დუმბაძის 12-ში კაფეების – ვინილისა და k2-ის ადგილზე მშენებლობა იგეგმება

შპს „ახალი ერა“ ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე, ადრე შეთანხმებული 8-სართულიანის ნაცვლად, 5-სართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს კი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ერთსართულიანი სახლია განთავსებული, სადაც ადრე ბელგიის საკონსულო …

მერიის პასუხი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ: შესაძლოა, ჯარიმა გასამმაგდეს

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობებისთვის დაჯარიმებულ ხუთ ოჯახთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა განგვიმარტა, რომ საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მერიამ შეტყობინების საფუძველზე მოახერხა. ირაკლი მოქიამ გვითხრა ისიც, რომ ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების …

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარის გადახდა მოუწევთ – საურავი და ჯარიმა  

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიას საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 2018 წელს 3000 ლარით დაუჯარიმებია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ თეა ქონდარიძეს ახლახან მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს გამოცემული დადგენილებაც ჩააბარეს, სადაც წერია, რომ მას ჯარიმის გადაუხდელობის გამო დამატებით 3000 ლარის საურავი დაეკისრა. შესაბამისად, ახლა თეა ქონდარიძეს მერიისთვის 6 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, ეს …

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიამ უკანონო მიშენებებისთვის დააჯარიმა. მოსახლეობის ინფორმაციით, ერთმა ოჯახმა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ შვიდ წელზე მეტია ერთ ოთახში ცხოვრობს, დამატებით ერთი ოთახი მიაშენა. „ქმარი დაბრუნდა ციხიდან და  ბავშვისთვის ცალკე ოთახი მოაწყვეს“, –  გვიყვება სოფო ბერიძე. მისი მეზობლის, ჟუჟუნა მოსიძის ინფორმაციით კი, უკანონო მიშენებისთვის დააჯარიმეს ისეთი ოჯახიც, რომელსაც საპირფარეშო არ ჰქონდა …

ბათუმში სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება – მშენებელმა კომპანიამ მილი დააზიანა

ამ დროისთვის ბათუმში ამბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, შეფერხების მიზეზი  მშენებელი კომპანიის მიერ  მილის დაზიანებაა. ავარიის შედეგედ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ: ტაბიძის, ლეონიძისა და რურუას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. „სოკარ გაზში“ გვითხრეს, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი აირის მიწოდება საღამოს ექვსი საათიდან დაიწყება, ქსელში ეტაპობრივად ჩაირთვება  სამივე ქუჩის ყველა აბონენტი. „სოკარ გაზში“ არ დაგვიკონკრეტეს …

ბათუმის მერის გაყინული იდეა

ძველ ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ბათუმის მერიამ მესაკუთრეებისგან, მისი გადარჩენის მიზნით გამოისყიდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ექვსი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა. მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე არჩევიდან მალევე [2018 …

ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე წელს 1 659 ბავშვი დარჩა

წელს ბათუმში  საბავშვო ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბაღებში მოხვედრას გასულ წელსაც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის გარეშე დაჩნენ. საერთო ჯამში ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8 080. წელს საბავშვო სააღმზრდელო კურსი სრულად დაასრულა და ბათუმის სკოლების პირველ კლასებში გადანაწილდა 2 577 …

უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან. რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს …

ბათუმში ჯავახიშვილის, ბაგრატიონისა და ორბელიანის ქუჩებს შორის მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე. შეზუდვა შეეხება ასევე  ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს.  შეზღუდვა ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: N8 მუნიციპალური ავტობუსი – ლეონიძის, შარტავას, …

მშენებლები დაჟინებით ითხოვენ ნებართვას ისტორიული სახლების დანგრევის ხარჯზე

მშენებლები ისევ დაჟინებით ითხოვენ ახალი სახლების მშენებლობის ნებართვას ისტორიული სახლების დემონტაჟის ხარჯზე. დაჟინებით ამტკიცებენ იმასაც, რომ ეს სახლები ავარიულია და საცხოვრებლად აღარ ვარგა. მოთხოვნა, ძირითადად, ისევ ქალაქის ცენტრზე მოდის, მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან, ზოგი კი პასუხს ელოდება. სხდომებზე მსგავსი საკითხები ხშირად უფრო ახალი პროექტების მოწონება-დაწუნების ჭრილში განიხილება და არა …

ზონალურმა საბჭომ ვაჟა-ფშაველას 13-ში შვიდსართულიანი სახლის პირველი ეტაპი შეითანხმა

„შევხვდებით მეორე ეტაპზე“ – ასე დაემშვიდობენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ შპს „ბათ ინვესტის“ დირექტორს სოფო ნებიერიძეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება შედგა. „ბათ ინვესტი“ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 -ში, სადაც ძეგლი უნებართვოდ დაანგრიეს, შვიდსართულიანი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ პროექტი ამჯერად მოიწონა. სხდომას საბჭოს ექვსი წევრი ესწრებოდა [სხდომას …

თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილი, შს მინისტრად გომელაური დაასახელეს

პრემიერობის კანდიდატად რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულმა გიორგი გახარიამ, მთავრობაში ცვლილებები დაანონსა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური იქნება, ხოლო თავდაცვის მინიტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენენ. მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კი უშიშროების საბჭოში გადაინაცვლებს. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავად გადადგა გუშინ თანამდებობიდან. ის წელიწადი და ორი თვე იყო პრემიერი. დღეს მმართველი …

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის თანამდებობას არ ტოვებს და თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ასევე რეგიონის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  ის ასევე ამბობს, რომ აპირებს გააქტიუროს მუშაობა მომავალ წელს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოსაგებად და „ნაციონალური მოძრაობის დასამარცხებლად.“ „მე ვაგრძელებ იმ ტვირთის და პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც მე …

BIAFF 2019 – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის პროგრამისთვის  ფილმების შერჩევა დაასრულა.  კინოფესტივალის [BIAFF] დამფუძნებელმა ზვიად ელიზიანმა წლევანდელი ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა გამოაქვეყნა. წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში  25 ფილმი იქნება წარმოდგენილი, საიდანაც 6 ქართველი რეჟისორის ნამუშევარია. ეს ფილმებია: [checklist] გაბანა, ნიკოლოზ გუგუშვილი, საქართველო, 2019; 30 წთ კარს მიღმა, ნიკა ქურდაძე, …

რესურსცენტრების უფროსებს ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან  გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები. რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება. გაიზრდება რესურსცენტრებში დასაქმებული სხვა თანამშრომლების ხელფასებიც. კერძოდ: მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზრდება და …

მინისტრმა 2020 წლისთვის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განსაზღვრა

საქართველოს განათლების მინისტრმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრა. მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება, შესაბამისი დანართით [#3], რომელიც გამოცდებისათვის ჩასაბარებელ საგნებს [მათემატიკა/ისტორიას] მოიცავს დარგის/სფეროს მიხედვით, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს  ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენებიდან ერთ-ერთი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად [ინგლისური,  გერმანული, ფრანგული, რუსული]; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი …

TCF GEORGIA-ს ქონება და მთავრობასთან აღებული ვალდებულება „ქართუმ“ გადაიბარა

23 344 კვ.მ მიწის ფართობი და ექვსი შენობა ჯამში 11 298 კვ.მ  შპს TCF GEORGIA-მ აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების საფუძველზე 2013 წელს დაირეგისტრირა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას მანდარინის შემფუთავი საწარმოს გახსნა, სეზონურად 2000 ტონა მანდარინის მიღება-გადამუშავება და ასევე სეზონურად  საქართველოს 50 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება ჰქონდა აღებული. 2013 წელს სახელმწიფოსგან პირობებით გადაცემული  ქონება თავისი ვალდებულებებით შპს TCF …

როგორ დაეხმარება სამთავრობო კომისია თხილის ჩაბარების მსურველებს – ფასი და პირობები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, წელს აჭარაში თხილის მოსავალი 5000-მდე  ტონაა. მოსავლის ხარისხი კი ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, მაშინ, როცა მოსავლის დიდი ნაწილი ფაროსანამ დააზიანა. დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თხილის მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და ამ …

კმდს-ს მიერ გამსახურდიას #12-ში მანსარდის ამაღლებაზე გაცემული ნებართვა სამინისტრომ გააუქმა

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N12-ში, მანსარდის ამაღლებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა განათლების სამინისტრომ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაგვიდასტურა. მან გვითხრა იმის შესახებაც, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს საბჭომ ახალი მანსარდის დაშენების ნებართვა მისცა კომპანიას: „იყო მხოლოდ არსებული მანსარდის 67 სანტიმეტრით წამოწევისა და ოთხი სამერცხლულის მოწყობის ნებართვა გაცემული. ეს საბჭოს …

აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში, ხალხთან და ხალხის გარეშე

დღეს, 29 აგვისტოს, აჭარის მთავრობა ქობულეთში, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას სასტუმროში [„ჯორჯია პალასი“] სხდომას გამართავს. დღის წესრიგში ოთხი საკითხია და რამდენიმე საინვესტიციო პროექტის ხელშეწყობის ღონისძიებების დამტკიცებას გულისხმობს. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ამ განცხადებებს მოვისმენთ, შემდეგ კი სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურება და მთავრობის თავმჯდომარე ოთხ მინისტრთან …

„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ, სადაც შპს „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს მათაც, ვინც აქამდე პროექტის საწინააღმდეგო აქციებში არ მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელშიც ბევრმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „დანაშაული“ და „სამარცხვინო“. თავიანთ პოზიციას იცავენ მომხრეებიც, თუმცა ამ დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ 5 თაუერის მშენებლობას ბათუმის კონცხზე  გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე ეს ამ დრომდე ჩანდა. …

გარემოს ეროვნული სააგენტო: სიცხის ფონზე ტყეში ხანძრის გაჩენის რისკი იზრდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს. სააგენტო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაციას სააგენტო გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის [WMO]-ს ევროპის …

ბათუმის წყალი: ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“  ინფორმაციით, დღეს,  ჩაქვში ძველი ქსელის აბონენტებს  წყალმომარაგება შეუწყდებათ.  შეფერხების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. შეფერხება დილის 10:00-დან 19:00 საათამდე გაგრძელდება. „ბათუმის წყლის“ ცხელი ხაზი: 0422 24 22 22  1152    

შსს: ბათუმში ნარკორეალიზატორი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ა. დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერა ორჯერ განახორციელეს. პოლიციამ მის მიერ უკანონოდ გაყიდული 7 …

„ბათომი“ საკრებულოს გადაწყვეტილებას რივიერას გენგეგმის დამტკიცებაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს

„ვიცი, რომ მე თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწერება ოქმში და ჩვენ დაგვჭირდება ეს მომავალში სამართლებრივი დავისას“, – ასე დაასრულა დღეს საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა. „ბათომი“ და რივიერას პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, როგორც საკრებულოს, ისე მერიის გადაწყვეტილებებს შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ბევრი დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხებს …

„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის …

ნიკოლოზ ანთიძე ერთი წლის განმავლობაში მივლინებით უცხოეთში 11-ჯერ იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე 2018 წელს საქმიანი ვიზიტით უცხოეთში 11-ჯერ გაემგზავრა, მათ შორის ერთ-ერთ ქვეყანაში ის სხვადასხვა დროს ორჯერ იმყოფებოდა, აქედან რამდენიმე ვიზიტის კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა და 2020-2021 წლებში უნდა დადგეს. ნიკოლოზ ანთიძეს არც ახალ წელზე დაუსვენია, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან დავით ლომიტაშვილთან ერთად,  სამუშაო …

რუსეთის მოქალაქე მახინჯაურში სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს

ორი თვის წინ, 2019 წლის 24 ივნისს, დაფუძნებული კომპანია მახინჯაურში, თამარ მეფის პირველ შესახვევში, #4-გ-სა და 4დ-ში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია შენობაში სასტუმროს, აპარტამენტებს, კაფეს, რესტორანსა და საცურაო აუზსს მოაწყობს. ჯერჯერობით არ ვიცით, რა მასშტაბების მშენებლობა სურს კომპანიას და  შეთანხმების შემთხვევაში დასჭირდება თუ არა მერიას ზონის სტატუსის ცვლილებისთვის საკრებულოს კიდევ ერთი …

21 აგვისტოს რეაბილიტირებული რვაფეხას გახსნას პრემიერი დაესწრება

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ბათუმში რეაბილიტირებულ „რვაფეხას“ გახსნიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე დაესწრება. „რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა. კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული …

სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც …

მთავრობა ბათუმში მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონით ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის #2-ში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის.  გასაყიდი ნაკვეთის ფართობი 1145 კვადრატული მეტრია, საწყისი ფასი – 157 000 ლარი, ხოლო ბიჯი  – 4000 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, ნაკვეთის ნაწილი დაკავებულია მესამე პირების მიერ და გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, უძრავ ქონებაზე განთავსებულია სამშენებლო მასალები.

მთავრობა ქობულეთში 15 ჰექტარ მიწას ასხვისებს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში რამდენიმე ნაკვეთს იჯარის წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი გამოცხადებულია 22 526 კვადრატულ მეტრ გამწვანებულ ნაკვეთსა და მის მიმდებარედ არსებულ 816 კვადრატულ მეტრზე. ორივე ნაკვეთს მთავრობა ერთ ლოტად ასხვისებს. მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირი ნაკვეთით 2039 წლის 10 სექტემბრამდე ისარგებლებს. მიწის ნაკვეთს სასოფლო სამეურნეო დანიშნულება აქვს და სამინისტროს …

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს …

ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება დაფიქსირდა – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობა ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის [NO2] და მყარი ნაწილაკების [PM10] კონცენტრაციებისა. სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებმა საშუალო წლიურ ნორმას 1.5-ჯერ გადააჭარბა. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში – …

ანაზღაურებადი სტაჟირება მხოლოდ 30-მდე კურსდამთავრებულისთვის

კარიერული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას ბათუმის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პრეზენტაციაზე, დარბაზიდან მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. პრეზენტაცია 12 აგვისტოს გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ პრეზენტაციაზე დარბაზში 400-ზე მეტი ახალგაზრდა იმყოფებოდა. იმ დღეს არავის უთქვამს, რომ წელს ამ პროგრამით სარგებლობას მხოლოდ 30 – მდე კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შეძლებს. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დავითაძემ ამავე პრეზენტაციაზე …

ახალგაზრდული ცენტრი ბათუმში ოფისის და დირექტორის გარეშე დღეს გაიხსნება

დღეს, 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ხსნიან. ცენტრს ამ დრომდე არ აქვს საკუთარი ოფისი და არც ხელმძღვანელი ჰყავს. მას შემდეგ, რაც აჭარის განათლების სამინისტრომ ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი ჩაშალა, ამ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე იკავებს. ცენტრის ბიუჯეტი 1 მილიონ 700 ათასი ლარია. ცენტრში 25 პირის დასაქმება იგეგმება. …

Exit mobile version