მთავარი,სიახლეები

დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში

28.03.2023 • 8310
დაზიანდა სახურავები და ავტომობილები – ძლიერი ქარი ბათუმში

დღეს, 28 მარტს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის გაჩერებები.

ქარმა ათამდე სახლს სახურავი ახადა. დაზიანებულია კერძო ავტომობილები.

ბათუმის პორტში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა და სამორიგეო ჯიხური დააზიანა.

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

„ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა. ძირითადად წაქცეულია ხეები.

გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს სალიკვიდაციო სამუშაოები. წაქცეული ხეების გამო ზოგიერთ ქუჩაზე დროებით შეიზღუდა მოძრაობა. ასევე, რამდენიმე ადგილიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ სახურავები დაზიანდა.

ადგილზეა მერიის შესაბამისი სამსახურები.

ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული, ამის გამო მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა. მერიის ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.

ძლიერი ქარი ბათუმში საღამოს 20:00 საათზე ამოიჭრა.

სტიქიას აჭარაში მსხვერპლიც მოჰყვა.  ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამავე თემაზე: 

ძლიერი ქარი ბათუმში – საგანგებო სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: