავებლად ოპერაცია ერთდროულად კიევისა და სუმის ოლქებში მიმდინარეობდა.

უშიშროების ცნობით, ჯგუფის წევრები ზვერავდნენ უკრაინის ძალების გადაადგილებას დედაქალაქში და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, აგროვებდნენ სპეციალური ძალების მეთაურთა პერსონალურ ინფორმაციას და ცნობებს მათი გადაადგილების მარშრუტების შესახებ.

„მიღებული ინფორმაციის გამოყენებას აგრესორი გეგმავდა უკრაინის დამცველების ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, მათი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად,“ – აღნიშნავს უშიშროება.

გამოძიების ცნობით, დივერსანტთა ჯგუფი ФСБ-ს თანამშრომელმა შექმნა. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო სუმის ოლქის მცხოვრები, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გადაიბირეს.

„სწორედ ის იყო პირდაპირ კავშირზე თავის „კურატორთან“ და მასთან ათანხმებდა გეგმებს და მოქმედებებს. კომუნიკაციისთვის ისინი ელექტრონული კავშირის დახურულ არხებს იყენებდნენ. ФСБ-ს ბრძანებით, ამ აგენტმა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართო კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები,“ – ნათქვამია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიების მტკიცებით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა კიევშიც, სადაც აწარმოებდა უკრაინის დამცველების ლოკაციების ფოტო და ვიდეოგადაღებას, რათა ეს მასალები შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის გადაეცა.

უშიშროების ცნობით, დივერსანტები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი წინასწარ მოწყობილი სამალავიდან იარაღს იღებდნენ.

დაკავებულებს სახელმწიფოს ღალატი წაუყენეს ბრალად.

მთავარ ფოტო: არტემ დიხტიარენკო, უკრაინის უშიშროება

საქართველოში 7-9 წლის ბავშვების 28%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა, მონაცემები რეგიონის 33 ქვეყანას მოიცავს, საქართველო ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა – ქვეყანაში ჭარბწონიანობა ან/და სიმსუქნე 7-9 წლის ბავშვების 28%-ს აწუხებს. ცნობილია, რომ ბავშვთა ჭარბი წონა და სიმსუქნე აზიანებს მათ ჯანმრთელობას და მრავალი არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, კიბო და აშ.

ანგარიშის მიხედვით, ეს ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია, თუმცა ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ მაჩვენებელმა იოლად შეიძლება მიიღოს მზარდი ხასიათი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

  • ანგარიშის თანახმად, საქართველოდან კვლევაში 3417 ბავშვი მონაწილეობდა, მათი მხოლოდ 12.8 % მიირთმევს ბოსტნეულს ყოველდღიურად [14% – გოგონები; 11.6%- ბიჭები].
  • კვლევის კიდევ ერთი ინდიკატორია გამაგრილებელი სასმელების მოხმარება, ანგარიშის თანახმად საქართველოში გამოკითხული ბავშვების 28.1% კვირაში 3 დღეზე მეტჯერ მოიხმარს ასეთ სასმელებს [30.0% -ბიჭები; 26.0% – გოგოები].
  • საქართველოში 6-9 წლის ბიჭებისა და გოგონების 42.8% კვირაში 0 საათს ატარებს სპორტულ კლუბებში ან ცეკვის კურსებზე [გოგონები – 43.5%; ბიჭები – 42.2%; ბიჭები].

ჯანმოს ცნობით, დღეს ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე და ეს მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში მზარდია.

საერთო ჯამში, მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29%-ს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე). ჭარბი წონის გავრცელება უფრო მაღალია ბიჭებში (31%), ვიდრე გოგონებში (28%). ანგარიში აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბი წონა ან სიმსუქნე.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად – ამბობს დოქტორი კრემლინ ვიკრამასინგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ოფისის ხელმძღვანელი, რომელმაც მოამზადა ანგარიში. – „ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება უკეთესი პოლიტიკა, რომელიც დაგვეხმარება შეცვალოს ბავშვთა სიმსუქნის მიმდინარე ტენდენციები“.

ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ინიციატივის (COSI) მე-5 რაუნდის ანგარიშის დასკვნები ეფუძნება უახლეს მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 2018-2020 წლებში ჯანმოს ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში. საერთო ჯამში, 6-9 წლის ასაკის თითქმის 411 000-მა ბავშვმა მიიღო კვლევაში მონაწილეობა.

რომელ საათამდე გაითიშა გაზი ქობულეთში, ცალკეულ მისამართებზე

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 9 ნოემბრის 11:00 საათიდან ქობულეთში, ჭავჭავაძის ქუჩა N2-დან 38-მდე და აღმაშენებლის N88-დან 112ა-მდე, აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

გაზის მიწოდება აღნიშნულ მისამართებზე მიწოდება 16 საათიდან ეტაპობრივად განახლდება.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

როგორ დავიბრუნოთ ძილი – ნევროლოგის რჩევები

ინსომნია ძილის საერთო დარღვევაა, რომლის დროსაც შეიძლება გაძნელდეს დაძინება, ძილის შენარჩუნება ან გაგეღვიძოთ ძალიან ადრე და ძილი ვეღარ შეიბრუნოთ. ხანგრძლივად უძილობამ შეიძლება დააქვეითოს არა მხოლოდ ადამიანის განწყობა, არამედ ჯანმრთელობა, შრომისუნარიანობა და ცხოვრების ხარისხიც.

რამდენსაათიანი ძილია ზრდასრული ადამიანისთვის საკმარისი, ეს ინდივიდუალურია, თუმცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ნევროლოგი ინგა შავაძე ამბობს, რომ მოზრდილთა უმეტესობას ღამით 7-9-საათიანი ძილი სჭირდება.

  • ქალბატონო ინგა, რა მნიშვნელობა აქვს ძილს და როგორ გვაზიანებს უძილობა?

სტაბილური ფიზიოლოგიური ძილი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ორგანიზმი ნორმალურად ფუნქციონირებდეს, ადამიანი იყოს შრომისუნარიანი, რადგან სწორედ ძილში ხდება ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ძალების აღდგენა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა არის ჩაძინების დარღვევა, ირღვევა ძილის უწყვეტობა, ხდება ნაადრევი გაღვიძება, არასრულფასოვანი ძილი, რომლის შემდეგაც ადამიანი თავს გრძნობს დაღლილად და დილით არ აქვს იმის შეგრძნება, რომ გამოძინებულია. თუ ეს გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს, საქმე გვაქვს ინსომნიასთან, რომელსაც აუცილებლად სჭირდება კვალიფიციური ექიმის ჩარევა.

დღე-ღამეში 7-დან 9 საათამდე ძილი მიჩნეულია ნორმად, თუმცა +- 1 საათი არ მიიჩნევა დარღვევად. ხშირ შემთხვევაში ეს ინდივიდუალურია, ზოგიერთ ადამიანს უფრო ნაკლები დრო ჰყოფნის გამოსაძინებლად, ზოგიერთს მეტი სჭირდება.

  • რა შეიძლება იყოს უძილობის გამომწვევი მიზეზები?

უძილობის გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც პირველადად, თვითონ ძილის დარღვევა, ისე ეს იყოს მეორადად, სხვადასხვა ტიპის სომატური დაავადების ფონზე განვითარებული. ნებისმიერი სომატური დაავადებისას (მაგ. გულსისხლძარღვთა ან ფილტვისმიერი დაავადებები), რომელიც იწვევს ორგანიზმის კომფორტის დარღვევას, შეიძლება განვითარდეს უძილობა.

რაც შეეხება პირველად უძილობას – როცა სომატური პრობლემების არარსებობის შემთხვევაში ადამიანს უჭირს ჩაძინება, სძინავს წყვეტილად ან ეღვიძება ადრე – ამ შემთხვევაში საუბარია ძილის პირველად დარღვევაზე, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ფსიქოგენური, ისე ორგანული ბუნების. ორგანული ძილის დარღვევები გვაქვს ინსულტის, თავის ტვინის სიმსივნის, ტრავმის დროს და ა.შ., ხოლო ფსიქოლოგიური გენეზის ძილის დარღვევები ახლავს თითქმის ყველა ტიპის მენტალურ დაავადებას/პრობლემას, იქნება ეს შიზოფრენია, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა თუ სხვა.

ჩაძინების პრობლემა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: გვიან ჭამა, კოფეინის შემცველი სასმელების [ყავა, ჩაი, კოლა]ან ალკოჰოლის მიღება, ასევე ძილზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა გამაღიზიანებელმა, როგორიცაა გარემოს შეცვლა. ამ დროს შეიძლება მოხდეს ადაპტაციის დარღვევა, ან შესაძლოა ვერ ვართ იმ გარემოში, სადაც კომფორტულად გვძინავს, არის ხმაური და ა.შ.

  • რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია პერიოდულად იმ საძილე აბების გამოყენება, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა?

ადამიანი ხშირად გვიან ხვდება იმას, თუ რა აწუხებს და გვიან იაზრებს, რომ ეს პრობლემაა. მაგალითად, დაგვიანებულ მომართვად შეიძლება განვიხილოთ, როცა პაციენტები მკურნალობას იწყებენ ვიღაცის გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდებით, „მეზობელს არ ეძინა, სვამდა ამ წამალს, ამიტომ მეც დავიწყე“ და როგორც წესი, როცა ექიმთან მოდიან, ჩვენ გვიწევს ბრძოლა არა მარტო უძილობასთან, არამედ წამალდამოკიდებულებასთანაც, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს არის ნეიროლეპტიკური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ბარბიტურანტები, რომლებიც კვალიფიციურად უნდა იქნეს დანიშნული.

თუმცა არსებობს უძილობის სახეები, რომლებიც გვარდება ფსიქოთერაპიით ან ძილის ჰიგიენის მოგვარებით.

  • როგორია ძილის ჰიგიენა, როგორ დავიძინოთ?
  • ადამიანი არ უნდა იყოს ზოგადად ეკრანზე დამოკიდებული, ჩაძინებამდე კი (რამდენიმე საათით ადრე) აუცილებლად უნდა მოშორდეს ეკრანს;
  • არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელი დაძინებამდე 4-5 საათით ადრე (შესაძლოა ალკოჰოლმა ერთჯერადად მოგვცეს რელაქსაცია, მაგრამ შემდეგ იწვევს დარღვევას უფრო მეტად, ვიდრე იყო მანამდე);
  • არ დანაყრდეს დაძინებამდე 2-3 საათით ადრე; არ მიიღოს კოფეინის შემცველი სასმელები ძილის წინ;
  • მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, შეიქმნათ ძილისთვის კომფორტული გარემო;
  • ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის, ფეხით სიარული, თუმცა მოწოდებულია აგრეთვე ის, რომ დაძინებამდე 2-3 საათის ფარგლებში მძიმე ფიზიკური დატვირთვა პირიქით მოქმედებს და ტვინის აქტივობას იწვევს. ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ზომიერი.

შესაძლოა საერთოდ არ სჭირდებოდეს ადამიანს მედიკამენტური ჩარევა და რატომ უნდა მიეჩვიოს მაინცადამაინც წამლით ძილს.

  • რა არის მელატონინი და რა როლი აქვს მას ჩვენი ძილის მოწესრიგებაში?

როგორც ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი, ძილიც არის ერთ-ერთი რთული პროცესი, ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც რეგულირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამომუშავებული იმპულსებით და ჰორმონებით. მელატონინი ძილის ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზში და მისი ნაკლებობის ან არარსებობის შემთხვევაში ვითარდება უძილობა, ამიტომ ზოგ შემთხვევაში მელატონინის ხელოვნურად შევსება აგვარებს უძილობის პრობლემას.

  • რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ ადამიანს წლების განმავლობაში დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათი სძინავს?

ადამიანი რომ თავისი ცხოვრების 1/3 ძილში ატარებს, აქედანაც ვხვდებით, თუ რა მნიშვნელოვანია ძილი ორგანიზმისთვის. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს დაკარგული დროა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, რადგან უძილობისას ძალიან ბევრი ფუნქცია გვერღვევა ორგანიზმში.

ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ღამით 5-საათიანი ძილი შეიძლება იყოს ნორმა და არ მოგვცეს დარღვევა, მაგრამ თუ ადამიანისთვის ძილი არის არასრულფასოვანი, ანუ თუ უძილობასთან გვაქვს საქმე, იწყება და ხშირდება ისეთი სიმპტომები, რაც ამა თუ იმ დოზით ყველას გამოგვიცდია – კერძოდ, თუ არ გვძინავს ერთი ღამე, მეორე დღეს ვართ გაღიზიანებული, გვიჭირს კონცენტრაცია, გაფანტულები ვართ, გვიჭირს იმ საქმის კეთება, რომელიც თითქოს რუტინაა ჩვენთვის, თუ ეს გახანგრძლივდა – ადამიანი არის მუდმივად დაძაბული, ეს სიმპტომები ღრმავდება და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ადამიანის შრომისუნარიანობა ქვეითდება, იგი იძულებულია მიმართოს ექიმს, მაშინ, როცა დასაწყისში უფრო მარტივად მოგვარებადი იყო ეს პრობლემა, სხვა დანარჩენი სიმპტომები აღარ წამოვიდოდა დროული გამოსწორების შემთხვევაში.

ჩვენ ვახსენეთ, რომ შეიძლება შფოთვა და ნევროზი იწვევდეს უძილობას, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ხანგრძლივი უძილობა, პირიქით, იწვევდეს შფოთვით აშლილობას, გაღიზიანებადობას და ა.შ.

  • როგორია მკურნალობა?

რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება მედიკამენტური ჩარევა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ძილის დარღვევა პირველადია თუ მეორადი.

თუ მეორადია, პირველადი სომატური ფაქტორების საწინააღმდეგოდ ვიწყებთ ბრძოლას.

თუ ძილის დარღვევა გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფაქტორებით, მაგალითად, პაციენტს აქვს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია – უნდა ვიმუშაოთ შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიძლება დაგვჭირდეს საძილე პრეპარატების ჩართვა. მაგრამ თუ არის ძილის პირველადი დარღვევა, რომელსაც არ იწვევს სხვა რომელიმე დაავადება და გარემო ფაქტორები, ვირჩევთ ე.წ. ჰიპნოტიკებს ანუ საძილე პრეპარატებს, რომელთა ჯგუფის შერჩევაც ექიმის მიერ, ინდივიდუალურად წყდება.

MayoClinic – იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ უძილობა და ხელი შეუწყოთ ჯანსაღ ძილს, შეეცადეთ ყოველდღიურად დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, შაბათ-კვირის ჩათვლით; რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ღამით ძილის გაუმჯობესებას; მოერიდეთ ან შეზღუდეთ დღისით „წაძინება“; მოერიდეთ ან შეზღუდეთ კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარება; შეჰქმენით დასასვენებელი რიტუალი ძილის წინ, მაგალითად, თბილი აბაზანის მიღება, კითხვა ან მშვიდი მუსიკის მოსმენა.

ქედა საახალწლო ნაძვის ხეს 140 ათას ლარად იყიდის

ახალ საშობაო ნაძვის ხეს წელს ქედაშიც დადგამენ. ნაძვის ხის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი 141 ათას 600 ლარით გამოაცხადა.

ხელოვნური ნაძვის ხე კონუსის ფორმის და, მთლიანობაში, 17 მეტრი სიმაღლის იქნება.

ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობაო ნაძვის ხის მიწოდება მონტაჟით;
  • საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს.
  • ნაძვის ხის მონტაჟის საჭირო მექანიზმებს და დამხმარე მუშახელს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.“

სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს ნაძვის ხის ტექნიკური მახასიათებლები და ესკიზი:

ესკიზი ტენდერიდან [მარცხნივ] და საახალწლო ნაძვის ხე გასულ წელს ქედაში [მარჯვნივ]
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.

მიმწოდებელი კი, ვალდებულია ნაძვის ხე მერიას 2022 წლის 23 დეკემბრამდე მიაწოდოს [საკუთარი ხარჯებით დაბა ქედაში, მერიის მიერ მითითებულ ადგილზე.]

ამასთან, ნაძვის ხის გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 თვე უნდა იყოს.

წელს ახალ ნაძვის ხეს იყიდის ქობულეთი და ბათუმიც:

ბათუმის მერია კი ნაძვის ხეში მილიონამდე ლარს გადაიხდის:

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 77 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +780]
  • ტანკი – 2 801 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 5 666 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 1 802 ერთეული [+11]
  • MLRS – 393 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 483 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 227 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 159ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 332 თვითმფრინავი
  • 172 ვერტმფრენი
  • 2 470 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 482 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 885 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 564 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 152 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 6 სცენარი – Insider

ყირიმის ხიდს 2023 წლის სექტემბრამდე ვერ აღადგენენ – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყირიმის ხიდზე სამუშაოებს განაგრძობს, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ ხიდის სრულად აღდგენას 2023 წლის სექტემბრამდე მოახერხებს.

უწყება აღნიშნავს, რომ 8 ნოემბერს ახალი, 64-მეტრიანი მალის გადასატანად და დასამონტაჟებლად რუსებს ხიდის საავტომობილო ნაწილის დაკეტვა მოუწიათ, გზის დაზიანებული მონაკვეთების შესაცვლელად კი სამი დამატებითი მალი იქნება საჭირო. ამავე დროს, ირკვევა, რომ ხიდის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები საგზაო მოძრაობას აფერხებს.

„დაზიანებული სარკინიგზო ხიდის შეცვლა, კონტრაქტის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რემონტის დრო შესაძლოა შეამცირონ,“ – წერს დაზვერვა 9 ნოემბრის რელიზში და დასძენს, რომ სამუშაოები ზამთრის თვეებში დიდწილად ამინდზე იქნება დამოკიდებული.

უწყების ცნობით, ამჟამად, ხიდზე ერთი გზა გახსნილია, თუმცა სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

დაზვერვის შეფასებით, ქერჩის ხიდზე თავდასხმამ სერიოზულად შეაფერხა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში მარაგების შევსება და შეამცირა რუსეთის შესაძლებლობა, გადაიტანოს სამხედრო აღჭურვილობა და გადაიყვანოს პირადი შემადგენლობა რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით.

„ხიდის დაზიანება, თავდასხმა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტზე და ხერსონიდან შესაძლო გასვლა – ეს ყველაფერი ძალიან უშლის ხელს მოსკოვს, სამხედრო წარმატების სურათი დახატოს,“ – ასკვნის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა წერდა, რომ ფრონტის მთელ ხაზზე რუსეთმა თავდაცვის სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო და ამისთვის იყენებს პირამიდის ფორმის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციას, რომელიც „დრაკონის კბილების“ სახელითაა ცნობილი.

ჩაირთე დღეს სილქფესტის პაკეტები და ისარგებლე მთელი თვე სასურველი პირობით

სილქფესტი, 9 ნოემბერს, გთავაზობთ სასაუბრო, ინტერნეტ პაკეტებს და კომბინაციას დიდი მოცულობის წუთებით და მეგაბაიტებით. 

 სასურველ პირობას მომხმარებელი ჩაირთავს კომბინაციით *202# , აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან.  პაკეტის შეძენა შესაძლებელია სხვა ნომრისთვის USSD კომბინაციით  – *202#.

  • 400 ადგილობრივი წუთი – 7₾
  • 5 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 7₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14₾
  • 250 ადგილობრივი წუთი და 8 000 MB – 14 ₾
  • 25 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 16 ₾

ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ გაიაქტიურონ ერთი ან რამდენიმე პაკეტი და ისარგებლონ პირობით მთელი თვე.

ქობულეთში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ხის მორები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

„მოქალაქეს ქობულეთში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან მოშორებით განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის 109 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 49 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ვინაიდან გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხამ 17 000 ლარამდე შეადგინა, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“ – წერს ზედამხედველობის სამსახური.

მათივე ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა.

 

„სალაროს შენობისგან“ მხოლოდ ფასადი დარჩა – ბათუმში კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“, – გვეუბნება სამშენებლო მოედნის მეთვალყურე, რომელიც ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე მოდენის სტილის შენობის რესტავრაცია – რეაბილიტაციის პროექტს მეთვალყურეობს. ის თავად მშენებელი არ არის.

ახლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ორი მხარეა დარჩენილი. მის გვერდით მდებარე ისტორიული სახლისგან კი ფასადის მხოლოდ ერთი მხარე – ერთი კედელი.

კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ძველი შემნახველი სალაროს შენობის მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტია“.

კომპანიას  XIX საუკუნის ბოლოს აშენებული, მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ნებართვა აქვს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს.

ძეგლი, რომლისგანაც მხოლოდ ფასადი დატოვეს

„სოდი ინვესტმენტი“ სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით ახორციელებს, დარღვევები არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობისგან მხოლოდ ფასადის ნაწილის დატოვება სააგენტოს თანხმობით და შესაბამისი თანამდებობის პირების ხელმოწერით არის დადასტურებული.

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“ – ეს სწორედ მათი, ამ ხელმომწერების არგუმენტია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისგან მხოლოდ ფასადის ერთი ნაწილი რჩება და ამას რეაბილიტაციას უწოდებენ.

ნებისმიერი კონკრეტული მშენებლობის მდგრადობასა და გარემოსთან შესაბამისობაზე კითხვები იგივე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. ისინი ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები დროს ჩამორჩნენ და არაფერი იციან ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის მიხედვითაც „უკვე ზღვაში შენდება შენობები“ და „მალე მარსზეც აშენდება“.

მესაკუთრე აქ 80-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს

არაერთი თანამდებობის პირი, რომელიც ერთი მხრივ კუნძულის მშენებლობის პრეზენტაციას გულმოდგინედ უკრავს ტაშს და უკვირს ეჭვნარევი მოსაზრებები ზღვასთან ახლოს რამდენიმე ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით, ირწმუნება, რომ კულტურულ მემკვიდრეობას „შორს წასული განვითარება“ და „ახალი ტექნოლოგიები“ რატომღაც ვერ იცავს:

„ვერ გადარჩებოდა, არმატურა დამწვარი იყო“.

არადა, იგივე თანამდებობის პირები ბიუჯეტის თანხებით მივლინებებში საზღვარგარეთ ხშირად დადიან, რომ შეისწავლონ როგორ შეინარჩუნეს მემკვიდრეობა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში ან სხვაგან. რას სწავლობენ ისინი ევროპაში, რა გამოცდილებას იღებენ და როგორ იყენებენ ამას, უცნობია, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ხშირად იღებენ ფოტოებს ევროპული ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებული ძეგლების ფონზე.

შენობის ფასადი ქუჩის მხრიდან შეფუთულია, თუმცა წვიმის დროს მეორე მხრიდან ის ისევ სველდება

სწორედ ამ პოლიტიკის გამო ვერ გადარჩა ზვიად გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე მოდერნის სტილის შენობა ბათუმში. ის ერთადერთი ძეგლი არ არის, რომლისგანაც მხოლოდ ფასადი დარჩა, თუმცა სპეციალისტების  შეფასებით ეს შენობა  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი და მოდერნის სტილის [არტ ნუვო – Art Nouveau] საუკეთესო ნიმუში იყო საქართველოში, ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო შენობა ბათუმში და მისი იერ-სახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელი იყო.

არქიტექტორ-რესტავრატორის, გოგოთურ მისრიაშვილის  მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში, რომელიც კომპანია „სოდი ინვესტმენტმა“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა, ვკითხულობთ:

„დაზიანებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები ნაგებობის სიძველე და მოუვლელობაა. მოშლილია წყალსაწრეტი თუნუქის მილები. განსაკუთრებით ეზოს ნაწილში აივნების დაზიანებული გადახურვის გამო დაგროვილი ატმოსფერული ნალექი ასველებს და რეცხავს კედლებს, რის შედეგადაც კედლების ეს მონაკვეთები გაჯერებულია წყლით და დაზიანებული ლინკრუსტი [კედლის ზედაპირი] დახავსებულია.

აღნიშნული დაზიანებების გამო შენობის ამ მონაკვეთში გადაადგილება სახიფათოა.“

რესტავრატორი ასევე ხაზს უსვამს 2010 წელს დაწყებული არასწორი რეაბილიტაციისას ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს.

დაწყებული რეაბილიტაციის პროცესზე არაფერი დაუწერია კომპანია „გეოგრაფიკს“. ამ კომპანიამ  2015 წელს ბათუმში მერიის დაკვეთით ძეგლების აღწერა-შეფასება ჩაატარა.

მაშინ „გეოგრაფიკმა“ თავის დოკუმენტში ძეგლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ჩარევის სასურველ ფორმად რესტავრაცია/რეკონსტრუქცია/ადაპტაცია მიუთითა. გარდა ამისა, ეს მისამართი კომპანიას სასწრაფოდ სარეაბილიტაციო შენობების ნუსხაში არ შეუტანია, რაც იმას ნიშნავს, რომ  სპეციალისტებს მისი მდგომარეობა საგანგაშოდ არ შეუფასებიათ და მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

2015 წლის შემდეგ შენობა ისე დაზიანდა, რომ  გადარჩენა მართლაც შეუძლებელი იყო? – თუ ასეა, გამოდის, რომ ძეგლი იმ სახელმწიფო უწყებების გულგრილობამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე, რომლებსაც შენობაზე ზრუნვა და  მისი გადარჩენა ევალებოდათ.

საყურადღებოა ისიც, რომ „გეოგრაფიკი“ ამავე დოკუმენტში სახელმწიფო უწყებებს აფრთხილებდა, რომ სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო იმ ძეგლების მოვლა- პატრონობისთვის, რომლებიც გაყიდული და მიტოვებული იყო.

„სოდი ინვესტმენტი“  საქართველოში საფრანგეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ დააფუძნა და მას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ასევე, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.

სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გასხვისებული სახელმწიფო ქონება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი, სადაც მცირე ზომის სტადიონიც იყო, სააქციო საზოგადოება [სს]„სოდი ინვესტმენტმა“ შპს „კორაქსესისგან“ შეისყიდა.

რა ფასად გაყიდა „კორაქსესმა“ სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონება წაიკითხეთ აქ.

ამავე თემაზე: 

ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია

ირანი ცდილობს, რუსეთთან სიახლოვე საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ ირანი განგებ ცდილობს რუსეთთან თავისი ურთიერთობების დემონსტრირებას.

ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანულმა სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თეირანში ვიზიტის შესახებ ისე, რომ ეს ინფორმაცია რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაა.

ინფორმაცია სააგენტომ „ტვიტერზე“ ინგლისურენოვანი შეტყობინებით გაავრცელა, რაც ანალიტიკოსებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ ირანი ცდილობს, მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაღრმავება საერთაშორისო აუდიტორიას დაანახოს და ასევე ირიბად მიანიშნოს ისიც, რომ მოსკოვი თეირანს უკრაინის ომში დახმარებისთვის მიმართავს.

„კრემლი განაგრძობს საბრძოლო მასალების ფარულად შესყიდვას უკრაინაში გამოსაყენებლად, რათა როგორმე შეამციროს სანქციების გავლენა თავის სამხედრო წარმოებაზე და მარაგები შეავსოს,“ – წერს ISW.

ინსტიტუტის დღევანდელი ანგარიშის კიდევ ერთი მთავარი თემა „ვაგნერია“, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, ძალიან ცდილობს დონბასში თავისი ტერიტორიული მიღწევები გადაჭარბებულად წარმოაჩინოს და საკუთარი თავი რუსეთის რეგულარულ არმიაზე მაღლა დააყენოს. ISW-ის თქმით, „ვაგნერმა“ ბახმუტის გარშემო რუსების ყველა წარმატება მიისაკუთრა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, მცირე წინსვლას მიაღწიეს სვტაოვოს ჩრდილო-დასავლეთით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ შეტევებს ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში;
  • უკრაინის ხელისუფლება ცდილობს წინ აღუდგეს რუსეთის მცდელობას, გააძლიეროს კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე;
  • ფინანსური და ბიუროკრატიული პრობლემები ხელს უშლის რუსეთს შეავსოს და აღადგინოს ყოფილი ელიტური დანაყოფები, რომლებიც ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებს იცავდნენ;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილს საკომუნიკაციო საშუალებები გადაუკეტეს და ამით, სავარაუდოდ, ცდილობენ, მოსახლეობას ევაკუაცია აიძულონ.

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს.

„მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – გვიყვება მარტოხელა ქალი.

  • „სასადილოსთან მისვლამდე ხშირად ვსველდები, გადაადგილება მიჭირს…“ – მარტოხელა ქალის ამბავი 

კახაბრის დასახლებაში, კერძო სახლებს შორის ჩიხში შევდივართ – ნადიკო გარეთ გვხდება და გვაჩვენებს, გარედანაც როგორი საგრძნობია, ფიცრულ, პატარა სახლში სიცივეს რომ ვერაფერი დააკავებს, როგორ აწვიმს და ათოვს.

მარტოხელა ქალს მეორე სართულზე ავყავართ ვიწრო, მოუხერხებელი კიბით. ის თან გვიყვება, როგორ იყიდა ქუჩაში დარჩენილმა პატარა ქოხი დაახლოებით 15 წლის წინ 300 ლარად. ფიცრული სახლი, რაც შემდეგ ქალმა მოაწყო, მისი საკუთრება ამ დრომდე არ არის.

ნადიკო ცეცხლაძის სახლი

ფიცრულს ერთი შეხედვითაც ეტყობა, სხვადასხვა მორჩენილი ნივთისგან რომ არის ნაშენები. ნადიკო სავარძლის კუთხეში ჯდება და, პირველ რიგში, იმას აღწერს, რატომ რჩება ხშირად მშიერი, როცა უფასო სასადილოთი სარგებლობს.

„აქედან ჯერ უნდა გავიდე ავტობუსის მოსაცდელთან, ხერხემალი მაწუხებს, ძვლები მტკივა, გადაადგილება მიჭირს…“ – გვიყვება ნადიკო ცეცხლაძე, – „ამ ავტობუსში სულ ხალხია, არასდროს არაა თავისუფალი ადგილი. ხშირად ფეხზე ვრჩები, არავინ მითმობს ადგილს, ხალხში აჭყლეტილი ავდივარ და აჭყლეტილი ჩამოვდივარ.

ავტობუსსაც ნახევარი საათი უნდა ელოდო… ხელვაჩაურის სასადილოთი ვსარგებლობდი ადრე, მაგრამ აქ სამი საათი რიგში უნდა იდგე, ნახევარი პური რომ მოგიწიოს. „ოცნების ქალაქის“ ხალხი სულ მაქ დადის და ამიტომ ბათუმში ჩავდივარ, ჯავახიშვილზე… ხშირად ვსველდები. სახლში ვბრუნდები და გათბობაც არ მაქვს, მეზობლების კომუნალურებზე ვარ, რას ჩავრთავ?

ნადიკო ცეცხლაძე

სასადილოში ნახევარ პურს გვაძლევენ დღეში, არ მყოფნის, რა ვქნა?

მე ის მერჩივნა, პანდემიის დროს რომ საკვებ პროდუქტებს გვირიგებდნენ, ჩემს ჭკუაზე ვაკეთებდი, როგორც მინდოდა და დიდხანს მყოფნიდა. ახლა გაკეთებულ საჭმელს, რაც სასადილოდან მომაქვს, იმას ხომ არ დავამატებ წყალს? ყველა დღე ვერ ვახერხებ მისვლას სასადილომდე…“, – გვითხრა ნადიკო ცეცხლაძემ.

მარტოხელა ქალის თქმით, მას პენსია და შემწეობა მედიკამენტებში არ ჰყოფნის, საჭმლის ფული კი, აღარ რჩება.

„კვირაში ერთხელ მაინც რომ ვიყიდო რომელიმე ხილი, თუნდაც ნახევარი კილო, ვერ მოვირჩინე ამის ფული,“ – დასძინა მან.

ნადიკო ცეცხლაძე ყოველთვიურად პენსიას იღებს 260 ლარს, რასაც სოციალური შემწეობა ემატება – 60 ლარი. ის შეშით მომარაგების პროგრამაში არ ჩართეს და ვერც სახურავის შეკეთება დაუფინანსეს.

„შეშა რომც მომიტანონ, სად დავდგა ღუმელი, არ ვიცი, აქ ქარს რა გააჩერებს, რა გაათბობს ამ სახლს?“ – კითხულობს ნადიკო და კედლებს შორის ღია ღრიჭოებისკენ მიგვითითებს.

„სახურავსაც ვერ მოგცემთ, არაა თქვენი საკუთრებაო,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე და მედიკამენტების პარკს გვაჩვენებს, მათ შორის, იმ წამლებს, უფასოდ რომ მისცეს.

„აი, ეს სამი წამალია მხოლოდ უფასო, წნევის წამლებია, დანარჩენი კი, ყველა ძალიან ძვირია,“ – გვიყვება მარტოხელა ქალი და თან გვიხსნის, შემოსავლები სრულად რომ არ ჰყოფნის ყველა იმ მედიკამენტის შეძენას, რაც ექიმებმა გამოუწერეს.

  • „ბევრი წელი ვითმინე ძალადობა, მერე თივის „ვილკა“ რომ გამიყარა ყელში წამოვედი…“  

ნადიკო ცეცხლაძე ამბობს, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო ქმრისგან.

„მეუბნებოდნენ, რომ ამას უნდა შევგუებოდი, რომ ის ჩემი ქმარია და ქალი უკან ვეღარ დავბრუნდებოდი ვერსად,“ –  წარსულის გახსენებაც ვთხოვეთ მარტოხელა ქალს. ნადიკო ცეცხლაძე მოგვიყვა, როგორ დარჩა ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტო.

ბათუმში ჩამოსვლამდე ნადიკო ცეცხლაძე ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა.

„ორჯერ გავიქეცი შვილებით დედასთან, შემიფარე-მეთქი, ნაცემი ვიყავი, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ უკან დამაბრუნეს. ჩემი ყოფილი ქმარი პერიოდულად ცუდად ხდებოდა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და უმიზეზოდ იწყებდა ჩხუბს… სცემდა ბავშვებს, დედამისსაც. მერვეკლასელი იყო უკვე უფროსი შვილი ოჯახიდან რომ წავედი, იმ დღეს თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში და მივხვდი, რომ საშველი აღარ იყო.

თვალიც მაშინ დამიზიანდა ისე, რომ ამ დრომდე ვმკურნალობ.

ბათუმში ჩამოვედი, მაგრამ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. უნდა დავმალოდი ყველას. დავრჩი ქუჩაში მარტო, ბათუმის ავტოსადგურში დავდექი ბოძთან და ავტირდი,“ – გვიყვება ნადიკო.

მარტოხელა ქალს ახსენდება ერთი ქალი, მოულოდნელად მისი შეფარება რომ გადაწყვიტა.

„თურმე, ისიც ნაქირავებში ცხოვრობდა, მასთან წამიყვანა,“ – თხრობას განაგრძობს ნადიკო. – „მითხრა, რომ არ უნდა შემეშინდეს, მისი ქმარი ციხეში იყო, ორი გოგო ჰყავდა და ბავშვების საწოლი მე დამითმო, ბავშვი ერთი შენ დაიწვინე, მეორეს – მეო.

20 დღე შემიფარა იმ კეთილმა ქალმა. მერე ბოსტნეულით ვაჭრობა დავიწყე ავტოსადგურთან მოწყობილ პატარა დახლზე, კარტოფილს ვყიდდი და ბინაც ჩემით ვიქირავე, მაშინ 15 მანეთს ვიხდიდი თვეში, მაგრამ როგორი პატარა ოთახი იყო, იცით? – გვერდულად უნდა შესულიყავი ოთახში… „ხაზეიკას“ შევეცოდე და საწოლის თავზე მიმიჭედა თარო, ერთი ჭიქა და თეფში რომ შემომედგა.

დღისით ვვაჭრობდი და კარტოფილის „პერაშკს“ ვჭამდი. „პერაშკს“ ერთი ქალი აცხობდა, მალვინა ერქვა და ხელით დაატარებდა ცხელ-ცხელს. როცა ფული არ მქონდა, ნისიადაც მაძლევდა ორ-ორ ცალს. კარგი ქალი იყო, მალვინა, მხიარული…“ – იხსენებს ნადიკო.

ერთ დღესაც დახლთან მდგომ ნადიკოს დაუნახავს, რომ მალვინასთან ერთად მისკენ თავისი დედაც მოდიოდა.

„თურმე მეძებდა დედა,“ – ცრემლს იწმენდს მარტოხელა ქალი და პაუზის შემდეგ განაგრძობს, – „სიზმარი უნახავს დედას იმ დღეებში, მღვრიე წყალს მიჰყავდიო. იცოდა, ქმარი რომ მცემდა, ინერვიულა და წამოსულა ჩემ სანახავად ჩემი ქმრის სოფელში.

დედამთილს უსაყვედურია, სად წაიყვანე კი მაგრამ ჩემი რძალიო, არ იჯერებდა, რომ მე მარტო წამოვედი სახლიდან და დედაჩემმაც არაფერი იცოდა.

დედაც ავტობუსით ჩამოვიდა და დამიწყო ძებნა. ყველასთვის უკითხავს, ჩემი გოგო ხომ არ გინახავთ სადმე, ლამაზი თვალები აქვს და გრძელი თმაო. მერე ამ ჩემს მალვინას არ შეხვედრია? წამოდი, მე გაჩვენებ თქვენს გოგოსო – უთქვამს მალვინას.

ნახე, როგორი საჩუქარი გაგიკეთეო, შორიდან მომესმა იმ დღეს მალვინას ხმა: დახლთან ვიდექი, კარტოფილს ვყიდდი. მალვინას გვერდით ჩემი დედა იდგა.

სული რომ მოვითქვი, ვუთხარი დედას, რომ ვეღარ დავბრუნდებოდი ქმრის ოჯახში, გთხოვ, არ დამავალო ეს-მეთქი.

მერე ის ჩემს ნაქირავებ ბინაშიც წამოვიდა, ვაიმე, ეს როგორ ჩავარდნილა იატაკიო, როგორი ნესტია, აქ როგორ იქნებიო… ეს მითხრა წასვლამდე.

„დედაჩემი გუშინ დავკრძალეთ,“ – დაასრულა ნადიკო ცეცხლაძემ და თან გარდაცვლილი მამის სურათი გვაჩვენა – ის ავარიით დაღუპულა, როცა ნადიკო ბავშვი იყო.

  • „ჩათვალეს, რომ უნდა მომკვდარიყავი მოძალადესთან, ეს ჯობდა“ – როგორ გახდა 2  შვილის დედა მარტოხელა ქალი? 

„ჩემს ბიჭს ოთხი შვილი ჰყავს ახლა და მამამისს უვლის. ძალიან უჭირთ, სოფელში არიან, შეიძლება წლები გავიდეს და ვერ ვნახო. გოგოს მძიმე დაავადება აქვს, მის თავსაც ვერ შველის…,“ – ნადიკოს აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, რომელიც ზოგჯერ მოძალადეზე ბევრად სასტიკია.

მარტოხელა ქალს ეტყობა, რამდენი აქვს ნაფიქრი განსაკუთრებით ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რასაც მსხვერპლი ამ დრომდე განიცდის. ნადიკომ ახლა ზუსტად იცის, რა როლი აქვს მხარდაჭერას მსხვერპლისთვის, რაც მას ყველაზე მეტად დააკლდა.

ხალხისგანაც იმავეს ვგრძნობ: როცა ერთად ვართ, სადმე სატირალში, მაგალითად, სად ჩემი და სად ჩემი დის ფასი, რომელსაც ოჯახი აქვს?“ – კითხულობს ნადიკო ცეცხლაძე და არ ელის პასუხს. იცის, რომ საზოგადოების ეს დაკვეთა უსამართლოა.

დამშვიდობებამდე მას თავშესაფარზეც ვკითხეთ:

„არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილი, უნდა მოვიკითხო, ასე თუ ვიქნები იქაც მშიერი და უწამლო, არ ვიცი. იქაც თუ ატირებული უნდა ვიყო…“ – წინადადების დასრულება უჭირს მარტოხელა ქალს.

რა ისტორია აქვს და რა ელის დიდაჭარის ჭადრაკის სახლს ხულოში

ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, ჭადრაკის სახლი 1985 წელს აშენდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ამ სოფელში ჭადრაკს გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობდნენ.

როგორ გადაწყდა სოფელში ჭადრაკის სახლის აშენება, ვინ შეაყვარა ჭადრაკის თამაში დიდაჭარლებს და რა მდგომარეობაშია დიდაჭარის ჭადრაკის სახლი ახლა – ამ და სხვა ამბებს 82 წლის დიდაჭარელი, როსტომ წულუკიძე გვიყვება. ის თავადაც მონაწილეობდა ჭადრაკის სახლის მშენებლობაში.

„ჩვენს სოფელში ჭადრაკი 1924 წელს შემოიტანა მასწავლებელმა მიშა ბოცვაძემ. იმდენად პოპულარული გახდა ჭადრაკი, რომ ადგილობრივმა ოსტატებმა ჭადრაკის დაფის და ფიგურების გამოთლა საკუთარი ხელით დაიწყეს.

ჭადრაკის ფიგურებს ხის ოსტატი, რეჯებ მელაძე თლიდა, ჭადრაკის დაფებს კი ნიაზ შავაძე ამზადებდა, რომელიც 1937 წელს რეპრესიას გაექცა და თურქეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა.

იმდენად გავრცელდა ჭადრაკი, გოგოს მზითვში ჭადრაკი რომ არ ჰქონოდა, დაიწუნებდნენ. მზითვში ჭადრაკი რატომ არ არისო – იკითხავდნენ“, – გვიყვება როსტომ წულუკიძე.

მისი ნაამბობის მიხედვით, დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის აშენება 1978 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება მთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ჭადრაკის სახლი დიდაჭარაში 1985 წელს ადგილობრივებმა სოფლების – დიდაჭარისა და ირემაძეების ცენტრებს შორის ააგეს.

„ამ დროისთვის ჭადრაკის ასეთი სასახლე საქართველოში კი არა ევროპაში არ იყო. ეს არ არის ჩემი მონაგონი, ამას გაზეთების ცნობით გეუბნებით.

1985 წელს, როცა ჭადრაკის სახლს ვაშენებდით, მე კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი. რეზო გობაძე სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ეს ორი კაცი, ჭადრაკის სახლისთვის საჭირო მასალა რომ მოგვეტანა, ხის სახერხი ქარხნიდან 2-3 დღე არ გამოვსულვართ, იმ მტვერში ვტრიალებდით“, – გვიყვება როსტომი.

მისივე თქმით, რეზო გობაძე ხის გამორჩეული ოსტატი იყო, ჰქონდა ხის ბევრი დანადგარი და ჭადრაკის სახლის მშენებლობისთვის თავდაუზოგავად იშრომა. როსტომის თქმით, რეზოს ხის ოსტატები – ოთარ შავაძე, მამია ბოლქვაძე და დიდაჭარის სხვა მკვიდრებიც ეხმარებოდნენ, რომლებსაც „ასეთი ძვირფასი შენობის აგებაში მონაწილეობის მიღება უნდოდათ. საბოლოოდ,  არაჩვეულებრივი, პატარა სახლი გავაკეთეთ“.

დიდაჭარის ჭადრაკის სახლი

დიდაჭარაში ჭადრაკის სახლი 1985 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ: ცნობილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, დიდაჭარაში ჭადრაკის პირველი მასწავლებლის, მიშა ბოცვაძის შვილები, აჭარის ჩემპიონი ჭადრაკში გურამ ჭანტურია და კიდევ უამრავი სტუმარიო – იხსენებს როსტომი.

დიდაჭარაში ჭადრაკის სახლის აგების შემდეგ 37 წელი გავიდა. შენობა ახლა დიდაჭარის სკოლის მეზობლად დგას. შენობის ადგილმონაცვლეობა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამხდარა საჭირო. როსტომისგან ვიგებთ, რომ გლეხს, ვის მიწაზეც ჭადრაკის სახლი იდგა, მიწა გამითავისუფლეთო უთქვამს. მიწის პატრონის ნებას დაჰყვნენ დიდაჭარის მკვიდრნიც და შენობას ადგილი შეუცვალეს.

„შენობა უცვლელად დავდგით სკოლის ეზოში, არაფერი არ აკლია.

აქვს აივნები, ზაფხულში გარეთ რომ ითამაშო. მთავარ დარბაზში შეშის ღუმელი დგას, ზამთარში რომ გათბნენ მოთამაშეები. იქვეა პატარა სათავსო ჭადრაკის დაფების შესანახად. არის სკამები, მაგიდები. ჭადრაკის სახლში თამაში ერთდროულად 12 მოთამაშეს შეუძლია.

შენობა ტიპური აჭარული სახლის მსგავსია. მისი გადატანა მხოლოდ ერთხელ მოხდა“, – გვიყვება როსტომი.

იგი დიდაჭარის ჭადრაკის სახლის მეზობლად ცხოვრობს, დღეში რამდენჯერმე ჩაუვლის და ათვალიერებს შენობას, რომლის ფიცრებიც საკუთარი ხელით გათალა. ყველა დეტალს ამჩნევს და თავის წუხილსაც გვიზიარებს:

„ახლა რა შენობაცაა, ჭადრაკის სახლს აღარ ჰგავს. გვერდითა აივნის ფიცრები ჩამოვარდა. ჭერი ჭადრაკის ფიგურებით იყო მოკაზმული. შიგნით კედლებზე ჭადრაკის ფიგურები იყო ჩამოკიდებული. ესენი ნაწილობრივ დალპა, ნაწილობრივ – ჩამოცვივდა, ნაწილობრივ ყურადღება არ მიექცა. ერთი სიტყვით, უპატრონოდ დარჩა ეს შენობა.

დასამალი არ არის, ეს შენობა მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიტოვებულია. კი, ხანდახან გამოყოფენ რემონტისთვის ფულს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჭადრაკის სახლის მასწავლებელსაც 160-მდე ლარ ხელფასს აძლევენ, ეს რა ფულია. ასე თუ გაგრძელდება, ეს შენობა გაუქმდება“.

დიდაჭარის ჭადრაკის სახლი

როსტომი მიიჩნევს, რომ დიდაჭარის ჭადრაკის სახლისთვის უწინდელი პოპულარობისა და ეშხის დასაბრუნებლად მეტი რამაა საჭირო.

ის დიდაჭარაში ახალი და თანამედროვე ტიპის ჭადრაკის სახლის აშენების აუცილებლობას ხედავს.

როსტომი სიამაყით იხსენებს, რომ დიდაჭარას ყოველთვის პირველი ადგილი ეკავა აჭარაში შეჯიბრებებზე და გულდაწყვეტით ამბობს, გასულ წლებში იმდენად ჩამორჩა ჩვენი სოფელი ჭადრაკში, რომ პირველი ადგილი ვეღარ მოვიპოვეთო.

მას უნდა, რომ დიდაჭარის ახალგაზრდებმა თავისუფალ დროს თავშეყრის ადგილად ჭადრაკის სახლი აქციონ და ჭადრაკის სახლს ძველი ფუნქცია დაუბრუნონ.

როსტომს სურს, რომ ჭადრაკის სასახლე დღის განმავლობაში ყოველთვის ღია იყოს:

„მე, მაგალითად, შუადღის ნამაზს რომ ვილოცავ, სამლოცველოდან სახლში კი არ გავიქცევი, ჭადრაკის სახლში შევალ, ვითამაშებ. ბავშვი მოვა – დაველაპარაკები, სტუმარი მოვა, მასაც დავუთმობ დროს და ა.შ.“

ჭადრაკის სახლში როსტომ წულუკიძე და მოსწავლეები

როსტომმა 14 წელი იმუშავა სკოლის მასწავლებლად და მისი თქმით, არ ახსენდება არც ერთი დღე სკოლიდან სახლში ისე დაბრუნებულიყო, რომ მეცადინეობის შემდეგ მასწავლებლებს ჭადრაკში არ გაეწიათ ერთმანეთისთვის პაექრობა.

როსტომი დიდაჭარის ჭადრაკის სახლის შესახებ თხრობას სოფელში ყველასთვის ცნობილი ერთი ამბით ამთავრებს, რომელიც მისი აზრით, კარგად ასახავს დიდაჭარლების ინტერესსა და სიყვარულს სპორტის მიმართ.

„ჩვენებურმა გლეხმა კაცმა, რომელსაც პირუტყვი მთაში, სოფლიდან 30 კილომეტრის დაშორებით ასაყვანად გაატანეს, გზად სოფლის ცენტრში ჩამოიარა. ნახა, რომ ჭადრაკის სახლში ჭადრაკს თამაშობდნენ, თვითონაც ჩაერთო და საერთოდ დაავიწყდა, სად უნდა წასულიყო.

პირუტყვი მთაში, მემთეურთან თავისით ავიდა, მწყემსი არსად იყო. შეშინდა ცოლი, სად წავიდა, რაიმე ხომ არ მოუვიდა ნეტაო. 5 საათის შემდეგ მივიდა მწყემსიც“, – იცინის როსტომი.

როსტომ წულუკიძე

დიდაჭარის ჭადრაკის სახლის ერთადერთი მასწავლებელი ბოლო სამი წელია 25 წლის იმედა შავაძეა. იქამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ჭადრაკის სახლის პედაგოგი იყო იმედას მამა.

იმედას თქმით, დიდაჭარის ჭადრაკის სახლს მოჭადრაკეთა ერთი, 10-წევრიანი ჯგუფი ჰყავს და მათ 2-საათიან გაკვეთილებს ყოველ სამუშაო დღეს, დღის სამი საათიდან ხუთ საათამდე უტარებს.

ჭადრაკის მასწავლებელს სჯერა, რომ ჭადრაკის სახლის ახალი და გარემონტებული შენობა რომ ჰქონდეთ, სოფელში გაცილებით მეტი დაინტერესდებოდა ამ სპორტით. იგი ფიქრობს, რომ ჭადრაკის სახლი დიდაჭარაში რესტავრირებას აღარ ექვემდებარება.

„ხის შენობაა, დალპა და ლურსმანი აღარ იჭერს. ფიცარი ფიცარზე რომ მიაჭედო, აზრი აღარ აქვს. ერთი ბოძი გამოცლილი აქვს შენობას. ჩემი აზრით, შენობა დაზამთრებამდე უსაფრთხოა, მაგრამ ზამთარში საშიში იქნება. შესაძლოა, თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლოს“, – გვითხრა იმედამ და დასძინა, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინა ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში.

ნინო გაფრინდაშვილის ფოტო დიდაჭარის ჭადრაკის სახლში

„ბათუმელები“ ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორს, ავთანდილ აბულაძესაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ჭადრაკის სახლში სასწავლო პროცესის შეჩერებას გეგმავენ, რადგან შენობა მოსწავლეებისთვის საფრთხის შემცველია.

„შენობის ადგილზე, სავარაუდოდ, მეწყრის საშიშროების საფრთხეცაა, რადგან შენობა გაქანებულია, გამოცლილი აქვს ბოძები. ისედაც ამორტიზებულია შენობა, ძველია, დიდი ხნის წინ გაკეთებული.

მე გუშინწინ გავაჟღერე ეს საკითხი, რომ როგორმე მოვახერხოთ შენობის გამაგრება ან ცვლილება. მივმართე მერიას, ფინანსური მხარდაჭერა გამოყოს გამაგრებითი სამუშაოებისთვის, შენობაში მეცადინეობის განახლება რომ იყოს შესაძლებელი. მინდა ისევ გავიარო ეს საკითხი დაწვრილებით მერთან“, – გვითხრა ავთანდილ აბულაძემ.

ავთანდილ აბულაძე ხულოს სასპორტო სკოლის მწვრთნელების მცირე ხელფასზეც ამახვილებს ყურადღებას.

„მცირე ხელფასი მხოლოდ ჭადრაკის მწვრთნელს არ აქვს. სხვა მწვრთნელებიც ამას განიცდიან. რა თქმა უნდა, დაბალი ხელფასი მწვრთნელების მოტივაციაზეც მოქმედებს. 300-360 ლარი არაფერს წარმოადგენს, რომ დაექვითებათ, რაღა დარჩებათ? ვისაც სპორტი უყვარს, მაინც არ ეშვება და მუშაობს, თუმცა ხელფასების ნაკლებობა აშკარაა”, – გვითხრა ავთანდილ აბულაძემ.

დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მამია შავაძის თქმით, დიდაჭარის ჭადრაკის სახლს რესტავრირება ბოლოს დაახლოებით 7-8 წლის წინ ჩაუტარდა.

„ჩვენ ახალი შენობის აგება გვინდა, იმიტომ, რომ ჭადრაკის სახლი ხის კონსტრუქციაა და დაშლა-გადატანის გამო ბევრი რამ გამოვიდა მწყობრიდან.

როგორც შევთანხმდებით ხულოს სპორტსკოლასთან, ისე მოვიქცევით. დაგეგმარების პროცესში ვართ. მერიისგან დადებითი პასუხი გვაქვს. ჩვენ თუ ტერიტორიას ვიშოვით, მიწის შესყიდვაც იქნება და ყველაფერი. წინააღმდეგობა არც ერთი მხრიდან არ გვაქვს. მერიას სურვილი აქვს, რომ ეს შენობა დაიდგას ჩვენს სოფელში. ამჟამად შენობისთვის ტერიტორიის მოძიების პროცესში ვართ“, – ამბობს მამია შავაძე.

იმ შემთხვევაში, თუ დიდაჭარაში ახალი და თანამედროვე ტიპის ჭადრაკის სახლის აგება გადაწყდება, არავინ იცის, რა ბედი ეწევა ხის, აჭარული ოდის ტიპის ჭადრაკის სახლს, რომელიც უკვე 37 წელია სოფელში დგას.

______________________

ამავე თემაზე:

დიდაჭარაში ისტორიის მასწავლებელი, რომელიც ფუნდამენტალისტებს თივაში დაუმალეს

 

 

ორწლიანი წყვეტის შემდეგ ყარსის უნივერსიტეტმა ქართულის მიმართულებაზე 17 სტუდენტი მიიღო

ორწლიანი წყვეტის შემდეგ, თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის 17 ახალი სტუდენტი მიიღეს.

აღნიშნულ მიმართულებას უნივერსიტეტში მაია მესხიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა.

მისი თქმით, წელს მიღებული  სტუდენტების ასაკობრივი ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლების, მათი მთავარი მოტივაცია ქართული ენის სწავლების დროს სამომავლო ბიზნესურთიერთობებია ჩვენს ქვეყანასთან.

„ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება 2006 წელს გაიხსნა ყარსის კავკასიური ენების უნივერსიტეტში და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში გვქონდა წყვეტა.

ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ გარკვეულ მიმართულებებზე ბარიერის დაწევის გამო სხვა მიმართულებებზე გააკეთეს არჩევანი სტუდენტებმა.

ამასთან, ყარსი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, უფრო ცივი ქალაქია და არჩევანის დროს სტუდენტები უფრო მეტად თბილ ქალაქებს ირჩევენ ხოლმე.

დაახლოებით ასამდე კურსდამთავრებული გვყავს და მათგან რამდენიმე კურსდამთავრებული უკვე ასწავლის კიდეც ქართულს. ერთ-ერთია გულ მუქერემ ოზთურქი, რომელიც ყარსიდან არის, ის ახლა რიზეს უნივერსიტეტში ასწავლის ქართულს.

ასისტენტად მუშაობს სუდან ალთუნი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობდა ქართულს და შემდეგ დოქტორანტურაც დაამთავრა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ერთი კურსდამთავრებული არტაანის უნივერსიტეტშია ქართული ენის მიმართულებაზე ასისტენტი და ისიც აპირებს დოქტორანტურაში გაგრძელებას და ამის შემდეგ იმუშავებს ქართული ენის პედაგოგადაც უნივერსიტეტში.

ორი სტუდენტი მყავს ახლა, რომლებიც სტამბოლში თავდაცვის აკადემიაში მუშაობენ და იქ ასწავლიან ქართულ ენას“, – ამბობს მაია მესხიძე.

მისი თქმით, ქართული ენის სამაგისტრო პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ დუზჯეს უნივერსიტეტშია, რიზეს და ყარსის უნივერსიტეტებში კი მხოლოდ საბაკალავრო საფეხურია დანერგილი.

_________________

მსგავს თემაზე:

რატომ სწავლობენ თურქეთში ქართულს – ინტერვიუ დუზჯეს უნივერსიტეტის ლექტორთან

როგორ სწავლობენ ქართულს უკრაინელი ბავშვები ბათუმში

შაბათობით, დილის 11 საათიდან, 26 მაისისა და ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთასთან თუ ჩაივლით ბათუმში, ძველი ბელეტაჟის ღია ფანჯრებიდან ბავშვების გაბმულ, მხიარულ სიმღერას გაიგონებთ – ქართულ ანბანს, სიტყვებს, ფერებს, თვლას, წელიწადის დროებს და ბევრ სხვა რამეს უკრაინელი ბავშვები თამაშითა და სიმღერით სწავლობენ.

ქართული ენის გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვირაში ორჯერ ტარდება. ბავშვებმა სამ თვეში ელემენტარული სასაუბრო სიტყვები ისწავლეს და მარტივი კომუნიკაციის უნარები განივითარეს. 50-მდე უკრაინელი ბავშვისთვის ქართული ენის გაკვეთილები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

უკრაინელ ბავშვებს ქართული ენის გაკვეთილებს ინგა ბაგრატიონი უტარებს. ინგა ქართულის, როგორც მეორე ენის სერტიფიცირებული მასწავლებელია.

„ქართული ენის კურსი პირველ აგვისტოს დავიწყეთ. თავიდან 10 ბავშვზე გვქონდა გათვლა, მერე ინტერესი ძალიან გაიზარდა და სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა რიცხვმაც იმატა.

ეს ბავშვები პარალელურად უკვე სწავლობენ ჩვენს სკოლებში უკრაინულ სექტორზე და იქაც უტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები. ეს მათთვის დამხმარე კურსია და ვცდილობთ, პატარებს თამაშით, სიმღერით, სახალისო მეთოდით მივაწოდოთ ცოდნა“, – ამბობს ქართული ენის მასწავლებელი.

ინგა ბაგრატიონი, ქართული ენის მასწავლებელი

ვიქტორია ზაზიულჩიკი ორ შვილთან, 8 წლის და 10 თვის ჩვილთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

ქართული ენის კურსზე 8 წლის ბიჭი ვიქტორიასაც დაჰყავს. მისი თქმით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ქართული ენის გაკვეთილები და არტთერაპიის კურსი ბავშვებს სტრესის დაძლევასა და ახალ ქვეყანასთან, გარემოსთან ადაპტაციაში რეალურად ეხმარება.

არტთერაპია კიდევ ერთი კურსია, რაც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ უკრაინელ ბავშვებს უტარდებათ. კურსის ფსიქოლოგი ნანკა ტუხაშვილია. ნანკა ტუხაშვილიც მშობლის, ვიქტორია ზაზიულჩიკის მსგავსად არტთერაპიის ზეგავლენაზე საუბრობს:

„არტთერაპიის მიზანი უარყოფითი ემოციებისგან დაცლაა. მგონი ბავშვებთან ამჯერად ეს გამოგვდის.

ერთი სავარჯიშო გვქონდა, ბავშვებს ვთხოვე დაეხატათ შიშები და ისიც ვუთხარი, რომ შეეძლოთ მერე დაეხიათ ეს შიშები. ცოტა ხნის შემდეგ ერთი მშობელი მოვიდა და მიამბო: ჩემი შვილი აქამდე საერთოდ არაფერს ხატავდა, ამ დავალების შემდეგ კი სახლშიც გაიძახის: მოდი, დავხატოთ შიშები და დავხიოთო. ძალიან გამახარა ამის მოსმენამ. ესე იგი, სავარჯიშომ მისია შეასრულა.

ისე კი, საერთოდ, ამ სავარჯიშოზე მუშაობისას ბავშვები ძირითადად ხატავენ კომპიუტერული თამაშების საშიშ გმირებს. თამაში მათთვის რეალობაა. ვთვლი, რომ უკვე გვაქვს შედეგი, რადგან ბავშვები გამოხატავენ ემოციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა არსებობს სტრესი და ტრავმა“, – ამბობს ფსიქოლოგი.

ნანკა ტუხაშვილი, ფსიქოლოგი

ნანკა ტუხაშვილი გვიყვება, რომ კურსის დასაწყისში, ომიდან ახალჩამოსული ზოგიერთი ბავშვი საჭმელსაც ვერ ჭამდა, ჰქონდათ უსიამოვნო, წარმოსახვითი შეგრძნებები ყელში, რაც არტთერაპიის სავარჯიშოებთან ერთად, მშობლების თქმით, გაქრა.

ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თეონა დიასამიძე გვეუბნება, რომ უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების კვლევა ივლისიდან დაიწყეს. მათგან წამოსული ინიციატივების მიხედვით კი, პროგრამების შინაარსი დაგეგმეს.

თეონას თქმით, მთავარ საჭიროებად ბავშვების სოციალიზაცია გამოვლინდა, არტთერაპიის იდეაც ამ საჭიროების გამო გაუჩნდათ.

არტთერაპიაზე ბავშვები კვირაში ორჯერ დადიან. ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, ფსიქოლოგთან ერთად საუბრობენ საინტერესო თემებზე და პარალელურად ქართულ ენას სწავლობენ:

„ქართული ენის გაკვეთილები „ენის ამერიკულ ცენტრთან” თანამშრომლობით დაიგეგმა. ქართული ენისა და არტთერაპიის კურსის გარდა ვატარებთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, რაც ბავშვებს ეხმარება სოციალიზაციაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაახლოებაში.

უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებებს ჩვენი სახელმწიფო სერვისები ვერ აკმაყოფილებს დიდწილად, ამიტომ ჩვენ ამ მომსახურების საშუალებების გასაუმჯობესებლადაც ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, პრობლემების დაძლევის გზებს ერთად ვეძებთ“, – ამბობს თეონა დიასამიძე.

უკრაინელი ბავშვების დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან, ქართული ენის გაკვეთილის შემდეგ

ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა“ უკრაინის 300-მდე მოქალაქის საჭიროება გამოიკვლია და მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

ცენტრის შენობაში, ერთი დიდი ოთახი ტანსაცმლითაა სავსე, აქ უკრაინელებისთვის, როგორც ზრდასრულების, ისე ბავშვებისთვის სამოსს ერთმანეთს თავად ლტოლვილები უგროვებენ. ვისაც ორი პიჯაკი აქვს, ერთი აქ მოაქვს. ვის ბავშვსაც ტანსაცმელი უპატარავდება, აქ მოაქვს – სხვა პატარებისთვის.

ანა კარალიოვამაც აქ მოიტანა ყველაფერი, რაც აღარ სჭირდება და სხვას გამოადგება. ამბობს, რომ უკრაინიდან წამოსვლისას დაუფიქრებლად წამოიღო ბევრი ტანსაცმელი და აქ აღმოაჩინა, რომ ყველაფერი არ სჭირდება:

„გადავალაგე ჩემი ტანსაცმელი და მივხვდი, რომ ბევრი რაღაც საერთოდ არ მჭირდება. აქ მოვიტანე ყველაფერი. ჩემთვის კი ეს მშვენიერი მწვანე პიჯაკი ვიპოვე.

ანა კარალიოვა, ლტოლვილი უკრაინიდან

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთგაცვლა ადამიანებთან – არამხოლოდ ნივთების, ზოგადად ენერგიის, ენერგია კი ყველგანაა, მათ შორის აქ გამოფენილ სამოსშიც.

რა კარგია, რომ არსებობს ასეთი ადგილი, სადაც მოიტან რამეს სხვა ადამიანებისთვის და შენც იპოვი, რაც გჭირდება. ეს ცენტრი ამ ენერგიების გაცვლის ადგილია ახლა“, – ამბობს ანა.

„ქართული ენის გაკვეთილების” პროექტი ნაწილია პროგრამისა: „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“.

პროექტი ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

ბონის დასახლებაში მიკროავტობუსი ამოტრიალდა

ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ბონის დასახლებაში, რაფიელ ერისთავისა და დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც მიკროავტობუსი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ავარია ბონის კულტურის სახლთან მისვლამდე, ცენტრალურ გზაზე მოხდა.

თვითმხილველის თქმით, მიკროავტობუსი არ იყო სამგზავრო და ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ბენზეში“ 465 ათას ლარად მოწყობილი განათება არ მუშაობს – მერია 192 ათასს აღდგენაში იხდის

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ გარე განათება, რომელიც 2021 წელს თამარის დასახლებაში დაამონტაჟეს, უკვე მწყობრიდანაა გამოსული. განათების კონსტრუქციების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე ბიუჯეტიდან მთლიანობაში 465 270 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

2022 წელს კი, მერიამ სანათების რეაბილიტაციაზე ისევ ტენდერი გამოაცხადა.

„თამარის დასახლებაში, რესტორან „ოქროს თევზიდან“ „რივიერამდე“ დაამონტაჟეს 86 დეკორატიული სანათი, რაშიც 364 812 ლარია გადახდილი. მარტო ერთ სანათში 4 042 ლარია გადახდილი, რომელსაც ერთი თვეც კი არ უმუშავია.

ეს განათება ე.წ. მილკვადრატისგან შედგება, რომელსაც არ აწერია, ვისი გამოშვებულია და როგორი ხარისხისაა. ერთი შეხედვით, ეს არის კუსტარულად დამზადებული განათება, რომელშიც 4 042 ლარი გადავიხადეთ“, – ამბობს რეზო ხარაზი.

მიმდინარე წელს მერიამ სამ ადგილზე, მათ შორის, თამარის დასახლებაში იმავე მონაკვეთზე არსებული დეკორატიული განათებების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 415 324 ლარი გამოყო.

ამ თანხით დეკორატიული განათებები უნდა მოეწყოს სასტუმრო „პორტა ბათუმი თაუერის“ მიმდებარედ, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლის განათება უნდა დამონტაჟდეს და 192 531 ლარით უნდა განახლდეს თამარის დასახლებაში, რესტორან „რივიერასა“ და „ოქრის თევზს“ შორის არსებული დეკორატიული განათებები.

სანაპიროს გასწვრივ არაერთ ადგილზე დაზიანებულია ქვის მოაჯირიც.

გარე განათება თამარის დასახლებაში
გასულ წელს თამარის დასახლებაში დამონტაჟებული გარე-განათებები არ მუშაობს

„სავარაუდოდ, განათებების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერსაც „აჭარგანათება“ მოიგებს, რომელმაც 2021 წელს დაამონტაჟა ეს განათებები, მაგრამ არ მუშაობს. ეს არის პირდაპირ კორუფციული სქემა. ამას სხვა არაფერი ჰქვია, რადგან წინა ტენდერის პირობებში განათებებზე 5-წლიანი საგარანტიო ვადაა მითითებული, რომელიც ირღვევა“, – ამბობს რეზო ხარაზი.

„აჭარგანათებამ“ დეკორატიული განათების რეაბილიტაციაზე 2022 წლის 29 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო, თუმცა სატენდერო კომისიამ „აჭარგანათებას“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

შესაბამისად, ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და იმავე თანხით 2 ნოემბერს მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველომ ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, სადაც წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება.

რაც შეეხება გასულ წელს დამონტაჟებული განათებების დაზიანებას, მიმდინარე წლის 17 მაისს „ბათუმელებს“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში უთხრეს, რომ თამარის დასახლებაში, აღნიშნულ პერიმეტრზე, დეკორატიული გარეგანათების კაბელები მოიპარეს.

„ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ უწყებას, რომ დაიწყოს გამოძიება“, – გვითხრეს მერიაში.

ამავე საკითხზე დღეს, 8 ნოემბერსაც, ვკითხეთ მერიას, სადაც გვითხრეს, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.

Exit mobile version