კვირის ამბები

აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა აირჩიეს

20.12.2013
აჭარის ტელევიზიის დირექტორად სოსო სტურუა აირჩიეს

 

 

აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობამ დღეს, 20 დეკემბერს, სოსო სტურუა დირექტორად დაამტკიცა. ხმები ასე გადანაწილდა – ერთი ხმა თინათინ ცისკარაძემ, ხოლო ორი ხმა სოსო სტურუამ მიიღო. სოსო სტურუა ტელევიზიის მოქმედი დირექტორი იყო. საბჭოს წევრებმა უპირატესობა ფარულ კენჭისყრას მიანიჭეს.

 

 

ამ ეტაპზე ტელევიზიის ხუწევრიან სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ სამი წევრი – ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში და გიორგი ირემაძე მუშაობენ. უმაღლესი საბჭოს მიერ ორ წევრის – ვახტანგ ღლონტსა და ოლღა ჟღენტს დამტკიცება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 ოქტომბერს უკანონოდ სცნო. სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის უმაღლესი საბჭოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატებით დაკომპლექტდა. 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უმაღლეს საბჭოს დაავალდებულა გამოსცეს ბრძანება და ტელევიზიის ბორდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი კანდიდატის, ბეჟან გობაძის დამტკიცებაზე. დღეს, 20 დეკემბერს სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი კანდიდატის, ირაკლი დარცმელიძის საჩივარიც უნდა განეხილა. თუმცა, უმაღლესი საბაჭოს წარმომადგენლის გამოუცხადებულობის გამო სასამართლო პროცესი გადაიდო.

 

უმაღლესი საბჭოს იურისტის, გელა ღოღობერიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კონკურსში მონაწილეობდნენ სოსო სტურუა (მოქმედი დირექტორი), მირანდა ჩარკვიანი (სახალხო დამცველის ოფისის ყოფილი თანამშრომელი), ირაკლი თავართქილაძე (საქართველოს ყოფილი ელჩი საბერძნეთში), სულხან მელაძე (კონსტიტუციონალიზმის ცენტრის ყოფილი პრესსპიკერი), თამილა დოლიძე და თინათინ ცისკარაძე (ჟურნალისტები).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: