“მოხეტიალე შუქურა” ბათუმში

 

ბათუმის ეზოს ამბები“  11 აგვისტოს ილეინ ბაკჰოლცის და ვიდ ძოწეს ერთობლივი პერფორმანსითა და ინსტალაციით გაიხსნა. ილეინი ამერიკელი არტისტია, რომელიც ვიდეო და  სინათლის ინსტალაციებს ქმნის.  დავიდი, ქართველი  ხმის რეჟისორი, რვა წელია ჩეხეთში ცხოვრობს, ბოლო ოთხი წელი კი საქართველოში არ ყოფილა. მისი, ისე როგორც ილეინის საქართველოში ჩამოსვლის  მიზეზი პროექტია, რომელიც ბათუმში უკვე მეორე წელია ხორციელდება. 


პეტიცია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოსათვის

 

თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ანაკლიის შემდეგ საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვისთვის ხელმოწერებს ბათუმში აგროვებენ, ბათუმის შემდეგ აქცია ქობულეთში გაგრძელდება. 

„ღვინო და ზაფხული” – ღვინის დეგუსტაცია და ფოტოკონკურსი პრესკაფეში

 

ბათუმში, „პრესკაფეში“  2 აგვისტოს, 18:00 საათიდან  20:00 საათამდე  „მეღვინეობა ხარება“  გიწვევთ თავისი პროდუქტების პრეზენტაციაზე.

 

 პრეზენტაციაზე სადეგუსტაციოდ გამოტანილი იქნება 12 დასახელების ღვინო  (კრახუნა – მშრალი, თეთრი ღვინო; მწვანე- მშრალი, თეთრი ღვინო ; ცოლიკაური – მშრალი, თეთრი ღვინო; რქაწითელი – მშრალი, თეთრი ღვინო ; ციცქა- მშრალი, თეთრი ღვინო ; საფერავი პრემიუმი – წითელი, მშრალი ღვინო; საფერავი ხილის ტონებით- წითელი, მშრალი ღვინო; საფერავი- წითელი, მშრალი ღვინო; ქინძმარაული – წითელი, ნახევრადტკბილი  ღვინო; როზე – მშრალი, ვარდისფერი ღვინო; კრახუნა ქვევრის – მშრალი, თეთრი ღვინო; ციცქა ქვევრის – მშრალი, თეთრი ღვინო)   

 

პრეზენტაციის პარალელურად პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს საშუალება ექნებათ,  გადაიღონ ფოტო სახელწოდებით „ღვინო და ზაფხული“ .

 

 ყველა ავტორის ერთი  საუკეთესო ფოტო  განთავსდება „პრესკაფეს“ ფეისბუქის გვერდზე.   ფოტოები, რომლებიც ყველაზე მეტ  მოწონებას – ლაიქს დააგროვებს, დაიბეჭდება და ორი კვირის მანძილზე გასაყიდად გამოიფინება „პრესკაფეში“. გაყიდული ფოტოებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ავტორებს.

 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ყველა სტუმარს  ექნება საშუალება, ერთი ჭიქა ღვინო დააგემოვნოს. გთხოვთ  გვეწვიოთ. 

 

 

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

 

 

რამდენად საშიშია გველის ის სახეობები, რომელიც აჭარაშია გავრცელებული და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ გველმა დაგესლა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ქვეწარმავლებთან ბრძოლის სეზონური სამსახურის უფროსი, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორი, გურამ წიკლაური საუბრობს.

არმანის სახე ბათუმის მერობაზე ოცნებობს


25 წლის ოთო ფედიჩკინი გაყიდვების მენეჯერია, მაგრამ მისი საქმიანობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიას არ უკავშირდება. საკუთარი იდეების, საქმიანობისა და ქართულ შოუბიზნესში პოპულარული მეგობრების წყალობით ოთო ფედიჩკინის ნახვა სოფო ნიჟარაძის პოპულარულ კლიპსა და სხვა კლიპებშიც შეიძლება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 


<!** Image 1 align="left" alt="ოთო ფედიჩკინი" sub="ოთო ფედიჩკინი" width="400" height="506" >

მავნებელი მწერი ქობულეთის სიმინდის ყანებში

 

ქობულეთში, სიმინდის ყანებს მდელოს ფარვანა ანადგურებს. მწერი ყანებს ორი კვირაა შეესია. მოსახლეობა ამბობს, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ გამგეობას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ შეწამვლისთვის საჭირო თანხა თვითმმართველობას არ გააჩნია და მომავალი კვირიდან სურსათის ეროვნული სააგენტოდან ელიან დახმარებას.  

საკანონმდებლო ლაფსუსი, რომლითაც უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. ამ ცვლილებების თანახმად სპეციალური ტრანსფერი 13 მილიონ 555 ათასი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. ამ ტიპის საბიუჯეტო ცვლილებას წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს. უმაღლესი საბჭოს წევრები კი ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მასში მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ანუ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა დათქმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი კი, ნახსენები არ არის.   

გაფიცვა სამკერვალო ფაბრიკაში

 

 

„BTM ტექსტილში” დღეს, 25 ივლისს, მკერავები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო დროის შემცირებას მოითხოვენ.

მარტოხელა დედის წერილი ბიზნესმენებსა და მთავრობას

 

ღია წერილი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და აჭარის მთავრობას, ბიზნესმენებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დახმარება შეუძლია.

ტაეკვანდო, სიყვარული და ოცნება ოლიმპიურ ჩემპიონობაზე

 

 

სპორტსმენი, 17 წლის გუგა კუტუბიძე, ტაეკვონდოს მებრძოლი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. გუგას საერთაშორისო ტურნირებზეც აქვს გამარჯვება მოპოვებული, თუმცა იგი ყველაზე დიდ წარმატებად ევროპის ჩემპიონატზე მიღებულ მესამე ადგილს მიიჩნევს. გუგა ოთხი წლის იყო, როცა ტაეკვონდოს წრეზე დაიწყო სიარული, ოთხი წლის მებრძოლს ფორმა მთლიანად ფარავდა: “მოსიარულე ფორმას ვგავდი, ტაეკვონდოზე ინტერესი ჩემი მწვრთნელის გამო გამიჩნდა, აკაკი ცენტერაძე ჩემი მეზობელია, ხშირად ვუყურებდი მის ვარჯიშს, მერე მშობლებმა შემიყვანეს საცდელად, თუ მომეწონებოდა, დავრჩებოდი. უკვე მეთოთხმეტე წელია მომწონს. ძალიან მინდა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე” – ამბობს გუგა.

გოგონების ყურადღებას ხშირად ვგრძნობ



თინეიჯერები – დღეს ხშირად ასე უწოდებენ 13-იდან 19 წლამდე, ე.წ. გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს. თინეიჯერები ცდილობენ იყვნენ თავისუფალი და განსხვავებული, ხშირად უსმენენ როკსა და რეპს და კლასიკურ ჩაცმულობას ჯინსებსა და კედებს ამჯობინებენ. 

“შეჭრილების”, ეკომიგრანტებისა და გულგრილობის შესახებ

    ირმა დიმიტრაძე დიდი ხანია ვფიქრობ, ღირს თუ არა აჭარაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების, აჭარელი ეკომიგრანტების დაბრუნებისა და ხელვაჩაურში სახელმწიფო საკუთრების დაკავების ფაქტების თაობაზე ჩემი აზრი საჯაროდ დავაფიქსირო, თავს ვიკავებდი, ჩემი ასაკის გამო, მაგრამ საბოლოოდ იმდენად გაოგნებული დამტოვა “დიდების” ნააზრევმა, გადავწყვიტე, რომ მათ გვერდით საზოგადოება ჩემს მოსაზრებებსაც მარტივად აიტანს და გაიტანს.    როდესაც “სახელმწიფო საკუთრებაში …

ნურიის ტბა დაჭაობების საფრთხის წინაშე

 

 

ბათუმის 6 მაისის პარკში მდებარე ნურიის ტბამ დაჭაობება დაიწყო. ქვირითობისას ტბაში უჟანგბადობის გამო თევზები დაიღუპნენ. სპეციალისტების განცხადებით, უმოქმედობის შემთხვევაში შესაძლოა ბათუმის ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილი ჭაობად იქცეს. იმისთვის, რომ ტბა გადარჩეს, მასზე თევზაობა გარკვეული პერიოდით აიკრძალება. 

შტეფან ფულე ბათუმში, ეკომიგრანტები – ბავშვთა სახლში

 

 

11 ივლისს წალკიდან ჩამოსულმა ეკომიგრანტებმა 9 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს და ურეხის ბავშვთა სახლში თვითნებურად შესახლდნენ. 120-მდე ადამიანი 40 კვადრატული მეტრი ზომის ოთახშია მოთავსებული. მათ მეტლახის იატაკზე სძინავთ. მობილიზებული პოლიცია ეკომიგრანტებს არ უშვებს იმ ოთახებში, სადაც ბავშვთა სახლისდროინდელი საწოლები დგას.

გოგონა ამინდის პროგნოზიდან

უკვე ოთხი წელია შაბათ-კვირას, აჭარის ტელევიზიით გადაცემა “დილის ტალღაში”, სალომე სურმანიძე მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს. ფიქრობს, რომ მხიარული დღის დასაწყებად აუცილებელია ნებისმიერ ამინდს პოზიტივით შევხვდეთ: „წვიმიანი ამინდიც ისე უნდა გამოაცხადო, რომ მაყურებელმა კომფორტი იგრძნოს, ჩემი გამოცდილების წყალობით შემიძლია ვთქვა, რომ სანდო პროგნოზი მაქვს, თუ ვამბობ, რომ იქნება წვიმა, აუცილებლად იწვიმებს, თუნდაც ორი-სამი წუთით.”

ამბავი ნინო მასწავლებელზე

 

 

მისი სამზარეულოს კარადაში ჭურჭლის ნაცვლად წიგნები აწყვია, სამზარეულოს მაგიდაზე – საგამოცდო ტესტები. მისი სადარბაზოს კედლები წარწერებითაა აჭრელებული, ყოფილი მოსწავლეები სიყვარულს უხსნიან. “ნინო მას ძალიან გვიყვარხართ…“ , „გვიყვარხართ ძალიან, ძალიან“. „არ იცოდეს მარჯვენამ შენმამ რას აკეთებს მარცხენა შენი,“  – ამ პრინციპით ცხოვრობს ქართულის მასწავლებელი ნინო სურმანიძე და ამბობს, რომ არ უკვირს ასეთი დიდი სიყვარული.

მევიოლინე ჯულიარდის სკოლიდან



21 წლის მარიამ მაჩაიძე მევიოლინეა. ის ნიუ იორკში, ჯულიარდის სამუსიკო სკოლაში სწავლობს. დაკვრა ხუთი წლისამ დაიწყო, დედის სურვილით: „დედაჩემიც მევიოლინეა, მისი ოცნება იყო გავმხდარიყავი მევიოლინე, მამასაც ძალიან მოსწონს ვიოლინო, მას ხშირად ვეხუმრებით, რომ დედა ვიოლინოს სიყვარულის გამო შეირთო ცოლად. მართალია მშობლების სურვილით დავიწყე დაკვრა, მაგრამ ინტერესი თავადაც გამოვავლინე. ჩემი დაც შეიყვანეს ვიოლინოზე, თუმცა ის არ დაინტერესებულა ამ პროფესიით, მამის მსგავსად არქიტექტურა აირჩია.”

ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

 

 

ბოლო დროს თურქეთში გამართული მასობრივი აქციები მიმართული თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არის იმ მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის რგოლი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა ამოქმედებულიყო.

მაჟორიტარის ბიუროში


ამომრჩეველთან ურთიერთობა, დეპუტატის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით – ეს ჩამონათვალი საქართველოს კანონში პარლამენტარის სტატუსის შესახებ მაჟორიტარის ბიუროს მოვალეობებს განსაზღვრავს. როგორ მუშაობენ აჭარის მაჟორიტარების ბიუროები და რა საკითხებზე მიმართავს უფრო ხშირად მათ მოსახლეობა? – გასულ კვირას „ბათუმელებმა“ აჭარაში მოქმედი ორი ბიუროს მუშაობა გადაამოწმა.



<!** Image 1 align="left" alt="ხათუნა ხალვაში" sub="ხათუნა ხალვაში" width="300" height="485" > 

დაგვიანებული დახმარება


რედაქციისგან: 12 წლის მირზა ცეცხლაძე გარდაიცვალა. მირზა მძიმედ იყო ავად და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ შეიძლებოდა, თუმცა მკურნალობის საფასური ასი ათას დოლარს აღემატებოდა, ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა. რამდენიმეთვიანი საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ თანხის ნაწილი შეგროვდა, ორი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაფარავდა მირზას მკურნალობის ხარჯებს იტალიაში, თუმცა ამ განცხადებიდან სამი დღის შემდეგ მირზას მდგომარეობა გართულდა და 7 ივლისს იგი გარდაიცვალა. 12 წლის მირზა 2013 წლის თებერვლიდან ივნისამდე იმედოვნებდა, რომ მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შეგროვდებოდა.  მოსაზრება დაწერილია მირზა ცეცხლაძის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე. 

ფასდაკლება

 verda – უმაღლესი ხარისხის საღებავები   www.verdaboya.com.tr     მაღალი ხარისხის თეთრეული – მხოლოდ ჩვენთან!                     საუკეთესო ევროპული ცემენტი – უმაღლესი სტანდარტი, მომსახურება ადგილზე მიტანით!  

„ჩვენ გვიყვარს ცეკვა“ ბათუმში

 

 

პირველ ივლისს რეგიონალური კონკურსი „ჩვენ გვიყვარს ცეკვა“ დაიწყო.  კონკურსი ხუთ ეტაპად ტარდება, ხუთივე საკონკურსო საღამოს კლუბი „საბლაიმი“ მასპინძლობს.

როგორ წაგვართვეს ზაფხული

 <!** Image 1 align="left" alt="სალომე ზენაიშვილი" sub="სალომე ზენაიშვილი" width="250" height="640" >

 

ბოლო წლებია ტექნიკური განათლების აუცილებლობა მნიშვნელოვნად გამოიკვეთა, სახელმწიფომ შეიმუშავა რეფორმები, თუმცა ჩვენ, მოსწავლეები მივიჩნევთ, რომ ამ ყველაფერმა ჩვენზე გადაიარა. დიახ, თითოეულმა მრავალჯერ შეცვლილმა რეფორმამ ჩვენს ნერვებზე გადაიარა და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ყველანაირი გამოცდა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების შეძენას უწყობს ხელს, მაგრამ რეფორმების სისტემატიური და საფუძვლიანი ცვლა ტრაგედიას წარმოადგენს ჩვენთვის.

 

განათლება

   საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრი         შ.პ.ს „განათლება“ – კონკურენტუნარიანი განათლებით აღჭურვილი მოსწავლის აღზრდა რეპეტიტორის გარეშე!     „განათლება“ დაარსდა 2001 წელს. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ენა და მათემატიკა. ასევე, მოსწავლეებსა და მათს მშობლებს ვთავაზობთ დამატებითი სააღმზრდელო და სასწავლო მომსახურების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს  დღის მეორე ნახევარში  გაკვეთილების მომზადებას, ერთჯერად სრულფასოვან კვებას,  სხვადასხვა ინტელექტუალურ–შემეცნებით …

რამდენი მოსწავლე მიიღებს ატესტატს

 

 

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში 4100 მოსწავლე მიიღებს ატესტატს, აქედან 3200 სრული ზოგადი განათლების, 730 საბაზო განათლების, 150 სერთიფიკატს (მოისმინა). 

“ჩემი” ვაკანტური პოზიცია

 

 

18 ივნისს, დილით, კოლეგამ დამირეკა და მითხრა: ნახე, Hhr.gov.ge -ზე განცხადება დაიდო, ტელევიზიაში ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდაო. ლოგიკურია, როცა ჯერ ისევ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი საკონკურსო განაცხადს აქვეყნებს გვერდზე, რომლის სლოგანია “დაიწყე შენი კარიერა საჯარო სამსახურში”, მაგრამ ალოგიკურია, როცა საჯარო მოხელის კონკურსს საინფორმაციო სამსახურის რეპორტიორების, წამყვანებისა და პროდიუსერებისთვის აცხადებს. ვაკანსიების რაოდენობა გადავითვალე და გავიფიქრე,  პოზიციების ნაცვლად ბარემ კონკრეტული სახელები და გვარები მიეთითებინათ-მეთქი, მაგალითად: “ვაკანტურია ნათია შავაძის პოზიცია”. რაც უნდა საოცარი იყოს, “ვაკანტური” პოზიციები სინამდვილეში სულაც არ არის ვაკანტური  და ჟურნალისტები დეპარტამენტში აღნიშნულ თანამდებობებზე კონტრაქტის პირობით, კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე რჩებიან. აბსურდია ხომ? ჯერ სად ხართ?!

პედაგოგიური საბჭოების დილემა

 

 

სკოლის პედაგოგიური საბჭო სკოლის მართვის ერთ-ერთი რგოლია, რომლის წევრები სკოლის მასწავლებლები არიან. საბჭოს წევრობის უფლება აქვს ყველა მასწავლებელს, რომელიც კონკრეტულ სკოლაში მუშაობს და სარგებლობს ხმის უფლებით. პედაგოგიური საბჭო სამი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს, რომელიც წარმართავს საბჭოს სხდომებს.

იღბლიანი სტუდენტები მტირალაზე

 

 

„იღბლიანები მტირალას პარკში“ – ასე ერქვა ტურს, რომლის ფარგლებშიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 56  სტუდენტი მტირალას პარკში სალაშქროდ იმყოფებოდა. სტუდენტები ლოტოტრონის მეშვეობით შეირჩა, იღბლიანებმა ერთი დღე მტირალას პარკში გაატარეს.  

განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მეშინია მარტოობის

 

 <!** Image 1 align="left" alt="გიორგი ქათამაძე " sub="გიორგი ქათამაძე " width="300" height="313" >

ვხედავ როგორ ურტყამს გავეშებული ხალხის მასა მიკროავტობუსს. ადამიანები –  განწირულები ინსტინქტურად წივიან, კივიან, ყვირიან… მიშველეთ. ვინც შველას ითხოვს, ადამიანების გარემოცვაშია, ირგვლივ, ყველგან ადამიანია, ბევრი ადამიანი, ოღონდ მათ გარშემომყოფთაგან არავინ მიეშველება. პირიქით – უმრავლესობა მოსაკლავად ცოტას მისდევს და იმეტებს კიდეც.

 

 

ბავშვთა დაცვის დღე ბათუმშიც აღნიშნეს

 

 

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ისე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ბავშვთა დაცვის დღე ბათუმშიც აღნიშნეს. 

 

სკოლის თვითმმართველობები და მათი უფლებები

 

 <!** Image 1 align="" alt="მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა" sub="მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა" width="360" height="360" >

თვითმმართველობები, რომლებიც საჯარო სკოლების სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, გარკვეული უფლებებით არიან აღჭურვილნი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მათ შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს და წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს, რომელმაც მათი ხმა სკოლის ადმინისტრაციამდე უნდა მიიტანოს.  თუმცა, როგორც სკოლის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა „ბათუმელებთან“  საუბარში აღნიშნეს, ხშირ შემთხვევაში ისინი საკუთარი იდეების რეალიზებას ვერ ახერხებენ და მოკარნახის როლში ადმინისტრაციული ერთეულები გამოდიან. რა უფლებები აქვთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს და ვინ არის იდეების ძირითადი დამკვეთი? ამ საკითხებზე ბათუმის მე-8 და მე-11 საჯარო სკოლების თვითმმართველობის წევრები საუბრობენ.  

 

 

 

არა – დისკრიმინაციას

 

 

ამ მოსაზრების დაწერა ერთმა ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში, სათამაშოების მაღაზიის წინ შევესწარი. 

პოლიტიკური მოწყობის მოდელის ძიებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერბათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

 

 

  საქართველოს პოლიტიკური მოწყობა ჯერ კიდევ პლასტიურ მდგომარეობაშია. ფაქტია, 20 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ფუნდამენტური პოლიტიკური დოკუმენტის შექმნა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური  ინსტიტუტების მკაფიოდ ჩამოყალიბებას. ამის ბევრი მიზეზი არსებობს,თუმცა უმთავრესი მაინც შემდეგია:

ოთხი რესურსცენტრის უფროსი აჭარაში სამსახურს დატოვებს

 

აჭარაში არსებული რესურსცენტრების ხელმძღვანელებისთვის აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსის მეორე ტური ჩაატარა. კონკურსის შედეგების მიხედვით, ბარიერი მხოლოდ ორი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადალახა. ქედაში დურმიშხან შავიშვილმა ასიდან 77, ქობულეთში მადონა გოგიტიძემ ასიდან 53 ქულა აიღეს.


<!** Image 1 align="left" width="400" height="267" >


Exit mobile version