ავტორი: ლევან ცაგარელი, ილიაუნის პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით __ არასდროს არ დამავიწყდება, როგორ გაჩნდა 90-იანების მეორე ნახევარში ბუკინისტური დახლები თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ სახლში არც ისე მცირე ბიბლიოთეკა დამახვედრეს ჩემმა წინაპრებმა, ბუკინისტების დახლებზე სრულიად ახალი და ჩემთვის უცნობი მწერლების წიგნები მხვდებოდა. მახსოვს, როგორ მინდოდა, ჩამეხედა თითოეულ მათგანში. და ისიც მახსოვს, რომ იშვიათად ვახერხებდი რომელიმე მათგანის …
Category Archives: მოსაზრება
წიგნის მკითხველი უფრო შრომისმოყვარე და მაღალი დისციპლინის ადამიანია | გიორგი მელაძე
ავტორი: გიორგი მელაძე, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით __ ბავშვობიდან მახსოვს ბევრი თამაში, ეზო, სიცხე, ხმაური და ბევრი, ბევრი, უაზროდ ბევრი წიგნი. თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ სამოთახიანი ბინის ერთი ოთახი წიგნებით იყო სავსე, მაღაზიის აბრებს მეტი ხალისით ვკითხულობდი, ვიდრე წიგნებს, მაგრამ ნელ-ნელა წიგნებიც გაჩნდა. ჯერ ზღაპრები, მერე ამბები, ისტორია, თავგადასავლები და ბოლოს ყველაფერს ვკითხულობდი, …
რატომ ვმუშაობ 13 წლიდან
ავტორი: სანდრა ხალვაში, 17 წლის რამდენი წელი გავიდა იცით? 4 წელი. მაშინ 13 წლის ვიყავი და პირველად წავედი თურქეთში სამუშაოდ, მშობლებთან ერთად. წლების განმავლობაში ჩემი მშობლები ყოველ ზაფხულს დადიოდნენ თურქეთში. ერთი თვე ვატარებდი მათ გარეშე. დიდი ხვეწნის შემდეგ ძლივს დავითანხმე მშობლები, რომ იმ წელს მეც უნდა წავსულიყავი. მაინტერესებდა როგორი იყო მუშაობა და საკუთარი ფული მინდოდა. …
„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“ – მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს
ავტორი: არჩილ კახაძე, batumelebi.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი საბავშვო ბაღში არ მივლია, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში გავხდი პირველკლასელი. ამის შემდეგ როგორც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ყველამ იცის. მე, ისევე როგორც უმრავლეს ბავშვს მაშინდელ საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კი არა, ბავშვობა საერთოდ არ მქონია. როცა მეხსიერებას ვძაბავ და ვცდილობ ბავშვობიდან ისეთი მომენტი გავიხსენო, როცა …
ნინო ფირცხალავა: მეგობრებთან ერთად ვერთვები აჭარის 60 სოფლისთვის წიგნების შეგროვებაში
1918 წელს, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების დღეს, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანი, ერთ-ერთი პირველი ქალი მეცნიერი, „ამ წუთის სიდიადით“ ფრთაშესხმული, შეკრებილ საზოგადოებას ასე მიმართავს: „ვხსნით ჩვენს საკუთარ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს. აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზრებთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ“. ეს ნაცნობობა და ურთიერთობა ცარისტული …
მზად ვარ აჭარის მთაში მცხოვრები ახალგაზრდები წიგნებით მოვამარაგო | ნინო ზაუტაშვილი
არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა დედამ პატარაობისას ძილის წინ ჩემთვის ეკატერინე გაბაშვილის თინას ლეკური წაეკითხა. ამით ბევრი რამ გამაგებინა, მაგრამ მხოლოდ წლების მერე გავაანალიზე. იმ ღამეს არ მეძინა, გულამოსკვნილი ვტიროდი. თვალწინ მედგა თინას ბოლო სცენა. დამიჯერებთ, რომ დღემდე იმღამინდელი სურათი სრულიად ნათლად ცოცხლობს ჩემში. ამ ისტორიას იუმორისტულ ჟანრში მერე ჩემს მეგობრებს ვუყვებოდი ხოლმე და ბევრს ვიცინოდით, …
გამიხარდა, როცა აჭარის 60 სოფელში წიგნების მიწოდების კამპანიაში ჩართვა შემომთავაზეს
ავტორი: სერგო რატიანი _________________ ბორხესი ერთგან წერს, რომ იმპერატორს, რომელმაც ჩინეთის კედლის აგების განკარგულება გასცა, მანამდე არსებული ყველა წიგნის დაწვა უბრძანებია. წიგნების განადგურება და კედელი – საკუთარი თავისა და საზოგადოების გამოკეტვა – ერთი რიგის მოვლენაა. მიუხედავად ჩანაფიქრისა და ქმედებების მასშტაბურობისა, ეს მბრძანებელი არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი. ყველა ტირანის ვნებას საფუძვლად უდევს პრემოდერნული საზოგადოებისათვის …
მეტი წიგნი ადამიანებს | ზურაბ ჭიაბერაშვილი
ავტორი:ზურაბ ჭიაბერაშვილი საზოგადოება ზიარჭურჭელია. ყოველი ინდივიდი ივსება, როგორც ამ ზიარჭუჭლის ერთი ნაწილი და მერე მისი ცოდნა, გამოცდილება, ნაფიქრი, განცდილი გასასვლელს სხვა ნაწილებისკენ ეძებს. ასე ვავსებთ ადამიანები ერთმანეთს. წიგნი ამ ზიარჭურჭლის სითხეა. მხატვრობაც. მუსიკაც. ქანდაკებაც. კინოც. მას ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. გაზიარება, მთელი ზიარჭურჭლის მოვლა, ყველა ნაწილის ავსება მისი თანდაყოლილი თვისებაა. ყოველი ჩვენგანი სხვა ადამიანების …
Continue reading “მეტი წიგნი ადამიანებს | ზურაბ ჭიაბერაშვილი”
იმედია, ჩემს ბევრ მეგობარს ვიხილავ ამ კამპანიაში – სულხან სალაძე მოგზაურ ბიბლიოთეკაზე
ავტორი: სულხან სალაძე სახლი ქედაში, სადაც ვიზრდებოდი სავსე იყო წიგნებით. რაც თავი მახსოვს, მახსოვს წიგნებიც. წლების შემდეგ, როცა ჩემი ბავშვობის პერიოდის გააზრებას ვცდილობდი, მივხდი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი ჩანდა, საზაფხულო არდადეგების დროს, ერთადერთი ხსნა წიგნების კითხვა იყო. პირველი წიგნი რაც წავიკითხე – იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ აღმოჩნდა. …
რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული!
რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული – ხო, ზუსტად ასე უნდა დამერქმია ამბისთვის, რომელსაც ჩემზე და წიგნებზე მოვყვებოდი. ფრენკ ზაპა ორიგინალ ციტატაში ამბობს, რამდენი წიგნია და რა ცოტა დროო. ახლა კი არის ცოტა დრო, მაგრამ როცა ბევრი დრო მქონდა, ფული თითქმის არ იყო წიგნების საყიდლად. სახლში ერთადერთი თარო გვქონდა, რომელზეც რამდენიმე ფურცლებგაყვითლებული (ბათუმში ნესტის გამო …
წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“
დავიბადე სოფელ დიდაჭარაში და მესამე კლასამდე ადგილობრივ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ბაღში არასდროს მივლია. ჩემი პირველი წიგნები სკოლის სახელმძღვანელოები იყო. არ მახსენდება ჩემთვის ზღაპრები წაეკითხათ. ზღაპრის წიგნებიც არ გვქონდა. გამუდმებით გავრბოდი სახლიდან – გავიპარებოდი და თვალის დახამხამებაში, სოფლის მეორე ბოლოში აღმოვჩნდებოდი ხოლმე. არ მიყვარდა სახლში ყოფნა. მეტიც – მძულდა! ჩემი გაპარვის ამბავი რომ მალე ვერ გაეგოთ, …
Continue reading “წიგნებს შეუძლია ბავშვების გადარჩენა – დაეხმარე „მოგზაურ ბიბლიოთეკას“”
ინტროვერტის ღია წერილი ხმაურიან სამყაროს
ავტორი: მეგი ათაბაგი დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მეგობრებმა ბარში თუ შემიტყუეს, პირველ რიგში ბარის მაგიდასთან განმარტოებით მჯდომ სტუმარს ვამჩნევ – ლუდის ჭიქაზე თითების კაკუნით ჰყვება სიმღერას და ვერც ამჩნევს ჩემი მეგობრების მზერას, რომლებიც თავისუფალი მაგიდის ხმაურიან ძიებაში უკვე გეგმავენ, როგორ მოიპატიჟონ ის. ჩვენ, ინტროვერტებს, ხმაურიანი სამყაროს ჩუმ მოსაუბრეებს, ხშირად გვიწევს დიდ, ხმამაღალ ამბებზე უარის თქმა. …
„ბათომის“ მიმართვა პრემიერს: ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი შეიძლება განადგურდეს
საზოგადოება „ბათომი“ ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლის შესაძლო განადგურებაზე მიმართავს ქვეყნის პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს. მიმართვის ადრესატები ასევე არიან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი [მ.შ.] პაატა გაფრინდაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. ფიჭვნარში 10 ჰექტარ მიწას, რომელიც კერძო საკუთრებაა, ძეგლის სტატუსი მოუხსნეს. სწორედ ამ გარემოებას უწოდებს ძეგლისთვის საფრთხეს „ბათომი“, რომლის მიმართვის ტექსტსაც …
აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი დაიცვეს, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ
ხულოში აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობაზე საუბარი დაიწყეს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ძალადობაში დადანაშაულებული პირების ნათესავების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ფატიმა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელია. ფატიმა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალს, მზიური მელაძეს მხარი დაუჭირა. ძალადობის მსხვერპლ ქალთან, მზიური მელაძესთან ინტერვიუ გადაცემა „ჰეშთეგმა“ ჩაწერა. ქალი …
ერთი დაკრძალვა და ბევრი სათქმელი
ბავშვობაში არაფრის მეშინოდა. თავად შიშისაც კი. იმიტომ, რომ ბებიაჩემი, ასე ვთქვათ, ჯადოქარი იყო. იცოდა მრავალგვარი ლოცვა: „თვალისა”, „შეშინებულისა”, კიდევ ისეთი, მეძუძურ დედებს რომ შველოდა, როცა ძუძუს ვერ აწოვებდნენ პატარებს. ეს ლოცვები განსაკუთრებით მაშინ გამომადგა, როცა გავიზარდე და სახლში გვიან დავიწყე მისვლა. აჭარაში ამბობენ, ღამე თუ გარეთ, განსაკუთრებით უცნობ ადგილებში დადიხარ, „უჟმური” [ავი სული] აგყვებაო, მერე …
ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს
ავტორი: ესმა გუმბერიძე შემოსავლების სამსახური წლებია, შშმ დასაქმებულებს, განსაკუთრებით იმათ, ვისაც ჩემსავით წელიწადში რამდენიმე დროებითი სამსახური აქვთ, პრობლემებს გვიქმნის კანონით კუთვნილი საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლებით სარგებლობასა და საშემოსავლო გადასახადის სახით დაკავებული თანხის დაბრუნებაში. უკვე ისეთი განცდა მაქვს, რომ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს შეგნებულად გვიწესებენ, რომ ბოლოსდაბოლოს დავიღალოთ ყოველწლიურად თანხის დაბრუნების მცდელობებით და შევეშვათ. საშემოსავლო გადასახადისგან გასათავისუფლებლად არსებობს …
Continue reading “ბარიერები, რასაც სახელმწიფო საშემოსავლო უკან დაბრუნებისას უქმნის შშმ პირებს”
ყველაფერი ჩემი ფრანგულის მასწავლებლის შესახებ
უსახურ, 90-იან წლებში ერთხელ ჩვენი სახლის კარი გაიღო და შლაპიანი, წითელპომადიანი, ქერა ქალი მოვიდა სტუმრად. ქალი ბევრს და ხალისიანად ლაპარაკობდა, იცინოდა, შიგადაშიგ დედაჩემს მხარზე უტყაპუნებდა ხელს და ჩემთან და ჩემს ძმასთანაც ასწრებდა ლაპარაკს: აინტერესებდა რომელ კლასში ვიყავით, რა გვიყვარდა, რა არ გვიყვარდა, სკოლაში როგორ გვქონდა საქმეები, ყველაფერი აინტერესებდა. ქალი იყო ფერადი და ხალისიანი. და ეს …
Continue reading “ყველაფერი ჩემი ფრანგულის მასწავლებლის შესახებ”
ის, რაც ხერხემლის გამრუდების შესახებ უნდა იცოდეთ – ექიმის რჩევა
ხერხემლის დაზიანების დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან მას არაერთი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ასევე საყურადღებოა სასკოლო ასაკის ბავშვებში სქოლიოზის გამოვლენა და მისი მართვა. ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ექიმი მიხეილ მიქელაძე სქოლიოზის დროულად გამოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს. რა არის სქოლიოზი? სქოლიოზი არის ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაცია, მალების როტაციით (შემობრუნებით), რომლის დამახასიათებელი ნიშანია ბავშვის ასაკთან და ზრდასთან დაკავშირებული დეფორმაციის …
Continue reading “ის, რაც ხერხემლის გამრუდების შესახებ უნდა იცოდეთ – ექიმის რჩევა”
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბათუმის ბულვარისთვის
ავტორთა ჯგუფი – ახალგაზრდა ევროპელი ელჩები მარიამ მორჩაძე საქართველოს კულტურა და ისტორია ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების, ფასდაუდებელი და ყველაზე დიდი საგანძურია, რომელიც წინაპრებისგან გვერგო და რომელსაც ყველანი ერთად უნდა ვიცავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ. ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელმაც შექმნა ქალაქის იდენტურობა, ახლა საფრთხეშია, რადგან დაიწყო კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა საერთაშორისო გამოცდილების, საერთაშორისო კონვენციების მიმართ …
Continue reading “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბათუმის ბულვარისთვის “
დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!
ავტორი: თამარ კორძაია, იურისტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი __ ქალის უფლებებს როგორც კი ვახსენებთ, არ აყოვნებს შეკითხვა: ქალი ადამიანი არ არის? დიახ, ქალი ადამიანი არ არის! ადამიანი არის სუბიექტი, ამ “ჩამჭრელი” შეკითხვის ავტორებისთვის – ობიექტი. ობიექტი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს ის, რომ ქალს საკუთარი სქესის გამო ტკივილი, შერცხვენა, დამცირება, შიში და უამრავი რამ აქვს …
Continue reading “დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!”
სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება
დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა. გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო. „ჯერ …
Continue reading “სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება”
რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს
საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევას საქართველოში სპეციალურად შექმნილი კლინიცისტთა ჯგუფი დეტალურად განიხილავს, შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონების მიხედვით, მონაცემებს NCDC-ი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. NCDC-ის ინფორმაციით, „Covid19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელიც ცხადდება ყოველდღიურად, წარმოადგენს ოპერატიულ, …
Continue reading “რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს”
„ვინ უპასუხებს IV-კლასელს, რატომ არ უშვებენ სკოლაში?“ – დაწყებითის მასწავლებლის მოსაზრება
ავტორი: მინდია ფუტკარაძე, ბათუმის მეორე საჯარო და ქართულ-ამერიკული სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი __________________________ „რატომ? რატომ? რატომ არ მიშვებენ სკოლაში?“ – მომწერა სოციალური ქსელის საშუალებით ჩემმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ. ერთი თვეც და 1 წელი გახდებოდა, რაც ონლაინგვიწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი რა რთული იყო, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. დამერწმუნეთ, ეს …
ღია წერილი გახარიას და სხვებს – ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენება დაუშვებელია!
ღია წერილის ადრესატები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ___ წერილის შინაარს უცვლელად გთავაზობთ: საზოგადოება ბათომი და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება და უკანონოდ მიიჩნევს ქ. ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დაგეგმილი 16 სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც პროექტის თანახმად ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრისა და სასტუმროს განთავსება იგეგმება. პროექტს კომპანია …
ნაკაიძე რელიგიური ნიშნით დაპირისპირებაზე – ეს სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი
გუშინ, 12 იანვარს, სოფელ ბუკნარში ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლები დაუპირისპირდნენ რელიგიურ ნიადაგზე. დაძაბულობა სოფელში დღესაც გაგრძელდა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ევროპული საქართველოს წევრის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული მრავალწლიანი დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი: „სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ მუსლიმ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, იმ მიზნით, …
ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა
კომპანია „სტარის“ მფლობელს და მის რამდენიმე თანამშრომელს ახალი წლის დღეებში ოფისში თავს დაესხნენ. „თარჯიმანს სცემეს. მფლობელი ოფისიდან გამოიპარა და მე დამირეკა. 4 მანქანით მიუვარდნენ. რადგან თურქეთის მოქალაქეები არიან, მათ ძვირადღირებულ ტექნიკას ართმევენ“, – ამას ლელა ბჟალავა ამბობს. ლელა ბჟალავა ადვოკატია, რომელიც ირწმუნება, რომ აურზაური ბათუმის სამრეწველო უბანში მოქალაქე ირაკლი შარაბიძემ მოაწყო. კომპანიის მფლობელები გუშინ თურქეთის …
Continue reading “ფიზიკური დაპირისპირება თურქ და ქართველ პარტნიორებს შორის – ვინ ვის სცემა “
ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო
ავტორი: მაგდა მარუაშვილი, ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ინსტრუქტორი ____________________________ ქუვეითში, ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე წელია ვასწავლი. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ენის გაუმჯობესება სჭირდებათ, უნივერსიტეტი ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. ერთი წლის განმავლობაში მათ სესიები მხოლოდ ინგლისურ ენაში უტარდებათ, ამის შემდეგ კი სწავლას თავიანთი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ. სწორედ ამ პროგრამის …
Continue reading “ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო”
„ღმერთო, როდის გვეღირსება საკუთარი ჭერი“ – ჩვენი დროის „მშიერაძის ოჯახი“ საქართველოში
შესაძლოა სკოლის წლებიდან გახსოვთ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „მშიერაძის ოჯახი“, სადაც მოთხრობილია თუ როგორ გადმოსახლდნენ მშიერაძეები თბილისში, რითი ირჩენდნენ თავს, რა ადარდებდათ და რა ბრძოლები გადახდათ თავს. გუშინ, 15 დეკემბერს, როცა თბილისში, აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა, არა ერთ ადამიანს გაახსენდა „მშიერაძის ოჯახი“. მოსახლეობამ შენობების ნგრევის შეჩერება სცადა, თუმცა …
ჩემი, ანუ მოქალაქის საახალწლო ინიციატივა
ავტორი: ნათია სირაბიძე პანდემიის პირობებში ახალი წლის აღნიშვნა პრობლემატური გახდა, თუმცა ვიცით, რომ ქართველები, ვისაც ამის შესაძლებლობა ექნება, სუფრებს და მიმოსვლას არ მოიშლიან. ბოლოს და ბოლოს ბავშვებს თოვლიან თუ სუსხიან გარემოში ეზოში თამაშის სურვილი მაინც ექნებათ. რადგან დიდი ღონისძიებები გადაიდო [უსაფრთხოების დაცვის მიზნით], ერთი ინიციატივა მაქვს, რომელიც შეიძლება ძალიან ორგანიზებულად და საინტერესოდ შესრულდეს, საჯარო რესურსის …
რატომ არ გვაქვს მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა ტერორთან მიმართებაში
ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი _________________ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი კომუნისტური ბლოკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების პოლიტიკას. დეკომუნიზაცია არ გამოიხატება მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმთან ასოცირებული ძეგლების აღებაში. საუბარია სერიოზულ საარქივო კვლევებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან, კოლექტიური მეხსიერების მთავრი ელემენტების წინა პლანზე წამოწევასთან. თითქმის ყველგან არსებობს ტოტალიტარული წარსულის შემსწავლელი ინსტიტუტები, …
Continue reading “რატომ არ გვაქვს მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა ტერორთან მიმართებაში”
გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო
ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ______ იურიდიულის პირველი კურსის მიწურულს მედიაციის ტრენინგზე უფროსკურსელ მონაწილეებს ვუმტკიცებდი – კი, მაგრამ სამართალი ხომ შექმნილია სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების უზრუნველსაყოფად-მეთქი. მათ კი მფარველის ტონით მკითხეს, თუ რომელ კურსზე ვარ. პასუხი რომ მოისმინეს, გამიღიმეს და კეთილგანწყობით მითხრეს: „გვესმის… ცოტა ხანში გაგივლის“. მე კიდევ უნივერსიტეტიც დავამთავრე, იმის …
ძაღლის გული | ცოტნე ცხვედიანი
ავტორი: ცოტნე ცხვედიანი ვისაც გახსოვთ 2011 წელი და 26 მაისი, არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ აშუქებდა მაშინ მედია პროცესებს და როგორ სპეკულაციურ შეფასებას აძლევდნენ პოლიტიკოსები და ინტელექტუალები მოვლენებს. ვირუსულად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეთა კადრები, რომელზე დაყრდნობითაც მაყურებელს მთელი ეს პროცესი ჭკუიდან შეშლილი, მარგინალი ადამიანების აგონიად უნდა წარმოედგინა, რომელთაც ფეხი ვერ აუწყვეს პროგრესს და წარსულში დაბრუნება სურდათ. …
როგორია ხალხის განწყობა შშმ პირების მიმართ საქართველოში – გაეროს ახალი კვლევის შედეგები
ავტორი: ესმა გუმბერიძე ახლახან გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა შშმ პირთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობების შესახებ საქართველოში – კვლევა ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ასახავს, თუ რა განწყობები არსებობს საქართველოში შშმ პირების მიმართ. კვლევის თანახმად, სენსორული დარღვევის მქონე (უსინათლო/მცირემხედველი, ყრუ/სმენადაქვეითებული და ასე შემდეგ) შშმ პირთა მიმართ მეტი სტიგმაა, ვიდრე ფიზიკური დარღვევის მქონეთა (ეტლით მოსარგებლეები) მიმართ: სენსორული დარღვევის მქონე …
პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან
გიორგი ხატიაშვილი მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ბევრი სხვა ქართველი სტუდენტის მსგავსად, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ის აშშ-ში იყო. ახლა გიორგის სასწავლო დეპარტამენტი უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული, სტუდენტებს ლექციები ზუმით უტარდებათ. შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს პრეზიდენტს ირჩევენ 4 წლის ვადით. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას გადავადება სჯობს და …
Continue reading “პანდემია და არჩევნები აშშ-ში – ქართველი დოქტორანტი მისისიპის უნივერსიტეტიდან”
გამოწვევები ქართულ საზღვაო სფეროში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩის როლი
ნუგზარ ბოლქვაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო ელჩი საქართველოში საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის, დიდი გამოწვევაა საზღვაო სფეროს სრულყოფილად გამოყენება და განვითარება ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველოს მეზღვაურებმა მრავალი რთული პერიოდი გამოიარეს რამაც მაინც არ გაუნელა სურვილი მომავალ თაობებს ზღვაში წასვლისა. ლეგენდარული ქართველი კაპიტნის–ანატოლი კაჭარავას ავტორიტეტით, დამსახურებითა და მოთხოვნით 1967 წელს შექმნილმა საქართველოს საზღვაო სანაოსნომ მხოლოდ …
თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ოთხი ნიშანსვეტი: შეიცვლებიან ისინი?
ავტორი: დავით დარჩიაშვილი, აგვისტო 2020 ყოველივე 2005-2007 წლებში გამოკრისტალდა, თუმცა ზოგიერთი რუსი მკვლევარი რუსეთში ლევიათანის დაბრუნებას საბოლოოდ მაინც 2014 წელს უკავშირებს.[1] ჩვენ, საქართველოში სხვაგვარად ვგრძნობთ – ელცინის და პუტინის ეპოქათა გამიჯვნაც გვიჭირს. მაგრამ თუ ტექსტებს ავიღებთ ათვლის წერტილად, მე მაინც 2005 წლიდან დავიწყებდი თანამედროვე რუსული საგარეო/საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებულ ოთხ ნიშანსვეტზე საუბარს. ესენია: რეალპოლიტიკა, „გრძელი სახელმწიფო“, …
Continue reading “თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ოთხი ნიშანსვეტი: შეიცვლებიან ისინი?”