კვირის ამბები

მთავრობის არაკოორდინირებული მუშაობა საბოტაჟის ეჭვს აჩენს

16.01.2014
მთავრობის არაკოორდინირებული მუშაობა საბოტაჟის ეჭვს აჩენს

 

 პროექტი გაჩერებულია, ხოლო მის მშენებლობაზე პასუხისმგებელი უწყებები აცხადებენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დღეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან მხოლოდ ერთი, 500კვ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს. ამ ხაზის ნებისმიერი გაუმართაობა, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, იწვევს ელექტროენეგრიის მწვავე დეფიციტს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯვარი–ხორგას 500 კვ–იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2012 წელს გადაწყდა.

პროექტს მთავრობის თხოვნით ახორციელებს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD), „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ (EIB), „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი“ (KFW) და „ევროპის სამეზობლო საინვესტიციო ფონდი“ (ECNIF). პროექტის მთლიანი ღირებულება 270 მილიონ ევროს შეადგენს. „ჩვენი მიზანია, რომ საქართველო დაბრუნდეს საინვესტიციო სფეროში, მოხვდეს ინვესტორთა რადარებზე“ – განაცხადა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მმართველმა დირექტორმა ოლივიე დეკამმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის შანსი აქვს. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შეუთანხმებელი მუშაობის შედეგად ჭიანურდება ქვეყანაში 270 მილიონი ევროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინება. და მეორე – საქართველოს მოსახლეობას კვლავ ექნება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა – აღნიშნულია ასოციაციის მიერ ბათუმელებისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში. ასოციაციაში აცხადებენ, რომ არ შეიძლება კონკრეტული პროექტების განხილვა სამთავრობო კულუარებში ერთი, ორი და მეტი წლით გაიწელოს. მითუმეტეს, როდესაც პროექტის ინიციატორი თავად მთავრობაა და შექმნილი მდგომარეობა ამ ელექტროგადამცემი ხაზის აშენების აუცილებლობაზე მიუთითებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.