კრემენაიასთან ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 7 იანვრის ანგარიში კრემენაიასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მიმოიხილავს. როგორც დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, საბრძოლო მოქმედებები რუტინულ რეჟიმში გრძელდება მართლმადიდებლური შობის პერიოდშიც.

ყველაზე მწვავე ბრძოლები, ბოლო სამი კვირაა, კვლავ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენაიას ირგვლივაა – ქალაქის დასავლეთით, ხშირტყიან რელიეფზე.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რადგან წიწვოვანი ტყე, ზამთარშიც კი, ქმნის საფარს საჰაერო დაზვერვისგან, სავარაუდოდ ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური იუწყება, რომ როგორც ტყეში მიმდინარე ოპერაციებისთვისაა დამახასიათებელი, ამ შემთხვევაშიც ბრძოლა ძირითადად ქვეითებს უწევთ, ხშირად მოკლე დისტანციაზე.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსი მეთურები კრემენაიას ირგვლივ არსებულ წნეხს, დიდი ალბათობით, განიხილავენ როგორც საფრთხეს ბახმუტის სექტორის მარჯვენა ფლანგზე. ეს უკანასკნელი კი, რუსი მეთაურებისთვის აღქმულია, როგორც დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორიის ოკუპაციისთვის წინსვლის ძირითადი გასაღები.

 

ხულოს რამდენიმე სოფელში თოვლის გამო დენი გაითიშა

ხულოს რამდენიმე სოფელს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მიზეზი დიდთოვლობაა, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

7 იანვრის დილის 12-ის ნახევრისთვის დენი არ მიეწოდება დიოკნისის და რიყეთის თემის სოფლებს. ამ სოფლებში დენი, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 6 იანვრის საღამოს გაითიშა. ენერგოკომპანიაში კი „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ სოფლებში დაზიანების ადგილები ნაწილობრივ დადგენილია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

„სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სხვა დაზიანების ადგილების დასადგენად… რაც შეეხება ღორჯომის თემის სოფლებს და ასევე სოფელ ვაშლოვანს, აქ შუქი მალე ჩაირთვება“ – გვითხრეს „ენერგო-პროში“.

ხულოში ამ წუთებშიც თოვს. როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს, დაბა ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 15-20 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში და კურორტ გოდერძიზე კი, 40-50 სანტიმეტრი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელ გზებს, „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს და მიღებისთანავე აქვე მოგაწვდით.

დაბა ხულო / 7.01.2022

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9 იანვარს ღამით და დილით მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს [10 და 11 იანვარს კი] მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 7 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 110 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 3 066 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 125 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 2 062 ერთეული [+3]
  • MLRS – 431 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 217 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 272 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 844 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 798 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 182 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 7 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 360 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 843 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 441 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 972 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 787 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 957 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კრემენაიასთან ორივე მხარეს უჭირს ზუსტი საარტილერიო ცეცხლის წარმოება – ბრიტანეთის დაზვერვა

ბათუმში კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქმე ეხება 5 იანვარს მომხდარ ფაქტს – ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. ამბავი 6 იანვარს გაშუქდა მედიაში.

დაჭრილის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მიტროპოლიტი დიმიტრის სიძემ დაჭრა. მისივე ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი პარკირების გამო შელაპარაკება გახდა.

დაჭრილი კაცი ამჟამად ბათუმის კლინიკაში  იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

ამავე თემაზე: 

ბათუმში დაჭრილი კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა

ბათუმში დაჭრილი კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა

ბათუმში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 5 იანვარს მოხდა.

ტელეკომპანია „მთავარმა“ ჩაწერა დაჭრილი კაცის მამა, რომელიც ამბობს, რომ შელაპარაკება, სავარაუდოდ, პარკინგის გამო მოხდა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მის შვილს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები.

იგი ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მისი შვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის სიძემ დაჭრა.

„მაგრად დაჩეხილია, დაურტყია, თვალებიდან გაუსვია მაგრად… ეს უკვე წასული იყო იმ ადგილიდან, მე რომ მოვედი,  მობრუნებული იყო კვლავ დანით, დასარტყმელად, მე რომ არ ვყოფილიყავი, მომიკლავდა ბავშვს… ჯიჯავაძე ჯამბული [პირი, რომელმაც კაცი დაჭრა]. ლაპარაკობენ, მეუფეს სიძე არისო.

…უთქვია, მანქანა ძმაო აქ არ დააყენოო, იმიტომ, რომ ვერ გავდივართო და ისეთ ადგილას აყენებდა, ძლივს ვიძვრებოდით იმ ადგილიდან. მეორეჯერ რომ შეხვედრია, უთქვია, მეგობარო, გვიჭირს აქ შესვლა და ცოტა ისე დააყენეო და შენ რას ლაპარაკობ, მე ვინ ვარ, იციო? ჰოდა, ამოუღია დანა და დაურტყია“ – უთხრა „მთავარს“ დაჭრილის მამამ.

ცივი იარაღით დაჭრილი კაცი ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა ფოტოებიც, რომელზეც ასახულია მრავლობითი ჭრილობები კაცის სხეულსა და სახეზე.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. აქ ჯერჯერობით არ ამბობენ, არის თუ არა დაკავებული ვინმე ამ საქმეზე.

„ბათუმელებმა“ ამ დრომდე მხარეებთან დაკავშირება ვერ შეძლო.

განახლებული ინფორმაცია: შს სამინისტროს ცნობით, კაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

ამავე თემაზე:

ბათუმში დაჭრილი კაცის მამა ამბობს, რომ მისი შვილი მეუფე დიმიტრის სიძემ დაჭრა

რუსეთი შობას ეკლესიებში, შესაძლოა, ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდეს – ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთი, შესაძლოა, შობის დღესასწაულზე ტერორისტულ თავდასხმებს ამზადებდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებში.

„არსებობს ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლურ შობას რუსები ამზადებენ ტერაქტებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესიებში. მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, – წერს ვერეშჩუკი.

გუშინ იგივე გაფრთხილება გამოაქვეყნა პროექტმა InformNapalm-მა, ორ წყაროზე დაყრდნობით.

ამ წყაროების მიხედვით, დიდი ალბათობაა, რომ დონეცკისა და ოკუპირებული ტერიტორიების სხვა დასახლებების რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია დანაღმონ და ააფეთქონ 7 იანვარს, სადღესასწაულო წირვის დროს. ამის მიზანი შესაძლოა იყოს შიდა რუსული აუდიტორიისთვის პროპაგანდისტული ისტორიების გადაღება, რაც მობილიზაციის ახალი ტალღის მიზეზი შეიძლება გახდეს.

10 იანვარს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 10 იანვრის 08:00 საათიდან 11 იანვრის 10:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის გამზირს გაზმომარაგება შეუწყდება.

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. სულ გაითიშება 6900 აბონენტი.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

„სოკარი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიში ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 6 იანვრის ანგარიში ანექსირებული ლუგანსკისა და დონეცკის მიმართ რუსეთის პოლიტიკას განიხილავს. ანგარიშის ფოკუსში ამ რეგიონების მილიციების რუსულ სამხედრო ძალებთან ოფიციალური ინტეგრირება მოხვდა.

ე.წ. ლუგანსკისა (LNR) და დონეცკის (DNR) სახალხო რესპუბლიკების მილიცია რუსეთის სამხედრო ძალებში ოფიციალურად 2022 წლის 31 დეკემბერს ინტეგრირდა. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში ვიზიტის დროს წარუდგინა აღნიშნულ ფორმირებებს თავიანთი საბრძოლო ფერები.

რუსეთმა LNR და DNR თავისი ტერიტორიის ნაწილად 2022 წლის სექტემბრის რეფერენდუმის შედეგად გამოაცხადა. თუმცა, როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რუსეთი ორივე რესპუბლიკას აკონტროლებდა 2014 წლის შემდეგ, რაც DNR-ის პირველი არმიის კორპუსი და LNR-ის მეორე არმიის კორპუსები შექმნა და რუსი სამხედრო ოფიცრებით უჭერდა მათ მხარს.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, LNR-ისა და DNR-ის სტატუსი და იდენტობები დიდი ალბათობით რჩება სადავო საკითხად რუსულ სისტემაში.

რუსეთის მიერ ახლად ანექსირებულ ამ ორ უკრაინული ოლქთან დაკავშირებული ხარჯები, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლის უკრაინაზე თავდასხმამდეც მნიშვნელოვან გასავალს წარმოადგენდა რუსეთი ფინანსებისთვის.

„ახლა კრემლმა ღიად მიიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მათ. ისინი, სავარაუდოდ, რუსეთისთვის დიდი პოლიტიკური, დიპლომატიური და ფინანსური ხარჯის წყარო გახდებიან, რაც კონფლიქტის ამჟამინდელი ფაზის მიღმა გაგრძელდება“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის 6 იანვრის ანგარიშში.

___________________________

ფოტო: EPA-EFE/YURI KOCHETKOV

საშობად ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ოპერაციაა, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის შელახვაა – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება უკრაინაში, საშობაოდ 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,  სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომლის მიზანიც უკრაინის რეპუტაციის შელახვაა.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი მოელის უკრაინისგან, რომ ის შეასრულებს საშობაო ზავის პირობებს. რუსეთს შესაძლოა სურდეს წარმოაჩინოს უკრაინა, როგორც მხარე, რომელსაც არ სურს გადადგას საჭირო ნაბიჯები მოლაპარაკებებისთვის. ეს არის საინფორმაციო ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი წარსულშიც იყენებდა – წერენ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები.

აქვე აღნიშნულია, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას დრო სჭირდება. 14 დეკემბერს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ცეცხლის შეწყვეტას შობას, რაც პუტინის განცხადებას კიდევ უფრო გამაოგნებელი ხდის – ვკითხულობთ ISW-ის 5 იანვრის ანგარიშში.

ISW წერს, რომ შობის თარიღი საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი და თუ პუტინი სერიოზულად იყო განწყობილი ცეცხლის შესაწყვეტად, მას საკმარისი დრო ექნებოდა მოსამზადებლად.

გარდა ამისა, პუტინი შესაძლოა ცდილობდეს 36-საათიანი პაუზის მოპოვებას რუსეთის ჯარებისთვის დასვენების და ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების ხელახალი ორიენტაციისთვის. ასეთი პაუზა სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ძალაში შესვლამდე 24 საათით ადრე მიუთითებს იმაზე, რომ ეს გაკეთდა იმ განზრახვით, რომ წარმოედგინათ უკრაინული ძალები, ისე, თითქოს მათ არ სურთ მშვიდობისთვის მუშაობა.

„ამ საინფორმაციო ოპერაციას ასევე შეუძლია მხარი დაუჭიროს კრემლის რიტორიკას იმის შესახებ, რომ უკრაინა დევნის მართლმადიდებელ ქრისტიანებს და რუსულენოვანებს, ნარატივს, რომელიც პუტინმა არაერთხელ წამოაყენა უკრაინაში მისი უკანონო შეჭრის გამართლების მიზნით“  -წერს ISW.

გუშინ, 5 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის მითითება გასცა.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა ეს გადაწყვეტილება პატრიარქ კირილის მოწოდების შემდეგ მიიღო.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 110 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 3 064 ერთეული [+23]
  • ჯავშანტექნიკა – 6 124 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 2 059 ერთეული [+8]
  • MLRS – 431 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 215 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 285 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 272 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 844 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 797 ერთეული [+38]
  • სპეცტექნიკა – 182 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 360 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 839 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 400 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 437 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 971 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 783 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 951 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინი აცხადებს, რომ პატრიარქ კირილის თხოვნით, საშობაოდ ცეცხლს შეწყვეტს უკრაინაში. კრემლის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საბრძოლო ზონებში ცხოვრობს მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამ მოსახლეობას რუსეთი 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ბომბავს.

საშობად ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ოპერაციაა, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის შელახვაა – ISW

სტამბოლში აშენდა პირველი მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გაზაფხულზე გაიხსნება მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც, თურქული მედიის ცნობით, პირველი ახალაშენებული მართლმადიდებლური ეკლესიაა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში.

ეკლესიის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო სტამბოლის ევროპულ ნაწილში ასირიელი მართლმადიდებელი ქრისტიანების მოთხოვნით.

სტამბოლში არსებული ასირიული ფონდის, „კადიმის“ პრეზიდენტმა, საიტ სუსინმა სააგენტო „ანადოლუსთან“ განაცხადა, რომ ეკლესია გაიხსნება უახლოეს ორ თვეში და მისი აგება დაახლოებით 4 მლნ დოლარი დაჯდა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ეკლესია, რომელიც აშენდა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ოფიციალური ნებართვით – აქამდე იყო არსებული ეკლესიების შეკეთების ან რესტავრირების პრაქტიკა.

საიტ სუსინის თქმით, 1844 წელს აგებული ეკლესია სტამბოლში, ბეიოღლუს რაიონში ვერ აკმაყოფილებდა მორწმუნეების მოთხოვნას, ამიტომაც საჭირო გახდა ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესია აიგო საზოგადოების შემოწირულებებით.

_____________

ფოტო: „ანადოლუ“

პუტინი აცხადებს, რომ პატრიარქ კირილის თხოვნით, საშობაოდ ცეცხლს შეწყვეტს უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის მითითება გასცა.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა ეს გადაწყვეტილება პატრიარქ კირილის მოწოდების შემდეგ მიიღო.

„ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, 2023 წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან 2023 წლის 7 იანვრის 24:00 საათამდე შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბრძოლის მთელ ხაზზე“ – წერია ბრძანებაში. აქვე აღნიშნულია, რომ პუტინი მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს ცეცხლი აღნიშნულ დროში.

აქვე ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საბრძოლო ზონებში ცხოვრობს მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის დიდი ნაწილი.

დღეს, 5 იანვარს, კრემლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, პატრიარქი კირილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრას ემხრობა, საშობაოდ 36-საათიანი ზავის მოწოდებით გამოვიდა.

რუსეთის პატრიარქმა „შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს“ მოუწოდა, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ საშობაო წირვაზე დასწრება.

რუსეთის პატრიარქი თავის 5 იანვრის მიმართვაში არც უკრაინას ახსენებს და არც უკრაინაში საომრად შეჭრილ რუსეთს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლის საომარი მოქმედებები გაამართლა რუსეთის პატრიარქმა. ომს, რომელიც უკვე 10 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და 450-ზე მეტი ბავშვი.

დღესვე, კირილის განცხადების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ოჯახის სამი წევრი – დედა, მამა და 12 წლის ბავშვი.

მოქალაქეებს 1.2 მლნ ლარი ჩამოვაწერეთ საჩივრების საფუძველზე – სემეკი

სემეკში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 2022 წლის განმავლობაში 15 437 განცხადება/წერილი შევიდა.

სემეკის ცნობით, აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში – 730 233 ლარი, წყალმომარაგების სექტორში კი – 348 319 ლარი“

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მომართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც“ – იუწყება სემეკი.

ასევე, სემეკის ცნობით, კომუნალურმა კომპანიებმა გასულ წელს 275 695 ლარის კომპენსაცია გასცეს.

კომპენსაციები სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: ელექტროენერგეტიკა – 127 840 ლარი, ბუნებრივი გაზი – 68 195 ლარი, წყალმომარაგება – 79 660 ლარი.

რუსეთის დაბომბვის შედეგად ხერსონში დედა, მამა და 12 წლის ბავშვი დაიღუპა

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში, ბერისლავში, საცხოვრებელ სახლს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა.

აფეთქების შედეგად მთელი ოჯახი – დედა, მამა და 12 წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო წერს ტელეგრამზე.

„ეს არის რუსეთის მთელი სიმდაბლე და სისასტიკე. დილით „საშობაო ზავის“ შესახებ საუბრობენ, ნაშუადღევს კი მთელ ოჯახს კლავენ. რა დააშავეს ცოლ-ქმარმა და მათმა 12 წლის შვილმა? ის, რომ უკრაინელები იყვნენ?

ადამიანები შობის ერთად შესახვედრად ემზადებოდნენ, მაგრამ რუსების ცინიკურმა დარტყმამ ისინი მოკლა საკუთარ სახლში“ – წერს ტიმოშენკო.

5 იანვარს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ცენტრალური ნაწილი. დღეს დაბომბვის შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები.

ბათუმში კლინიკიდან გაწერეს კაცი, რომელიც საახალწლო პიროტექნიკით დაშავდა

კაცი, რომელიც ბათუმში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან გაწერეს – ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო ჰოსპიტალი ბაუ ავრცელებს.

ჰოსპიტლის ცნობით, 31 წლის პაციენტი მარცხენა ხელის მტევნის დაზიანებებით შეიყვანეს ჰოსპიტალში.

„აღინიშნებოდა თითების მრავლობითი მოტეხილობა, მესამე თითის ნაწილობრივი ამპუტაცია, მეორე და მეოთხე თითების ნაფლეთოვანი ჭრილობა ფრჩხილის ტრავმით, დიდი თითის გამშლელი მყესებისა და კუნთების დაზიანება.

პაციენტს ურგენტულ რეჟიმში ჩაუტარდა ოპერაცია, ექიმი-ტრავმატოლოგი – დარინა ცეცხლაძე, ექიმი-ანესთეზიოლოგი – შავლეგ კუტალაძე

ოპერაციის მსვლელობისას მოხდა ამპუტირებული თითის ტაკვის ფორმირება. შენარჩუნებულ იქნა მეორე და მესამე თითების საფრჩხილე ფალანგები. აღდგა დიდი თითის გამშლელი მყესები და კუნთები. გაიკერა შრეობრივად. კანზე დაედო კვანძოვანი ნაკერები, კიდური იმობილიზირდა თაბაშირის ლონგეტით“ – აცხადებენ ჰოსპიტალში.

საახალწლო პიროტექნიკით ბათუმში დაშავდა კიდევ ორი ადამიანი, თუმცა მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

რამდენი ადამიანი დაშავდა საახალწლო პიროტექნიკით წელს საქართველოში, უცნობია. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ბათუმსა და მთელს საქართველოში პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გამოთხოვის შემდეგ მოგვაწვდიან.

საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება.

2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია.

ამავე თემაზე: 

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან შორს განალაგა მძიმე ავიაცია – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 5 იანვრის ანგარიში რუსეთის მიერ შორი დისტანციის ავიაციის ახალ განლაგებას მიმოიხილავს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, 27 დეკემბერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შორეულ აღმოსავლეთში გადაიტანა თავისი შორი დისტანციის ავიაციის (LRA) Tu-95MS BEAR მძიმე ბომბდამშენები და Tu-22M3 BACKFIRE – საშუალო ბომბდამშენები.

2022 წლის 5 და 26 დეკემბერს, რუსეთში, შორი დისტანციის ავიაციის ენგელსის საჰაერო ბაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რამდენიმე თვითმფრინავი დაზიანდა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, დიდი ალბათობით, რუსეთმა აღნიშნული ინციდენტების პასუხად გადაანაწილა თავისი შორი დისტანციის ბომბდამშენი თვითმფრინავები უკრაინისგან შორს მდებარე აეროდრომებზე.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, LRA, მიუხედავად უკრაინისგან შორს გადასროლისა, მაინც მოახერხებს რაკეტების გასროლას უკრაინაში, რადგან იარაღს 5000 კმ დიაპაზონი აქვს.

მიუხედავად ამისა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მიერ ავიაციის შორ მანძილზე გადატანა გაზრდის ტექნიკურ პრობლემებს და კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც მოძველებული თვითმფრინავების შესაძლებლობებს.

 

ბათუმში იწვიმებს, მთაში მოთოვს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 –7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით,  7-8 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა, დროგამოშვებით – ზოგან ძლიერი.

______________

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 იანვრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 109 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 3 041 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 108 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 2 051 ერთეული [+12]
  • MLRS – 426 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 215 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 284 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 271 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 844 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 759 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 182 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 5 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 359 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 834 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 422 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 971 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 781 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 937 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინელები ბახმუტთან 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალი პოზიციები დაიკავეს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, თავდასხმები რუსეთში ისევ იქნება – ბუდანოვი

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 4 იანვარს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა #17-ში მცხოვრებ აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

„სოკარის“ ცნობით, ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება 829 აბონენტს.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება 5 იანვრის 15:00 საათიდან და სრულად აღდგება 5 იანვრის დღის ბოლომდე“ – აცხადებს კომპანია.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

სოციალურად დაუცველი ბავშვები თვეში 200 ლარს მიიღებენ

2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია.

სამინისტროს ცნობით, გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.

უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, თავდასხმები რუსეთში ისევ იქნება – ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, ყველაზე სასტიკი ბრძოლა კი მარტშია მოსალოდნელი.

„ჩვენი მიზანია და ჩვენ მას მივაღწევთ, დაბრუნება 1991 წლის საზღვრებთან, როგორიც უკრაინაა აღიარებული საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტის მიერ“, – განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე კვლავ იქნება დარტყმები, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ამ დარტყმების უკან უკრაინა.

ოფიციალურად უკრაინას არ აუღია პასუხისმგებლობა 26 დეკემბერს რუსეთში, ენგელსის საჰაერო ძალების ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, თუმცა ბუდანოვმა ინტერვიუში თქვა, რომ „მოხარული იყო ამის დანახვით“.

მან დასძინა, რომ თავდასხმები სულ “უფრო და უფრო ღრმად” მოხდება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას იმაზე, ვინ დგას ამ თავდასხმების უკან.

რაც შეეხება ოკუპირებულ ყირიმში ხიდის აფეთქებას, ბუდანოვმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინაა და უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი თავის ტერიტორიაზე.

ბუდანოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტის შემდეგ თავადაც იმყოფებოდა ბახმუტში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში. მან ABC News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ საკუთარი თვალით ნახა ადგილი, სადაც დაღუპულთა ცხედრებია.

„ჯარისკაცებმა მაჩვენეს მონაკვეთი, სადაც სხეულები გროვდება ისე, როგორც ფილმში ნახავთ. ასობით გვამი უბრალოდ ლპება ღია მინდორში“ – თქვა მან.

უკრაინელები ბახმუტთან 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალი პოზიციები დაიკავეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით 300 მეტრით დაწინაურდნენ და ოკუპანტების წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ახალი პოზიციები დაიკავეს
– ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური წერს.

სამსახურის ცნობით, არტილერიის ცეცხლის ქვეშ ოკუპანტები ცდილობდნენ უკრაინელების ერთ-ერთი მოწინავე პოზიციის დაკავებას, თუმცა მესაზღვრეები სანგარში ელოდნენ საარტილერიო თავდასხმას და როცა მათ მტრის ქვეითი ჯარი მიუახლოვდა, ცეცხლი გაუხსნეს.

„თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა, მტერმა ზარალი განიცადა და გაქცევა დაიწყო.

დამპყრობლების პანიკური უკანდახევის დანახვისას, უკრაინელმა „მწვანე ბერეტებმა“ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებთან ერთად კონტრშეტევა დაიწყეს. სწრაფი შეტევით ჩვენმა მებრძოლებმა დაიკავეს მათი პოზიციები, მოწინააღმდეგე კი აგრძელებდა უკანდახევას.

ცხრა დამპყრობელი განადგურდა და ოცამდე რუსი დამპყრობელი დაიჭრა. ამჟამად თავდაცვის ძალები 300 მეტრით დაწინაურდნენ და ახალ პოზიციებზე მაგრდებიან“ – წერს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

„თავისუფლება მიშას“ – ბათუმში მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მოთხოვნით – „თავისუფლება მიშას“.

აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

„თავისუფლება მიშას“ – აქცია ბათუმში. 4 იანვარი, 2023 წელი
„თავისუფლება მიშას“ – აქცია ბათუმში. 4 იანვარი, 2023 წელი
„თავისუფლება მიშას“ – აქცია ბათუმში. 4 იანვარი, 2023 წელი

პარალელურად დაანონსებულია აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

დღეს, 4 იანვარს, 18 საათზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია საქართველოში, 8 სხვადასხვა ადგილას დააანონსა: თბილისში – მშვიდობის ხიდზე; ქუთაისში – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე; ბათუმში – მთავრობის სახლთან; ზუგდიდში – ზუგდიდის იუსტიციის სახლთან და ოზურგეთში – ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გამართვა დაგეგმილია მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშიც, საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებთან.

თურქეთში საშუალო შემოსავლის მოქალაქეებს სახლის შესაძენად მთავრობა შეღავათს სთავაზობს

თურქეთის მთავრობამ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის შეღავათიანი საცხოვრებლის პროგრამა შექმნა.

თურქული მედიის ცნობით, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის იპოთეკური სესხი 5 მილიონ თურქულ ლირამდე ($266,800) იქნება 15 წლამდე ვადით და წლიური საპროცენტო განაკვეთი დაიწყება 0,69 პროცენტიდან.

პროგრამის ფარგლებში თურქეთის ტერიტორია დაყოფილია სამ ზონად: პირველი მოიცავს სტამბულს, მეორე – ანკარას, იზმირს, ბურსას, ანტალიას, მერსინსა და მუღლუს, ხოლო მესამე – ქვეყნის ყველა სხვა პროვინციას.

საბანკო სტრუქტურების ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა სტამბულში 5 მილიონამდე თურქული ლირა იქნება, მეორეში ზონაში – 3 მილიონამდე, მესამეში – 2 მილიონამდე. პროგრამის პირობები ვრცელდება მხოლოდ ახალ საცხოვრებელ სახლებზე.

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, რომ პროგრამით მოსარგებლე თურქეთის მოქალაქეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონოდა საცხოვრებელი და მას უკვე უნდა ჰქონდეს ცხოვრების მინიმუმ ერთწლიანი ცხოვრების გამოცდილება იმ პროვინციაში, სადაც სახლის შეძენა სურს.

ასევე, პროგრამის ფარგლებში შეძენილი საცხოვრებლის გაყიდვა მოქალაქეს არ შეეძლება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, პირველ ეტაპზე 100 000 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა იგეგმება.

2022 წლის ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები 188 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

______________

ფოტო: „ანადოლუ“

 

„პატრიოტი“ უკრაინის დაცვას მალე დაიწყებს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დღეს, 4 იანვარს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია და სისტემა უკრაინაში „რაც შეიძლება მალე“ ჩავა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„გასული წელი დავასრულეთ რევოლუციური გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის ამერიკული „პატრიოტის“ სისტემების მიწოდებით, რაზეც შეთანხმდნენ უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერები: ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯოზეფ ბაიდენი. ჩვენ ველით „პატრიოტების“ განლაგებას რაც შეიძლება მალე. მზადება ამ სისტემების გადაცემისთვის უკვე დაწყებულია“ – განაცხადა კულებამ.

ცნობილია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს ამ სისტემებთან მუშაობის სასწავლო კურსი. უკრაინამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა სამხედროების მოსამზადებლად პატრიოტის სისტემებზე სამუშაოდ.

რას არის „პატრიოტი“?

„MIM-104 Patriot“ მიწაზე განთავსებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა შექმნილია შემტევი რაკეტებისა და სხვა მფრინავი ობიექტების გასანადგურებლად.

ეს იარაღი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული საჰაერო თავდაცვის სისტემა და, როგორც წესი, მის მისაღებად შემსყიდველი ქვეყნები მრავალწლიან რიგში დგებიან.

სარაკეტო სისტემას ამერიკაში, სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია Raytheon უშვებს. მისი პირველი მოდიფიკაციები თავდაპირველად ცივი ომის დროს შეიქმნა, თუმცა თანამედროვე სახე მოგვიანებით, მუდმივი განახლებების შედეგად მიიღო.

სარაკეტო სისტემა აღჭურვილია რადარით, რომელსაც მათ შორის შეუძლია ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა, საკომუნიკაციო ნაკვეთურით, მართვისა და კონტროლის ცენტრითა და რაკეტის გამშვებით.

მსგავსი მახასიათებლების გათვალისწინებით, Patriot-ის სარაკეტო სისტემა არის ძალიან მობილური და სწრაფი. სისტემა აღჭურვილია ამწით, რომელიც სწრაფად „ტენის“ გასასროლ რაკეტებს. ყველა კომპონენტი, მათ შორის რადარი, მართვის ცენტრი, კომუნიკაციები, ენერგიის წყარო და გამშვები, დამონტაჟებულია სატვირთო ძარებზე ან მისაბმელზე. რადარის კომპლექტი და სასროლი რაკეტები დამონტაჟებულია ნახევრად მისაბმელებზე.

უკრაინის თავდაცვამ ზაპოროჟიეში რუსეთის პოზიციებს დაარტყა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 4 იანვარს გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, 2 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის პოზიციებს დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა 260-მდე რუსი სამხედრო.

უკრაინული მხარის ცნობით, დაარტყეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაარტყეს ტოკმაკის, მელიტოპოლის, ბერდიანსკის, პოლოგოვისა და ვასილიევკას რაიონებში. განადგურდა საბრძოლო მასალის 2 საცავი, 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცების განლაგების 2 პუნქტი.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 იანვარს უკრაინულმა ავიაციამ 12 დარტყმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს. უკრაინულმა სარაკეტო ქვედანაყოფებმა და არტილერიამ დაარტყეს რუსეთის ორ სამეთაურო პუნქტს, ჯარისკაცების განლაგებისა და მათი სამხედრო აღჭურვილობის 5 ზონას, საბრძოლო მასალის საცავსა და თვითმფრინავის კონტროლის პუნქტს.

ამავე დროს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს 7 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა, ასევე 85-ზე მეტი შეტევა MLRS-დან, მათ შორის კრამატორსკში, ზაპოროჟიეში და ხერსონში.

რას წერს ბრიტანული დაზვერვა მაკიევკაში რუსი სამხედროების „ჰაიმარსით“ განადგურებაზე

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 4 იანვრის ანგარიში უკრაინელების მიერ რუსეთის ქალაქ მაკიევკაში სამხედრო დანიშნულებით გამოყენებული შენობის დაბომბვას განიხილავს. შენობა, რომელიც ბრიტანული დაზვერვის თქმით, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსების მიერ სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, 31 დეკემბერს დაიბომბა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებას 89 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, უკრაინული მხარე კი საუბრობს „ჰაიმარსით“ 400-მდე ოკუპანტის განადგურებაზე.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აფასებს, ზარალის სიდედის გათვალისწინებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ შენობის მახლობლად ინახებოდა საბრძოლო მასალა, რომელიც აფეთქდა დარტყმის დროს და გამოიწვია მეორადი აფეთქებები.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შენობა ავდიივკას ფრონტის ხაზიდან 12.5 კილომეტრითაა დაშორებული, რომელიც კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად სადავო ზონაა.

დაზვერვის 4 იანვრის ანგარიშის თანახმად, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად უწყობს ხელს რუსეთის არაპროფესიონალური პრაქტიკა მათი მსხვერპლის მაღალ მაჩვენებელს.

___________

ფოტო: EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 4 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 108 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +720]
  • ტანკი – 3 038 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 106 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 039 ერთეული [+6]
  • MLRS – 424 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 215 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 283 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 270 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 842 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 723 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 745 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 181 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 4 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 357 თვითმფრინავი
  • 199 ვერტმფრენი
  • 2 813 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 408 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 968 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 772 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 920 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

რუსეთიდან საქართველოში 1.2 მილიონი მოქალაქე შემოვიდა – 9 თვის მონაცემები 

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 274 006 მოქალაქემ გადმოკვეთა.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკის ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, 2022 წლის 24 თებერვალს.

9-თვიან პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, რუსეთში  „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებამდე და მას შემდეგ.

თვეების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • მარტი – 45 068 რუსეთის მოქალაქე
  • აპრილი – 48 797 რუსეთის მოქალაქე
  • მაისი – 69 772 რუსეთის მოქალაქე
  • ივნისი – 135 457 რუსეთის მოქალაქე
  • ივლისი – 236 734 რუსეთის მოქალაქე
  • აგვისტო – 260 810 რუსეთის მოქალაქე
  • სექტემბერი – 222 274 რუსეთის მოქალაქე
  • ოქტომბერი – 133 640 რუსეთის მოქალაქე
  • ნოემბერი –  121 454 რუსეთის მოქალაქე

2022 წლის დეკემბრის საზღვრის კვეთის მონაცემები წელს, იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.

უცნობია ამჟამად რუსეთის ზუსტად რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში შს სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებოდა რუსეთის 112 733 მოქალაქე. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

_____________________________

ფოტო: EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE

ამავე თემაზე: 

რუსეთის მოქალაქეებმა 2 963 ბინა და 37.9 ჰა მიწა შეიძინეს საქართველოში – ომი უკრაინაში

როგორ გაცვალეს „აზოვის“ მეთაურები მედვედჩუკზე – თურქული მედია დეტალებზე წერს

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ აზოვის პოლკის მეთაურების მედვედჩუკზე  გაცვლის დეტალებზე წერს.

„ჰურიეთი“ წერს, რომ გაცვლის ინიციატორი რუსული მხარე იყო და გაცვლაზე მოლაპარაკებები თურქეთში, თურქული დაზვერვის მონაწილეობით გაიმართა.

„ჰურიეთის“ ცნობით, სექტემბერში, დანიშნულ დღეს ანკარის აეროპორტში ორი თვითმფრინავი დაეშვა –  ერთ თვითმფრინავში აზოვის მეთაურები ისხდნენ, მეორეში – მედვედჩუკი.

„ტყვეების გაცვლა მოხდა ისე, როგორც კინოში.

თვითმფრინავების დაშვების შემდეგ, თურქეთის დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ, უკრაინის ოფიციალური პირები შევიდნენ რუსულ თვითმფრინავში, ხოლო რუსი ოფიციალური პირები –  უკრაინულ თვითმფრინავში, გაცვლის მონაწილეების და მათი ჯანმრთელობის შესამოწმებლად – წერს Hurriyet.

ცნობილია, რომ თურქეთის ხელისუფლების მიწვევით აზოვის მეთაურები თურქეთში ომის დასრულებამდე დარჩებიან. „ჰურიეთის“ ცნობით, ეს იყო რუსული მხარის გაცვლის ერთ-ერთი პირობა.

ვიქტორ მედვედჩუკის შემდგომი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

21 სექტემბერს რუსული ტყვეობიდან 5 საბრძოლო მეთაური გაათავისუფლეს:

  • „აზოვის პოლიკის“ მეთაური დენის [რედისი] პროკოპენკო
  • „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ [კალინა] პონომარი
  • „აზოვის პოლკის“ უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო
  • საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი [ვოლინა] ვოლინსკი
  • მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა

ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მფარველობის ქვეშ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დააზუსტა, რომ ისინი იცხოვრებენ კერძო სახლში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა დაკავების ადგილი, არამედ საცხოვრებელი.

ამავე თემაზე: 

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

უკრაინაში ოკუპანტების მოწყობილი კიდევ ერთი წამების ადგილი იპოვეს

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ნიკოლაევის ოლქში რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ მოწყობილი წამების კამერა იპოვეს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას.

გამოძიების მონაცემებით, რუსეთის წარმომადგენლებმა სოფელ ალექსანდროვკაში ადგილობრივ მცხოვრებს სახლი წაართვეს და აქ უკანონოდ აკავებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ ადგილობრივებს, რომლებმაც უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე.

უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, დატყვევებულებს აწამებდნენ პლასტიკური პაკეტით – მოხრჩობით, სცემდნენ მძიმე საგნებით და იყენებდნენ ელექტროშოკს.

სამართალდამცავებმა ადგილის დათვალიერებისას საწამებლად გამოყენებული „ინსტრუმენტებიც“ აღმოაჩინეს. მათ ასევე დაადგინეს უკრაინის მოქალაქეების ვინაობა, რომლებსაც ოკუპანტები უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ ერთი თვის განმავლობაში.

უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრა ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 12 წლამდე ვადით.

რა საახალწლო კონცერტებია დაგეგმილი ბათუმში ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო კონცერტები გრძელდება. კონცერტები 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, 18 საათზე დაიწყება.

საახალწლო აფიშა ასე გამოიყურება:

  • 5 იანვარი – SCOOL FRIENDS, „ელანძე“, ELROW, DJ დავით ვოლკოვი, DJ MAXIC
  • 6 იანვარი – ASTEROID, AND OTHERS, BLACK SEA , DJ როკო ჯიბუტი.
  • 7 იანვარი – საშობაო კონცერტი, DJ MICH

დასწრება თავისუფალია.

ევროპის მოედანზე ასევე მიმდინარეობს საშობაო ბაზრობა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა. ადგილზე იყიდება საკვები, ალკოჰოლური სასმელები და სუვენირები.

რუსეთში ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის და ტიტულების ჩამორთმევას ითხოვენ

რუსეთში დაიწყო კამპანია მომღერალ ვალერი მელაძის წინააღმდეგ. რუსული მედიის ცნობით, დუბაიში გამართულ კონცერტზე ვალერი მელაძესთან მსმენელმა ვიდეო ჩაწერა, სადაც შეძახილს „დიდება უკრაინას!“ – მელაძემ მიკროფონი მოიშორა და ისე უპასუხა – „დიდება გმირებს!“, შემდეგ კი დასძინა, რომ ის პოლიტიკის მიღმაა.

რუსეთის ფედერალური ასამბლეის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ტელეგრამზე დაწერა, რომ მელაძეს უკრაინული ნაციონალისტური ლოზუნგების მხარდაჭერისთვის რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას, ხოლო რუსეთის დუმის დეპუტატი, „სამართლიანი რუსეთის“ ფრაქციის თავმჯდომარე, სერგეი მირონოვი მისთვის ტიტულების ჩამორთმევას ითხოვს.

„მისი [მელაძის] საქციელი დაგმობის ღირსია. ნამდვილ რუს ხელოვანს არ შეუძლია და არ უნდა მოიქცეს ასე. ის ზის ორ სკამზე და ცდილობს ყველა მხრიდან “გამორჩეს”. დროა მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, ქცევის მიხედვით, ამ „არტისტმა“ უკვე აირჩია მხარე. გთავაზობთ მელაძეს ჩამოერთვას ყველა ტიტული. ეს იქნება სამართლიანი და სამართლიანი”, – დაწერა მირონოვმა თავის ტელეგრამის არხზე.

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ უცხოეთში გამართულ წვეულებაზე ვალერი მელაძემ მხარი დაუჭირა უკრაინულ „ნაციონალისტურ სლოგანს“.

„მართალია, მან დასძინა, რომ პოლიტიკის მიღმაა, მაგრამ წვეულებების გამართვა ქვეყნის გარეთ და თან დანაშაულებრივი სკანდირების მხარდაჭერა „პოლიტიკის მიღმაა“? – კითხვას სვამს დეპუტატი.

რუსეთში მცხოვრები მომღერალი, ვალერი მელაძე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს ინსტაგრამზე ომის დაწყების პირველივე დღეს, 24 თებერვალს გამოეხმაურა. „მოხდა ის, რაც არ და ვერ უნდა მომხდარიყო“ – დაწერა მან თავის ოფიციალურ გვერდზე.

ვისი პენსია რამდენი ლარით გაიზარდა იანვრიდან

2023 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზარდა.

70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის პენსია გაიზარდა 35 ლარით და გახდა 295 ლარი.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და გახდა 365 ლარი.

მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე ასაკის პირების პენსია თითქმის 355 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთა პენსია – თითქმის 440 ლარს.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით, თუმცა სამინისტროს თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ასევე, 2023 წლის 1 ივლისიდან 50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 200 ლარი გახდება. აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას.

ამ პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე ბავშვი მიიღებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა.

დეკრეტული შვებულების პერიოდში, საჯარო მოხელეების მსგავსად , ხელფასის 100%-ს მიიღებენ პედაგოგებიც.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 იანვრის 21 საათიდან 4 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 –7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი აჭარაში 5 იანვარს შეიცვლება. 5-6 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/არჩილ კახაძე

რუსეთი ბახმუტთან მნიშვნელოვან გარღვევას უახლოეს ხანში ვერ მიაღწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს 3 იანვრის ანგარიში ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლების დინამიკას განიხილავს. ბახმუტი დონეცკის ოლქის ქალაქია, რომლის ირგვლივაც ბრძოლები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფთან ერთად, შუა  დეკემბერში გაზარდეს ქვეითთა თავდასხმების სიხშირე ბახმუტის ირგვლივ. მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ოპერაციებიდან ბევრი ცუდად იყო მომზადებული.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 10 დღეში უკრაინამ რეგიონის დაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერა დამატებითი ძალებით და როგორც ჩანს, რუსეთის თავდასხმების სიხშირეც შემცირდა შუა დეკემბრის პიკის შემდეგ. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა უახლოეს კვირებში ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოს“, – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლები რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას სწორედ ბახმუტთან დაიღუპნენ 3 და 13 დეკემბერს.

 

Exit mobile version