კვირის ამბები

რვა ახალგაზრდა მედიკოსი სასწავლებლად სტამბოლში

10.01.2014
რვა ახალგაზრდა მედიკოსი სასწავლებლად სტამბოლში


„ეს ინიციატივა გაჩნდა ერთი წლის წინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად ვიყავით თურქეთში. ეს იყო პირველი ვიზიტი. მაშინ დავსვით საკითხი მათ გადაემზადებინათ ჩვენი ექიმები. თანამშრომლობა შედგა ჩვენსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის. 16-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა. როცა პროექტის შემდგომი ეტაპი იქნება, ჩვენ თანმიმდევრულად ჩავრთავთ ყველა ახალგაზრდას მასში“, – განაცხადა შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ.

სამედიცინო სფეროში კადრების თურქეთში მომზადების ინიციატორი ნუგზარ სურმანიძეა.

 

ახალგაზრდა მედიკოსებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე შეხვდნენ. მათ გზა დაულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრად თითოეულ მათგანს „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.

„გახარებული ვარ ამ პროექტით, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შერჩევის სხვადასხვა ეტაპი გავიარე. საბუთების მიღება, გასაუბრება, საბუთების განხილვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო“, – აღნიშნა ფატმა შერვაშიძემ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.


სწავლების პერიოდი სამ და მეტ წელს მოიცავს, რადგან ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალობაზე. ნუგზარ სურმანიძის თქმით, წლიური სწავლის საფასურს – დაახლოებით 16 ათას დოლარს  ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი იღებს. ახალგაზრდა მედიკოსები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ბინითა და დღეში ორჯერადი კვებით.

პროექტის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. წელს პროექტით შემდეგი სტუდენტები ისარგებლებენ:

1. მერი თევზაძე  – რადიოლოგია

2. შორენა ბერიძე – მეან-გინეკოლოგია

3. ფატმან შერვაშიძე – მეან-გინეკოლოგია

4. ირაკლი ოქროპირიძე – კარდიოქირურგია

5. გურამ ჩახვაძე – ნეიროქირურგია

6. მარიტა გორგოშაძე – კარდიოქირურგია

7. გიორგი კერესელიძე – ორთოპედია, ტრამვატოლოგია

8. ვლადიმერ ბაზიაშვილი – ნეიროქირურგია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: