„ოცნების ქალაქში“ ქოხების მეპატრონეებს სამთავრობო კომისია აფრთხილებს

„ოცნების ქალაქში“ სამთავრობო კომისიამ იმ ქოხების მეპატრონეები გააფრთხილა, რომლებიც კომისიაში დასარეგისტრირებლად არ გამოცხადდნენ. სპეციალური განცხადებები ქოხებზე გამოაკრეს და მათ დასარეგისტრირებლად ვადა პირველ სექტემბრამდე მისცეს. კომისიის ინფორმაციით, ასეთი სულ 70 ქოხია. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომისია ოჯახების დარეგისტრირებას პირველ სექტემბერს დაასრულებს. შემდეგ კი დაიწყება იმის შემოწმება, ფლობს თუ არა რომელიმე ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს. ამ დროის …

სეისმოლოგი, რომელმაც რივიერას ტერიტორია შეისწავლა: „არ არის იქ კარგი გრუნტი“

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა ბათუმის კონცხის გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა. შესაბამისი დაკვეთა ინსტიტუტმა  შპს „რივიერა ბათუმისგან“ მიიღო. კომპანია ამ ტერიტორიაზე 5 თაუერის მშენებლობას გეგმავს. ინსტიტუტის დირექტორს, თეა გოდოლაძეს ვკითხეთ, როგორ აფასებს ტერიტორიის მდგრადობას პროექტთან მიმართებაში, იმ ფონზე, როდესაც კონცხთან ახლოს მიწისქვეშა კანიონია. კონცხის სათავესთან მდინარე ჭოროხის მიერ გადატანილი ნატანის ოდენობა კი …

აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად მუხრან კაკაბაძე დანიშნეს. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მუხრან კაკაბაძე პროფესიით იურისტია. ის  2018 წლიდან დღემდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. მუხრან კაკაბაძე სხვადასხვა წლებში ბათუმის მერიის იურიდიულ სამსახურში, აჭარის უმაღლეს …

რა ფილმების ნახვას შეძლებთ შემდეგი კვირის ბოლოს ბათუმში – არტფესტივალი „არგანი“

არტფესტივალი „არგანი“ ბათუმში 17 აგვისტოდან დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ფესტივალი ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება და დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფოტო და ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კინოჩვენებები, იქნება ცოცხალი მუსიკაც. იოგით დაიტერესებულებისთვის კი იოგის კუთხეს მოაწყობენ. ფესტივალზე რამდენიმე ქართველი დიზაინერის მოდელების ჩვენება, შემდეგ კი გამოფენა-გაყიდვაა დაგეგმილი. ფესტივალზე …

ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში – სანაპიროზე 200 მეტრი სიმაღლის კოშკის აშენება იგეგმება

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა შპს „რივიერას“ ტერიტორიის მიმდებარედ არსებული პორტა …

ათსართულიანი კორპუსი მემედ აბაშიძიდან გორგილაძის კვეთამდე – კომპანიის ჩანაფიქრი

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, შპს „როიალ ბილდინგი“ ათსართულიანი მრავალბინიანი სახლის აშენებას გეგმავს. კომპანიას ახალი პროექტი #28-30-ში არსებული ძველი სახლების ათვისების ხარჯზე აქვს დაგეგმილი. კომპანია აქ მცხოვრებ მესაკუთრეებს უკვე მოელაპარაკა და რამდენიმე ფართობი მომავალში სამშენებლო მომსახურების გაწევის პირობით დაირეგისტრირა კიდეც. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. მიუხედავად ამისა, კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ჯერ არ მიუმართავს. შესაბამისად, ჯერ …

716 მოქალაქის მიმართვა ბათუმის მერიას 5 კოშკის მშენებლობის საკითხზე

დაიცავი ძველი ბათუმის წევრებმა დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები მერიას მოუწოდებენ არ მიიღოს „ბათუმი რივიერას“ პროექტის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან პროექტის დაგეგმარება ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას, მის ძირითად მახასიათებლებს და საფრთხის წინაშე აყენებს ბათუმის ეკოლოგიურ მდგომარეობას. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ამ დროისთვის 716 ხელმოწერა შეგროვდა. …

ტურისტული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად ლელა გოგუაძეს ნიშნავენ

აჭარის მთავრობა დღეს, 14: 00 საათზე, დეპარტამენტის თანამშრომლებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ახალ დირექტორს წარუდგენს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი დირექტორი ლელა გოგუაძე იქნება. ის ამ დრომდე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარეკლამო განყოფილებაში მუშაობდა.

რა წერია „რივიერა ბათუმის“ კვლევაში და ვინ ჩაატარა ის – 5 კოშკის მშენებლობა

ორი კვლევა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, ისევ ტოვებს კითხვებს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. რისკებზე საუბრისას სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ბათუმის კონცხთან დაგროვილ ნატანი მიმდებარედ, ზღვაში არსებულ კანიონზე. საუბარია მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილ მასებზე, რაც ბათუმის კონცხთან გროვდება. ამ მიმართულებით კვლევა 10 წელზე მეტია არავის ჩაუტარებია. შესაბამისად,  აქ დაგროვილი ნატანის სავარაუდო ოდენობაზეც …

დახმარება აგვისტოს ომში აჭარიდან დაღუპულთა ოჯახებს

რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000-3000 ლარს გადასცემს. 19 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის გარდა, თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში 75 000 ლარი გაიცემა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო …

ბათუმში მერია 11 მისამართზე ახალ ატრაქციონებს დადგამს – ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის მერია მრავალბინიანი სახლების ეზოებისთვის საბავშვო ატრაქციონების შესყიდვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი 11 ატრაქციონის შესყიდვაზე ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, შესყიდვის საწყისი ღირებულება 400 000 ლარია. შეთავაზებულ ფასში უნდა შევიდეს მონტაჟისა და რეაბილიტაციის მომსახურება.  ტენდერის პირობების მიხედვით, თითოეულ ატრაქციონში უნდა შედიოდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელა. გარდა ამისა, პირობები მიმწოდებელს ავალდებულებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში …

„ენერგო-პრო ჯორჯია“: ხელვაჩაურში ელექტროენერგიის სრულად აღდგენაზე ჯგუფი მუშაობს

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აბონენტების ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი ოჯახია შუქის გარეშე დარჩენილი, „ ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვერ მოგვაწოდა. ელექტროენერგია ხელვაჩაურის სოფლებში გუშინ, 4 აგვისტოს, ღამით, წვიმის გაძლიერებისთანავე გაითიშა და აღდგენა მას შემდეგ ვერ ხერხდება. კომპანიაში შეფერხების მიზეზად უამინდობით გამოწვეულ ავარიებს ასახელებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტების ჯგუფი ხარვეზების აღმოფხვრაზე ამ დრომდე მუშაობს. ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიის …

აშენდეს თუ არ აშენდეს – 5 პარლამენტარი აჭარიდან „რივიერა ბათუმის“ პროექტზე

„უნდა აშენდეს“ – ასეთია საქართველოს პარლამენტის წევრის, სვეტლანა კუდბას პოზიცია „რივიერა ბათუმის“ პროექტზე, რომლის თანახმადაც ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხუთი თაუერის მშენებლობა იგეგმება. „… იმიტომ, რომ მაქ იყო მშენებლობა და ასლან აბაშიძის დროს დაინგრა, უნდა აშენებულიყო სხვა, ამიტომ ეს პროექტი ახალი არ არის არც ბათუმისთვის და არც მოსახლეობისთვის. იმ შემთხვევაშიც მასშტაბური იგეგმებოდა, ბატონი ასლანი …

ბათუმის მერი რივიერაზე: „შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ვხედავ“

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ხედავს. მერის თქმით, შპს „რივიერა ბათუმმა“ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევები წარადგინა. გარდა ამის, მას აქვს „გეოგრაფიკის“ წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ახალი პროექტი ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს არ დაფარავს. „გეოგრაფიკის პასუხი ნიშნავს, რომ პროექტი არ შედის რაღაც კონფლიქტში ახალომახლო არსებულ ისტორიულ …

როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი

სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი ისევ არ გვაქვს,  ვერც დაზუსტებულ და ვერც მიახლოებულ თარიღს ბათუმის მერი ვერ ასახელებს. ლაშა კომახიძის თქმით, მან დღეს, 2 აგვისტოს, მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც მიმართა კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელს სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნის თაობაზე: „იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები ამ საკითხზე“. ვიდრე „გეოგრაფიკი“ კონსულტაციებისთვის მოიცლის და მერიას უპასუხებს, შემდეგ კი ჩამოყალიბდებიან და დოკუმენტებს განაახლებენ …

რატომ არ მივიდნენ „რივიერას“ პროექტის განხილვაზე „ბათომის“ წევრები

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები. შეხვედრაზე არ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ საკითხზე კითხვები სხდომათა დარბაზშიც დასვეს. „ბათომის“ ერთ-ერთი წევრის შოთა გუჯაბიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოში …

11-სართულიანი ისტორიული ბელეტაჟის ნაცვლად

ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“ 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას პირველი ეტაპი უკვე შეთანხმებული აქვს, ამჯერად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს მეორე ეტაპის შესათანხმებლად მიმართა. სხდომაზე აღნიშნეს, რომ პროექტს ძეგლთან მიმართებაში პრობლემა ვერ ექნება, რადგან საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ 15-სართულიანი სახლებია. თუმცა არავის უთქვამს, რომ ფარნავაზ მეფის #116-ში, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, ერთსართულიანი ისტორიული …

აჭარის მთავრობა ქობულეთის აგროპარკს იჯარის წესით გაასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის აგროპარკს იჯარის წესით გაასხვისებს.  აგროპარკი სოფელ ალამბარში 62 220 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს და 50 ერთეულ სათბურს აერთიანებს, თითოეული სათბური 500 კვადრატული მეტრია, შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის იფორმაციით,  მთავრობა აგროპარკის იჯარის წესით გასაცემად მის პირობიან აუქციონზე გატანას გეგმავს. მინისტრის თქმით, პირობები ითვალისწინებს მინიმუმ 30 მოქალაქის დასაქმებას. მოიჯარე თავისუფალი იქნება …

ზონალური საბჭო „რივიერაზე“: იდეა მისაღებია, არქიტექტურა – დასახვეწი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ  წადგენილი გრგ [განაშენიანების რეგულირების გეგმა] განიხილა. საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით, საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მომზადებულ გრგ-ზე მოსაზრების დაფიქსირების უფლებას კანონი აძლევს, მის დამტკიცებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს. სხდომაზე საბჭოს წევრებს პროექტის მიმართ საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილზე …

მთავრობა ტურიზმის სექტორში დაზარალებულების ბიუჯეტიდან დახმარებას განიხილავს

მთავრობა ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული კლების ტენდენციის გამო დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სასტუმრო ნომრების ჯავშნები გაუუქმდა ან სხვა მხრივ დაზარალდა, მთავრობა, როგორც ბიუჯეტიდან სუფსიდირებით, ასევე სხვა გზებით დახმარებას განიხილავს. „ჩვენ გვექნება ძალიან პრაქტიკული კრიტერიუმები, რომ მაქსიმალურად დავფაროთ …

რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის სექტორში კლების ტენდენციის დაფიქსირების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაისსა და ივნისში აჭარაში დაფიქსირდა პიკი ტურიზმის მიმართულებით და  ამას მოწმობს როგორც დინამიკა საზღვრის კვეთის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მონაცემები, ამიტომაც მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „…შემდეგ უკვე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჩარევამ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის …

აჭარის მთავრობა ინვესტორებისთვის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავს. სხდომაზე განიხილავენ განკარგულების პროექტებს, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს მოქალაქე როლანდ შანთაძის, შპს „ევრო თაუერის“, შპს „ორბი ჯგუფის“ და შპს „ბიჯი თრეიდის“ მიმართ. სხდომაზე ასევე განიხილება განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არასტანდარტული საცხოვრისის ე.წ. ბარაკული საცხოვრებლების გაუმჯობესების …

საპროტესტო საფრთხობელა ბათუმი რივიერაზე

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე საფრთხობელა დადგეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საფრთხობელა სიმბოლურად ინვესტორის „დასაფრთხობად“ მოიტანეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. „დაუპატიჟებელი სტუმრების დასაფრთხობად ადრე მინდვრებში აყენებდნენ საფრთხობელებს, ამიტომაც ჩვენც გადავწყვიტეთ ამ ტერიტორიაზე სიმბოლურად საფრთხობელა განვათავსოთ“, –  ამბობს შოთა გუჯაბიძე. ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები …

არა ჩაბეტონებას – „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაეები ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ. ისინი აქციაზე მივიდნენ ტრანსფარანტებით – „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „ბეტონყმობა“, „ურბანული კოლიტი“. დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოლაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისიად არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის …

მილიონიან შესყიდვაზე კონკურსს ბათუმის მერია მეორედ გამოაცხადებს

ბათუმის სივრცითი-ტერიტორიული დოკუმენტის მომზადებაზე განმეორებითი კონკურსი ბათუმის მერიას ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. პირველი კონკურსის გამოსაცხადებლად ტექნიკური დოკუმენტის მომზადებას მერიამ რამდენიმე თვე მოანდომა. გარდა ამისა, ტექნიკური დოკუმენტის გამართულად მოსამზადებლად [ამ დოკუმენტში კონკურსის მოთხოვნები დეტალურადაა აღწერილი] სპეციალისტიც დაიქირავეს, თუმცა კონკურსი მაინც ვერ შედგა. კონკურსში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. როგორც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განმარტავდა, ეს დოკუმენტი …

„არა ჩაბეტონებას“ – აქტივისტები დღეს ბათუმში კიდევ ერთ აქციას გამართავენ

საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბათუმი“ დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია საღამოს, 19:00 საათზე, მემედ აბაშიძის #1-ში, იუნკერების სკვერთან გაიმართება. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, კომპანია „რივიერა ბათუმი“ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ …

გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს. არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, …

მშენებლისა და ბათუმის მერიის თამაშრომლის დაპირისპირებას პროკურატურა სწავლობს

პროკურატურა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯემალ დიასამიძესა და შპს „კრისტალის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს,  მუხრან ელიაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სწავლობს. 27 ივნისს, სასამართლოსთან ჩხუბის შემდეგ მუხრან ელიაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მერიის თანამშრომელი მას 10 ათას ლარს და ძვირადღირებულ ავტომანქანას სძალავდა. პროკურატურაში ამბობენ, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა დაიწყოს გამოძიებაც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, …

რას პოსტავენ ბათუმის საკრებულოს წევრები ფეისბუქში, როცა ამომრჩეველი საპროტესტო აქციაზეა

ქვეყანაში ოკუპაციის წინააღმდეგ დაწყებული აქციების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს  წევრები სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ ფოტომონტაჟს აქტიურად აზიარებენ. საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ არც იმას მალავენ, რომ ლგბტ თემის მიმართ შემწყნარებლობით არ გამოირჩევიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა განსხვავებულის უფლებები კონსტიტუციით გარანტირებულია. ბათუმის საკრებულოს წევრი ელგუჯა ანდრიაძე, რომელიც საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა, სხდომებზე დიდი აქტიურობით არასდროს …

ლაშა კომახიძე: მეჩეთის მშენებლობის მსურველებმა მიწა მუსლიმთა სამმართველოს უნდა გადასცენ

საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებას უკვე სასამართლოს გზით ცდილობს, მერია ისევ სთავაზობს სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მუსლიმთა სამმართველოსთვის დათმობას. რატომ უნდა გადასცეს ჯგუფმა საკუთრებაში არსებული ნაკვეთი სამმართველოს და როგორ შეუწყობს ეს ხელს მშენებლობის ნებართვის მიღებას, ან შეუწყობს თუ არა? – მერის წარმომადგენელმა მოსამართლეს, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, ბოლო სასამართლო სხდომაზე შეატყობინა, რომ ლაშა …

ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი – მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად. ამ …

ეკონომიკის მინისტრი: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ ემუქრება: „ჩვენი მაკროეკონომიკა ჯანსაღია და არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე  ემუქრება,თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე, ინვესტიციაზე, მათ შორის ლარის კურსზე. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ …

სამინისტრო: თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი რეანიმაციაში რჩება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში დღეს, 26 ივნისს მომხადარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა საშუალოდ კრიტიკულია. ის რიზეში, ერდოღანის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. დღეს, დაახლოებით 00:45 საათზე, თურქეთში, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში მოათავსეს. სამივე …

ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობის საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა დასრულდა. უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს დეპუტატ  ნიკა მელიას დაკავებაზე თანხმობის მიცემის საკითხის პლენარული სხდომის საკითხებში შეტანას. კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო ოპოზიციამ. პლენარულ სხდომაზე პროკურატურისთვის თანხმობას მიცემის შემთხვევაში, შესაძლოა მელია პარლამენტშივე დააკავონ. პროკურატურამ დეპუტატ მელიაზე ბრალის წარდგენის დადგენილება გუშინ, 25 ივნისს მიიღო და გუშინვე მიმართა პარლამენტს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე დასათანხმებლად. ნიკა …

საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთში დასვენება გადაიფიქრეს – ანტისაოკუპაციო კამპანია

სალომე შაშიაშვილი მათ შორისაა, ვინც წელს დასვენებას საზღვარგარეთ გეგმავდა და გადაიფიქრა. ამის შესახებ მან ფეისბუქში #Spend your summer in GEORGIA“ – დაწერა,  როგორც თვითონ წერს, თურქეთში აპირებდა დასვენებას, მაგრამ  დაგეგმილი მარშრუტის შეცვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ფეისბუქში“ დაიწყო საქართველოს კურორტების მხარდამჭერი კამპანია ჰეშთეგით #დაისვენესაქართველოში, #იმოგზაურესაქართველოში, #წამომთაში, #Spend your summer in GEORGIA და სხვა. კამპანია სოციალურ …

რას ნიშნავს არჩევნები პროპორციული სისტემით

2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება – გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ამ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ მოთხოვნად დაასახელეს. [checklist] არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პარტიები, ამომრჩეველი ხმას აძლევს ერთი ბიულეტენით  [/checklist] პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას გულისხმობს. პროპორციული წესით არჩევნებისას ამომრჩეველი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს, …

Exit mobile version