მთავარი,სიახლეები

ზონალური საბჭო „რივიერაზე“: იდეა მისაღებია, არქიტექტურა – დასახვეწი

31.07.2019
ზონალური საბჭო „რივიერაზე“: იდეა მისაღებია, არქიტექტურა – დასახვეწი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ  წადგენილი გრგ [განაშენიანების რეგულირების გეგმა] განიხილა. საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით, საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მომზადებულ გრგ-ზე მოსაზრების დაფიქსირების უფლებას კანონი აძლევს, მის დამტკიცებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს.

სხდომაზე საბჭოს წევრებს პროექტის მიმართ საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილზე იმსჯელეს, გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესამცირებელია K1- ის მონაცემები, თუნდაც ეს სიმაღლის ხარჯზე მოხდეს.

სხდომაზე დააფიქსირეს ისიც, რომ ამ შემთხვევაში საბჭო სამშენებლო პროექტს არ განიხილავს და მხოლოდ მოსაზრებას დააფიქსირებს გრგ-ზე. სამშენებლო პროექტზე კი ზონალური საბჭო ისევ იმსჯელებს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: